კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 16, 2015 16:19
მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2015
კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) 2015 წლის 2 ნოემბერს ერთობლივი განცხადებით მიმართა სს „სილქნეტმა” და შპს „სილქ ლტიმ“ (№შ-6/8380-15, 02/11/15) და წარმოადგინეს მხართა შორის 2015 წლის 5 ოქტომბერს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება №14-563/2, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, №F66 და №F68 ლიცენზიების დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე 2014 წლის 18 ნოემბერს გაფორმებულ №14-563 ხელშეკრულებაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილების პირველი, მე–2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სს ”სილქნეტი” განისაზღვრა:
1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64 ლიცენზიის დროებით მფლობელად, 1 (ერთი) წლის ვადით, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2350 მჰც-დან - 2400 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) უზრუნველყოს შპს „სილქნეტმა“ კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის დროებით მფლობელად, 1 (ერთი) წლის ვადით, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2350 მჰც ÷ 2382 მჰც სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;
ბ) უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“ კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნტით განსაზღვრული 2350 მჰც ÷ 2382 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F68 ლიცენზიის დროებით მფლობელად, 1 (ერთი) წლის ვადით, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2350მჰც-დან 2382 მჰც-მდე სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);
ბ) უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“ კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული 2350 მჰც-დან 2382 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
სს ”სილქნეტის” მიერ კომისიაში 2015 წლის 2 ნოემბერს წარმოდგენილი დამატებითი შეთანხმების თანახმად მოქმედების ვადა გაუგრძელდა შპს ”სილქ ლტი”-სა და სს ”სილქნეტს” შორის 2014 წლის 18 ნოემბერს გაფორმებულ ხელშკრულებას 2017 წლის 18 იანვრამდე და შესაბამისად, 2014 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„1.2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, №F66, №F68 ლიცენზიების დროებით სარგებლობის ვადა თითოეულ ლიცენზიაზე განისაზღვროს მათი მოქმედების შესაბამისი ვადით, კერძოდ №F64 ლიცენზიით დროებით სარგებლობის ვადა - 2016 წლის 11 აგვისტომდე, №F66 ლიცენზიით დროებით სარგებლობის ვადა - 2016 წლის 5 მაისამდე, №F68 ლიცენზიით დროებით სარგებლობის ვადა - 2017 წლის 18 იანვრამდე.“
საკითხის განხილვა გაიმართა 2015 წლის 26 ნოემბერს. სხდომას ესწრებოდა სს”სილქნეტის” და შპს ”სილქ ლტის” უფლებამოსილი წარმომადგენელი მარიამ ქოქიაშვილი. მარიამ ქოქიაშვილმა კომისიის სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა სამივე ლიცენზიის გადაპირების ვადასთან დაკავშირებით. კერძოდ კომისიაში წარმოდგენილ წერილში მითითებული იყო, რომ ლიცენზიები გადაპირებულიყო მათი მოქმედების მაქსიმალური ვადით, რომლებიც განსხვავებულია თითოეულ ლიცენზიაზე. ამჟამად კომპანიების დაზუსტებული მოთხოვნაა, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, №F66, №F68 ლიცენზიები გადაპირდეს ერთიანი ვადით - 2016 წლის პირველ მარტამდე;
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 15 იანვრის №13/5 გადაწყვეტილებით თანხმობა მიეცა შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ (იგივე შპს ”სილქ ლტი”), შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ 100% წილის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენაზე, ასევე კომისიის 2015 წლის 10 სექტემბრის №549/5 გადაწყვეტილებით თანხმობა მიეცა შპს “ვიტელ ჯორჯიას“, შპს “ვიტელ ჯორჯიას“ 100% წილის კომპანია “რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედ“-ის მიერ შეძენაზე, ასევე შპს “ვიტელ ჯორჯიასა“ და სს „სილქნეტის“ შერწყმაზე;
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაპირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. გამომდინარე იქიდან, რომ სს ”სილქნეტი” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, №F66, №F68 ლიცენზიებს ფლობს შპს ”სილქ ლტი“-სთან 2014 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულების და კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილების საფუძველზე და შპს ”სილქ ლტი“-სა და სს ”სილქნეტს” შორის 2015 წლის 5 ოქტომბერს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება №14-563/2 ითვალისწინებს მხარეებს შორის 2014 წლის 18 ნოემბერს გაფორმებულ №14-563 დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებაში ცვლილებას, მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილების შეტანა კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილებაში და ამ მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2015 წლის 24 დეკემბერს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის სხდომაზევე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”სილქნეტისთვის” და შპს ”სილქ ლტი“-სთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
