წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №86 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 783 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2016 18:30

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2015

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის  №86 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის №86 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის №86 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №86 სხდომის დღის წესრიგი

             ქ. თბილისი                                                          2015  წლის 17 დეკემბერი, 15:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №86 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. შპს „შონი ოცდამეორე“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის N120/13 გადაწყვეტილებაში  დამატებების შეტანის თაობაზე (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. შპს „დატაკომისთვის“ ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის-დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  5. შპს „voxbone”-ისთვის ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის-დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  6. შპს „გლობალური კავშირებისთვის“ ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  7. შპს „გლობალური კავშირებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  8. შპს „ჯეონეთისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  9. შპს „CTV - ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  10. შპს „პრონეტ PRONET”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
  11. შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
  12. ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები