წვდომის მენიუ

შპს „ბექასთვის“ ადმინისტრციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: 736 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2015 11:40

მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2015

შპს „ბექასთვის“ ადმინისტრციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 21 ოქტომბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 სექტემბრის Nშ-10/8046-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2015 წლის 5 სექტემბერს შპს „ბექას“ მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი N14, შპს „ბექას“ აბონენტის გადახდის ქვითარი, შპს „ბექას“ შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი - 1 CD).

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 ოქტომბრის Nშ-10/8046-15 სამსახურებრივი ბარათიდან და ასევე, 2015 წლის 5 სექტემბერს შპს „ბექას“ მიმართ შედგენილი N14 შემოწმების აქტიდან  ირკვევა, რომ 2015 წლის 5 სექტემბერს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლეაბმოსილი თანამშრომლების მიერ განხორციელდა შპს „ბექას“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებითა და გადაცემის დროის დაფიქსირებით: შემოწმება ჩატარდა შპს „ბექას“ აბონენტის რევაზ დიასამიძის საცხოვრებელ ადგილზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, აბუსერიძის ქ. 39.20. შემოწმების ჩატარების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ბექა“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწეყბლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „ტელეარხი 25“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „ქართული არხი“, „ORT“, „მარაო“, „Cartoon Network“, „ენკი-ბენკი“, „Карусель“, „Сарафан“, „კომედი არხი“, „ობიექტივი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „GDS“, „Кухня ТВ“, „Иллюзион +“, „XXI“, „ТНТ“, „СТС“, „TV 1000 action“, „TV 3“, „Домашний“, „Охота и Рыбалка“, „STV“, Премьера“, „Баскетбол“, „Пятница“, „Моя планета“, „Euronews“, „Eurosport 1“, „Индия ТВ“, „History“, „BBB“, „TV 1000 Премиум“, „Футбол 1“, „Перец“, „Nat Geo Wild“, „Россия 1“, „Теннис“, „Iнтер +“, „TV 1000 Comedy“, „National Geographic“, „Дом Кино“, „Animal Planet“, „Шансон ТВ“, „Кинохит“, „НТВ“, „МИР ТВ“, „Show“, „RTVI“, „Россия К“, „TV 1000 мегахит“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „РУ ТВ“, „TV12“.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2015 წლის 21 ოქტომბრის  მდგომარეობით შპს „ბექას“ კომისიაში არ წარმოუდგენია შემოწმების აქტში დაფიქსირებულ არცერთ სამაუწყებლო არხზე საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ბექას“ მიერ აღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლაცია ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა (21.10.2015; №შ-10/8046-15) და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 20 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ბექასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 26 ნოემბერს, 15.00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „ბექას“ ეცნობა შეტყობინებით (№03/2724-15; 20.11.2015), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა, რომ შპს „ბექას“ მიმართ 2015 წლის 5 სექტემბერს შედგენილი N14 შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ  შემოწმების აქტი წარედგინა მოქალაქე რევაზ დიასამიძეს, მცხოვრებს ქ. ბათუმში, აბუსერიძის ქ. 39/20. პ/ნ 61002003052, ხოლო ხელმოწერისთვის განკუთვნილ ადგილას ხელს აწერს არა შპს „ბექას“ აბონენტი რ. დიასამიძე, არამედ სხვა პირი, კერძოდ, ელგუჯა ბერიძე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „ბექას“ წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ N2 დანართის თანახმად, შემოწმების აქტის გრაფაში, სადაც მიეთითება პირი, რომელსაც წარედგინა შემოწმების აქტი, პირის სახელსა და გვართან ერთად მიეთითება ასევე, მისი თანამდებობა, რაც დასტურდება შემოწმების აქტზე ამავე პირის ხელმოწერით.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 ოქტომბრის Nშ-10/8046-15 სამსახურებირივ ბარათზე თანდართული შპს „ბექას“ მიერ გაცემული სააბონენტო ქვითრიდან დგინდება, რომ მოქალაქე რევაზ დიასამიძე მცხ. ქ. ბათუმი, აბუსერიძის ქ. 39/20 (შენიშვნა: ააიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრის მონაცემების მიხედვით (იხ. ბმული https://naprweb.reestri.gov.ge/?sta=sea), მოქალაქე რ. დიასამიძის (პ/ნ 61002003052) საცხოვრებელი ადგილის მისამართია ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის შეს. 3/9, ბინა 20) არის შპს „ბექას“ აბონენტი. შპს „ბექას“ მიმართ 2015 წლის 5 სექტემბერს შედგენილი N14 შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ შემოწმება შპს „ბექას“ მიმართ განხორციელდა ქ. ბათუმში, მისამართზე: აბუსერიძის ქ. 39/20, აბონენტ რ. დიასამიძის თანხმობით, მისი კუთვნილი მიმღები მოწყობილობის (ტელევიზორის) გამოყენებით.

შპს „ბექას“ მიმართ 2015 წლის 5 სექტემბერს შედგენილი N14 შემოწმების აქტი არ შეიცავს მოწმის სტატუსით შესამოწმებელი პირის აბონენტის ხელმოწერას, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა შპს „ბექას“ აბონენტის საცხოვრებელ ადგილზე, ასევე, მისი თანხმობით აბონენტის კუთვნილი მიმღები მოწყობილობის გამოყენებით, შპს „ბექას“ შემოწმების ფაქტი. გარდა ამისა, შემოწმების აქტში მოცემულია პირის ხელმოწერა, ხელმოწერის მფლობელი პირის სახელისა და გვარის, ასევე თანამდებობის მითითების გარეშე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად,  შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი კომისიის მიერ დადგენილი ფორმით ადგენს შემოწმების აქტს, რომელიც შეიტანება სპეციალურად ამისთვის წარმოებულ რეესტრში. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ N2 დანართის მე-8 პუნქტის თანახმად, შემოწმების აქტის გრაფაში, სადაც მიეთითება პირი, რომელსაც წარედგინა შემოწმების აქტი, პირის სახელსა და გვართან ერთად მიეთითება ასევე, მისი თანამდებობა, რაც დასტურდება შემოწმების აქტზე ამავე პირის ხელმოწერით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 26 ნოემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „ბექას“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-7/9274-15; 26.11.2015), რომლითაც კომპანიამ მოითხოვა შპს „ბექას“ ავტორიზაციის გაუქმება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ბექას“ დირექტორი ელგუჯა ბერიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ თავად ესწრებოდა შპს „ბექას“ შემოწმების პროცესს და ხელი მოაწერა შემოწმების აქტს. მან ასევე, დაადასტურა, რომ შპს „ბექა“ მის მიმართ 2015 წლის 5 სექტემბერს შედგენილ შემოწმების აქტში მითითებულ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერ ტრანზიტს ახორციელებდა, რადგან კომპანიას არცერთ სამაუწყებლო არხზე არ ჰქონდა გაფორმებული ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულება. ამასთან. ე. ბერიძემ დაადასტურა, რომ შემოწმება ჩატარდა შპს „ბექას“ აბონენტთან. მან ასევე აღნიშნა, რომ კომისიაში შემოიტანა განცხადება ავტორიზაცის გაუქმების შესახებ.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 სექტემბრის Nშ-10/8046-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;
  2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2015 წლის 5 სექტემბერს შპს „ბექას“ მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი N14;
  3.  შპს „ბექას“ აბონენტის გადახდის ქვითარი;
  4.  შპს „ბექას“ შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი - 1 CD;
  5. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და მისი შპს „ბექას’ დირექტორისთვის ე. ბერიძისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  6. სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ვებ-გვერდზე (www.reestri.gov.ge) რ. დიასამიძის პირადობის მოწმობის პირადი ნომრისა და მისამართის შესახებ მონაცემები;
  7. შპს „ბექას“ შესახებ მონაცემები ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწამრეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  8. შპს „ბექას“ დირექტორის ე. ბერიძის მიერ კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „ბექა“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 13.10.2014; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა (კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი (ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
  2. შპს  „ბექას“ საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;
  3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 ოქტომბრის Nშ-10/8046-15 სამსახურებირივ ბარათზე თანდართული შპს „ბექას“ მიერ გაცემული სააბონენტო ქვითრიდან დგინდება, რომ მოქალაქე რევაზ დიასამიძე მცხ. ქ. ბათუმი, აბუსერიძის ქ. 39/20 (შენიშვნა: ააიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრის მონაცემების მიხედვით (იხ. ბმული https://naprweb.reestri.gov.ge/?sta=sea), მოქალაქე რ. დიასამიძის (პ/ნ 61002003052) საცხოვრებელი ადგილის მისამართია ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის შეს. 3/9, ბინა 20) არის შპს „ბექას“ აბონენტი;
  4. შპს „ბექას“ მიმართ 2015 წლის 5 სექტემბერს შედგენილი N14 შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ  შემოწმების აქტი წარედგინა მოქალაქე რევაზ დიასამიძეს, მცხოვრებ ქ. ბათუმში, აბუსერიძის ქ. 39/20. პ/ნ 61002003052, ხოლო ხელმოწერისთვის განკუთვნილ ადგილას ხელს აწერს არა შპს „ბექას“ აბონენტი რ. დიასამიძე, არამედ შპს „ბექას“ დირექტორი ე. ბერიძე;
  5. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით (კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 სექტემბრის Nშ-10/8046-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით; კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2015 წლის 5 სექტემბერს შპს „ბექას“ მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი N14; შპს „ბექას“ აბონენტის გადახდის ქვითარი; შპს „ბექას“ შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი - 1 CD; სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ვებ-გვერდზე (www.reestri.gov.ge) რ. დიასამიძის პირადობის მოწმობის პირადი ნომრისა და მისამართის შესახებ მონაცემები; შპს „ბექას“ დირექტორის ე. ბერიძის მიერ კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები) დასტურდება, რომ 2015 წლის 5 სექტემბერს, 11:35 საათზე შპს „ბექას“ აბონენტთან რ. დიასამიძესთან (მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის შეს. 3/9, ბინა 20) კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლის - წამყვანი სპეციალისტის ი. ბაღაშვილის მიერ განხორციელდა შპს ,,ბექას“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწების აქტი;
  6. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2015 წლის 5 სექტემბერს,შპს „ბექა“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „ტელეარხი 25“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „ქართული არხი“, „ORT“, „მარაო“, „Cartoon Network“, „ენკი-ბენკი“, „Карусель“, „Сарафан“, „კომედი არხი“, „ობიექტივი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „GDS“, „Кухня ТВ“, „Иллюзион +“, „XXI“, „ТНТ“, „СТС“, „TV 1000 action“, „TV 3“, „Домашний“, „Охота и Рыбалка“, „STV“, Премьера“, „Баскетбол“, „Пятница“, „Моя планета“, „Euronews“, „Eurosport 1“, „Индия ТВ“, „History“, „BBB“, „TV 1000 Премиум“, „Футбол 1“, „Перец“, „Nat Geo Wild“, „Россия 1“, „Теннис“, „Iнтер +“, „TV 1000 Comedy“, „National Geographic“, „Дом Кино“, „Animal Planet“, „Шансон ТВ“, „Кинохит“, „НТВ“, „МИР ТВ“, „Show“, „RTVI“, „Россия К“, „TV 1000 мегахит“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „РУ ТВ“, „TV12“;
  7. 2013 წლის 14 იანვარს ტრანზიტით მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირებს გაეგზავნათ კომისიის N04/80-13 წერილი და ეცნობათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ამავე  წერილით მათ განემარტა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე. აღნიშნული წერილის ასლი შპს ბექას“ დირექტორს ე. ბერიძეს გადაეცა 2014 წლის 13 ოქტომბერს, კომპანიის კომისიაში ავტორიზაციის დღეს, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის ამონაწერზე;
  8. 2015 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით და ასევე, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის შპს „ბექას“ კომისიაში არ წარმოუდგენია მის მიერ 2015 წლის 5 სექტემბერს ტრანსლირებულ და შემოწმების აქტში მითითებულ არცერთ სამაუწყებლო არხზე საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  9. შპს „ბექას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  5. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  6. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  7. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  9. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) გადაცემის ჩაწერა;

ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა;

გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;

დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;

ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.

ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;

ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;

თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;

ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

10.  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

11.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

12.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

 10. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ბექასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ N2 დანართის მე-8 პუნქტით გასაზღვრული მოთხოვნების დაცვის გარეშე შედგენილი შემოწმების აქტის საფუძველზე. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ბექას“ დირექტორმა ე. ბერიძემ კომისიის სხდომაზე დაადასტურა, რომ შპს „ბექა“ შემოწმდა მის აბონენტთან რ. დიასამიძესთან, კომპანიის დირექტორის თანდასწრებით და ასევე დაადასტურა 2015 წლის 5 სექტემბერს შპს „ბექას“ შემოწმების დროს კომპანიის მიერ ტრანსლირებული ყველა სამაუწყებლო არხის არამართლზომიერი ტრანზიტის ფაქტი, კომისიას მიაჩნია, რომ შემოწმების აქტის შედგენის მოთხოვნების არასრულად დაცვა არ უნდა გახდეს შპს „ბექასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება შპს „ბექას“ მიერ სამაუწყებლო არხების: „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „ტელეარხი 25“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „ქართული არხი“, „ORT“, „მარაო“, „Cartoon Network“, „ენკი-ბენკი“, „Карусель“, „Сарафан“, „კომედი არხი“, „ობიექტივი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „GDS“, „Кухня ТВ“, „Иллюзион +“, „XXI“, „ТНТ“, „СТС“, „TV 1000 action“, „TV 3“, „Домашний“, „Охота и Рыбалка“, „STV“, Премьера“, „Баскетбол“, „Пятница“, „Моя планета“, „Euronews“, „Eurosport 1“, „Индия ТВ“, „History“, „BBB“, „TV 1000 Премиум“, „Футбол 1“, „Перец“, „Nat Geo Wild“, „Россия 1“, „Теннис“, „Iнтер +“, „TV 1000 Comedy“, „National Geographic“, „Дом Кино“, „Animal Planet“, „Шансон ТВ“, „Кинохит“, „НТВ“, „МИР ТВ“, „Show“, „RTVI“, „Россия К“, „TV 1000 мегахит“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „РУ ТВ“, „TV12“ არამართლზომიერი ტრანზიტის ფაქტი. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების 2015 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით შესაბამისი ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების გარეშე უცვლელი სახით გადაცემით, შპს „ბექას“ მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ბექას“ ამავდროულად, უნდა აეკრძალოს სამაუწყებლო არხების: „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „ტელეარხი 25“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „ქართული არხი“, „ORT“, „მარაო“, „Cartoon Network“, „ენკი-ბენკი“, „Карусель“, „Сарафан“, „კომედი არხი“, „ობიექტივი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „GDS“, „Кухня ТВ“, „Иллюзион +“, „XXI“, „ТНТ“, „СТС“, „TV 1000 action“, „TV 3“, „Домашний“, „Охота и Рыбалка“, „STV“, Премьера“, „Баскетбол“, „Пятница“, „Моя планета“, „Euronews“, „Eurosport 1“, „Индия ТВ“, „History“, „BBB“, „TV 1000 Премиум“, „Футбол 1“, „Перец“, „Nat Geo Wild“, „Россия 1“, „Теннис“, „Iнтер +“, „TV 1000 Comedy“, „National Geographic“, „Дом Кино“, „Animal Planet“, „Шансон ТВ“, „Кинохит“, „НТВ“, „МИР ТВ“, „Show“, „RTVI“, „Россия К“, „TV 1000 мегахит“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „РУ ТВ“, „TV12“ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 97-ე და 98-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

                  გადაწყვიტა:

  1. შპს „ბექას“ მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
  2. უზრუნველყოს შპს „ბექამ“ შემდეგი სამაუწყებლო არხების: „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „ტელეარხი 25“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „ქართული არხი“, „ORT“, „მარაო“, „Cartoon Network“, „ენკი-ბენკი“, „Карусель“, „Сарафан“, „კომედი არხი“, „ობიექტივი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „GDS“, „Кухня ТВ“, „Иллюзион +“, „XXI“, „ТНТ“, „СТС“, „TV 1000 action“, „TV 3“, „Домашний“, „Охота и Рыбалка“, „STV“, Премьера“, „Баскетбол“, „Пятница“, „Моя планета“, „Euronews“, „Eurosport 1“, „Индия ТВ“, „History“, „BBB“, „TV 1000 Премиум“, „Футбол 1“, „Перец“, „Nat Geo Wild“, „Россия 1“, „Теннис“, „Iнтер +“, „TV 1000 Comedy“, „National Geographic“, „Дом Кино“, „Animal Planet“, „Шансон ТВ“, „Кинохит“, „НТВ“, „МИР ТВ“, „Show“, „RTVI“, „Россия К“, „TV 1000 мегахит“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „РУ ТВ“, „TV12“ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტის შეწყვეტა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ბექასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,ბექასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) შპს „ბექასთვის“   ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ბექასთვის“-სთვის ჩაბარების დღიდან;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
  9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                        ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                        ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                        კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                        გიორგი ფრუიძე

 

 

                                             

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები