წვდომის მენიუ

შპს „სკაი კავკასუსისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 698 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2015 13:17

მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2015

შპს „სკაი კავკასუსისათვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 2015 წლის 21 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 ოქტომბრის Nშ-10/8051-15 სამსახურბრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2015 წლის 17 სექტემბერს შპს „სკაი კავკასუსის“ მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი N19 თანდართული მასალებით (1 CD, შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი, შპს „სკაი კავკასუსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კომისიის 2015 წლის 10 ივლისის წერილი N04/1325-15 და ამ წერილის შპს „სკაი კავკასუსისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი), რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2015 წლის 17 სექტემბერს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „სკაი კავკასუსის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №19. შემოწმება ჩატარდა ქ.თბილისი, გურამიშვილის ქ.N 78. შპს „სკაი კავკასუსის“ ოფისში, კომპანიის ტექნიკური დირექტორის ვასილ მღებრიშვილის თანდასწრებით.

შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ  შპს  „სკაი კავკასუსი“  საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “GDS“, „მაესტრო“, „საფერავი ტვ“, „იმედი“, „აჭარა“,“TV 11”,“TV 8”, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “ობიექტივი”,  „მოლი ტვ“, „Starvision“, „მარნეული ტვ“, „Перец“, „Music Box“, „მარაო“, “ქვემო ქართლი”, „არტ არეა“, „Пятница“, „აფხაზეთის ხმა“, “Eurosport“, “Eurosport 2“, „My Video“, “VIP TV”, „დრო“,“РЕН ТВ”,“Кино плюс”, “Наше Кино“,  „Новое Кино“, „Киносоюз”, “Наш футбол”, “Discovery”, „ID“, “DTX” (discovery world), “Discovery science”, “Cartoon Network”, „Охота и Рыбалка“, “Кухня ТВ”, „Индия ТВ“,“ Живая планета“, „Россия К“, “Боец ТВ”, “Setanta sport”, “Animal planet”, „HD Кино“, „HD Кино2“, „HD Life”.                   

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად,  ირკვევა, რომ 2015 წლის 10 ივლისს კომისიამ N04/1325-15 წერილით მიმართა შპს „სკაი კავკასუსს“  და მოსთხოვა სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა.

2015 წლის 23 ივლისს შპს „სკაი კავკასუსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკურლებების (კომისიაში რეგისტრაციის: 23.07.2015; N6/5139-15) და კომისიის აპრატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარეული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ  შპს „სკაი კავკასუსს“  21 ოქტომბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „მაესტრო“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Starvision“, „Перец“, „Music Box“, „Пятница“, “Eurosport“, “Eurosport 2“,“РЕН ТВ”, “Discovery”, „ID“, „DTX (discovery world),” “Discovery”, “Cartoon Network”,“Setanta sport”, „Animal planet”.

შპს „სკაი კავკასუსის“  მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ  შპს „სკაი კავკასუსის“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტისათვის გადაცემული წარმოების მასალების შესწავლისას, გამოვლენილ იქნა, რომ შპს „სკაი კავკასუსის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2015 წლის 7 აგვისტოდან 2015 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდა ცვლილებები. კერძოდ: 2015 წლის 26 აგვისტოს კომპანიის 50% წილის მფლობელმა ზაზა ჩხაიძემ კუთვნილი 50% წილისა გაახსვისა ირაკლი ჩუბინიძის სასარგებლოდ, ხოლო 6 ოქტომბერს, ირაკლი ჩუბინიძემ თვისი 50% წილისა გაასხვისა შორენა ჩხაიძის (25%) და ნინო ჟღენტის (25%) სასრგებლოდ, ხოლო 16 ოქტომბერს განხორცილედა დირექტორის ცვლილება, კერძოდ: შპს „სკაი კავკასუსის“ დირქტორი ირაკლი ჩუბინიძის ნაცვლად გახდა ვასილ მღებრიშვილი. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული წილების შეძენა და დირექტორის ცვლილება განხორციელდა კანონდარღვევით, ვინაიდან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო  შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) და მ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა, ასევე ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების, მათ შორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა (21.10.2015; N10/8051-15) და შპს „სკაი კავკასუსის“ მიერ მესაკუთრეთა და დირექტორის ცვლილებების კანონდარღვევით - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაუცველად განხორცილების გამო, კომისიაში, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015 წლის 9 ნოემბერს - შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან,  დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სკაი კავკასუსისათვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2015 წლის 12 ნოემბერს 15:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე  შპს ,,სკაი კავკასუს“  ეცნობა შეტყობინებით (09.11.2015; N03/2560-15) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „სკაი კავკასუს“ შეტყობინება ჩაბარდა 2015 წლის 10 ნოემბერს, რაც შეტყობინებაზე კომპანიის თანამშრომლის (ანტონ ამჩაკიძე, ტექნიკური სამსახური) ხელისმოწერით დასტურდება. შპს „სკაი კავაკსუსს“, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 12 ნოემბრის კომისიის სხდომას არ ესწრებოდა შპს „სკაი კავკასუსის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიის 2015 წლის 9 ნოემბრის №03/2560-15  შეტყობინება ჩაიბარა შპს „სკაი კავკასუსის“ წარმომადგენელმა 2015 წლის 10 ნოემბერს. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისიმ მიიჩნია, რომ უფლებამოსილია განიხილოს საკითხი  შპს „სკაი კავკასუსის“ დაუსწრებლად.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 ოქტომბრის  N10/8051-15 სამსახურებრივი ბარათი;
  2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 17 სექტემბრის შემოწმების აქტი N19;
  3. შემოწმების აქტის დანართები  (შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი; შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
  4. კომისიის 2015 წლის 10 ივლისის N04/1325-15 წერილი და ამ წერილის შპს „სკაი კავკასუსისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (14.07.2015);
  5. 2015 წლის 23 ივლისის შპს „სკაი კავკასუსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი N6/5139-15 წერილი დანართებით (სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია);
  6. შპს „სკაი კავკასუსის“  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  7. შპს „სკაი კავკასუსის“ ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „სკაი კავკასუსი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 06.02.2015.); მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფაზე, თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე, ინტერნეტ მომსახურებაზე, მაუწყებლობის ტრანზიტზე, თანამგზავრულ ინტერნეტ მომსახურებაზე, თანამგზავრულ ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე და სხვა);  
  2. 2015 წლის 17 სექტემბერს, 11:35 საათზე განხორციელდა შპს „სკაი კავკასუსის“  შემოწმება ქ. თბილისში, მისამართზე: გურამიშვილის ქუჩა N78, შპს „სკაი კავკასუსის“ ოფისში, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირკველია, ი.ბაღაშვილი); შემოწმებას ესწრებოდა შპს „სკაი კავკასუსის“ ტექნიკური დირექტორი - ვალის მღებრიშვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N19. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ზ. კვირკველია და ი. ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე - ვასილ მღებრიშვილი;
  3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „სკაი კავკასუსი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “GDS“, „მაესტრო“, „საფერავი ტვ“, „იმედი“, „აჭარა“,“TV 11”,“TV 8”, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “ობიექტივი”,  „მოლი ტვ“, „Starvision“, „მარნეული ტვ“, „Перец“, „Music Box“, „მარაო“, “ქვემო ქართლი”, „არტ არეა“, „Пятница“, „აფხაზეთის ხმა“, “Eurosport“, “Eurosport 2“, „My Video“, “VIP TV”, „დრო“,“РЕН ТВ”,“Кино плюс”, “Наше Кино“,  „Новое Кино“, „Киносоюз”, “Наш футбол”, “Discovery”, „ID“, “DTX” (discovery world), “Discovery science”, “Cartoon Network”, „Охота и Рыбалка“, “Кухня ТВ”, „Индия ТВ“,“ Живая планета“, „Россия К“, “Боец ТВ”, “Setanta sport”,  “Animal planet”, „HD Кино“, „HD Кино2“, „HD Life”;              
  4. 2015 წლის 10 ივლისს კომისიამ N04/1325-15 წერილით მიმართა შპს „სკაი კავკასუსს“  და მოსთხოვა სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა, აღნიშნული წერილი კომპანიას 2015 წლის 14 ივლისს ჩაბარდა;
  5. 2015 წლის 23 ივლისს შპს „სკაი კავკასუსმა“ კომისიაში წარმოადგინა რამოდენიმე სამაუწყებლო არხის საქათველოს ტერიტორაიზე მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის: 23.07.2015; N6/5139-15), კერძოდ: “GDS“, „მაესტრო“, „საფერავი ტვ“,„აჭარა“,“TV 11”,“TV 8”, „მოლი ტვ“, „მარნეულ ტვ“, „მარაო“, „ქვემო ქართლი“, „ობიექტივი“, „არტ არეა“, „My Video“,  „აფხაზეთის ხმა“, „დრო“,“VIP TV”, „Киносоюз”, “Кино плюс”, “Наше Кино“,  „Новое Кино “Наш футбол”, „Охота и Рыбалка“, “Кухня ТВ”, „Индия ТВ“,“ Живая планета“, „Россия К“, “Боец ТВ”, „HD Кино“, „HD Кино2“, „HD Life” , (30 სამაუწყებლო არხი);
  6. 2015 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით, შპს „სკაი კავკასუსი“ ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „იმედი“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Starvision“, „Перец“, „Music Box“, „Пятница“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „РЕН ТВ”, „Discovery”, „ID“, „DTX (discovery world),” „Discovery”, „Cartoon Network”, „Setanta sport”, „Animal planet” (17 სამაუწყებო არხი);
  7. შემოწმების სისწორე დადასტურდა 2015 წლის 17 სექტემბრის N19  შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
  8. 2015 წლის 26 აგვისტოს კომპანიის 50% წილის მფლობელმა ზაზა ჩხაიძემ კუთვნილი წილი გაახსვისა ირაკლი ჩუბინიძის სასარგებლოდ ისე, რომ წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ არ მიუმართავს კომისიისათვის „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ამავე კანონის 27-ე მუხლის თანახმად. ამასთან, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნული ცვლილებების თაობაზე კომპანიას ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია;
  9. 2015 წლის 6 ოქტომბერს, შპს „სკაი კავკასუსის“ წილის მფლობელმა ირაკლი ჩუბინიძემ თავისი 50% წილი გაასხვისა შორენა ჩხაიძის (25%) და ნინო ჟღენტის (25%) სასრგებლოდ ისე, რომ წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ არ მიუმართავს კომისიისათვის „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ამავე კანონის 27-ე მუხლის თანახმად; ამასთან, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნული ცვლილებების თაობაზე კომპანიას ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია;
  10. 2015 წლის 16 ოქტომბერს შპს „სკაი კავაკსუსის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორცილედა დირექტორის ცვლილება, კომპანიის დირქტორი ირაკლი ჩუბინიძის ნაცვლად გახდა ვასილ მღებრიშვილი, თუმცა „ელექტრონული კომუნიაკციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნული ცვლილებების თაობაზე კომპანიას ინფრომაცია კომისიაში არ წარმოუდგენია;
  11. შპს „სკაი კავაკსუსი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  12. შპს „სკაი კავაკსუსის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლებია:

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  4.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს  ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები;
  6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუქნტის თანახმად,  იურიდიული პირისათვის დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს – საფირმო სახელწოდება,  სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;
  7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;
  8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;  დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
  9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
  10. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით),  ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  11. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  12. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  13. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  14. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს:

          ა) გადაცემის ჩაწერა;

        ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც     გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა;

      გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;

       დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;

       ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.

       ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;

      ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;

    თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;

15. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ხოლო  მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად;

16. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

17. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

18. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, საქმეზე არსებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ სატელევიზიო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „იმედი“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Starvision“, „Перец“, „Music Box“, „Пятница“, “Eurosport“, “Eurosport 2“,“РЕН ТВ”, “Discovery”, „ID“, „DTX (discovery world),” “Discovery”, “Cartoon Network”,“Setanta sport”, „Animal planet” (17 სამაუწყებო არხი) შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „სკაი კავაკსუსის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, ხოლო სატელევიზიო არხების “GDS“, „მაესტრო“, „საფერავი ტვ“, „აჭარა“,“TV 11”,“TV 8”, „მოლი ტვ“, „მარნეულ ტვ“, „მარაო“, „ობიექტივი“, „ქვემო ქართლი“, „არტ არეა“, „აფხაზეთის ხმა“, „დრო“, „VIP TV”, „My Video”, „Киносоюз”, „Наш футбол”, „Охота и Рыбалка“, “Кино плюс”, “Наше Кино“,  „Новое Кино“, „Кухня ТВ”, „Индия ТВ“,“ Живая планета“, „Россия К“, „Боец ТВ”, „HD Кино“, „HD Кино2“, „HD Life” (30 სამაუწყებლო არხი) სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შესაბამისი ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენის გარეშე, შპს „სკაი კავკასუსის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი. ასევე  შპს „სკაი კავკასუსის“ მიერ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე წილის გასხვისებით და დირექტორის ცვლილების თაობაზე კომპანიის მიერ კომისიაში ინფორმციის არ წარმოდგენით კომპანიის მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტები და 26-ე მუხლი, რის გამოც შპს „სკაი კავკასუს“ უნდა დაეკისროს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია - გაფრთხილება.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „სკაი კავკასუსს“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „იმედი“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Starvision“, „Перец“, „Music Box“, „Пятница“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „РЕН ТВ”,  „Discovery”, „ID“, „DTX (discovery world),” „Discovery”, „Cartoon Network”, „Setanta sport”,  „Animal planet“ (17 სამაუწყებო არხი) არამართლზომიერი ტრანზიტი.

ამავდროულად კომისია მიაჩნია, რომ  შპს „სკაი კავკასუსს“ უნდა დაევალოს  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში  წარმოდგენა, ხოლო კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს შპს „სკაი კავკასუსის“ მიერ წარმდგენილი ინფომრაციის  შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების,  26-ე მუხლის, 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1. შპს „სკაი კავკასუს“ მიეცეს გაფრთხილება  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“,  „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა  და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

 2. უზრუნველყოს შპს „სკაი კავკასუსმა“ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „იმედი“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Starvision“, „Перец“, „Music Box“, „Пятница“, “Eurosport“, “Eurosport 2“,“РЕН ТВ”, “Discovery”, „ID“, „DTX (discovery world),” “Discovery”, “Cartoon Network”,“Setanta sport”, „Animal planet” (17 სამაუწყებო არხი) არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3. დაევალოს შპს „სკაი კავკასუსმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, შეტყობინების წარმოდგენა კომისიაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; კერძოდ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: შპს „სკაი კავკასუსის“ წილის (2015 წლის 7აგვისტოდან - 2015 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში) შეძენის ფორმა; შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შპს „სკაი კავაკსუსის“ წილის შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა)     საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან;

დ)  სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში - მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს შპს „სკაი კავკასუსის“ მიერ წარმოდგენილი ინფომრაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტებზე დაევალოს კომისიის აპარტის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი);

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სკაი კავკასუსისათვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „სკაი კავკასუსის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „სკაი კავკასუსისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

9. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სკაი კავაკსუსისათვის“  ჩაბარების დღიდან;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4,  მე-6 და მე-10 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                     ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                     კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                     გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                     მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები