შპს “Skynet“-ის (ს/კ416290187) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ედუარდ ჯანოაშვილის (პ/ნ 01021013108) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2015 12:53
მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2015
შპს “Skynet“-ის (ს/კ416290187) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ედუარდ ჯანოაშვილის (პ/ნ 01021013108) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2015 წლის 27 ოქტომბერს წერილით მიმართა შპს “Skynet“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/8235-15 27.10.2015), შპს “Skynet“-ის (ს/კ416290187) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ედუარდ ჯანოაშვილის (პ/ნ 01021013108) მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “Skynet“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
WiFi |
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “Skynet“-ის მიერ 2015 წლის 27 ოქტომბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/8235-15 27.10.2015) კომისიაში წარმოდგენილ იქნა:
- ინფორმაცია შპს “Skynet“-ის საქმიანობის შესახებ;
- ინფორმაცია შპს “Skynet“-ის შემოსავლების შესახებ;
- ინფორმაცია შპს “Skynet“-ის აბონენტთა ოდენობის შესახებ;
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს “Skynet“-ის პარტნიორები არიან:
ფიზიკური პირი ლექსო ლურსმანაშვილი (პ/ნ 35001060689) - წილის 54%-ის მფლობელი;
ფიზიკური პირი გიორგი ნიავაძე (პ/ნ 35001096651) - წილის 23%-ის მფლობელი;
ფიზიკური პირი გიორგი დეკანოსიძე (პ/ნ 35001076960) წილის 23%-ის მფლობელი;
|
|
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს “Skynet“-ის, შპს “Skynet“-ის წილის შეძენის მსურველის - ედუარდ ჯანოაშვილის (პ/ნ 01021013108), ასევე შპს “Skynet“-ის დირექტორის ლექსო ლურსმანაშვილის (პ/ნ 35001060689) აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს “Skynet“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას Wi-Fi ტექნოლოგიის გამოყენებით გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში. გარდაბნის მუნიციპალიტეტში შპს “Skynet“-ის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2015 წლის იანვრიდან სექტემბრის თვის ჩათვლით შეადგინა 104400 ლარი (ხვედრითი წილი - 6,18%), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში - 54200 ლარი (ხვედრითი წილი - 19,14%); ხოლო შპს “Skynet“-ის აბონენტების რაოდენობამ 2015 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით გარდაბნის მუნიციპალიტეტში შეადგინა - 448 აბონენტი (ხვედრითი წილი - 5,3%), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში - 250 აბონენტი (ხვედრითი წილი 20,94%). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “Skynet“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ედუარდ ჯანოაშვილის მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “Skynet“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ედუარდ ჯანოაშვილის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. მიეცეს თანხმობა შპს “Skynet“-ს, შპს “Skynet“-ის წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ედუარდ ჯანოაშვილის მიერ შეძენაზე; 2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “Skynet“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში; 3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “Skynet“-ისათვის ჩაბარების დღიდან; 4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი ელისო ასანიძე კომისიის წევრი კახი ბექაური კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
|
