საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №81 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 16, 2015 11:52
მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №81 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2015 წლის 12 ნოემბრის №81 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2015 წლის 12 ნოემბრის №81 სხდომის დღის წესრიგში, დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი (მათ შორის 2 (ორი) - 1.ა) და 1.ბ), კომისიის 2015 წლის 10 ნოემბრის N80 სხდომის საოქმო გადაწყვეტილებების საფუძველზე):
ა) შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
ბ) შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.)
გ) შპს ”ნიუკომ”-ის კერძო მაუწყებლობის №B168 და №B169 ლიცენზიების შპს ”მედია ჯგუფისთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.).
2. კომისიის 2015 წლის 12 ნოემბრის №81 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №81 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2015 წლის 12 ნოემბერი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №81 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”ნიუკომ”-ის კერძო მაუწყებლობის №B168 და №B169 ლიცენზიების შპს ”მედია ჯგუფისთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს ”დაცვის სამსახური თბილისისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
- შპს “ჯორჯიან მანგანეზისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
- შპს ”ლა-მაგისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
- უცხოური საწარმოს ფილიალი “LUGAMINO HOLDINGS LIMITED-ის წარმომადგენლობისთვის საქართველოში” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
- შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
- შპს “ტავ ურბან საქართველოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- შპს „ტაქსიკომისთვის“ სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 5 თებერვლის №63/7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
- შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „მაიფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს ”ბლექ სი სატისთვის” მაუწყებლობის ავტორიზაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
- შპს „რ.ბ.ჯ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს.ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „BATUMI MEDIA GROUP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „სკაი კავკასუსისთვის“ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - დამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი).
- შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.).
- შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
