სს „ჯი ენ ენ“ -ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 16, 2015 14:47
მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2015
სს „ჯი ენ ენ“ -ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 5 ოქტომბერს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის Nშ-10/7444-15 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით (დანართი: 1. შპს „ჯი ენ ენ“ის შესახებ ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან; 2. შპს „ჯი ენ ენ“-ისგან განმარტების მოთხოვნის შესახებ კომისიის 2015 წლის 2 სექტემბრის N05/1862-15 წერილი; 3. კომისიის 2015 წლის 2 სექტემბრის N05/1862-15 წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; 4. შპს „ჯი ენ ენ“-ის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ 2015 წლის 2 სექტემბრის წერილით (წერილი N05/1862-15;2.09.2015) ავტორიზებულ პირ სს „ჯი ენ ენ“-ისგან მოთხოვნილი იყო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 4.3-ში დაფიქსირებული აბონენტების რაოდენობის მკვეთრი ცვლილების მიზეზის განმარტება. კომისიის 2015 წლის 2 სექტემბრის N05/1862-15 წერილით, კომპანიას ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოსადგენად განესაზღვრა 3 სამუშაო დღე. ამასთან, აღნიშნული წერილი კომპანიას ჩაბარდა 2015 წლის 11 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, კომპანიამ 2015 წლის 17 სექტემბრისათვის არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 6 ნოემბერს Nშ-10/8556-15 სამსახურებრივ ბარათში, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 27 ოქტომბერის Nშ-10/8203-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის ერთერთი ძირითადი ფუნქცია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგების განვითარების ტენდენციების კვლევა და ანალიზი, რაც კომისიას საშუალებას აძლევს ობიექტურად შეაფასოს ბაზარზე მიმდინარე პროცესები და სრულფასოვანად განახორციელოს თავისი ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები. სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტრონული კომუნიკაციების ან მაუწყებლობის ბაზრის სეგმენტზე ანალიზის შედეგად ვლინდება არაორდინალური ცვლილებები, ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტი ცდილობს დაადგინოს შესაბამისი მიზეზები, რათა კომისიას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესახებ. სწორედ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც სს „ჯი ენ ენ“-ის აბონენტთა რაოდენობა 11,506-დან (2015 წლის მარტი) 245 აბონენტამდე (2015 წლის აპრილი) შემცირდა ერთი თვის მანძილზე (შემცირდა 47-ჯერ). როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, ამ ფაქტით დაინტერესდა კომისია და შესაბამისი წერილით მიმართა სს „ჯი ენ ენ“-ს (წერილი: N05/1862-15; ჩაბარების თარიღი: 11.09.2015), რაზეც კომპანიის მხრიდან განმარტება არ გაკეთებულა.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 6 ნოემბერს Nშ-10/8556-15 სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ სს „ჯი ენ ენ“-ს არ წარმოუდგენია 2015 წლის სექტემბრის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, კერძოდ: ფორმა 1.1, ფორმა 4.3, ფორმა 4.4 და 2015 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეების ფორმა 4.5, რაც თავის მხრივ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 4 ნოემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 4 ნოემბრის შ-10/8460-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით (დანართი: 1. კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის N04/2060-15 წერილი გაგზავნილი შპს „ჯი ენ ენ“-ისთვის; 2. კომისიის 2015 წლის 26 ოქტომბრის N04/2423-15 წერილი გაგზავნილი სს „ჯი ენ ენ“-ისთვის; 3. კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის N04/2060-15 წერილის სს „ჯი ენ ენ“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებებლი დოკუმენტი), რომელშიც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 24 სექტემბერს კომისიამ სს „ჯი ენ ენ“-ს მიმართა წერილით ( N04/2060-15) და მოსთხოვა აბონენტების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა. აღნიშნული წერილის მიუხედავად კომპანიამ არ წარმოადგინა კომისიაში მოთხოვნილი ინფორმაცია. 2015 წლის 26 ოქტომბერს კომისიამ განმეორებით მიმართა სს „ჯი ენ ენ“-ს წერილით (N04/2423-15) და მოსთხოვა ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა 3 სამუშაო დღის ვადაში. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 4 ნოემბრის შ-10/8460-15 სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ დღემდე არ არის წარმოდგენილი კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის სს „ჯი ენ ენ“-ისთვის გაგზავნილ N04/2060-15 წერილით გამოთხოვილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია: 1. რით არის გამოწვეული აბონენტების რაოდენობის მკვეთრი კლება, რომელიც დააფიქსირდა სტატისტიკური მონაცემების ბაზაში, რომლის შესაბამისად, შპს „ჯი ენ ენ“-ს 2015 წლის მარტის თვის მონაცემებით უფიქსირედება - 11,506 აბონენტი, ხოლო, ივლისის თვის მონაცემებით - 230 აბონენტი; 2. იმ შემთხვევაში თუ სს „ჯი ენ ენ“-ის აბონენტთა გარკვეულ რაოდენობას ოპერატორის ინიციატივით შეუწყდა მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება, დაცული იქნა თუ არა კომპანიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-109 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები მომხმარებელთათვის ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნის თაობაზე, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით; 3. იმ შემთხვევაში, თუ თავად აბონენტებმა განაცხადეს უარი სს „ჯი ენ ენ“-ის მომსახურების მიღებაზე, აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის Nშ-10/7444-15 მოხსენებითი ბარათის, კომისის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 4 ნოემბრის Nშ-10/8460-15 სამსახურებრივი ბარათის და კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 6 ნოემბრის Nშ-10/8556-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 12 ნოემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „ჯი ენ ენ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. სს „ჯი ენ ენ“-ს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობა კომისიის 2015 წლის 12 ნოემბრის N 03/2614-15 შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ სს „ჯი ენ ენ“-ს ჩაბარდა ხელზე 2015 წლის 17 ნოემბერს (ჩაბარების თარიღი: 17.11.2015; ჩაიბარა: კომპანიის მენეჯერმა - მურმან გახარიამ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს კომისიაში შემოვიდა სს „ჯი ენ ენ“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8935-15;18.11.2015), რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „ჯი ენ ენ“-ის დირექტორი ავადმყოფობის გამო მოკლებულია შესაძლებლობას დაესწროს კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის სხდომას და შესაბამისად დაიცვას სს „ჯი ენ ენ“-ის ინტერესები, რისთვისაც ითხოვს არანაკლებ ორი კვირით სს „ჯი ენ ენ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის გადადებას. დანართის სახით წარმოდგენილია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი - საავადმყოფო ფურცელი.
კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის სხდომაზე სს „ჯი ენ ენ“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 19 ნომებრის სხდომაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა სს „ჯი ენ ენ“-ის 2015 წლის 18 ნოემბრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8935-15; 18.11.2015) წერილობითი შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად, დაკმაყოფილდა სს „ჯი ენ ენ“-ის შუამდგომლობა სს „ჯი ენ ენ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადების თაობაზე ნაწილობრივ და საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2015 წლის 26 ნოემბერი, 15:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის სხდომაზე თავისი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირა დაინტერესებულმა პირმა შპს „გლობალ მედია ჯგუფმა“, რომლის წარმომადგენლობას შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე ახორციელებდა ლევან გიორგაძე (2015 წლის 19 ნოემბერს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის მიერ გაიცა მინდობილობა ლევან გიორგაძეზე).
კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის სხდომაზე დაინტერესებულმა პირმა შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ განაცხადა, რომ სს „ჯი ენ ენ“-ის მხრიდან საკითხის განხილვის გადადების თაობაზე შუამდგომლობა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ დროის გაჭიანურებას, თუმცა, ლევან გიორგაძემ აღნიშნა, რომ საინტერესო იქნება სს „ჯი ენ ენ“-ის ახსნა-განმარტების მოსმენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიას მიაწვდის ინფორმაციას სს „ჯი ენ ენ“-ის აბონენტების მკვეთრ ცვლილებასთან დაკავშირებით. ლევან გიორგაძემ აღნიშნა, რომ სს „ჯი ენ ენ“-მა წააგო სასამართლო პროცესი, რომლის დავის საგანი იყო დაახლოებით 200 000 ლარი. როგორც კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა და შევიდა კანონიერ ძალაში თანხის გადახდის ვალდებულება, სს „ჯი ენ ენ“-მა დაახლოებით 12000 აბონენტი გააქრო ბაზრიდან. შედეგად ზემოაღნიშნული აბონენტები, რომელიმე ავტორიზებულ პირთან უნდა ასახულიყო, თუმცა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია არ მოიპოვება. ასევე, კომისიაში აბონენტების მხრიდან საჩივარი იმის თაობაზე, რომ კომპანიამ შეუწყვიტა მომსახურება არ ფიქსირდება. შესაბამისად, ლევან გიორგაძემ აღნიშნა, რომ დღეს სახეზეა ის, რომ 2015 წლის აპრილის თვიდან მოყოლებული დაახლოებით 12000 აბონენტი ბაზარზე არსებობს, ხოლო შემოსავლები სად მიდის გაურკვეველია. ლევან გიორგაძემ აღნიშნა, რომ სს „ჯი ენ ენ“-ის ქმედება ემსახურება იმას, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა არ გადაიხადოს. ლევან გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ საკითხზე საქმის წარმოება უნდა აღიძრას სამართალდამცავ ორგანოებშიც, დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო. შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ ასევე განაცხადა, რომ დაწყებულია სასამართლო გადწყვეტილების აღსრულება. აღმასრულებელმა მოსთხოვა სს „ჯი ენ ენ“-ს ყველა აქტივი, ხოლო ამ ინფორმაციის წარუდგენლობა სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება. სს „ჯი ენ ენ“-მა აღმასრულებელს წარუდგინა ინფორმაცია შემოსავლიბისა და აბონენტების თაობაზე; აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღმასრულებელთან წარდგენილი ინფორმაცია და კომისიაში დაფიქსირებული ინფორმაცია განსხვავდება ერთმანეთისაგან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ლევან გიორგაძე ითხოვს, რომ კომისიამ მიმართოს შესაბამის ორგანოებს საკითხის გამოსაკვლევად, ხოლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „ჯი ენ ენ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადებისა და საკითხის განხილვის თარიღის შესახებ სს „ჯი ენ ენ“-ს ეცნობა კომისიის 2015 წლის 20 ნოემბრის N03/2751-15 შეტყობინებით. კომისიის 2015 წლის 20 ნოემნრის N03/2751-15 შეტყობინებით სს „ჯი ენ ენ“-ს დამატებით ეცნობა, რომ იმ შემთხვევაში თუ სს „ჯი ენ ენ“-ის დირექტორი, მირიან კიკნაძე, ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო ვერ შეძლებს კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადებას, უზრუნველყოს მისი მინდობილობით მოქმედი უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიის 2015 წლის 20 ნოემნრის N03/2751-15 შეტყობინებით სს „ჯი ენ ენ“-ს ჩაბარდა ხელზე 2015 წლის 24 ნოემბერს (ჩაიბარა: სს „ჯი ენ ენ“-ის მენეჯერმა - მურმან გახარიამ; ჩაბარების თარიღი: 24.11.2015)
კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე სს „ჯი ენ ენ“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომისიის 2015 წლის 20 ნოემბრის N03/2751-15 შეტყობინება სს „ჯი ენ ენ“-ს ჩაბარდა, მისი წარმომადგენელი კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისათვის სხდომის გადადების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ სს „ჯი ენ ენ“-ს შეტყობინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2015 წლის 24 ნოემბერს და ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო განეხილა სს „ჯი ენ ენ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე, კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლმა თამარ მარღანიამ დააზუსტა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობის ნაწილში სს „ჯი ენ ენ“-ის დარღვევის ფაქტი და აღნიშნა, რომ სს „ჯი ენ ენ“-ს 2015 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით ასევე წარმოსადგენი აქვს ოქტომბრის თვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის სს „ჯი ენ ენ“-ს კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით წარმოსადგენი აქვს: 2015 წლის სექტემბრის და ოქტომბრის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1; ფორმა 4.3; ფორმა 4.4 და 2015 წლის აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის თვეების ფორმა 4.5.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე თავისი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირა დაინტერესებულმა პირმა შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილის თანდართულ მასალაში წარმოდგენილია საქართველოს უზენაისი სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი, ასევე სააღსრულებო წარმოების მასალები, რაც ადასტურებს მის მიერ კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის სხდომაზე ნათქვამს.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის Nშ10/7444-15 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით - 6 ფურცელი (დანართი: 1. სს „ჯი ენ ენ“-ის შესახებ ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან; 2. სს „ჯი ენ ენ“-ისგან განმარტების მოთხოვნის თაობაზე კომისიის 2015 წლის 2 სექტემბრის N05/1862-15 წერილი; 3. კომისიის 2015 წლის 2 სექტემბრის N05/1862-15 წერილის სს „ჯი ენ ენ“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; 4. შპს „ჯი ენ ენ“-ის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან);
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 4 ნოემბრის შ-10/8460-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით -4 ფურც (დანართი: 1. კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის წერილი N04/2060-15; 2. კომისიის 2015 წლის 26 ოქტომბრის წერილი N04/2423-15 (სს „ჯი ენ ენ“-ს ჩაბარდა ხელზე; ჩაიბარა: სს „ჯი ენ ენ“-ის მენეჯერმა - მურმან გახარიამ; ჩაბარების თარიღი: 26.10.2015); 3. კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის N04/2060-15 წერილის სს „ჯი ენ ენ“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებებლი დოკუმენტი);
- კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 27 ოქტომბრის Nშ-10/8203-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 6 ნოემბრის Nშ-10/8556-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის სტატისტიკური ბაზის მონაცემები სს „ჯი ენ ენ“-ის აბონენტების შესახებ;
- კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის სხდომაზე გაკეთებული დაინტერესებული პირის შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ უფლებამოსილი წარმომადგენელის ლევან გიორგაძის ახსნა-განმარტება;
- კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თამარ მარღანიას ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე;
- დაინტერესებული პირის შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ლევან გიორგაძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე;
- შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება საქმეზე: Nას-777-744-2014 (კასატორი - სს „ჯი ენ ენ“-ი; მოწინააღმდეგე - შპს „გლობალ მედია ჯგუფი); აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 13 აგვისტოს წერილი N73735 გაგზავნილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსთვის).
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. სს „ჯი ენ ენ“-ი არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 21.06.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
2. სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების 4.3 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება) ფორმის შესაბამისად, 2015 წლის მარტის თვის მონაცემებით 11506 აბონენტი ფიქსირდება, ხოლო აპრილის თვის მონაცემებით - 245 აბონენტი, მაისის თვის მონაცემით - 543 აბონენტი, ივნისის და ივლისის თვის მონაცემებით - 230 აბონენტი, ხოლო, აგვისტოს თვის მონაცემებით - 292 აბონენტი.
3. კომისიის მიერ 2015 წლის 2 სექტემბრის N05/1862-15, 2015 წლის 24 სექტემბრის N04/2060-15 და 2015 წლის 26 ოქტომბრის N04/2423-15 წერილებით სს „ჯი ენ ენ“-ისგან გამოთხოვილ იქნა აბონენტების შესახებ ინფორმაცია.
4. სს „ჯი ენ ენ“-ს, მიუხედავად კომისიის მრავალჯერადი მოთხოვნისა, კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია აბონენტების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, აბონენტების რაოდენობის მკვეთრი ცვლილების თაობაზე განმარტება; დაცული იქნა თუ არა კომპანიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-109 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები მომხმარებელთათვის ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნის თაობაზე (იმ შემთხვევაში, თუ სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ აბონენტთა გარკვეულ რაოდენობას ოპერატორის ინიციატივით შეუწყდა მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება) ან შესაბამისი მტკიცებულებები აბონენტების მხრიდან მომსახურებაზე უარის თქმის შესახებ;
5. კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირებს, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელებს, დაევალათ გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით. კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება სს „ჯი ენ ენ“-ს ჩაბარდა 2011 წლის პირველ აპრილს (ქვითრის ნომერი: 347; გზავნილის ჩაბარების თარიღი: 1.04.2011; ჩაიბარა: გამზარდიამ );
6. 2015 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით და ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის სს „ჯი ენ ენ“-ს, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით კომისიაში არ წარმოუდგენია: 2015 წლის სექტემბრის და ოქტომბრის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1; ფორმა 4.3; ფორმა 4.4 და 2015 წლის აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის ფორმა 4.5;
7. სს „ჯი ენ ენ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მსგავსი დარღვევისთვის („საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესაბე“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო), „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიას ან წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებულ/ავტორიზებულ პირს, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევას; აღნიშნული კი წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველს. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. შესაბამისად, სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ აბონენტების შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობით, კომისიას ხელი ეშლება მისი კანონისმიერი ფუნქციის - მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებაში, ვინაიდან კომისიისთვის უცნობია სს „ჯი ენ ენ“-ის აბონენტებმა თავად მოითხოვეს მომსახურების შეწყვეტა თუ კომპანიამ შეუწყვიტა მომსახურება, ასევე იმ შემთხვევაში თუ თავად კომპანიამ შეუწყვიტა მომსახურების მიწოდება, კომისიისთვის უცნობია განახორციელა თუ არა კომპანიამ მასზედ დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ უზრუნველყო თუ არა ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნა მომხმარებლისათვის მომსახურების შეწყვეტის თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერი ცვლილებების თაობაზე ატყობინებს მომხმარებელს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე, ხოლო, ამავე რეგლამენტის 109 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებისას, მომსახურების მიმწოდებელი, საკუთარი ინიციატივით მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტამდე, ვალდებულია უზრუნველყოს ინდივიდუალური შეტყობინებით მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციის მიწოდება, მომსახურების შეწყვეტამდე 10 სამუშო დღით ადრე. შესაბამისად, სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობით კომისიას ხელი ეშლება თავისი ძირითადი ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ აბონენტების შესახებ ინფორმაციის, მიუხედავად კომისიის მრავალჯერადი მოთხოვნისა, წარმოუდგენლობით უგულვებელყოფილ და დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიაკციების შესაბე“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის ა) ქვეპუნტი, რომლის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ.
გამომდინარე იქიდან, რომ სს „ჯი ენ ენ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზემოაღნიშნული დარღვევისთვის („საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესაბე“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო) ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს; მას ასევე, უნდა დაევალოს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ასევე, ინფორმაციის წარმოდგენა აბონენტების რაოდენობის მკვეთრი ცვლილების თაობაზე დაუყოვნებლივ.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მასალების, მათ შორის დაინტერესებული პირის შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის და 2015 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაციის გაცნობის შემდგომ, კომისიამ მიიჩნია, რომ შესაძლოა კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქოდეს არალეგალური შემოსავლების მიღებას (აბონენტების რაოდენობის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარმოდგენით რეალური შემოსავლების დაფარვა) და სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების ფაქტს, რომელთა გამოსარიცხადაც კომისიას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მასალები გადაიგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მოკვლევისთვის მისი კომპეტენციის ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების, ასევე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომსიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფთხილება სს „ჯი ენ ენ“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს სს „ჯი ენ ენ“-მა, 10 სამუშაო დღის ვადაში, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების (2015 წლის სექტემბრის და ოქტომბრის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.1; ფორმა 4.3; ფორმა 4.4 და 2015 წლის აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის თვეების ფორმა 4.5) შევსება და კომისიაში წარმოდგენა; ასევე, კომისიის მიერ 2015 წლის 2 სექტემბრის N05/1862-15, 2015 წლის 24 სექტემბრის N04/2060-15 და 2015 წლის 26 ოქტომბრის N04/2423-15 წერილებით აბონენტების შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციის დაუყოვნებლივ წარმოდგენა;
3. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მასალები გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოკვლევისთვის, მათი კომპეტენციის ფარგლებში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „ჯი ენ ენ“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა, ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუას) სს „ჯი ენ ენ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; N6) სს „ჯი ენ ენ“-ისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სს „ჯი ენ ენ“-ისთვის ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე) და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე) ერთობლივად;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-4, და მე-8 პუნქტებისა), დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
