ინდ. მეწარმე „ლელა ჩაკვეტაძისთვის“ სიხშირის მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 8 აპრილის № 186/7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2015 18:34
მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2015
ინდ. მეწარმე „ლელა ჩაკვეტაძისთვის“ სიხშირის მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 8 აპრილის № 186/7 გადაწყვეტილების
ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე „ლელა ჩაკვეტაძემ“ (რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ს.კ. №35001001928) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/9341-15, 27.11.15) ქ. რუსთავში 159.875 მჰც სიხშირის მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2015 წლის 8 აპრილის №186/7 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
- კომისიის 2015 წლის 8 აპრილის №186/7 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად და გაუქმდეს ინდ. მეწარმე „ლელა ჩაკვეტაძისთვის“ ქ. რუსთავში 159.875 მჰც სიხშირის მინიჭება;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდ. მეწარმე „ლელა ჩაკვეტაძისთვის“ ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მ. ქათამაძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
