ქ. ახალქალაქში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N672/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2016 12:57
მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2015
ქ. ახალქალაქში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N672/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N672/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. ახალქალაქში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. ახალქალაქი; სიხშირე (მჰც) – 106.2; მოდულაცია – FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 250 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები:41°20'51.72"N 43°25'34.37"E; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 30 მეტრი, ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) – 6.
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ შპს ”მედია ჯგუფმა”.
კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N672/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2015 წლის 10 დეკემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა შპს ”მედია ჯგუფის” დირექტორი ირაკლი ბანძელაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მედია ჯგუფის” მიერ ქ. ახალქალაქში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არასწორად იყო მითითებული - ლიცენზიის სახე, სახეობა და ქვესახეობა, ხოლო საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში ხარვეზით იყო წარმოდგენილი ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში შპს ”მედია ჯგუფის” ნაცვლად მითითებული იყო შპს ”ნიუკომი”; ასევე არასწორი თანხა იყო მითითებული საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ კომისიის მიერ დადგენილი ფორმის ”საწესდებო კაპიტალში შენატანის” გრაფაში.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე შპს ”მედია ჯგუფის” დირექტორს ირაკლი ბანძელაძეს განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. ირაკლი ბანძელაძემ საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მან ასევე დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელს და მის ბენეფიციარ მესაკუთრეს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნიa ურთიერთდამოკიდებულება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გადამოწმდა შპს ”მედია ჯგუფის” დირექტორის და 50%-იანი წილის მფლობელის ირაკლი ბანძელაძის (პ/ნ 60001035050) და 50%-იანი წილის მფლობელის დავით სიხარულიძის (პ/ნ 01024022290) მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად ირაკლი ბანძელაძის ან დავით სიხარულიძის მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ11) პუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულება ეს არის ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით.
კომისია აღნიშნავს, რომ გადამოწმდა შპს ”მედია ჯგუფის”, მისი დირექტორის და პარტნიორების აფილირება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „მედია ჯგუფი“ ფლობს საერთო რადიომაუწყებლობის №B168 და №B169 ლიცენზიებს ქ. ბოლნისში და ქ. რუსთავში, ხოლო აფილირება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან არ დგინდება. შესაბამისად შპს „მედია ჯგუფის“ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N672/10 გადაწყვეტილების შესაბამისად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უზრუნველყოს შპს ”მედია ჯგუფმა” 2015 წლის 17 დეკემბრის 19:00 საათამდე კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N672/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა:
ა) ლიცენზიის სახე ,სახეობა და ქვესახეობა;
ბ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;
გ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;
დ) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;
ე) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”მედია ჯგუფისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
