წვდომის მენიუ

„SITA AIRKOM“-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 69 / 12

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2015 18:20

მიღების თარიღი თებერვალი 05, 2015

„SITA AIRKOM“-ის განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, „SITA AIRKOM“-მა (კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალი) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №8/291-14. 01.12.14) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდებთან   რადიოკავშირისთვის,  ერთი სიხშირის (131.725მჰც)  მინიჭების მოთხოვნით.

       კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

        „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

       „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების შესაბამისად, სანებართვო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

        კომისიამ, ზემოაღნიშნული 2014 წლის 25 დეკემბერს  წერილით №06/2675-14  აცნობა „SITA AIRKOM“-ს და ამავე წერილით მიაწოდა საბანკო რეკვიზიტების მონაცემები, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისთვის.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    სანებართვო    მოსაკრებლის   500 ლარის  (500  ლარი  1  სიხშირეზე)     საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის  დამადასტურებელი საბუთის  წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი №06/2675-14, 25.12.2014წ.), რომელიც ჩაბარდა „SITA AIRKOM“-ს  26.12.2014 წელს.

      კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტი (სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი)  არ წარმოუდგენია.

      კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად,    თუ     დადგენილ   ვადაში   განმცხადებელი  არ  წარმოადგენს შესაბამის

დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

      ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     განუხილველად დარჩეს „SITA AIRKOM“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №8/291-14. 01.12.14)  სიხშირის მინიჭების თაობაზე;

2.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის „SITA AIRKOM“-ისთვის    ჩაბარებისთანავე. 

   კომისიის    თავმჯდომარე                                                                                      ვ.აბაშიძე 

   კომისიის წევრი                                                                                                 ს.ბრიტანჩუკი

   კომისიის    წევრი                                                                                                       ა.სიხარულიძე 

    კომისიის    წევრი                                                                                                      კ.ბექაური

   კომისიის    წევრი                                                                                                      ი.მოსეშვილი                                                                     

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები