წვდომის მენიუ

შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 697 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 09, 2015 11:58

მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2015

შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 01 სექტემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 01 სექტემბრის Nშ-10/6416-15 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ შპს „სუპერ ტვ“-ს მიმართ 2015 წლის 19 აგვისტოს შედგენილი შემოწმების აქტი N11  თანდართული მასალებით (შემოწმების ჩატარების ამსახველი ჩანაწერი CD-ზე, შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის  მოწმობის ასლი, სააბონენტო გადასახადის ამონაწერი სწრაფი გადახდის აპარატიდან, შპს „ნიუ კონტენტის“ 2015 წლის 17 ივლისის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4915-15; 17.07.2015) წერილის ასლი, „Sony Pictures International Networks”-ის 2015 წლის 22 ივლისის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-8/5100-15; 22.07.2015) ელექტრონული წერილი). როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 01 სექტემბრის Nშ-10/6416-15  სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, შპს „ნიუ კონტენტმა“ 2015 წლის 17 ივლისს კომისიას მომართა წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4915-15; 17.07.2015), რომლის თანახმად კომპანია  კომისიას აცნობებს, რომ შპს „სუპერ ტვ“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე  საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს  რიგი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერ რეტრანსლირებას. ასევე, კომისიას 2015 წლის 22 ივლისს  წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-8/5100-15; 22.07.2015) განმეორებით მომართა „Sony Pictures International Networks“-მა, რომლითაც კომისიას აცნობა, რომ „Sony Pictures“-ის არხები კვლავ განთავსებულია შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეთავაზებულ პაკეტებში.   

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 01 სექტემბრის Nშ-10/6416-15  სამსახურებრივი ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ 2015 წლის 19 აგვისტოს, კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „სუპერ ტვ“-ს  შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი  №11. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, თარხნიშვილის ქ. N26. ბ. N6. შპს „სუპერ ტვ“-ს  აბონენტის დ. კვირკველიას თანდასწრებით.         

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 01 სექტემბრის Nშ-10/6416-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად,  შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „სუპერ ტვ“  საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას:   „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “რუსთავი 2”, „იმედი“, „მაესტრო“, „GDS“, “TV 11”, “Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), „ენკი-ბენკი“, „ქართული არხი“, „კომედი არხი“, „აჭარა“, “Food tv geo”,  “მედია-სახლი ობიექტივი”, „პალიტრა TV“, „კავკასია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „TVS“, ,„ერთსულოვნება“, „დრო“, „მარაო“, „ბასტი ბუბუ“, “Euronews”, “Russia today”, “BBC World”, “CNN”, „Пятница“, „TВЦ“,  „ТНТ“,  „СТС“, “Eurosport”, “Extrim sport”, “Русский Экстрим”, “TV 1000 комеди HD”, TV 1000 мегахит HD”, “TV 1000 премиум HD”, “Еврокино”, “Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo”, “XXI”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, ”Animal Planet”, “Discovery”, “Discovery Science”, “Discovery World”, “Дождь”, “C1”, “CBS reality”, “Зоопарк”, “РЕН ТВ”, “НТВ МИР”, “Retro”, “Drive”, “Авто 24”,“TLC”, “FOOD network”, “FINE Living”, “Fashion One”, „ტაბულა“, “Усадьба”, “Trace urban”, “VH1”, “Шансон ТВ”, “RU TV”, “Brigde TV”, “MEZZO”, “Детский”, “Jim Jam”, “Boomerang”, “TV3” (რუსული), “Интер+”, “iTV”, “სილქ-კინოკოლექცია”, “DW”, “France 24”, “RAI UNO”, “TRT Turk”, “РТР планета”, “365”, “Комедия”, “Индия”, “Много ТВ”, “Интересное ТВ”, “Кухня ТВ”, “Боец ТВ”, “Премьера”, “Авто+”, “Tv Style”, “Киноклуб”, “Киносоюз”, “Киноплюс”, “ОРТ”, “English club”,  “Кинохит”, “Наше Кино”, “Наш Футбол”, “Ля минор”, „პულსი“,“Перец”, “Здоровое ТВ”, “ID”,  “Домашное животное”, “სილქ სპორტი 1”, “სილქ სპორტი 2”,“სილქ სპორტი 3”,“სილქ სპორტი 4”, “ სილქ -ჰოლივუდი”, “სილქ-კლასიკა”. 

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 1 სექტემბრის Nშ-10/6416-15 სამსახურებრივი ბარათიდან,  ირკვევა, რომ შპს  „სუპერ ტვ”-ს 2015 წლის 01 სექტემბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “Food tv geo”, “Eurosport”, „Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo”,“RAI UNO”.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს  მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ  შპს  „სუპერ ტვ“-ს  მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.     

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 და 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილებით, შპს  „სუპერ ტვ“-ს, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დავალებული ჰქონდა, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ჩასმული და საკაბელო ქსელებით გავრცელებული ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე ან/და აღნიშნული არხების პაკეტში ჩასმამდე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (01.09.15 Nშ10/6416-15) საფუძველზე, კომისიაში   ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2015 წლის 1 ოქტომბერს 15:00 საათზე;  აღნიშნულის თაობაზე  შპს „სუპერ ტვ“-ს ეცნობა შეტყობინებით (თარიღი: 23.09.2015; შეტყობინების სარეგისტრაციო ნომერი: 03/2014-15) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. კომისიის N03/2014-15 შეტყობინება, კომისიის 2015 წლის 1 ოქტომბრის სხდომის თაობაზე,  შპს „სუპერ ტვ“-ს ჩაბარდა ხელზე, კომპანიის ფაქტობრივ მისამართზე (მარშლ გელოვნის ქ. N2) 2015 წლის 24 სექტემბერს, რასაც ხელმოწერით ადასტურებს კომპანიის თანამშრომელი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 22 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „ნიუ კონტენტის“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/7080-15; 22.09.2015) წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება შპს „სუპერ ტვ“-ის მიმართ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების კანონიერების შესწავლასათან დაკავშირებით, რაც წარმოებს კომპანიის 2015 წლის 17 ივლისის განცხადების (რეგისტრაციის Nშ-6/4915-15) საფუძველზე. შპს „ნიუ კონტენტი“ 2015 წლის 22 სექტემბრის Nშ-6/7080-15 წერილით, ითხოვს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოებაში, მათ შორის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საქმისწარმოებაში, დაინტერესებულ პირად ჩართვას და შესაბამისად, ითხოვს კომისიამ უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში შპს „ნიუ კონტენტის“ მონაწილეობა. შპს „ნიუ კონტენტის“ Nშ-6/7080-15 წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ საქმესთან მიმართებაში კომპანიის იურიდიული ინტერესი დადასტურებულია  როგორც შპს „ნიუ კონტენტის“ 2015 წლის 17 ივლისის განცხადებით, ასევე კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლების გაცემის დამადასტურებელი ხელშეკრულებით, რომელიც 2015 წლის 1 ივლისს გაფორმდა ООО „Сигнал Медиа Интернешнл“-სა და შპს „ნიუ კონტენტს“ შორის.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ  2015 წლის 23 სექტემბერის N03/2016-15 წერილით კომისიამ შპს „სუპერ ტვ“-ს მოსთხოვა 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინა შპს „სუპერ ტვ“-სა და საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის 2014 წლის 1 ოქტომბერს დადებული შეთანხმება სატელევიზიო არხების გავრცელების თაობაზე.  კომისიის 2015 წლის 23 სექტემბრის N03/2016-15 წერილი შპს „სუპერ ტვ“-ის ჩაბარდა ფაქტობრივ მისამართზე (მისამართი: მარშალ გელოვნის ქ. N2) 2015 წლის 24 სექტემბერს, რასაც ხელმოწერით ადასტურებს კომპანიის თანამშრომელი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა 2015 წლის 23 სექტემბერს Nშ-10/7159-15 სამსახურებრივი ბარათით მიმართა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს და ითხოვა  შპს „სუპერ ტვ“-ის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტის ოდენობის დადგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 24 სექტემბრის Nშ-10/7195-15 სამსახურებრივ ბარათში, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 23 სექტემბერს Nშ-10/7159-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად აღნიშნულია, რომ  შპს „სუპერ ტვ“-ს ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავალის 0,5%-ის ოდენობამ შეადგინა 37,125.28 (ოცდაჩვიდმეტი ათას ას ოცდახუთი ლარი და ოცდარვა თეთრი) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 28 სექტემბრის N03/2116-15 შეტყობინებით, შპს „ნიუ კონტენტს“ ეცნობა, რომ 2015 წლის პირველ ოქტომბერს კომისიაში გაიმართება სხდომა სადაც განიხილება შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითი, მის მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებისას საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო. შპს „ნიუ კონტენტს“ ასევე განემარტა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის სხდომა საჯაროა. შესაბამისად, კომპანიას უფლება აქვს დაესწროს კომისიის სხდომას, გამოთქვას მოსაზრებები, წარმოადგინოს მტკიცებულებები და შუამდგომლობები საკითხის განხილვისას საქმის გარემოებათა გამოკვლევის მიზნით. კომისიის 2015 წლის 28 სექტემბრის  N03/2116-15 წერილი შპს „ნიუ კონტენტს“ ჩაბარდა ხელზე 2015 წლის 29 სექტემბერს, რასაც ადასტურებს შპს „ნიუ კონტენტის“ წარმომადგენელი ხელმოწერით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სუპერ ტვ“-იმ 2015 წლის 28 სექტემბერს კომისიაში წარმოადგინა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/7265-15; 28.09.2015) წერილი თანდართული დოკუმენტაციით. შპს „სუპერ ტვ“-ს 2015 წლის 28 სექტემბრის Nშ-6/7265-15 წერილში აღნიშნულია, რომ  კომისიის მოთხოვნის თანახმად წარმოადგინა „food tv geo“-სა და შპს „სუპერ ტვ“-ს შორის შეთანხმება გაფორმებული 2015 წლის 29 ივნისს სატელევიზიო არხის რეტრანსლაციის გავრცელების თაობაზე. შპს „სუპერ ტვ“-ს 2015 წლის 28 სექტემბრის Nშ-6/7265-15 წერილში ასევე აღნიშნულია, რომ  ტელეარხ „Русский Экстрим“-ის ტრანსლაციის უფლება შპს „სუპერ ტვ“- ს აქვს მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე (აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია თან ერთვის წერილს). ასევე, წერილში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „Rai Uno“-სა და შპს „სუპერ ტვ“-ს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას კომპანიის მხრიდან უკვე მოეწერა ხელი და ელიან  „Rai Uno“-ს დასტურს, მათივე ხელმომწერით; როგორც წერილშია აღნიშნული, დასადასტურებლად წარმოადგენენ ელექტორნულ ფოსტაზე მიმოწერას, რომელიც ადასტურებს შპს „სუპერ ტვ“-ს მხრიდან არხის რეტრანსლირებაზე უფლებამოსილებას. შპს „სუპერ ტვ“-ს 2015 წლის 28 სექტემბრის Nშ-6/7265-15 წერილში ასევე აღნიშნულია, რომ დანართის სახით წარმოდგენილია შპს „სუპერ ტვ“-სა და საერთაშორისო კომპანია „ნილტექსს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის გაფორმებული დამატებითი შეთანხმება არხების ჩამონათვალითურთ.

შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ 2015 წლის 28 სექტემბრის Nშ-6/7265-15 წერილით კომისიაში წარმოდგენილია ტელეკომპანია „RAI UNO”-სთან ელექტრონული მიმოწერიდან ამონარიდი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეებს (RAI UNO და შპს „სუპერ ტვ“) შორის დასადები  ხელშეკრულება ხელმოწერის პროცესშია. ხელშეკრულების პირობები მსგავსია 2013 და 2014 წლებში არსებული ხელშეკრულებებისა, რომლის შესაბამისად შპს „სუპერ ტვ“-ს გადაეცემა უფლება უცვლელი სახით განახორციელოს არხ „RAI UNO“-ს რეტრანსლირება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2015 წლის პირველი იანვრიდან, ორი წლის ვადით, 2016 წლის 31 დეკემბრამდე. როგორც წერილშია აღნიშნული ყველა სხვა პირობა პუნქტობრივად აღნიშნულია ძირითად ხელშეკრულებაში, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „სუპერ ტვ“-ის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/7329-15) წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიის იურისტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იმყოფება ბიულეტენზე, ხოლო კომპანიის დირექტორი მიემგზავრება მივლინებით. შესაბამისად, კომპანია ითხოვს კომისიის მიერ  2015 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული სხდომის ორი კვირით გადადებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე  შპს „ნიუ კონტენტის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „სუპერ ტვ“ -ის იურისტი ლიკა გახარია, რომელმაც განაცხადა, რომ  განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საქმის წარმოების მასალები ქონდა კომპანიის სხვა იურისტს, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ გააგრძელა მუშაობა აღნიშნულ საკითხზე. ლიკა გახარიამ აღნიშნა, რომ სხდომამდე ერთი დღით ადრე,  მას გადაეცა შესასწავლად ადმინისტრაციული წარმოების მასალები. შესაბამისად, განაცხადა, რომ ის ვერ შეისწავლიდა მცირე დროში აღნიშნულ მასალებს და  ითხოვა საკითხის განხილვის გადადება ორი კვირის ვადით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა შპს „სუპერ ტვ“-ის 2015 წლის 30 სექტემბრის Nშ-6/7329-15 წერილობითი და 2015 წლის პირველი ოქტომბრის კომისიის სხდომაზე გაკეთებული ზეპირი შუამდგომლობები საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად, დაკმაყოფილდა შპს „სუპერ ტვ“-ს შუამდგომლობა  შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადების თაობაზე და საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2015 წლის 15 ოქტომბერი, 15:00 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 8 ოქტომბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს გადმოეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 8 ოქტომბრის Nშ-10/7549-15 სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 28 სექტემბერს შპს „სუპერ ტვ“-მ  კომისიაში წარმოადგინა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-7265-15) სამაუწყებლო არხ „RAI UNO”-ს საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი სანებართვო წერილი. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 8 ოქტომბრის Nშ-10/7549-15 სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული,  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა მიმართა  სამაუწყებლო არხ „RAI UNO”-ს ევროპაში დისტრიბუციის მენეჯერს ქალბატონ საბრინა ელეუტერს თხოვნით, დაედასტურებინა ახდენს თუ არა შპს „სუპრე ტვ“ სამაუწყებლო არხ „RAI UNO”-ს მართლზომიერ რეტრანსლირებას. სამაუწყებლო არხ „RAI UNO”-ს ევროპაში დისტრიბუციის მენეჯერის ქალბატონი საბრინა ელეუტერის პასუხიდან ირკვევა, რომ შპს „სუპერ ტვ“ სამაუწყებლო არხ „RAI UNO”-ს რეტრანსლირებას ახორციელებს მართლზომიერად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 12 ოქტომბრის N03/2279-15 შეტყობინებით შპს „სუპერ ტვ“-ს დამატებით ეცნობა, რომ  2015 წლის 15 ოქტომბერს კომისიაში გაიმართება სხდომა სადაც განიხილება შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. (გზავნილის კოდი: 040030120439; გზავნილის თარიღი:12.10.2015; გზავნილის ნომერი: 03/2279-15 ). კომისიის 2015 წლის 12 ოქტომბრის N03/2279-15 შეტყობინება შპს „სუპერ ტვ“-ს ჩაბარდა 2015 წლის 12 ოქტომბერს (გზავნილის კოდი: 040030120439; ჩაბარების თარიღი: 12.10.2015; ჩაიბარა: ლიკა გახარიამ).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 12 ოქტომბრის N03/2278-15 შეტყობინებით, შპს „ნიუ კონტენტს“ ეცნობა, რომ 2015 წლის 15 ოქტომბერს კომისიაში გაიმართება სხდომა სადაც განიხილება შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითი, მის მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებისას საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო. კომისიის 2015 წლის 12 ოქტომბრი N03/2278-15 შეტყობინება შპს „ნიუ კონტენტს“ ჩაბარდა ხელზე 2015 წლის 12 ოქტომბერს, რასაც ხელმოწერით ადასტურებს კომპანიის წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 15 ოქტომბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 15 ოქტომბრის Nშ-10/7716-15 სამსახურებრივი ბარათი რომელშიც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 19 აგვისტოს შპს „სუპერ ტვ“-ს შემოწმების  N11 აქტთან დაკავშირებით დამატებით გამოირკვა, რომ მონიტორინგის ჩატარებისას ტელევიზორის ეკრანზე ამონათდა სამაუწყებლო არხ  “Eurosport”-ის დასახელება, მაგრამ რეალურად სიგნალი არ იძებნება. შესაბამისად, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ არ დასტურდება 2015 წლის 01 სექტემბრის Nშ-10/6416-15  სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული სამაუწყებლო არხ “Eurosport”-ის არამართლზომიერი რეტრანსლირება.

კომისიის 2015 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე შპს „ნიუ კონტენტის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

კომისიის 2015 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენლები დავით ბერიშვილი და ლიკა გახარია. კომისიის სხდომაზე ლიკა გახარიამ განაცხადა, რომ შპს „Food tv geo“-სთან გაფორმებული ხელშეკრულება არხის პაკეტში ჩასმამდე კომპანიის თანამშრომელს დაევალა კომისიაში ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ჩაბარება, თუმცა კომისიაში რატომ არ ფიქსირდება ჩაბარება შპს „სუპერ ტვ“-სთვის უცნობია. კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და წარმოდგენილი მასალების მიღების შემდგომ, შპს „სუპერ ტვ“-იმ ხელმეორედ გამოაგზავნა შპს „Food tv geo“-სთან გაფორმებული ხელშეკრულება. ლიკა გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ სამაუწყებლო არხ „RAI UNO”-ს მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი მტკიცებულებები ასევე წარმოადგინეს კომისიაში. შპს „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ კომისიის  2015 წლის 11 ივნისს N335/18 გადაწყვეტილებით, შპს „სუპერ ტვ“-სთვის სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების თაობაზე წერილობითი გაფრთხილების მიცემის შემდგომ, კომპანიამ დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები „Sony Pictures International Networks“-თან სამაუწყებლო არხების „Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo”-ს მართლზომიერ რეტრანსლირებასთან დაკავშირებით. ლიკა გახარიამ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ მოლაპარაკებების პროცესი გაჭიანურდა სხვადასხვა მიზეზის გამო, რამაც ხელი შეუშალათ დროულად მოეპოვებინათ სანებარვო წერილი, თუმცა ლიკა გახარიამ აღნიშნა, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს აქვს  „Sony Pictures International Networks“-ის სანებართვო წერილი, რომლის თანახმადაც კომპანიას ენიჭება ზემოაღნიშნული არხების რეტრანსლრების უფლება 2015 წლის 31 ოქტომბრამდე. ლიკა გახარიამ აღნიშნა, რომ კომისიის მიერ შპს „სუპერ ტვ“-ს შემოწმების მომენტისათვის კომპანიას არ ჰქონდა მოპოვებული „Sony Pictures International Networks“-ის არხების მართლზომიერი რეტრანსლირების თაობაზე სანებართვო წერილი, ვინაიდან ვერ მოხერხდა დროული კომუნიკაცია „Sony Pictures International Networks“-ის უფლებამოსილ წარმომადგენელთან.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენელს ლიკა გახარიას სხდომაზევე გადაეცა საქმის წარმოების დამატებითი მასალები, კერძოდ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 8 ოქტომბრის Nშ-10/7549-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით - 5 ფურც.; კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 15 ოქტომბრის Nშ-10/7716-15 სამსახურებრივი ბარათი - 1 ფურც.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე შპს „სუპერ ტვ“-ს დაევალა 10 კალენდარული დღის ვადაში, შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ წარმოდგენილი უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის კომისიაში წარმოდგენა, ხოლო, შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2015 წლის 29 ოქტომბერი 15 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 21 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა შპს „სუპერ ტვ“-ის 2015 წლის 21 ოქტომბრის Nშ-6/8050-15 წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს დაევალა სატელევიზიო არხებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ქართულ ენაზე თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება 10 კალენდარული დღის ვადაში. კომისიისთვის დოკუმენტაციის ჩაბარების ბოლო ვადად განისაზღვა 2015 წლის 26 ოქტომბერი. როგორც წერილშია აღნიშნული, მასალის მოცულობიდან გამომდინარე ზემოაღნიშნულ ვადაში (2015 წლსი 26 ოქტომბერი) ვერ ხერხდება უცხოურ ენაზე არსებული მასალის თარგმნა. შპს „სუპერ ტვ“-ის 2015 წლის 21 ოქტომბრის Nშ-6/8050-15 წერილში ასევე აღნიშნულია, რომ თარჯიმნებიც დამატებით დროს ითხოვენ. შესაბამისად, შპს „სუპერ ტვ“ ითხოვს კომისიის მიერ განსაზღვრული ვადის ერთი კვირით გაგრძელებას.

კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენლები ლიკა გახარია და დავით ბერიშვილი. კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე დავით ბერიშვილმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი  უცხოურ ენაზე შედგენილი ყველა დოკუმენტი ნათარგმნია. დავით ბერიშვილმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ, აღნიშნული დოკუმენტების თარგმანა ვერ მოხერხდა კომისიის მიერ 2015 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე განსაზღვრულ ვადაში (10 კალენდარული დღის ვადაში), სათარგმნი დოკუმენტების მოცულობიდან გამომდინარე, ხოლო, შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენელმა ლიკა გახარიამ განაცხადა, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს ნათარგმნი დოკუმენტაცია ჩაბარდა 2015 წლის 29 ოქტომბერს. ლიკა გახარიამ განაცხადა, რომ კომპანიას ჭირდება დამატებითი ვადა ზემოაღნიშნული დოკუმენტების ნოტარიული წესით დასამოწმებლად, რისთვისაც ითხოვა ნათარგმნი დოკუმენტების ნოტარიული წესით დამოწმებულის კომისიაში წარმოდგენისთვის ერთ კვირიანი ვადა და საკითხის განხილვის გადადება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა შპს „სუპერ ტვ“-ის 2015 წლის 21 ოქტომბრის Nშ-6/8050-15 წერილობითი და 2015 წლის 29 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე გაკეთებული ზეპირი შუამდგომლობები უცხოურ ენაზე შეგენილი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის ერთი კვირის ვადაში წარმოდგენისათვის ვადის განსაზღვრისა და საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად, დაკმაყოფილდა შპს „სუპერ ტვ“-ს შუამდგომლობები შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადების და უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის ერთი კვირის ვადაში წარმოდგენისათვის ვადის განსაზღვრის თაობაზე და საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2015 წლის 12 ნოემბერი, 15:00 საათი, ხოლო უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოსადგენად განესაზღვრა 7 კალენდარული დღე (დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 5 ნოემბერი).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სუპერ ტვ“-მ  2015 წლის 5 ნოემბრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8532-15; 5.11.2015) წერილით კომისიაში წარმოადგინა უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი - 746 ფურც.

კომისია აღნიშნავს, რომ რომ შპს „სუპერ ტვ“-მ  2015 წლის 11 ნოემბერის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8692-15; 11.11.2015) წერილით კომისიაში წარმოადგინა უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი და შპს „Эс-Пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ის 2015 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებული დროებითი ნებართვა სატელევიზიო არხების: „Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo”-ს უცვლელი სახით რეტრანსლირების თაობაზე - 50 ფურც.

კომისია აღნიშნვას, რომ შპს „სუპერ ტვ“-მ 2015 წლის 11 ნოემბრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8699-15; 12.11.2015) წერილით, დამატებით 2015 წლის 12 ნოემბერს კომისიაში წარმოადგინა შპს „Эс-Пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ის 2015 წლის პირველი ნოემბრით დათარიღებული დროებითი ნებართვა სატელევიზიო არხების: „Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo”-ს უცვლელი სახით რეტრანსლირების თაობაზე, რომელშიც ასევე აღნიშნულია რომ კომპანიებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება ხელმოწერის პროცესშია Sony-ის სათაო ოფისში.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენელმა ლიკა გახარიამ დამატებით წარმოადგინა უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი (სამაუწყებლო არხების: „Fine Living“ და „Inter+“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8723-15; 12.11.2015 ) - 55 ფურცელი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 12 ნომებრის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ივანე მახარაძემ განაცხადა, რომ დეპარტამენტს ჰქონდა მიმოწერა შპს „Эс-Пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ის  წარმომადგენელთან, რომელმაც დაადასტურა, რომ შპს „სუპერ ტვ“-სთან გასაფორმებელი ხელშკერულება ხელმოწერის პროცესშია, ხოლო შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ არხების: „Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo”-ს რეტრანსლირება ხორციელდება მართლზომიერად.

კომისიის 2015 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენელი ლიკა გახარია. კომისიის 2015 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამაუწყებლო არხების: „Fine Living“ და „Inter+“ მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი უცხოურ ენაზე შედგენილ ხელშეკრულებების  ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა 2015 წლის 12 ნოემბერს იმიტომ მოხდა, რომ სამწუხაროდ თარჯიმნებს გამორჩათ ორი ხელშეკრულების თარგმნა და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს ჩააბარეს კომისიაში. შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია სადაო არხების („Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo”, „RAI UNO“, „food tv geo“ ) რეტრანსლირების სანებართვო წერილები და ხელშეკრულებები. ასევე, ლიკა გახარიამ აღნიშნა, რომ კომისიის მიერ გამოთხოვილი შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ კომისიაში უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, კომპანიის მიერ სრულადაა წარმოდგენილი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის წარმომადგენელმა ითხოვა ფინანსური სანქციისაგან გათავისუფლება.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის პირველი სექტემბრის Nშ-10/6416-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით (შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები; შპს „სუპერ ტვ“-სა და აბონენტს შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულება; სააბონენტო გადასახადის ამონაწერი სწრაფი გადახდის აპარატიდან; შპს „ნიუ კონტენტის“ 2015 წლის 17 ივლისის Nშ-6/4915-15 წერილის ასლი; „Sony Pictures International Networks“-ის 2015 წლის 22 ივლისის Nშ-8/5100-15 წერილი ) (01.09.15; Nშ-10/6416-15);
  2. შპს „სუპერ ტვ“-ს 2015 წლის 19 აგვისტოს N11 შემოწმების აქტი;
  3. 2015 წლის 19 აგვისტოს შპს „სუპერ ტვ“-ს შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (1 CD);
  4. შპს „სუპერ ტვ“-ს აბონენტის, დამსწრე მოწმის დავით კვირკველიას პირადობის მოწმობის ასლი;
  5. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილი და ამ წერილის შპს „სუპერ ტვ“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: N741 );
  6. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „სუპერ ტვ“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - საფოსტო ქვითარი N010003903464;
  7. კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „სუპერ ტვ“-ს შესახებ;
  8. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 23 სექტემბრის Nშ-10/7159-15 სამსახურებრივი ბარათი;
  9. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამნეტის 2015 წლის 24 სექტემბრის Nშ-10/7195-15 სამსახურებრივი ბარათი;
  10. კომისიის 2015 წლის 23 სექტემბრის N03/2016-15 წერილი;
  11. შპს „სუპერ ტვ“-ს 2015 წლის 28 სექტემბერის Nშ-6/7265-15 წერილი თანდართული დოკუმენტაციით (შპს „სუპერ ტვ“-სა და საერთაშორის კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედ“-ს შორის გაფორმებული 2015 წლის 31 აგვისტოს შეთანხმება; ტელეკომპანია RAI UNO”-სთან ელექტრონული ფოსტით მიმოწერის ამონარიდი; ООО „КОНТЕНТ ЮНИОН“-ის 2015 წლის 31 აგვისტოს წერილი განკუთვნილი საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედ“-ისთვის; შპს „სუპერ ტვ“-სა და შპს „Food tv geo“-სთან 2015 წლის 29 ივნისს გაფორმებული შეთანხმება);
  12. შპს „სუპერ ტვ“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლის ლიკა გახარიას ახსნა-განმარტებები გაკეთებული კომისიის 2015 წლის 1 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე;
  13. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 08 ოქტომბრის Nშ-10/7549-15 სამსახურებრივი ბარათი დანართით - 5 ფურც.;
  14. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 15 ოქტმბრის Nშ-10/7716-15 სამსახურებრივი ბარათი - 1 ფურც.;
  15. შპს „სუპერ ტვ“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლის ლიკა გახარიას ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2015 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე;
  16. შპს „სუპერ ტვ“-ის 2015 წლის 21 ოქტომბრის Nშ-6/8050-15 წერილი;
  17. შპს „სუპერ ტვ“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლების ლიკა გახარიას და დავით ბერიშვილი ახსნა-განმარტებები გაკეთებული კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე;
  18. შპს „სუპერ ტვ“-ს 2015 წლის 5 ნოემბრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8532-15; 5.11.2015) წერილი თანდართული დოკუმენტებით (უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი) – 746 ფურც.
  19. შპს „სუპერ ტვ“-ს 2015 წლის 11 ნოემბრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8692-15; 11.11.2015) წერილი თანდართული დოკუმენტებით (უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი; შპს „Эс-Пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ის  დროებითი ნებართვა სატელევიზიო არხების: „Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo”-ს უცვლელი სახით რეტრანსლირების თაობაზე);
  20. შპს „სუპერ ტვ“-ს 2015 წლის 11 ნოემბრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8699-15; 12.11.2015) წერილი თანდართული დოკუმენტით (შპს „Эс-Пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ის  განახლებული დროებითი ნებართვა სატელევიზიო არხების: „Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo”-ს უცვლელი სახით რეტრანსლირების თაობაზე);
  21. შპს „სუპერ ტვ“-ს იურისტის ლიკა გახარიას 2015 წლის 12 ნოემბრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8723-15; 12.11.2015 ) წერილი თანდართული მასალით (სამაუწყებლო არხების: „Fine Living“ და „Inter+“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი)  - 55 ფურცელი;
  22. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ივანე მახარაძის ახსნა-გამნარტება გაკეთებული კომისიის 2015 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე;
  23. შპს „სუპერ ტვ“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები გაკეთებული კომისიის 2015 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „სუპერ ტვ“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 31.01.2011; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებით და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:  ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
  2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ  პირთა მიერ, 2015 წლის 19 აგვისტოს, 13:20 საათზე განხორციელდა შპს „სუპერ ტვ“-ს  შემოწმება კომპანიის აბონენტთან, მისამართზე ქ. თბილისი, თარხნიშვილის ქ. N26, ბ. N6; აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N11. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზურაბ კვირკველია და იოსებ ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე, შპს „სუპერ ტვ“-ის აბონენტი დავით კვირკველია;
  3.  შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „სუპერ ტვ“-ი საკუთარი საკაბელო ქსელით  ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “რუსთავი 2”, „იმედი“, „მაესტრო“, „GDS“, “TV 11”, “Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), „ენკი-ბენკი“, „ქართული არხი“, „კომედი არხი“, „აჭარა“, “Food tv geo”, “მედია-სახლი ობიექტივი”, „პალიტრა TV“, „კავკასია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „TVS“, ,„ერთსულოვნება“, „დრო“, „მარაო“, „ბასტი ბუბუ“, “Euronews”, “Russia today”, “BBC World”, “CNN”, „Пятница“, „TВЦ“,  „ТНТ“,  „СТС“, “Eurosport”, “Extrim sport”, “Русский Экстрим”, “TV 1000 комеди HD”, „TV 1000 мегахит HD”, „TV 1000 премиум HD”, “Еврокино”, “Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo”, “XXI”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, ”Animal Planet”, “Discovery”, “Discovery Science”, “Discovery World”, “Дождь”, “C1”, “CBS reality”, “Зоопарк”, “РЕН ТВ”, “НТВ МИР”, “Retro”, “Drive”, “Авто 24”,“TLC”, “FOOD network”, “FINE Living”, “Fashion One”, „ტაბულა“, “Усадьба”, “Trace urban”, “VH1”, “Шансон ТВ”, “RU TV”, “Brigde TV”, “MEZZO”, “Детский”, “Jim Jam”, “Boomerang”, “TV3” (რუსული), “Интер+”, “iTV”, “სილქ-კინოკოლექცია”, “DW”, “France 24”, “RAI UNO”, “TRT Turk”, “РТР планета”, “365”, “Комедия”, “Индия”, “Много ТВ”, “Интересное ТВ”, “Кухня ТВ”, “Боец ТВ”, “Премьера”, “Авто+”, “Tv Style”, “Киноклуб”, “Киносоюз”, “Киноплюс”, “ОРТ”, “English club”,  “Кинохит”, “Наше Кино”, “Наш Футбол”, “Ля минор”, „პულსი“,“Перец”, “Здоровое ТВ”, “ID”,  “Домашное животное”, “სილქ სპორტი 1”, “სილქ სპორტი 2”,“სილქ სპორტი 3”,“სილქ სპორტი 4”, “ სილქ -ჰოლივუდი”, “სილქ-კლასიკა”.
  4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 1 სექტემბრის Nშ-10/6416-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „სუპერ ტვ“-ის  2015 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “Food tv geo”, “Eurosport”, „Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo”,“RAI UNO”.
  5. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, 2015 წლის 19 აგვისტოს შპს „სუპერ ტვ“-ს შემოწმების  N11 აქტთან დაკავშირებით, გამოირკვა, რომ მონიტორინგის ჩატარებისას ტელევიზორის ეკრანზე ამონათდა სამაუწყებლო არხ  “Eurosport”-ის დასახელება, მაგრამ რეალურად სიგნალი არ იძებნება. შესაბამისად, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ არ დასტურდება 2015 წლის 01 სექტემბრის Nშ-10/6416-15  სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული სამაუწყებლო არხ “Eurosport”-ის არამართლზომიერი რეტრანსლირება.
  6. შპს „სუპერ ტვ“–ს მიერ კომისიაში სამაუწყებლო არხის „food tv geo“–ს საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნა 2015 წლის 28 სექტემბერს. სამაუწყებლო არხის „food tv geo“–ს  საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შპს „სუპერ ტვ“–ს მიერ კომისიაში 2015 წლის 28 სექტემბრამდე წარმოდგენილი არ ყოფილა;  შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ „food tv geo“–ს საკუთარი საკაბელო ქსელით  გადაცემა შემოწმების მომენტში (2015 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობით) ხორციელდებოდა მართლზომიერად, ვინაიდან შპს „სუპერ ტვ“-სა და შპს „Food tv geo“-ს შორის შეთანხმება არხის რეტრანსლირებასთან დაკავშირებით გაფორმდა 2015 წლის 29 ივნისს.
  7. შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ კომისიაში 2015 წლის 28 სექტემბრის Nშ-6/7265-15 წერილით წარმოდგენილ იქნა ტელეკომპანია „RAI UNO”-სთან ელექტორნული მიმოწერის ამონარიდი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეებს (RAI UNO და შპს „სუპერ ტვ“) შორის დასადები  ხელშეკრულება ხელმოწერის პროცესშია. ხელშეკრულების პირობები მსგავსია 2013 და 2014 წლებში არსებული ხელშეკრულებებისა, რომლის შესაბამისად შპს „სუპერ ტვ“-ს გადაეცემა უფლება უცვლელი სახით განახორციელოს არხ „RAI UNO“-ს რეტრანსლირება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2015 წლის პირველი იანვრიდან, ორი წლის ვადით, 2016 წლის 31 დეკემბრამდე. როგორც წერილშია აღნიშნული ყველა სხვა პირობა პუნქტობრივად აღნიშნულია ძირითად ხელშეკრულებაში, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.
  8. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 8 ოქტომბრის Nშ-10/7549-15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა,  მიმართა სამაუწყრბლო არხ „RAI UNO”-ს ევროპაში დისტრიბუციის მენეჯერ ქალბატონ საბრინა ელეუტერს და სთხოვა დაედასტურებინა შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ არხ „RAI UNO”-ს  მართლზომიერად რეტრანსლირების ფაქტი. სამაუწყრბლო არხ „RAI UNO”-ს ევროპაში დისტრიბუციის მენეჯერმა ქალბატონმა საბრინა ელეუტერმა დაადასტურა, რომ შპს „სუპერ ტვ“ სამაუწყრბლო არხ „RAI UNO”-ს რეტრანსლირებას ახორციელებს მართლზომიერად. შესაბამისად, შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ „RAI UNO”-ს  საკუთარი საკაბელო ქსელით  გადაცემა შემოწმების მომენტში (2015 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობით) ხორციელდებოდა მართლზომიერად, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შპს „სუპერ ტვ“-ს 2015 წლის 28 სექტემბრამდე კომისიაში არ წარმოუდგენია.
  9. შპს „სუპერ ტვ“–ს მიერ კომისიაში სამაუწყებლო არხების: „Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo“-ს საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შპს „Эс-Пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ის 2015 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებული დროებითი ნებართვა)  წარმოდგენილ იქნა 2015 წლის 11 ნოემბერს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8692-15; 11.11.2015) და ასევე, განახლებული ნებართვა (შპს „Эс-Пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ის 2015 წლის პირველი ნოემბრით დათარიღებული დროებითი ნებართვა) წარმოდგენილი  2015 წლის 12 ნოემბერს. შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ სამაუწყებლო არხების „Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo“-ს საკუთარი საკაბელო ქსელით  გადაცემა შემოწმების მომენტში (2015 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობით) ხორციელდებოდა არამართლზომიერად, ვინაიდან შპს „Эс-Пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ის დროებითი ნებართვის თანახმად, შპს „Эс-Пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ი ნებას აძლევს შპს „სუპერ ტვ“-ს 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2015 წლის 31 ოქტომბრამდე განახორციელოს ტელეარხების „Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo“-ს ტრანსლაცია საცდელ რეჟიმში კომერციულ საფუძველზე ხელშეკრულების დადების მომენტამდე, ხოლო განახლებული სანებართვო წერილის თანახმად, 2015 წლის 1 ნოემბრიდან 2015 წლის 30 ნოემბრამდე. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ სამაუწყებლო არხების: „Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo“-ს რეტრანსლაცია ხორციელდება მართლზომიერად
  10. 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით (შპს „სუპერ ტვ“-ს ჩაბარდა 29.02.2012.) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „სუპერ ტვ“-ს ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ/დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე;
  11. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის თაობაზე შპს „სუპერ ტვ“-ს ასევე ეცნობა კომისიის  2013 წლის  14 იანვრის №04/80-13 წერილით, რომელიც, შპს „სუპერ ტვ“-ს 2013 წლის 18 იანვარს  ჩაბარდა. ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  12. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 19 აგვისტოს №11 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
  13.  შემოწმების შედეგების სისწორე (ევროსპორტის ნაწილის გარდა) დასტურდება 2015 წლის 19 აგვისტოს №11 შემოწმების აქტით და აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (1 CD);
  14. შპს „სუპერ ტვ“-ის კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N335/18 გადაწყვეტილებით მიეცა გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
  15. შპს ,,სუპერ ტვ“-ის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5%-ს, კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით, შეადგენს 37,125.28 (ოცდაჩვიდმეტი ათას ას ოცდახუთი ლარი და ოცდარვა თეთრი) ლარი.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პიველი პუნქტის თანხამად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  5. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  6. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია; ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის  51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  10.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო, „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;  
  11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
  12. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
  13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

კომისია  აღნიშნავს, რომ შპს „სუპერ ტვ“ის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში (სადაო არხებთან მიმართებით) სრულად აღმოფხვრილ იქნა დარღვევა და დღეის მდგომარეობით, კომპანია, 2015 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობით დაფიქსირებული არხების რეტრანსლირებას ახორციელებს მართლზომიერად.

კომისიის 2015 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „სუპერ ტვ“ის მიერ სამაუწყებლო არხების: „Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo”-ს შემოწმების მომენტში (2015 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობით) შესაბამისი ხელშეკრულებების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით შპს „სუპერ ტვ“-ის  მიერ, დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, ხოლო, სამაუწყებლო არხების: „food tv geo“  და „Rai Uno“-ს საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ჩასმამდე არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილის კომისიაში წარმოუნდგელობით შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ ასევე დაირღვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ წარმოების პროცესში (კეთილსინდისიერად და ნებაყოფლობით) სრულად აღმოფხვრილ იქნა დარღვევა, კერძოდ: კომპანიამ მოიპოვა ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი უფლება/სანებართვო წერილები (შპს „Эс-Пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ის 2015 წლის 15 ოქტომბრით დათარიღბული დროებითი ნებართვა და განახლებული შპს „Эс-Пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ის 2015 წლის პირველი ნოემბრით დათარიღებული დროებითი ნებართვა) და კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო არხების „food tv geo“  და „Rai Uno“-ს მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კომისიას მიაჩნია, რომ  უფლებამოსილია დარღვევის ფაქტის აღმოფხვრის გათვალისწინებით, იმსჯელოს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაზე, აპატიოს შპს „სუპერ ტვ“ დარღვევის ფაქტი და შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 53-ე, 96-ე, 95-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შეწყდეს შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება და ეპატიოს „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევა;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სუპერ ტვ“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა, ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  „სუპერ ტვ“-სთვის ჩაბარების დღიდან;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს    (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვახტანგ აბაშიძე

 კომისიის წევრი                                                               გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები