შპს „სიგულდას” მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ

ნომერი: 711 / 22

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 09, 2015 11:56

მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2015

შპს „სიგულდას” მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სიგულდამ” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8379-15 02/11/2015) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „სიგულდა” ითხოვს მაუწყებლობის სფეროში როგორც ტელე ასევე რადიომაუწყებლობის ავტორიზაციებს შემდეგი პირობებით:

1. ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ)მაუწყებლობის  ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;  

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

ვ)მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო  გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);         

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა:

ზ.ა) ინტერნეტი: 01.04.2016;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები: 01.09.2016

თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

თ.ა) ინტერნეტი - უფასო;

თ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

2.ა) მაუწყებლობის სახე:რადიომაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის  ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; 

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო  გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);         

ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 01.04.2016;

თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

თ.ა) ინტერნეტი - უფასო;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სიგულდას” მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მოთხოვნებს;

2. შპს „სიგულდას” ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

6. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

7. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

8. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული:

ა) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

ბ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „სიგულდას” მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხიმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა  დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „სიგულდას” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ზურაბ კაკალაშვილი. კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ზურაბ კაკალაშვილი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა შპს „სიგულდას” დირექტორის და 100%-იანი წილის მფლობელის ზურაბ კაკალაშვილის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ფიზიკური პირის ზურაბ კაკალაშვილის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა შპს „სიგულდას” და ფიზიკური პირის ზურაბ კაკალაშვილის აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად ის კომისიის უწყებრივ რეესტრში საერთოდ არ ფიქსირდება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 19 ნოემბერiს სხდომას ესწრებოდა შპს „სიგულდას” დირექტორი ზურაბ კაკალაშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ შპს „სიგულდა”, მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს                                  შპს „სიგულდას” მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით სამი ხმა ორის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და კომისიის წევრები ელისო ასანიძე და გიორგი ფრუიძე, წინააღმდეგი კომისიის წევრები კახი ბექაური და მერაბ ქათამაძე)

გადაწყვიტა:

1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს „სიგულდა” შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა;

გ)მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები - ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 6 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო  გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო)

ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა:

ზ.ა) ინტერნეტი- 01.04.2016;

 ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები: 01.09.2016;

თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

თ.ა) ინტერნეტი - უფასო;

თ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

2. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს „სიგულდა“ შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე - რადიომაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა;

გ)მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო რადიომაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები - ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 6 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო  გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 01.04.2016;

თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

თ.ა) ინტერნეტი - უფასო;

2. შპს „სიგულდა” ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სიგულდასთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება                          (ნ. ჯანელიძე).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრ მერაბ ქათამაძის განსხვავებული აზრი:

მერაბ ქათამაძემ განაცხადა, რომ კომისია გადაწყვეტილებას იღებს წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. კომპანიის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია ზოგადი და სტანდარტულია; კონცეფციიდან არ ჩანს თუ რა სიახლეს სთავაზობს კომპანია მაყურებელს. მიაჩნია, რომ აღნიშნული უნდა აღიწეროს სამაუწყებლო კონცეფციაში. შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციით შპს „სიგულდას” მაუწყებლად ავტორიზაციას არ ეთანხმება.

კომისიის წევრ კახი ბექაურის განსხვავებული აზრი:

კახი ბექაურმა განაცხადა, რომ უნდა დასაბუთდეს თუ რა კონკურენტული უპირატესობა ექნება შპს „სიგულდას“ ბაზარზე უკვე არსებულ კომპანიებთან შედარებით. ასევე წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან უნდა ჩანდეს კომპანია რა ინვესტიციებს გააკეთებს, რა ვადა და თანხა დასჭირდება კომპანიას იმისთვის, რომ აჯობოს ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებს, სამაუწყებლო ბაზრის წილის რამდენ პროცენტს დაიკავებს კომპანია, რამდენ ხანში აპირებს სასურველი რეიტინგის მიღებას და რა ვადაში გეგმავს კომპანია, რომ გახდეს მომგებიანი. სანამ აღნიშნულ კითხვებზე არ იქნება პასუხები, იგი შპს „სიგულდას” მაუწყებლად ავტორიზაციას მხარს ვერ დაუჭერს.

კომისიის თავმჯდომარე                                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                           ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                           კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                           გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                           მერაბ ქათამაძე

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები