შპს „AIR NET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2015 11:37
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2015
შპს „AIR NET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 27 ოქტომბერს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 27 ოქტომბრის Nშ-10/8254-15 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით (დანართი: 1. ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან; 2. კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2231-15 წერილის ასლი; 3. კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2231-15 წერილის შპს „AIR NET“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელშიც აღნიშნულია, რომ ავტორიზებული პირი შპს „AIR NET“-ი არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, ამასთან, მიუხედავად კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2231-15 წერილობითი შეტყობინებისა, კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 17 ნოემბრის Nშ-10/8839-15 სამსახურებრივი ბარათით გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტისგან, კერძოდ, რა პერიოდიდან არ წარმოადგენს შპს „AIR NET“-ი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს და კონკრეტულად რომელ ფორმებს.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 17 ნოემბრის Nშ-10/8839-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად წარმოდგენილი, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დაპარტამენტის 2015 წლის 17 ნოემბრის Nშ-10/8868-15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით შპს „AIR NET“-ს, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით წარმოსადგენი აქვს: 1. 2015 წლის ივნისიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით ფორმა 1.1 (შემოსავლები); 2. 2015 წლის ივნისიდან 2015 წლის სექტემბრამდე ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), ფორმა 4.2 (კვარტალური, მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი, აბონენტები) და ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა); 3. 2015 წლის მე-3 კვარტლის ფორმა 10.1 (მაგისტრალური არხის მარშრუტიზატორები) და ფორმა 10.3 (რადიოსიხშირული მაგისტრალური არხი).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 17 ნოემბრის Nშ-10/8837-15 სამსახურებრივი ბარათით გამოთხოვილ იქნა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტისგან ინფორმაცია, კერძოდ, ავტორიზაციის დღიდან - 2013 წლის 22 აპრილიდან დღემდე შპს „AIR NET“-ს წარმოდგენილი აქვს თუ არა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების ფორმები და ამავე პერიოდზე გააჩნია თუ არა რეგულირების საფასურის დავალიანება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 17 ნოემბრის Nშ-10/8837-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 18 ნოემბრის Nშ-10/8894-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „AIR NET“-ს 2013 წლის ნოემბრის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და რეგულირების საფასურის წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2231-15 შეტყობინებით შპს „AIR NET“-ს, მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება. ასევე, შპს „AIR NET“-ი კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2231-15 შეტყობინებით, გაფრთხილებულ იქნა, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებით და გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 27 ოქტომბრის Nშ-10/8254-15 მოხსენებითი ბარათის და კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 18 ნოემბრის Nშ-10/8894-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 24 ნოემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „AIR NET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. შპს „AIR NET“-ს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობა 2015 წლის 24 ნოემბრის N03/2775-15 შეტყობინებით და მოწვეულ იქნა 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შპს „AIR NET“-ს ჩაბარდა 2015 წლის 25 ნოემბერს. (გზავნილის კოდი: 040032088618; ჩაბარების თარიღი: 25.11.2015; ჩაიბარა: გრიგორი ცარციძე).
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „AIR NET“-ის დირექტორი ზვიად ნოზაძე. კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე ზვიად ნოზაძემ განაცხადა, რომ 2015 წლის მაისამდე კომპანია ახორციელებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და ავსებდა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს დადგენილ ვადებში, ხოლო 2015 წლის მაისის თვის შემდგომ კომპანიამ შეაჩერა პრაქტიკული საქმიანობა. ზვიად ნოზაძემ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის ბუღალტერმა, ოჯახური პირობების გამო, ვერ წარმოადგინა რეგულირების საფასურის გაანგარიშებები კომისიაში.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 27 ოქტომბრის Nშ10/8254-15 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით - 4 ფურც. (შპს „AIR NET“-ი შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან; კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2231-15 წერილის ასლი; კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2231-15 წერილის შპს „AIR NET“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 17 ნოემბრის Nშ-10/8839-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 17 ნოემბრის Nშ-10/8868-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 17 ნოემბრის Nშ-10/8837-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 18 ნოემბრის Nშ-10/8894-15 სამსახურებრივი ბარათი;
- შპს „AIR NET“-ის დირექტორის ზვიად ნოზაძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე.
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „AIR NET“-ი არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 22.04.2013; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi );
2. 2015 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით შპს „AIR NET“-ს, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით კომისიაში წარმოსადგენი აქვს: 1. 2015 წლის ივნისიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით ფორმა 1.1 (შემოსავლები); 2. 2015 წლის ივნისიდან 2015 წლის სექტემბრამდე ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), ფორმა 4.2 (კვარტალური, მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი, აბონენტები) და ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა); 3. 2015 წლის მე-3 კვარტლის ფორმა 10.1 (მაგისტრალური არხის მარშრუტიზატორები) და ფორმა 10.3 (რადიოსიხშირული მაგისტრალური არხი);
3. შპს „AIR NET“-ს, კომისიაში 2015 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, რომლის წარმოდგენის ვალდებულება გათვალისწინებულია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით. ასევე კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2231-15 წერილით შპს „AIR NET“-ს მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება. ასევე, შპს „AIR NET“-ი კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2231-15 წერილით, გაფრთხილებულ იქნა, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებით და გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს სანქცირების საფუძველს; კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2231-15 წერილი შპს „AIR NET“-ს ჩაბარდა 2015 წლის 7 ოქტომბერს (გზავნილის კოდი: 040030118654; გაგზავნის თარიღი: 6.10.2015; გზავნილის ჩაბარების თარიღი: 7.10.2015; ჩაიბარა: სალომე კურტანიძემ);
4. შპს „AIR NET“-ს 2013 წლის ნოემბრის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად, რეგულირების საფასურის წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება.
5. შპს „AIR NET“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები. ამავე გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
5. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს „AIR NET“-ის მიერ ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევას, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „AIR NET“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „AIR NET“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა მიეცეს გაფრთხილება, ხოლო სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, უნდა დაევალოს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების (1. 2015 წლის ივნისიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით ფორმა 1.1 (შემოსავლები); 2. 2015 წლის ივნისიდან 2015 წლის სექტემბრამდე ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), ფორმა 4.2 (კვარტალური, მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი, აბონენტები)) და ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა); 3. 2015 წლის მე-3 კვარტლის ფორმა 10.1 (მაგისტრალური არხის მარშრუტიზატორები) და ფორმა 10.3 (რადიოსიხშირული მაგისტრალური არხი)) შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ასევე, 2013 წლის ნოემბრის თვის შემდგომი პერიოდის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენა და შესაბამისად კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურის ჩარიცხვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პიველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების, ასევე, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომსიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფთხილება შპს „AIR NET“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „AIR NET“-მა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების, კერძოდ: 1. 2015 წლის ივნისიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით ფორმა 1.1 (შემოსავლები); 2. 2015 წლის ივნისიდან 2015 წლის სექტემბრამდე ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), ფორმა 4.2 (კვარტალური, მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი, აბონენტები) და ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა); 3. 2015 წლის მე-3 კვარტლის ფორმა 10.1 (მაგისტრალური არხის მარშრუტიზატორები) და ფორმა 10.3 (რადიოსიხშირული მაგისტრალური არხი) შევსება და კომისიაში წარმოდგენა;
3. უზრუნველყოს შპს „AIR NET“-მა 10 სამუშაო დღის ვადაში 2013 წლის ნოემბრის თვის შემდგომი პერიოდის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „AIR NET“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა, ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუას) შპს „AIR NET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „AIR NET“-ისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „AIR NET“-ისთვის ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-4, მე-8 და მე-9 პუნქტებისა), დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
