წვდომის მენიუ

შპს „ტაქსიკომისთვის“ სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 5 თებერვლის № 63/7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 693 / 19

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2015 11:51

მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2015

შპს „ტაქსიკომისთვის“ სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 5 თებერვლის № 63/7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ტაქსიკომმა”  (რეგისტრირებული საჯარო რეესტრის  მიერ, ს.კ. №416297368) კომისიას მიმართა  განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/8509-15, 05.11.15) ქ. რუსთავში 158.250 მჰც სიხშირის მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2015 წლის 5 თებერვლის  № 63/7  გადაწყვეტილებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

  1. კომისიის 2015 წლის 5 თებერვლის  № 63/7  გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად  და გაუქმდეს  შპს „ტაქსიკომისთვის“  ქ. რუსთავში  158.250  მჰც სიხშირის მინიჭება;
  2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;   
  3. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
  4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის (ნ. ჯავახიძე) შპს „ტაქსიკომისთვის“ ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                  ვ. აბაშიძე                       

კომისიის წევრი                                                   გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                   მ. ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები