წვდომის მენიუ

სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 709 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 07, 2015 12:24

მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2015

სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის რ-ნის სასამართლოს მიერ, რეგ. №2/8-24; ს.კ. № 201955090) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/7947-15, 20.10.15) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში მცხეთის, გარდაბნის, ხაშურის, ჭიათურის, ზესტაფონის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები განსაზღვრულია ნავთობის ტრანსპორტირების დროს თანამშრომლებს შორის ოპერატიული კავშირისთვის  და  გამოყენებული იქნება მხოლოდ სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

                კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს” წარმოდგენილი აქვს  1996 წლის 8 მარტის საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული  ხელშეკრულება მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ, რომლის მე-5 მუხლის  5.1 და 5.3 პუნქტების შესაბამისად,  სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალი”, როგორც  საექსპორტო მილსადენის პროექტის  კონტრაქტორი  განთავისუფლებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის, მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ საქართველოს მთავრობასთან 1996 წლის 8 მარტის გაფორმებული ხელშეკრულების  მე-5 მუხლის  5.1 და 5.3 პუნქტებისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. მიეცეს სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს”  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1195  ნებართვა  და მიენიჭოს 159.725 მჰც, 159.800 მჰც, 164.125 მჰც და 165.150 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც)  მცხეთის, გარდაბნის, ხაშურის, ჭიათურის, ზესტაფონის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
  2. სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
  3. აღირიცხოს სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის” ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
  4. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით, დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე)  მონიტორინგის განხორციელება;
  5. დაევალოს სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს” გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
  6. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში  სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
  7. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
  8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6)  ერთი თვის ვადაში;
  9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 
  10. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის (ნ. ჯავახიძე)  სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                  ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                   ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                                   კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                   გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                   მ. ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები