საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №88 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 06, 2016 13:36
მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №88 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის №88 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის №88 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №88 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2015 წლის 29 დეკემბერი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №88 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „შონი ოცდამეორე“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. ი.ვერძეული - სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის ბიუჯეტის განხილვის და დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.აბულაძე - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი);
- “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს. ვ.აბაშიძე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე).
