კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N677/10 გადაწყვეტილებით ქ. მარნეულში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2016 12:53
მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2015
კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N677/10 გადაწყვეტილებით ქ. მარნეულში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N677/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. მარნეულში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. მარნეული, სიხშირე (მჰც) – 96,9; მოდულაცია – FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 100 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: 41°29'30.75"N 44°47'17.85"E; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 20 მეტრი; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - 6.
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია აღნიშნავს რომ ქ. მარნეულში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე არცერთი განაცხადი არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ჩაშლილად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N677/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ჩაშლილად გამოცხადეს კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N677/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი ქ. მარნეულში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად;
2. .გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
