წვდომის მენიუ

სს ”საქართველოს ბანკისთვის”არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 78 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 26, 2015 18:53

მიღების თარიღი თებერვალი 12, 2015

სს  ”საქართველოს ბანკისთვის”არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური  დანიშნულებით რადიოსიხშირული  სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს,       რომ      სს  ”საქართველოს  ბანკმა”  კომისიას   მიმართა    განცხადებით   № 15/904, 15.01.15 (კომისიაში რეგისტრაციის № 7/27-15,16.01.15), ქ.თბილისში, საქართველოს     ბანკის     ფილიალებს     შორის   შიდა  მოხმარების  რადიოსარელეო ქსელის ფუნქციონირებისთვის, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით.

     კომისია   აღნიშნავს, რომ  სს ”საქართველოს ბანკს” რადიოსარელეო ქსელი  ესაჭიროება, ბანკის ფილიალებს შორის ინფორმაციული კავშირისთვის  და  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებული იქნება მხოლოდ   სს ”საქართველოს ბანკის” მიერ  რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

        კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომელის  საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით  ანიჭებს    რადიოსიხშირეებს     დამხმარე     ტექნოლოგიური   დანიშნულებით,  დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.  

   ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის       თანახმად     დადგენილია    რადიოსიხშირული      სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

       კომისია  აღნიშნავს, რომ  სს ”საქართველოს ბანკს” წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (3000 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

        კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

       “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და  “საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

 1. მიეცეს სს ”საქართველოს ბანკს”  რადიოსიხშირული სპექტრით    სარგებლობის     № F968 ნებართვა და მიენიჭოს   რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად,  ერთი წლის ვადით, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.  სს ”საქართველოს ბანკის” მიერ ამ გადაწყვეტილების დანართში განსაზღვრული რადიოსიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. აღირიცხოს სს ”საქართველოს ბანკისთვის” ნებართვით მინიჭებული სიხშირები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

4.  დაევალოს სს ”საქართველოს ბანკს” გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”საქართველოს ბანკისთვის” სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;   

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”საქართველოს ბანკისთვის” ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ვ.აბაშიძე

           

დანართი

 
               

N

განთავსების ადგილი და კოორდინატები

სიხშირეები

სიხშირული ზოლი

სიმძლავრე

 

A

B

 
 

A

B

მჰც

მჰც

ვტ

 

1

ქ.თბილისი პუშკინის ქ.№3 41°42’36.50” N  44°48’9.03” E

ქ.თბილისი მახათას მთა 41°42’50.18” N  44°49’43.31” E

37366

38626

56

0.25

 

2

ქ.თბილისი მახათას მთა 41°42’50.18” N  44°49’43.31” E

ლილო ნაკვეთი №145 41°41’40.98” N  44°58’7.70” E

15061

14746

28

0.25

 

15089

14774

28

0.25

 
                 

კომისიის წევრი                                                                                 ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ.ბექაური

კომისიის წევრი                                                                                 ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები