წვდომის მენიუ

შპს „იბერიაTV“-სთვის რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 702 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2015 12:29

მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2015

შპს  „იბერიაTV“-სთვის   რადიოსარელეო  სიხშირეების მინიჭების შესახებ

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „იბერია TV“-მ  (რეგისტრირებული ქ.თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს  1996 წლის 17  ივნისის №2/4-657  დადგენილებით), კომისიას მიმართა  განცხადებით (კომისიაში რეგისტრირებული №შ-7/7290-15, 29.09.15), ქ. თბილისში,  სტუდიიდან (ჩუბინაშვილის ქ. №41)  მთაწმინდის  ანძამდე  სატელევიზიო სიგნალის მიწოდებისთვის, კომისიის გადაწყვეტილებით №160/13, 27.03.14 მონიჭებული სიხშირის 5692მჰც±14მჰც გამოყენებით, ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ოპერატორის (შპს „სტერეო+“)    სათაო სადგურამდე სიგნალის მიტანისთვის, ამ რადიოსიხშირის  ახალი ვადით მონიჭების საჭიროების შესახებ და განცხადება (კომისიაში რეგისტრირებული №შ-7/7289-15, 29.09.15), დამატებით, ქ.თბილისში მობილური ჩართვების უზრუნველსაყოფად  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის,  4.0 გჰც÷7.0 გჰც   ან  12.75 გჰც÷15.0 გჰც სიხშირული დიაპაზონის ფარგლებში  რადიოსარელეო სიხშირის მონიჭების მოთხოვნით.  

   კომისია აღნიშნავს, რომ  შპს „იბერია TV“  არის ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი  (ავტორიზაციის №BR-320, 14.07.15) და ახორციელებს საერთო ტელემაუწყებლობას ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის გამოყენებით ამ ქსელის ოპერატორთან   (შპს „სტერეო+“) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მომსახურებაზე 2015 წლის 01 ივლისს  5 წლის ვადით  გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

      კომისია  აღნიშნავს,     რომ     შპს    „იბერია TV“-ს     მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის შერჩეულ იქნა რადიოსიხშირეები: 5692მჰც ±14მჰც, სტუდიიდან  (ქ.თბილისი, ჩუბინაშილის ქ.№41) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე, ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში სიგნალის მისატანად  და 5915მჰც ±14მჰც,  ქ.თბილისში,  მობილური ჩართვების უზრუნველსაყოფად  მთაწმინდის სატელევიზიო  ანძამდე სატელევიზიო სიგნალის მისატანად.

     შეთანხმების   მიზნით, შერჩეული  რადიოსიხშირეების პარამეტრები  კომისიამ    შპს „იბერია  TV“ -ს   აცნობა  2015   წლის  15 ოქტომბერს  წერილით №06/2329-15.   თანხმობა    შერჩეული     სიხშირეების      გამოყენებაზე     შპს  „იბერიაTV“-მ    კომისიას დაუდასტურა  წერილით    №57/გ, 27.10.15 (კომისიაში რეგისტრაციის  №შ-6/8239-15, 27.10.15).

    ამასთან  ერთად   კომისია  აღიშნავს, რომ მიმდინარე წლის 13 ნოემბერს  შპს  „იბერია TV“-მ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრირებული №შ-7/8742-15, 13.11.15), ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე გამოყენებისთვის, შეთანხმებული რადიოსიხშირეების ურთიერთჩანაცვლების და მობილური ჩართვების უზრუნველსაყოფად  მთაწმინდის სატელევიზიო  ანძამდე სატელევიზიო სიგნალის მიტანისთვის განკუთვნილი სიხშირის ზოლის  სიგანის    (28მჰც), 34 მჰც-მდე  გაზრდის მოთხოვნით.

     კომისიას, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიაჩნია გათვალისწინებულ  იქნეს  შპს „იბერია TV“-ს დამატებითი მოთხოვნა და  შპს   „იბერია TV“-ს   მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის  განესაზღვროს რადიოსიხშირეები: 5915მჰც ±14მჰც სტუდიიდან  (ქ.თბილისი, ჩუბინაშილის ქ.№41) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში სიგნალის მისატანად  და 5692მჰც ±17მჰც  ქ.თბილისში,  მობილური ჩართვების უზრუნველსაყოფად  მთაწმინდის სატელევიზიო  ანძამდე სატელევიზიო სიგნალის მისატანად.

     კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2015 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის  მე-5 პუნქტის  შესაბამისად, კომისია ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მოქმედ ტელემაუწყებლებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის:

ა) „შესაბამის ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში სიგნალის მისატანად, უსასყიდლოდ, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადით“;

 ბ)  „სხვა დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, უსასყიდლოდ, 1 წლის ვადით“.

      ვინაიდან, შპს „იბერია TV“ წარმოადგენდა მოქმედ ტელემაუწყებელს ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტისთვის (2015 წლის 17 ივნისი) და ამავე დროს შპს „იბერია TV“-ს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის  ოპერატორთან   (შპს „სტერეო+“)  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მომსახურებაზე 2015 წლის 1 ივლისს 5 წლის ვადით, კომისიას, მართლზომიერად მიაჩნია  შპს „იბერია TV“-სთვის, სტუდიიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში სიგნალის მისატანად  დამხმარე  ტექნოლოგიური  დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსიხშირეების მინიჭება აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადით და სხვა დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით (მობილური ჩართვების  უზრუნველსაყოფად)  რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭება 1 წლის ვადით.

      „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2015 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. მიენიჭოს     შპს  „იბერია TV“-ს    რადიოსარელეო       სიხშირე    5915მჰც ±14მჰც,  გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 0.5 ვატისა, სტუდიიდან  (ქ.თბილისი, ჩუბინაშილის ქ.№41)  ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში   სიგნალის მისატანად, უსასყიდლოდ, ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ოპერატორთან (შპს „სტერეო+“)  2015 წლის 01 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების  მოქმედების  ვადით  (ვადა - 2020 წლის 01 ივლისამდე);
  2. მიენიჭოს    შპს   „იბერია TV“-ს რადიოსიხშირე  5692მჰც  ± 17მჰც, ქ.თბილისში,  მობილური ჩართვების უზრუნველსაყოფად  მთაწმინდის სატელევიზიო  ანძამდე სატელევიზიო სიგნალის მისატანად,  უსასყიდლოდ, 1 წლის ვადით.  
  3. აღირიცხოს შპს „იბერია TV“-სთვის  მინიჭებული რადიოსიხშირეები  კომისიის    უწყებრივ  რეესტრში   (რ.ქურდაძე);
  4. საქართველოს  კანონმდებლობის  ცვლილების  შემთხვევაში   შპს   “იბერია TV“-სთვის  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში  იქნას   მოყვანილი    საქართველოს    კანონმდებლობასთან;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  1 თვის ვადაში;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა  მართვის  დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე);
  7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს   „იბერია  TV“-სთვის   ჩაბარებისთანავე (ნ.ჯავახიძე)

კომისიის თავმჯდომარე                                 ვ.აბაშიძე

კომისიის   წევრი                                               ე.ასანიძე

კომისიის   წევრი                                               კ.ბექაური

კომისიის   წევრი                                               გ.ფრუიძე

კომისიის  წევრი                                                მ.ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

      

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები