წვდომის მენიუ

„სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

ნომერი: 745 / 23

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2015 17:34

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2015

„სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 33-ე პუნქტის შესაბამისად კომისიას განესაზღვრა ვალდებულება 2016 წლის 15 იანვრამდე დაადგინოს სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები, აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივის (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა) შესაბამისად და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული კანონისმიერი ვალდებულების ფარგლებში კომისიის მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებითა და აუდიოვიზუალური მედია მომსახურების 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად  შემუშავებულ იქნა „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის დადგენილების პროექტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 33-ე პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის  31 დეკემბერს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი) დადგენილების პროექტის საჯაროობის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ჯანელიძე) დადგენილების პროექტისა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                ვახტანგ აბაშიძე

                კომისიის წევრი                                                     კახი ბექაური

                კომისიის წევრი                                                     გიორგი ფრუიძე

 

               

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები