შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის რადიოსიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2016 16:46
მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2015
შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის რადიოსიხშირის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-მ (რეგისტრირებული საჯარო რეესტრში 2012 წლის 5 მაისს №404947475), კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრირებული №შ-7/8310-15, 29.10.15), ქ. თბილისში, მობილური სადგურიდან მთაწმინდის ანძამდე სატელევიზიო სიგნალის მიწოდებისთვის, 4გჰც სიხშირულ დიაპაზონში დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის 20მჰც სიგანის ორი რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ არის ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის №BR-958, 15.07.15) და ახორციელებს საერთო ტელემაუწყებლობას ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის გამოყენებით ამ ქსელის ოპერატორთან (შპს „სტერეო+“) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მომსახურებაზე 2014 წლის 27 ოქტომბერს 5 წლის ვადით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ სხვა დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, კერძოდ, ქ.თბილისში, მობილური ჩართვების უზრუნველსაყოფად მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სატელევიზიო სიგნალის მიტანისთვის, შერჩეულ იქნა რადიოსიხშირე 4590მჰც ±10მჰც.
შეთანხმების მიზნით, შერჩეული რადიოსიხშირის პარამეტრები კომისიამ შპს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს აცნობა 2015 წლის 20 ნოემბერს წერილით №06/2725-15. თანხმობა შერჩეული სიხშირეების გამოყენებაზე შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-მ კომისიას დაუდასტურა წერილით №883,25.11.15 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/9218-25, 25.11.15).
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2015 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი 0450140000.05.001.01777) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მოქმედ ტელემაუწყებლებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის:
ა) „შესაბამის ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში სიგნალის მისატანად, უსასყიდლოდ, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადით“;
ბ) „სხვა დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, უსასყიდლოდ, 1 წლის ვადით“.
ვინაიდან, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ წარმოადგენდა მოქმედ ტელემაუწყებელს ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტისთვის (2015 წლის 17 ივნისი) და მაუწყებელს რადიოსიხშირეები ესაჭიროება ქ.თბილისში, მობილური ჩართვების უზრუნველსაყოფად
მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სატელევიზიო სიგნალის მიტანისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის რადიოსიხშირის მინიჭება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით (მობილური ჩართვების უზრუნველსაყოფად) 1 წლის ვადით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2015 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი 0450140000.05.001.01777) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
- მიენიჭოს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს რადიოსიხშირე 4590მჰც ±10მჰც ქ.თბილისში, მობილური ჩართვების უზრუნველსაყოფად მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სატელევიზიო სიგნალის მისატანად, უსასყიდლოდ, 1 წლის ვადით.
- აღირიცხოს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის მინიჭებული რადიოსიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
- საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის ჩაბარებისთანავე (ნ.ჯავახიძე)
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი ე.ასანიძე
კომისიის წევრი კ.ბექაური
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი მ.ქათამაძე
