სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გირშელ ჭოხონელიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2016 17:50
მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2015
სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად
რადიომოყვარულ გირშელ ჭოხონელიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა
და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-9/8796-15, 16.11.15) მიმართა მოქალაქე გირშელ ჭოხონელიძემ (მცხ. ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას №20; პირადი №60001132672) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, კომისიის 2005 წლის 6 მაისის № 294/22 გადაწყვეტილებით შექმნილია საკვალიფიკაციო საბჭო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქე გირშელ ჭოხონელიძემ ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ „C“ კატეგორიის რადიომოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები, რაც ასახულია საკვალიფიკაციო საბჭოს N 29 (25.11.2015) სხდომის ოქმში და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირი არსებული წესის შესაბამისად.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ გირშელ ჭოხონელიძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
C - 096 |
გირშელ ჭოხონელიძე |
ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას №20 |
4L1ARM |
„C“ |
2. რადიომოყვარული გირშელ ჭოხონელიძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., № 6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე გირშელ ჭოხონელიძისთვის ჩაბარებისთანავე (ნ. ჯავახიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის № 805/7 გადაწყვეტილების
დანართი
|
|
|
|
|
„C“ კატეგორია
|
|
|
სიხშირეთა ზოლი |
სიმძლავრე (ვტ) |
გამოსხივების კლასი |
სიხშირეთა ზოლი |
სიმძლავრე (ვტ) |
გამოსხივების კლასი |
|
135,7 - 137,8 KHz 472 – 479 kHz |
10 W 1 W |
100HA1A |
430 - 440 MHz |
5 W |
|
|
1840 – 1850 KHz |
100 W |
3K00R3E; 3K00J3E |
1240 - 1300 MHz |
5 W |
|
|
3500 - 3650 KHz |
100 W |
100HA1A |
2300 - 2450 MHz |
5 W |
100HA1A; |
|
3650 - 3700 KHz |
100 W |
3K00R3E; 3K00J3E |
5650 - 5850 MHz |
5 W |
3K00R3E; 3K00J3E |
|
21000 - 21450KHz |
100 W |
100HA1A |
10 - 10.5 GHz |
5 W |
6K00A3E; 6K00F3E; |
|
28000 - 29700 KHz |
100 W |
100HA1A |
24 -24.05 GHz |
5 W |
24K00F3E; |
|
24.05 -24.25 GHz |
|||||
|
28200 - 29700 KHz |
100 W |
3K00R3E; 3K00J3E |
47 - 47.2 GHz |
5 W |
|
|
29200 - 29700 KHz |
100W |
6K00R3E |
76 - 81 GHz |
5 W |
|
|
77.5 - 78 GHz |
|||||
|
144 - 146 MHz |
5 W |
100HA1A; 6K00F3E;24K00F3E;3K00R3E; 3K00J3E |
241 - 248 GHz |
5 W |
|
|
248 - 250 GHz |
