წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ნომერი: 761 / 19

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 15, 2015 11:35

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2015

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში (დანართი №2) შევიდეს შემდეგი  ცვლილება:

ა)  №2 დანართის მე-4 პუნქტის 4.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.2. მთავარი სპეციალისტი - 6 –30 –180“;

ბ) №2 დანართის მე-10 პუნქტის 10.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10.2. მთავარი სპეციალისტი - 1 –30 –30;“

გ) № 2 დანართის მე–10 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის 10.3. ქვეპუნქტი:

„10.3. წამყვანი სპეციალისტი – 1 - 20 – 20;“

დ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტი – 1,065.00

2. კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დანართი №2 დამტკიცდეს ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად კორექტირებული ფორმით (დანართი №1);

2. გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2015 წლის  03 დეკემბრიდან;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები