წვდომის მენიუ

სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N670/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 770 / 10

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2016 12:55

მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2015

სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N670/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N670/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ახმეტა, სოფ. დუისი; სიხშირე (მჰც) - 101.1; მოდულაცია - FM; პოლარიზაციაV / H V; გასხივება - წრიული; გადამცემის სიმძლავრე (ვტ) 100; გეოგრაფიული კოორდინატები - 42° 9'4.00"N, 45°18'38.00"E; ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან () – 25; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) 6;

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ  ა(ა)იპ ”სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა”.

კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N670/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2015 წლის 10 დეკემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ ”სამოქალაქო აქტივობების ცენტრის” უფლებამოსილი წარმომადგენელი გელა მთივლიშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ ”სამოქალაქო აქტივობების ცენტრის” მიერ სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ იყო მითითებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, ხოლო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში არ იყო წარმოდგენილი ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ. სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში არასწორად იყო მითითებული სახაზინო კოდი. კომისიის სხდომაზე საფინანსო დეპარტამენტის მიერ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდითაც გადამოწმდა სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) ჩარიცხვა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, თუმცა აღნიშნული თანხის ჩარიცხვა არ დადასტურდა.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე ა(ა)იპ ”სამოქალაქო აქტივობების ცენტრის” წარმომადგენელს განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. მან საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მან ასევე დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელს და მის ბენეფიციარ მესაკუთრეებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნით ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან.

კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გადამოწმდა ა(ა)იპ ”სამოქალაქო აქტივობების ცენტრის” გამგეობის წევრების პაატა ჩახვაშვილის (პ/ნ 13001016677), ისლამი გორგიშვილის (პ/ნ 08001038418), ეთერი ფანგანის (პ/ნ 08101038676), სულხანი ბორძიკაშვილის (პ/ნ 08001030668) და გელა შაშიაშვილის (პ/ნ 08001002990) მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოთ აღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N670/10 გადაწყვეტილების შესაბამისად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და  43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. უზრუნველყოს ა(ა)იპ ”სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა” 2015 წლის 17 დეკემბრის 19:00 საათამდე კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის N670/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი  დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა:

ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები;

ბ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

გ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

დ) სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ა(ა)იპ ”სამოქალაქო აქტივობების ცენტრისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                      მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                               ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                               კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                               გიორგი ფრუიძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები