შპს ”ნიუკომ”-ის კერძო მაუწყებლობის №B168 და №B169 ლიცენზიების შპს ”მედია ჯგუფისთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2015 17:23
მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2015
შპს ”ნიუკომ”-ის კერძო მაუწყებლობის №B168 და №B169 ლიცენზიების შპს ”მედია ჯგუფისთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 18 აგვისტოს კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/7720-15) მიმართა შპს ”ნიუკომ”-მა (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404407593) და შპს ”მედია ჯგუფმა” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406146424) შპს ”ნიუკომ”-ის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B168 და №B169 ლიცენზიების შპს ”მედია ჯგუფისთვის” გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილია ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, შპს ”მედია ჯგუფის” წესდების ასლი და შესაბამისობის დეკლარაცია. ასევე შპს ”ნიუკომ”-ის დამფუძნებელთა თანხმობა კერძო მაუწყებლობის №B168 და №B169 ლიცენზიების შპს ”მედია ჯგუფისთვის” გადაცემაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის და 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ნიუკომ”-ი ფლობს:
1. კერძო მაუწყებლობის №B168 ლიცენზიას 2024 წლის 10 ივლისამდე, კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №366/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
გ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ბოლნისი;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
№ |
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
|
1. |
ქ. ბოლნისი |
101,5 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°28 0.76" N 44°32 17.39” E |
30 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ე) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს - 12 საათი.
2. კერძო მაუწყებლობის №B169 ლიცენზიას 2024 წლის 9 ოქტომბრამდე, კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №568/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
გ) გეოგრაფიული ზონა: ქ. რუსთავი;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
№ |
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
|
1. |
ქ. რუსთავი |
100,6 |
FM |
V |
წრიული |
500 |
N 41°33 42.00" E 44°58 41.00” |
35 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ე) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს - 12 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერიდან და შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ შპს ”მედია ჯგუფის” დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბანძელაძე (პ/ნ 60001035050), ხოლო 50%-იანი წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე დავით სიხარულიძე (პ/ნ 01024022290) კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით ირაკლი ბანძელაძე ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მედია ჯგუფი” მაუწყებლობის სფეროში არ ფლობს არანაირ ლიცენზიას.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს ”ნიუკომ”-ის მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B168 და №B169 ლიცენზიების შპს ”მედია ჯგუფისთვის” გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად (№შ-10/8198-15, 26.10.15წ.), შპს ”მედია ჯგუფი” ისევე როგორც მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, რომლებსაც ეკრძალებათ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა. ასევე ლიცენზიების გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
ამავე დროს, კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად დგინდება, რომ შპს ”მედია ჯგუფის” პარტნიორი დავით სიხარულიძე ასევე წარმოადგენს შპს ”ნიუკომ”-ის ბენეფიციარ მესაკუთრეს, ხოლო ირაკლი ბანძელაძე უწყებრივ რეესტრში საერთოდ არ ფიქსირდება. შპს ”ნიუკომ”-ის და ფიზიკური პირების ირაკლი ბანძელაძის და დავით სიხარულიძის აფილირება რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა კომპანიებთან არ დგინდება. შესაბამისად, შპს ”ნიუკომ”-ის მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B168 და №B169 ლიცენზიების შპს ”მედია ჯგუფისთვის” გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა ირაკლი ბანძელაძის და დავით სიხარულიძის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ფიზიკური პირების ირაკლი ბანძელაძის და დავით სიხარულიძის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე ირაკლი ბანძელაძის და დავით სიხარულიძის მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 12 ნოემბერს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”ნიუკომ”-ის დირექტორი ზაზა აგლაძე და შპს ”მედია ჯგუფის” დირექტორი ირაკლი ბანძელაძე კომისიის სხდომაზე შპს ”მედია ჯგუფის” დირექტორს განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. შპს ”მედია ჯგუფის” დირექტორმა საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ შპს ”მედია ჯგუფი” და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მან ასევე დაადასტურა, რომ შპს ”მედია ჯგუფს” და მის ბენეფიციარ მესაკუთრეებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნიათ ურთიერთდამოკიდებულება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”ნიუკომ”-ის მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B168 და №B169 ლიცენზიების შპს ”მედია ჯგუფისთვის” გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ”ნიუკომ”-ის მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B168 და №B169 ლიცენზიების შპს ”მედია ჯგუფისთვის” გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს ”ნიუკომ”-ს მისცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B168 და №B169 ლიცენზიების გადაცემაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს თანხმობა შპს ”ნიუკომ”-ს მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B168 და №B169 ლიცენზიების შპს ”მედია ჯგუფისთვის” გადაცემაზე;
2. უზრუნველყოს შპს ”მედია ჯგუფმა” კერძო მაუწყებლობის №B168 და №B169 ლიცენზიების საკუთრებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;
3. განემარტოს შპს ”მედია ჯგუფს”, რომ შპს ”ნიუკომ”-ს მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B168 და №B169 ლიცენზიების შპს ”მედია ჯგუფისთვის” გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს შპს ”მედია ჯგუფის” მიერ კერძო მაუწყებლობის №B168 და №B169 ლიცენზიების საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ი. მახარაძე);
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ნიუკომ”-სთვის და შპს ”მედია ჯგუფისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
