შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2016 13:45
მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2015
შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიამ 2015 წლის 27 აგვისტოს მიიღო №514/23 გადაწყვეტილება შპს “მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს №514/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „კავკასუს ონლაინისგან“ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია და დოკუმენტაცია. მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომისიაში წარმოადგინა 2015 წლის 25 სექტემბრის N 01-02/7436 (შ-6/67720 -15 კომისიაში რეგისტრაციის ნომერი) და 2015 წლის 1 ოქტომებრის 01-02/7458 ( შ-6/7358-15 კომისიაში რეგისტრაციის ნომერი) წერილებით ამასთან შპს „კავკასუს ონლაინმა“ მოითხოვა მის მიერ ამ წერილებით კომისიაში წარმოდგინილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
შპს „კავკასუს ონლაინმა’“ 2015 წლის 9 ნოემბრის N 01-02/8071 ( შ-6/8612-15 კომისიაში რეგისტრაციის ნომერი) და 2015 წლის 11 ნომებრის N 01-02/8087 ( შ-6/8682-15 კომისიაში რეგისტრაციის ნომერი) წერილებით დააზუსტა მის მიერ 2015 წლის 25 სექტემბრის N 01-02/7436 და 2015 წლის 1 ოქტომებრის 01-02/7458 წერილებით წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა. დაზუსტებული მოთხოვნით შპს „კავკასუს ონლაინი“ ითხოვს კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი 2015 წლის 25 სექტემბრის N6/67220-15 წერილის დანართით (CD დისკით) წარმოდგენილი ინფორმაციის შემდეგი ნაწილები:
1. “გ point” ფოლდერი, რომელშიც მოცემულია შპს „კავკასუს ონლაინის“ აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები, კერძოდ ელექტრონული დოკუმენტების შემდეგი ნაწილები:
ა) Word-ის დოკუმენტი სახელწოდებით “CO&RT_Combined IFRS FS_2013 V2” გვ.7-დან გვ.32- ის ჩათვლით მოცემული ინფორმაცია, სადაც ასახულია შპს “კავკასუს ონლაინის” და შპს “რკინიგზის ტელეკომის” კომბინირებული ფინანსური ანგარიშგების და დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის სამუშაო ვერსია 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით;
ბ) PDF ფაილი სახელწოდებით “Audit CO 2011 KPMG” გვ.8-დან გვ.38-ის ჩათვლით ინფორმაცია, სადაც მოცემულია დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული შპს “კავკასუს ონლაინის” კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით;
გ) PDF ფაილი სახელწოდებით “2012 Caucasus Online IFRS FS final” გვ.8- დან გვ.39- ის ჩათვლით ინფორმაცია, სადაც მოცემულია დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული შპს “კავკასუს ონლაინის” კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
შპს „კავკასუს ონლაინს“ მიაჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ 2011-2013 წლების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების განმარტებით შენიშვნებში მოცემულია ისეთი სახის ინფორმაცია, როგორიცაა კომპანიის მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკის მიმოხილვა, სააღრიცხვო პოლიტიკის შერჩევასთან დაკავშირებით გამოყენებული მნიშვნელოვანი ბუღალტრული შეფასებები, დაშვებები და პროგნოზები, ცვლილებები სააღრიცხვო პოლიტიკაში და ახალი ან კორექტირებული სტანდარტებისა და ინტერპრეტაციის შემოღება, ასევე დეტალური ინფორმაცია კომპანიის საინვესტიციო საკუთრების, არამატერიალური აქტივების, ვალდებულებების, დანახარჯების შესახებ. შპს „კავკასუს ონლაინს“ მიაჩნია, რომ აღნიშული ინფორმაციის გასაჯაროება შპს „კავკასუს ონლაინის“ კონკურენტებს შესაძლებლობას მისცემს გაანალაზონ კომპანიის ფინანსური პოლიტიკა და შესაბამისად განსაზღვრონ კომპანიის სუსტი და ძლიერი მხარეები. კომპანიას მიაჩნია, რომ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს შპს „კავკასუს ონლაინს“ სხვა კონკურენტ პირებთან შედარებით.
2. “დ point”ფოლდერი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია, კომპანიის 2013-2015 წლების მმართველობითი აღრიცხვის ანგარიშების შესახებ.
შპს „კავკასუს ონლაინის“ დასაბუთებით კომპანიის მიერ წარმოდგენილი მმართველობითი აღრიცხვის ანგარიშები შეიცავს ისეთი სახის ინდიკატორებს, რომელთაგანაც შესაძლებელია კომპანიის მომგებიანობის განსაზღვრა და კომპანიის მენეჯმენტის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. შესაბამისად, აღნიშნულ ინფორმაციას აქვს განსაკუთრებული ორგანიზაციული და კომერციული ღირებულება და შესაძლებელია მიჩნეულ იქნას შპს „კავკასუს ონლაინის“ საწარმოო საიდუმლოებად და ნოუ-ჰაუდ. შპს „კავკასუს ონლაინს“ მიაჩნია, რომ ამ სახის ინფორმაციის გასაჯაროება შესაძლებობას მისცემს შპს „კავკასუს ონალინის“ კონკურენტებს შეაფასონ შპს „კავკასუს ონლაინის“ მმართველობითი პოლიტიკა, გამოიყენონ შპს „კავკასუს ონლაინის“ საწარმოო საიდუმლოება საკუთარ მენეჯმენტში ან დაგეგმონ საკუთარი მმართველობითი საქმიანობა შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ შესაბამისი კონკურენციის გაწევის მიზნით. აღნიშნული საფრთხეს შეუქმინს შპს „კავკასუს ონლაინის“ კონკურენტუნარიანობას და არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს კომპანიას.
3. “ზ point” ფოლდერი, სადაც მოცემულია ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ სამაუწყებლო სანტრანზიტო (IPTV) ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო და კორპორატიული პაკეტების ფასების და პაკეტების შესაბამისად გაწეული მომსახურებიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავლების შესახებ 2012-2015 წლების განმავლობაში, ფაილი სახელწოდებით “GNCC info point (Z)”
შპს „კავკასუს ონლაინის“ დასაბუთებით წარმოდგენილი ინფორმაცია ეხება საცალო და კორპორატიულ მომსახურებას, რომელიც არ არის რეგულირებადი სფერო. მართალია, საცალო მომსახურების პაკეტების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია შპს „კავკასუს ონლაინის“ ვებ-გვერდის საშუალებით, თუმცა კორპორატიულ აბონენტებთან ონლაინს აქვს ინდივიდუალური მიდგომა, რაც გამოიხატება თითოეული ასეთი კორპორატიული აბონენტის მომსახურების სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებასა და შესაბამის სატარიფო პოლიტიკაში, რაც თავის მხრივ კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ მხრიდან კორპორატიული აბონენტებისათვის სპეციფიკური მომსახურების პირობებისა და სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება ზიანს მიაყენებს შპს „კავკასუს ონლაინის“ კონკურენტუნარიანობას და საშუალებას მისცემს კონკურენტს განახორციელოს მიზნობრივი მარკეტინგული კომპანია შპს „კავკასუს ონლაინის“ არსებული კონკრეტული კორპორატიული მომხმარებლების მიმართ, მათი გადაყვანის მიზნით.
4. “ი point”ფოლდერი, სადაც მოცემულია შპს „კავკასუს ონლაინის“ მფლობელობაში არსებული ქსელების დეტალური აღწერა, “MGS.rar” ფოლდერში განთავსებული ფაილები.
შენიშვნა: იმის გათვალისწინებით, რომ “ი point” ფოლდერში მოცემული ინფორმაცია მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ იქნა გამოყენებული კომისიის მიერ კომისიამ 2015 წლის 17 ნოემბრის N 08/2656-15 წერილით შპს „კავკასუს ონლაინს“ უკან დაუბრუნა აღნიშნული ინფორმაცია.
5. “კ point” ფოლდერის ის ნაწილი, სადაც მოცემულია ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ სატელეკომუნიკაციო მომსახურების ძირითადი მიმწოდებლების შესახებ 2013-2015 წლებში, ექსელის ფაილის სახელწოდებით “Main Telco Providers”-ში ასახული ფინანსური ინფორმაცია კერძოდ, ექსელის ფაილის Sheet 2-ის B სვეტი (GEL_Amount in local currency ) და C სვეტი (USD_Amount in document currency). ასევ ამ დოკუმენტს ელექტრონული გვერდი “cost”, სადაც მოცემულია 2013-2015 წლებში მომწოდებლებისგან ყოველთვიურად მიღებული მომსახურების დასახელება ინვოისების ნომრების, მომსახურების თანხის მითითებით. შესაბამისად საჯაროდ უნდა დარჩეს, მხოლოდ მომწოდებლების დასახელება;
შპს „კავკასუს ონლაინის“ დასაბუთებით აღნიშნული ინფორმაცია „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 272 პირველი მუხლის შესაბამისად წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას, რადგან დოკუმენტებში მოცემულია შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ სტრატეგიული პარტნიორებისგან მიღებული მომსახურების და გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას თავად მომწოდებლებთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით და შესაბამისად უნდა იქნას მიჩნეული კომერციულ საიდუმლოებად.
6. “ჟ point” ფოლდერის, სადაც მოცემულია ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ სესხების გადახდის გრაფიკის შესახებ, ექსელის ფაილები სახელწოდებით “GMH TBC Loan schedules” და “Pasha loan schedule”.
შპს „კავკასუს ონლაინის“ დასაბუთებით აღნიშნული ინფორმაცია იძლევა შპს „კავკასუს ონლაინის“ ხარჯების იდენტიფიცირების საშუალებას, ასევე ის შეიცავს ისეთ კომერციულ პირობებს, როგორიცაა დარიცხული პროცენტი და გადახდის გრაფიკი. აღნიშნული მხარეებს შორის მოლაპარაკების საგანია და კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს. წარმოდგენილი ინფორმაციის გასაჯაროება ზიანს მიაყენებს ონლაინის კონკურენტუნარიანობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური.
კომისიამ განიხილა შპს „კავკასუს ონლაინის“ 2015 წლის 25 სექტემბრის N N 01-02/7436 წერილი კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნის პირველ პუნქტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ 2011- 2013 წლის ფინანსური ანგარიშგებების იმ გვერდებზე რომლის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას ითხოვს შპს „კავკასუს ონლაინი“ მოცემულია შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) 2013 წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგება
გვერდი 7- ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ ძირითადი საქმიანობების და ფილიალების შესახებ;
გვერდი 8,9: - კომპანიის სამუშაო გარემო და მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკა;
გვერდი 9,10,11,12,13,14 - მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკა;
გვერდი 15 – ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - კრიტიკული სააღრიცხვო შეფასებები, მსჯელობები, სააღიცხვო პოლიტიკის გამოყენება;
გვერდი 16,17,18 - ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - ახალი სტანდარტების და ინტერპრეტაციების გამოყენება;
გვერდები 19,20,21,22 - ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - ინფორმაცია ახალი სტანდარტების გამოცემების შესახებ;
გვერდი 23 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - ნაშთები და ოპერაციები დაკავშირებულ მხარეებთან;
გვერდი 24 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - ძირითადი საშუალებები, საინვცესტიციო ქონება;
გვერდი 25 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - არამატერიალური აქტივები, სავაჭრო და სხვა მიმდინარე მოთხოვნები;
გვერდი 26 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - სავაჭრო და სხვა მიმდინარე მოთხოვნები (გაგრძელება), ფულადი სახსრები და მათი ექვივალენტები;
გვერდი 27 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - საწესდებო კაპიტალი, სესხები;
გვერდი 28 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - სესხები, სხვა მიმდინარე ვალდებულებები;
გვერდი 29- ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - სავაჭრო და სხვა ვალდებულებები, შემოსავლები, პერსონალის ხარჯი, საოპერაციო იჯარა, მიღებული მომსახურებები;
გვერდი 30- ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - სხვა საოპერაციო ხარჯები, ფინანსური ხარჯები, მოგების გადასახადი;
გვერდი 31, 32 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - მოგების გადასახადი.
ბ) 2011 წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგება
გვერდი 8 - ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ ძირითადი საქმიანობების და ფილიალების შესახებ;
გვერდი 9 - ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - შესაბამისობის დეკლარაცია, შეფასების საფუძვლები, ფუნქციონალური ვალუტა, ლიკვიდურობა, შეფასებების და მსჯელობების გამოყენება;
გვერდი 10 - ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - კონსოლიდირების საფუძვლები, უცხოური ვალუტა;
გვერდი 11 - ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - ფინანსური ინსტრუმენტები;
გვერდი 12 - ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - ქონება, ძირითადი საშუალებები;
გვერდები 13 - ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - არამატერიალური აქივები, საინვესტიციო ქონება;
გვერდი 14- ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - საინვესტიციო ქონება (გაგრძელაბა) , იჯარით აღებული აქტივები, მარაგები, გაუფასურება;
გვერდი 15- ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - არა ფინანსური აქტივები, შემოსავლები;
გვერდი 16- ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - ფიანანსური შემოსავლები და ხარჯები, მოგების გადასახადი;
გვერდი 17 -ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - ჯერ არ გამოყენებული ახალი სტანდარტები და ინტერპრეტაციები;
გვერდი 18 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - რეალური ღირებულების განსაზღვრა;
გვერდი 19 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - შემოსავლები, მომსახურების ხარჯები, სხვა ხარჯები;
გვერდი 20 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - ფინანსური შემოასავლები და ხარჯები, მოგების გადასახადი ხარჯი;
გვერდი 21 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - მოგების გადასახადის ეფექტური განაკვეთი, გადავადებული მოგების გადასახადის აქტივი და ვალდებულება, გადავადებული მოგების გადასახადის აუღიარებელი ნაწილი;
გვერდი 22 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - წლის განმავლობაში გადავადებული მოგების გადასახადის დროებითი სხვაობების მოძრაობა;
გვერდი 23 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - ძირითადი საშუალებები;
გვერდი 24 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - არამატერიალური აქტივები;
გვერდი 25 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - საინვესტიციო ქონება, -სავაჭრო და სხვა მიმდინარე მოთხოვნები;
გვერდი 26 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - გაცემული სესხები,;
გვერდი 27 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - ფულადი სახსრები და მათი ექვივალენტები, ქონება;
გვერდი 28 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - სესხები, სესხის პირობები და გადახდის გრაფიკი, სესხის კოვენანტები;
გვერდი 29 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - სესხის რესტრუქტურიზაცია, სავაჭრო და სხვა ვალდებულებები;
გვერდი 30 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - სავაჭრო და სხვა ვალდებულებები (გაგრძელება) , ფინანსური ინსტრუმენტები და რისკების მართვა;
გვერდი 31 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - საკრედიტო რისკი;
გვერდი 32 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - გაუფასურების ზარალი, ლიკვიდურობის რისკი;
გვერდი 33 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები -საბაზრო რისკი, ვალუტის რისკი, მგძნობიარობის ანალიზი;
გვერდი 34 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები -მგძნობიარობის ანალიზი, საპროცენტო განაკვეთს რისკი;
გვერდი 35 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - კაპიტალის მართვა, საბაზრო ღირებულების და მიმდინარე ღირებულების შედარება, კაპიტალური ვალდებულებები;
გვერდი 36, 37 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - ნაშთები და ოპერაციები დაკავშირებულ მხარეებთან;
გვერდი 38 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები -ბალანსის შედგენის შემდგომი მოვლენები.
გ) 2012 წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგება
გვერდი 8 - ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ ძირითადი საქმიანობების და ფილიალების შესახებ;
გვერდი 9 - ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - შესაბამისობის დეკლარაცია, შეფასების საფუძვლები, ფუნქციონალური ვალუტა, ლიკვიდურობა, შეფასებების და მსჯელობების გამოყენება;
გვერდი 10 - ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - კონსოლიდირების საფუძვლები, უცხოური ვალუტა;
გვერდი 11 - ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - ფინანსური ინსტრუმენტები;
გვერდი 12 - ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - ქონება, ძირითადი საშუალებები;
გვერდები 13 - ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - არამატერიალური აქივები;
გვერდი 14- ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - საინვესტიციო ქონება, იჯარით აღებული აქტივები, მარაგები, გაუფასურება;
გვერდი 15- ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - არა ფინანსური აქტივები, შემოსავლები;
გვერდი 16- ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - ფიანანსური შემოსავლები და ხარჯები, მოგების გადასახადი;
გვერდი 17 -ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლები - ჯერ არ გამოყენებული ახალი სტანდარტები და ინტერპრეტაციები;
გვერდი 18 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - რეალური ღირებულების განსაზღვრა, შემოსავლები;
გვერდი 19 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - მომსახურების ხარჯები, სხვა ხარჯები;
გვერდი 20 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - ფინანსური შემოასავლები და ხარჯები, მოგების გადასახადი
გვერდი 21 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - მოგების გადასახადის ეფექტური განაკვეთი, გადავადებული მოგების გადასახადის აქტივი და ვალდებულება;
გვერდი 22 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - გადავადებული მოგების გადასახადის აუღიარებელი ნაწილი
გვერდი 23 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - წლის განმავლობაში გადავადებული მოგების გადასახადის დროებით სხვაობების მოძრაობა;
გვერდი 24 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - ძირითადი საშუალებები;
გვერდი 25 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - არამატერიალური აქტივები;
გვერდი 26 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - საინვესტიციო ქონება, -სავაჭრო და სხვა მიმდინარე მოთხოვნები, გაცემული სესხები;
გვერდი 27 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - გაცემული სესხები, ფულადი სახსრები და მათი ექვივალენტები;
გვერდი 28 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - ქონება, სესხები;
გვერდი 29 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - სესხის პირობები და გადახდის გრაფიკი, სესხის კოვენანტები;
გვერდი 30 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - სავაჭრო და სხვა ვალდებულებები, ფინანსური ინსტრუმენტები და რისკების მართვა;
გვერდი 31 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - საკრედიტო რისკი;
გვერდი 32 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - გაუფასურების ზარალი;
გვერდი 33 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - ლიკვიდურობის რისკი;
გვერდი 34 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები -საბაზრო რისკი, ვალუტის რისკი, სენსენტიურობის ანალიზი;;
გვერდი 35 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - საპროცენტო განაკვეთს რისკი, კაპიტალის მართვა, საბაზრო ღირებულების და მიმდინარე ღირებულების შედარება;
გვერდი 36 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები -კაპიტალური ვალდებულებები, ვალუტის რისკი, სენსენტიურობის ანალიზი;
გვერდი 37 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - ნაშთები და ოპერაციები დაკავშირებულ მხარეებთან;
გვერდი 38 - ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები - ნაშთები და ოპერაციები დაკავშირებულ მხარეებთან (გაგრძელება).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ ფინანსური ანგარიშგება შეიცავს განზოგადებულ ინფორმაციას ავტორიზებული პირის მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას სრულად დააკმაყოფილოს შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნა.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ინფორმაციულ ანალიტიკური დეპარტამენტების შედარდა შპს „კავკასუს ონლაინის“ აუდირებული ფინანსური ანგარიშგებით წარმოდგენილი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია კომისიის სტატისტიკურ ბაზაში არსებულ იგივე შინაარსის მონაცემებთან. შედარების შედეგად დადგინდა, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ აუდირებული ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების („IFRS“) მიხედვით, ხოლო სტატისტიკური ბაზაში წარმოდგენილია შემოსავლების და დანახარჯების შესახებ პირველადი მონაცემები, ამასთან ფინნსურ ანგარიშგებაში ინფორმაცია დაჯგუფებულია ეკონომიკური შინაარსის და „IFRS“ სტანდარტებით დადგენილი სპეციალური სტრუქტურის მიხედვით.
კომისია აღნიშნავს, რომ რადგან შპს „კავკასუს ონლაინი“ 2011-2013 წლების აუდირებული ფინანსური ანგარიშგებით წარმოდგენილი ინფორმაცია ამ ინფრომაციის ფორმატით და მომზადების სტანდარტებით მნიშვნელოვნად განსხვავდება კომისიის სტატისტიკურ ბაზაში არსებული მონაცემებისაგან და ამასთან აღნიშნული ინფორმაციის კომერციული ტიპის ანალიზი შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ამ სახით ინფორმაციის საფუძველზე არსებობის შემთხვევაში, კომისიას მიაჩნია რომ კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს №514/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2015 წლის 25 სექტემბრის N 01-02/7436 და 2015 წლის 9 ნოემბრის N 01-02/8071 წერილებით წარმოდგენილი და დაზუსტებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია ნაწილობრივ, კერძოდ: “გ point” ფოლდერში მოცემული ელექტრონული დოკუმენტების შემდეგი ნაწილები: ა) 2011 წლის ფინანსური ანგარიშგების გვერდი 8 დან გვერდი 38 -ის ჩათვლით, ბ) 2012 წლის ფინანსური ანგარიშგება გვერდი 8 დან გვერდი 38 -ის ჩათვლით, გ) 2013 წლის ფინანსური ანგარიშგება გვერდი 7 დან გვერდი 32 -ის ჩათვლით ელექტრონულ დოკუმენტების გვერდებზე მოცემული დეტალური ინფორმაცია ფინანსური მონაცემების თაობაზე გარდა განზოგადებული ინფორმაციისა მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ.
კომისიამ განიხილა შპს „კავკასუს ონლაინის“ 2015 წლის 25 სექტემბრის N N 01-02/7436 წერილი კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნის მე-2 პუნქტი და ამ წერილის დანართით (“დ point”ფოლდერი) წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნა, ვინაიდან კომისიის აზრით, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს კომერციულ საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია კონკურენტი კომპანიების მიერ განისაზღვროს, შპს „კავკასუს ონალინის“ სტრატეგიული პოლიტიკა და ცალკეული მომსახურებების მომგებიანობა და კონკურენტებმა გამოიყენონ ეს შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ მიზნობრივი კონკურენციის გაწევის მიზნით.
კომისიამ განიხილა შპს „კავკასუს ონლაინის“ 2015 წლის 25 სექტემბრის N N 01-02/7436 წერილი კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნის მე-3 პუნქტი და ამ წერილის დანართით (“კ point”ფოლდერი) წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნა, ვინაიდან კომისიის აზრით, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს კომერციულ საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია კონკურენტი კომპანიების მიერ განისაზღვროს, თუ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ შექმნილი რომელი კომერციული პროდუქტი (პაკეტი, სატარიფო გეგმა, აქცია) აღმოჩნდა ბაზრისთვის და შესაბამისად აბონენტებისთვის უფრო მიმზიდველი, აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებამ კი კომისიის აზრით შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „კავკასუს ონლაინის“ კონკურენტუნარიანობას.
კომისიამ განიხილა შპს „კავკასუს ონლაინის“ 2015 წლის 25 სექტემბრის N N 01-02/7436 წერილი კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნის მე-5 პუნქტი და ამ წერილის დანართით (“კ point”ფოლდერი) წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნა და კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო მომსახურების ძირითადი მომწოდებლებისგან მიღებული მომსახურების ინვოისების ნომრების და თანხის მითითებით. რადგან ინფორმაციის საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. რაც შეეხება მომწოდებლების დასახელებას და მიღებული მომსახურების შინაარს ასეთი ინფორმაცია ღია უნდა დარჩეს.
კომისიამ განიხილა შპს „კავკასუს ონლაინის“ 2015 წლის 25 სექტემბრის N N 01-02/7436 წერილი კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნის მე-6 პუნქტი და ამ წერილის დანართით (“ჟ point”ფოლდერი) წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნა და კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ სესხების გადახდის გრაფიკის შესახებ, რადგან ეს მონაცემები შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ 2015 წლის 9 ნოემბრის N 01-02/8071 N ( შ-6/8612-15 კომისიაში რეგისტრაციის ნომერი) წერილის მოთხოვნა და კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი აღნიშნული წერილის პირველი პუნქტი, კერძოდ “გ point” ფოლდერში მოცემული ელექტრონული დოკუმენტების შემდეგი ნაწილები: ა) 2011 წლის ფინანსური ანგარიშგების გვერდი 8 დან გვერდი 38 -ის ჩათვლით, ბ) 2012 წლის ფინანსური ანგარიშგება გვერდი 8 დან გვერდი 38 -ის ჩათვლით, გ) 2013 წლის ფინანსური ანგარიშგება გვერდი 7 დან გვერდი 32 -ის ჩათვლით ელექტრონულ დოკუმენტების გვერდებზე მოცემული დეტალური ინფორმაცია ფინანსური მონაცემების თაობაზე გარდა განზოგადებული ინფორმაციისა მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ; ასევე უნდა დაკმაყოფილდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ 2015 წლის 9 ნოემბრის N 01-02/8071 N ( შ-6/8612-15 კომისიაში რეგისტრაციის ნომერი) წერილის მოთხოვნა და კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი შპს „კავკასუს ონლაინის“ 2015 წლის 9 ნოემბრის N 01-02/8071 N ( შ-6/8612-15 კომისიაში რეგისტრაციის ნომერი) წერილის მე-2 პუნქტი “დ point” ფოლდერი, მე-3 პუნქტი “ზ point” ფოლდერი, მე-5 პუნქტი “კ point” ფოლდერი, მე-6 პუნქტი “ჟ point” ფოლდერი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნა 2015 წლის 25 სექტემბრის N 01-02/7436 (შ-6/67720 -15 კომისიაში რეგისტრაციის ნომერი) და 2015 წლის 9 ნოემბრის N 01-02/8071 N ( შ-6/8612-15 კომისიაში რეგისტრაციის ნომერი) წერილებით წარმოდგენილი და დაზუსტებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი 2015 წლის 25 სექტემბრის N 01-02/7436 (შ-6/67720 -15 კომისიაში რეგისტრაციის ნომერი) წერილის თანდართული CD დისკით წარმოდგენილი შემდეგი ინფორმაცია:
1.1. “გ point” ფოლდერიში ჩაწერილი ელექტრონული დოკუმენტების შემდეგი ნაწილები:
ა) 2011 წლის ფინანსური ანგარიშგების გვერდი 8 დან გვერდი 38 -ის ჩათვლით;
ბ) 2012 წლის ფინანსური ანგარიშგება გვერდი 8 დან გვერდი 38 -ის ჩათვლით;
გ) 2013 წლის ფინანსური ანგარიშგება გვერდი 7 დან გვერდი 32 -ის ჩათვლით ელექტრონულ დოკუმენტებზე მოცემული დეტალური ინფორმაცია ფინანსური მონაცემების თაობაზე გარდა განზოგადებული ინფორმაციისა მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ.
1.2. “დ point”ფოლდერი, რომელშიც მოცემულია კომპანიის 2013-2015 წლების მმართველობითი აღრიცხვის ანგარიშების შესახებ ინფორმაცია;
1.3. “ზ point” ფოლდერი, სადაც მოცემულია ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ სამაუწყებლო სანტრანზიტო (IPTV) ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო და კორპორატიული პაკეტების ფასების და პაკეტების შესაბამისად გაწეული მომსახურებიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავლების შესახებ 2012-2015 წლების განმავლობაში, ფაილი სახელწოდებით “GNCC info point (Z)”;
1.4. “კ point” ფოლდერი, სადაც მოცემულია ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ სატელეკომუნიკაციო მომსახურების ძირითადი მიმწოდებლების შესახებ 2013-2015 წლებში, ექსელის ფაილის სახელწოდებით “Main Telco Providers”-ში ასახული ფინანსური ინფორმაცია კერძოდ, ექსელის ფაილის „Sheet 2“-ის „B“ სვეტი (GEL_Amount in local currency ) და „C“ სვეტი (USD_Amount in document currency). ასევე „sheet cost”, სადაც მოცემულია 2013-2015 წლებში მომწოდებლებისგან ყოველთვიურად მიღებული მომსახურების დასახელება ინვოისების ნომრების, მომსახურების თანხის მითითებით. შესაბამისად საჯაროდ უნდა დარჩეს, მხოლოდ მომწოდებლების დასახელება;
1.5. “ჟ point” ფოლდერი, სადაც მოცემულია ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ სესხების გადახდის გრაფიკის შესახებ, ექსელის ფაილები სახელწოდებით “GMH TBC Loan schedules” და “Pasha loan schedule”.
2. ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვიდან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
