წვდომის მენიუ

შპს „შონი ოცდამეორესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: 817 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2016 16:37

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2015

შპს „შონი ოცდამეორესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

კომისია აღნიშნავს, რომ  2015 წლის 3 სექტემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 3 სექტემბრის  №შ-10/6471-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით (1. ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2015 წლის  19 აგვისტოს  შპს ,,შონი ოცდამეორეს“ -ს მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №12, 2. 2015 წლის  19 აგვისტოს  შპს ,,შონი ოცდამეორეს“ შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (1 CD დისკი, 2 ეგზ.), 3. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი, 4. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილის შპს „შონი  ოცდამეორესთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (2 ფურც.), 5. შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მათ შორის, უცხო ენაზე შედგენილი 5 დოკუმენტი). წინამდებარე სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 19 აგვისტოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ კომისიაში განხორციელდა შპს „შონი ოცდამეორეს“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით, რის თაობაზეც შედგა შემოწმების აქტი N12. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 3 სექტემბრის  №შ-10/6471-15 სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტი ხორციელდება MY VIDEO TV BOX-ის მეშვეობით. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 3 სექტემბრის  №შ-10/6471-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შემოწმების თანახმად, გამოირკვა, რომ შპს „შონი ოცდამეორე“ ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას:  “რუსთავი 2”, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  “TV 11”, „კომედი არხი“, „GDS“, „მაესტრო“, „არტარეა“, „აფხაზეთის ხმა“, „კავკასია“, „აჭარა“,„მარაო“,„საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „სილქ-უნივერსალი“, „TVS“, „საფერავი TV“, “Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), „დრო“, „ბასტი-ბუბუ“, „ენკი-ბენკი“, „ერთსულოვნება, „ქართული არხი“, „ქართული TV“, „დარდიმანდი“, „ახალი საქართველო“, „მომავალი TV“, „MALL TV“, “მედია-სახლი ობიექტივი”,“TV 24”, “VIP TV”, “სდასუ TV”, “პულსი”, „დია“, „მარნეული ტვ“, „მეგა ტვ“, “ტელეარხი 25“, „პალიტრა ტვ“, „იმერვიზია“, „გურჯაანი“, „GG-TV“, „ქვემო ქართლი“, „Starvision“, “თრიალეთი”, „რიონი“, „სამეგრელო“, „Gogaggg Tv“, “სილქ სპორტი 1”, “სილქ სპორტი 2”,“სილქ სპორტი 3”, “სილქ -ჰოლივუდი”, “სილქ-კლასიკა”, “სილქ-კინოკოლექცია”, “Setanta”, “Setanta+”, “Eurosport”, “Eurosport 2”, “Eurosport News”, “Наш Футбол”, “Боец ТВ”,“Киноплюс”,  “Наше Кино”, “Киноклуб”, “Киносоюз”, “Кинохит”,  “Премьера”, „Феникс Кино“, “HD Кино”, “HD Кино 2”, “TV 1000 action”, „Комедия“, “CBS Drama”, “Много ТВ”, “HCTB”, “Детский Мир”, „Мама“, „Fashion tv“, “Style tv”, “РЕН ТВ”, „СТС“, “Перец”, “THT”, “THT komedy”, “Discovery”, “Nature”,  “History”, “Explorer”, “24 Tex”, “Наука”, „365“, „Просвешение“, “Интересное ТВ”, “Авто+”, “Кухня ТВ”, „Охота и рыбалка“, “НТВ МИР”, “Ля минор”, “MEZZO”, „Пятница“, “ОРТ”,  “РТР планета”, „Россия К“, „Ностальгия“, “Dw”, “TV 5 Monde”, “RTVi”, “Мир Сериала”, “Animal Planet”, “TLC”, “Espresso”, “Моя Планета” , „Живая Планета“.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით, 2015 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით შპს „შონი ოცდამეორეს“ კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:“რუსთავი 2”, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “TV 11”, „კომედი არხი“, „არტარეა“, „აფხაზეთის ხმა“, „კავკასია“, „აჭარა“,„მარაო“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „სილქ-უნივერსალი“, „TVS“, „საფერავი TV“, “Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), „დრო“, „ბასტი-ბუბუ“, „ერთსულოვნება, „ქართული არხი“, „ქართული TV“, „დარდიმანდი“, „ახალი საქართველო“, „მომავალი TV“, „MALL TV“, “მედია-სახლი ობიექტივი”, “TV 24”, “VIP TV”, “სდასუ TV”, “პულსი”, „დია“, „მარნეული ტვ“, „მეგა ტვ“, “ტელეარხი 25“, „პალიტრა ტვ“, „იმერვიზია“, „გურჯაანი“, „GG-TV“, „ქვემო ქართლი“, „Starvision“, “თრიალეთი”, „რიონი“, „სამეგრელო“, „Gogaggg Tv“, “სილქ სპორტი 1”, “სილქ სპორტი 2”,“სილქ სპორტი 3”, “სილქ -ჰოლივუდი”, “სილქ-კლასიკა”, “სილქ-კინოკოლექცია”, Eurosport”, “Eurosport 2”, “Eurosport News”, “Наш Футбол”,„СТС“, “Перец”, “THT”, “THT komedy”, “Discovery”, “Nature”,  „Просвешение“, „Охота и рыбалка“, „Пятница“, “RTVi”, “Мир Сериала”, “Animal Planet”, “TLC”. შესაბამისად, შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 3 სექტემბრის  №შ-10/6471-15 სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 12 ოქტომბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „შონი ოცდამეორესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 16 ოქტომბერს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,შონი ოცდამეორეს“ ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის  22 სექტემბერს კომისიის აპარატს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 22 სექტემბრის №შ-10/7100-15) სამსახურებრივი ბარათი, თანდართული დოკუმენტაციით (1. შპს „შონი ოცდამეორესა“ და სს „აი თი დი სის“ შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმი; 2. შპს „შონი ოცდამეორესა“ და აბონენტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმა; 3. ამონაბეჭდი სს „აი თი დი სის“ ვებ-გვერდიდან  www.myvideo.ge/tvbox  შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ მომხმარებლებისვის შეთავაზებული ულტრა პაკეტის შესახებ.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის  სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის  პირველი ოქტომბრის №შ-10/7343-15 სამსახურებრივი ბარათით გადაეცა კომისიასა და სს „აი თი დი სი“-ს შორის 2015 წლის 29 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (თანდართული ინვოისითა და მიღება-ჩაბარების აქტით), რომლის მე-2  პუნქტის შესაბამისად, მხარეთა შორის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ე.წ. MYVIDEO TV BOX, ხოლო ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, სს „აი თი დი სი“-ს მიერ კომისიისთვის მომსახურებსი მიწოდების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 აგვისტომდე. ამავე სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შპს „შონი ოცდამეორესა“ და კომისიას შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულება არ ინახება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 16 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს „შონი ოცდამეორეს“ დირექტორი კობა ციმაკურიძე და კომპანიის წარმომადგენელი თეიმურაზ ხონელია და ასევე, სს „აი თი დი სი“-ის დირექტორი მამუკა გარსევანიშვილი. კომისიის სხდომაზე შპს „შონი ოცდამეორეს“ წარმომადგენელმა თ. ხონელიამ განაცხადა,  რომ სს „აი თი დი სი–იმ“ მათ  შესთავაზა  პროექტი, რომელიც აძლევს საშუალებას ტრანზიტით მაუწყებლებობის მომსახურების მიმწოდებლებს განათავსონ თავიანთი პროდუქტი მის პლატფორმაზე ერთდროულად. თ. ხონელიას განცხადებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს სრულად არ აქვს წარმოჩენილი, თუ რომელი პროდუქტი არის აღნიშნულ პლატფორმაზე განთავსებული. შპს ,,შონი ოცდამეორეს“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ სს ,,აი თი დი სი“-ის პლატფორმაზე შპს „შონი ოცდამეორეს“ პროდუქტთან ერთად განთავსებულია თავად სს ,,აი თი დი სი“-ის პროდუქტი. თ. ხონელიას განმარტებით, შპს „შონი ოცდამეორესა“ და სს „აი თი დი სის“ შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის 2.4. პუნქტის თანახმად, შპს „შონი ოცდამეორე“ პასუხს აგებს მხოლოდ მის პროდუქტზე, რომელიც თავად ექნება განთავსებული ამ პლატფორმაზე, ხოლო ამავე პლატფორმაზე განთავსებულ სხვა პროდუქტზე შპს „შონი ოცდამეორე“ არ აგებს პასუხს. მისი განცხადებით, შპს „შონი ოცდამეორეს“ პროდუქტად არ ითვლება პლატფორმაზე არსებული ყველა არხი, არამედ ითვლება მხოლოდ ის არხები, რომლებზეც გადახდის დროს მიეთითება შპს „შონი ოცდამეორეს“ სახელი. თ. ხონელიამ აღნიშნა, რომ  კომპანიის მიერ რიგი სამაუწყებლო არხების სამაუწყებლო ბადეში განთავსებამდე წარმოდგენილი იყო კომისიაში  ნებართვები და თანხმობები, ხოლო რიგ სამაუწყებლო არხებთან მიმართებაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები. შპს „შონი ოცდამეორეს“ წარმომადგენელმა კომისიის წინაშე იშუამდგომლა კომისიას მიეცა კომპანიისთვის დამატებით 1 კვირის ვადა, რათა შპს ,,შონი ოცდამეორეს“ მისცემოდა შესაძლებლობა წერილობით წარმოედგინა თავისი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ითხოვა საკითხის განხილვის გადადება.

კომისიის 2015 წლის 16 ოქტომბრის სხდომაზე კომისიამ დააკმაყოფილა შპს „შონი ოცდამეორეს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მხულის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ შპს ,,შონი ოცდამეორეს“ დაავალა ამავე ვადაში კომისიაში წარმოედგინა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შემოწმების დროს დაფიქსირებული სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტაციის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის კომისიაში წარმოდგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 21 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა შპს „შონი ოცდამეორეს“  წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8040-15; 21.10.2015), რომელსაც ერთვის შპს „შონი ოცდამეორესთვის“ რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: 1. შპს „ტვმედიანეტის“ მიერ შპს „შონი ოცდამეორესთვის“ 2015 წლის 26 ივნისს გაცემული სანებართვო წერილი N2015-06/05 სამაუწყებლო არხების „Наш футбол”,  „Просвешение”, „Amazing life TV” 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით თავის ქსელი ტრანზიტის უფლებამოსილების გადაცემის თაობაზე; 2. შპს „ხარისხის არხი“- ტელეკომპანია „დრო“-ს მიერ 2015 წლის 13 ოქტომბერს გაცემული სანებართვო წერილი შპს „შონი ოცდამეორესთვის“ მის ქსელში სამაუწყებლო არხ „დრო“-ს ტრანზიტის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ; 3. შპს „ტელეკომპანია თბილისის“ მიერ 2015 წლის 15 ოქტომბერს გაცემული სანებართვო წერილი  N38/10-01 შპს „შონი ოცდამეორესთვის“ მის საკაბელო პაკეტში სამაუწყებლო არხ „Music box“ (ტელეკომპანია თბილისი) განთავსების უფლებამოსილების გადაცემის შესახებ; 4. ა(ა)იპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ მიერ 2015 წლის 13 ოქტომბერს გაცემული სანებართვო წერილი  შპს „შონი ოცდამეორესთვის“ მის საკაბელო ქსელში სამაუწყებლო არხ „აფხაზეთის ხმის“ ტრანზიტის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ; 5. შპს „ნიუ კონტენტის“ მიერ 2015 წლის პირველ ივლისს გაცემული სანებართვო წერილი შპს „შონი ოცდამეორესთვის“ მის ქსელში სამაუწყებლო არხების „Пятница”, „CNBC”, „Jim Jam”; 6. ტელერადიოკომპანია „მირ“-ის საქართველოს წარმომადგენლობასა და შპს „შონი ოცდამეორეს“ შორის 2015 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება შპს „შონი ოცდამეორესთვის“ მისი საკაბელო ქსელით სამაუწყებლო არხების „MIR TV”, „MIR HD”, „MIR-24” გავრცელების უფლების გადაცემის შესახებ, ვადით 5 წლით; 7. შპს „ნიუ კონტენტსა“ და შპს „შონი ოცდამეორეს“ შორის 2015 წლის პირველ ივლისს გაფორმებული შეთანხმება (რეტრანსლაციის მომსახურების 2015 წლის 15 მაისის ხელშეკრულების დანართი N1) სამაუწყებლო არხ „Рен ТВ”-ის რეტრანსლირების უფლების გადაცემის შესახებ; 8. ინგლისურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი სამაუწყებლო არხებთან: „Discovery channel”, „Animal Planet”, „Discovery Science”, „EuroSport”, „EuroSport 2”, „EuroSport News” დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 29 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა შპს „შონი ოცდამეორეს“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8323-15, 29.10.2015), რომელშიც კომპანია ითხოვს მის მიმართ დაწყებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შემდეგი გარემოებების გამო:

შპს „შონი ოცდამეორეს“ განმარტებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 3 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათისა და მასზე თანდართული შემწომების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის მიხედვით MY VIDEO TV BOX-ზე განთავსებული ყველა სამაუწყებლო არხი მიეკუთვნა შპს „შონი ოცდამეორეს“ და რიგ არხებთან მიმართებაში მიჩნეულ იქნა არამართლზომიერად რეტრანსლირება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და იმავდროულად წინააღმდეგობაში მოდის წარმოების მასალებში დაცულ სხვა მასალებთან.

შპს „შონი ოცდამეორეს“ განცხადებით, შპს „შონი ოცდამეორესა“ და სს „აი თი დი სის“ შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, სს „აი თი დი სი“ პროგრამულ პლატფორმაზე (MY VIDEO TV BOX) დააინსტალირა და განათავსა შპს „შონი ოცდამეორეს“ სარეტრანსლაციო პროდუქცია (სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი) სახელწოდებით „ულტრა პაკეტი“ და შპს „შონი ოცდამეორეზე“ მითითებით, რომელიც, კომპანიის განმარტებით, არ მოიცავს ამავე პროგრამულ პლატფორმაზე განთავსებულ სამაუწყებლო არხებს.

შპს „შონი ოცდამეორეს“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „შონი ოცდამეორეს“ მოპოვებული აქვს „ულტრა პაკეტში“ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების რეტრანსლაციის უფლება  და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში სრულად აქვს წარმოდგენილი.

შპს „შონი ოცდამეორეს“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „შონი ოცდამეორესა“ და სს „აი თი დი სის“ შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-2 მუხლისა და 2.4 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, „შპს „შონი ოცდამეორე“ არ არის პასუხისმგებელი სს „აი თი დი სი“-ის პროგრამული პლატფორმისა და მისი მეშვეობით ყველა იმ სხვა პროდუქციის გავრცელების ლეგალურობაზე, რომლის ორგანიზებას სს „აი თი დი სი“ აწარმოებს შპს „შონი ოცდამეორესგან დამოუკიდებლად.“

შპს „შონი ოცდამეორე“ თავის განცხადებაში უთითებს, რომ ის არ და ვერ იქნება პასუხისმგებელი ყველა იმ გამოვლენილი არხის ტრანსლაციის მართლზომიერებაზე, რომელიც არ განეკუთვნება ზემოთ მითითებულ პაკეტს. შპს „შონი ოცდამეორეს“ განმარტებით, პირის, მათ შორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ MYVIDEO TV BOX-ის შეძენა ავტომატურად არ გულისხმობს მასზე განთავსებული ულტრა პაკეტის შეძენას და შესაბამისად, შპს „შონი ოცდამეორესთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლას, რომელიც ზემოთ მითითებული მემორანდუმის პირობების შესაბამისად მიიღწევა ანუ წარმოიშობა ე.წ. ულტრა პაკეტის შეძენის დამატებითი პროცედურის გავლის შემდგომ, რაც შპს ,,შონი ოცდამეორესთან“ მიმართებაში არ ფიქსირდება.

კომისიის 2015 წლის 3 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა შპს  „შონი ოცდამეორეს“  დირექტორი კობა ციმაკურიძე და მისი წარმომადგენელი თ. ხონელია, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობდა სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების თარგმნა, რაც ტექნიკური პროცედურების გამო შეფერხდა. თუმცა, მისი განმარტებით, ხელშეკრულებები ნამდვილად არსებობდა და ისინი კომისიაში წარმოდგენილი იყო უცხო ენაზე. მან ასევე, დაადასტურა რომ კომპანია აღნიშნულ ხელშეკრულებებს წარმოადგენდა უახლოეს დღეებში, არაუგვიანეს მიმიდინარე წლის 6 ნოემბრისა.

 კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ი. მახარაძემ აღნიშნა, რომ კომისიამ წერილობით გამოითხოვა უფლება მფლობელი კომპანიებისგან ინფორმაცია შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ რიგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების, მათ შორის, გარკვეული ტექნოლოგიებით სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლების შესახებ. ი. მახარაძის განცხადებით, აღნიშნულმა კიმპანიებმა ითხოვეს გარკვეული დრო პასუხის გასაცემად. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი აპირებდა დასკვნის მომზადებას სპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ წარმოდგენილი შეპასუხებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც მან იშუამდგომლა კომისიის წინაშე საკითხის განხილვის 2 კვირის ვადით გადადების თაობაზე, რის საფუძველზეც  კომისიამ მიიღო საოქმო გადაწყვეტილება სხდომის გადადებისა და საკითხის განხილვის მიზნით სხდომის 2015 წლის 19 ნოემბერს, 15:00 საათზე გამართვის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 16 ნოემბრის №03/2626-15  წერილით შპს ,,შონი ოცდამეორეს“ მოეთხოვა სამაუწყებლო არხების „Эспресо TV”,  „Mezo”, „CBC Drama”, „Сетанта Спорт” და „Fashion TV”-ის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი უცხოენოვანი დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა მისთვის დამატებით განსაზღვრულ ვადაში - 2015 წლის 18 ნოემბრამდე, ხოლო 2015 წლის 17 ნოემბრის №03/2664-15 წერილით მოეთხოვა 2015 წლის 21 ოქტომბერს კომისიაში სამაუწყებლო არხ „Discovery“-ის თაობაზე უცხოენოვანი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა მისთვის დამატებით განსაზღვრულ ვადაში - 2015 წლის 19 ნოემბრამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს კომისიაში შემოვიდა შპს ,,შონი ოცდამეორეს“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაცის Nშ-6/8936-15; 18.11.2015), რომლითაც კომპანიამ ითხოვა მისთვის დამატებითი ვადის (არანაკლებ 14 სამუშაო დღის ოდენობით) განსაზღვრა ცალკეულ სამაუწყებლო არხებზე კომისიის მიერ მოთხოვნილი მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი უცხოენოვანი დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის სრულად წარმოსადგენად, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სათარგმნი დოკუმენტაციის დიდი მოცულობის გამო თარჯიმანმა ვერ შეძლო მითითებულ ვადაში დოკუმენტაციის თარგმნა. ამავე განცხადებით, შპს ,,შონი ოცდამეორეს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა სამაუწყებლო არხების „CBS Drama“, „Канал 5“, „Канал Дождь“, „Fasion TV“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი უცხოენოვანი დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. ამავე განცხადებას თან ერთვის ხელშეკრულება თარგმნის მომსახურების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის სხდომას ესწრებოდნენ  შპს „შონი ოცდამეორე“ დირექტორი კობა ციმაკურიძე და მისი წარმომადგენელი თ. ხონელია, რომელმაც ითხოვა საკითხის განხილვის გადადება შპს ,,შონი ოცდამეორეს“ 2015 წლის 18 ნოემბრის განცხადებაში მითითებული ვადით ასევე სამაუწყებლო არხების მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი იმ დოკუმენტების წარმოსადგენად, რომლებიც აქამდე კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა. კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის გაგადება ითხოვა ასევე მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მ. აროშიძემ, წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესასწავლად. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიამ გადადო საკითხის განხილვა 2015 წლის 10 დეკემბრის 15:00 საათზე, ხოლო შპს „შონი ოცდამეორეს“ დოკუმენტაციის წარმოსადგენად ვადა განუსაზღვრა 2015 წლის 7 დეკემბრამდე, რის ტაობაზეც კომპანია გაფრთხილდა კომისიის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 4 დეკემბერს, კომისიაში შემოვიდა შპს ,,შონი ოცდამეორეს“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაცის Nშ-6/9539-15; 04.12.2015), რომელსაც ერთვის სამაუწყებლო არხების: „Mezzo“ (კომპანია Lagardere Television International-სა და შპს „შონი ოცდამეორეს“ შორის 2015 წლის პირველ აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების ვადა: 3 წელი), „CBS Drama“ (კომპანია AMC Networks International-ის სანებართვის წერილი სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების შპს „შონი ოცდამეორესთვის“ გადაცემის თაობაზე 2015 წლის პირველი აპრილიდან 3 წლის ვადით) , „Animal Planet“, „Doscovery Chanel“, „Eurosport“, „Eurosportnews“, „Eurosport 2“, „Discovery Science“, „TLC“ (კომპანია „Discovery Communications Europe Limited”სა და შპს „შონი ოცდამეორეს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებს მოქმედების ვადა: 01.04.2015- 21.12.2019), „Sony Entertainment Television“ (SET), „Sony Turbo“, „Sony Sci-Fi“ (კომპანია „Эс-Пи-Ти-Ай Нетворкс Восток“-ის 2015 წლის 11 ნოემბრის სანებართვოს წერილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების შპს „შონი ოცდამეორესთვის“ გადაცემის თაობაზე 2016 წლის 31 დეკემბრადე ვადით)  რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მისი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი (127 ფურცელი).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 8 დეკემბრის N04/3017-15 წერილით, შპს „შონი ოცდამეორეს“ გაეგზავნა შპს „შონი ოცდამეორეს“ 2015 წლის 8 დეკემბრის შემოწმების აქტი N23 და შემოწმების ჩატარების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შპს შპს „შონი ოცდამეორეს“ ჩაბარდა 2015 წლის 9 დეკემბერს, რაც დასტურდება კომისიის 2015 წლის 8 დეკემბრის N04/3017-15 წერილის ასლზე კომპანიის ქსელის მენეჯერის ა. თანდილაშვილის ხელმოწერით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 9 დეკემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 9 დეკემბრის Nშ-10/9665-15 სამსახურებრივი ბარათი, რომელსაც ერთვის შპს „შონი ოცდამეორეს“ 2015 წლის 8 დეკემბრის შემოწმების აქტი N23 და შემოწმების ჩატარების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2015 წლის 8 დეკემბერს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „შონი ოცდამეორეს“  შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი  №23.  შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, შპს „შონი ოცდამეორეს“ ოფისში (გლდანის მე-3 და მე-4 მ/რაიონებს შორის მდებარე სავაჭრო ცენტრი), კომპანიის ქსელის მენეჯერის აკაკი თანდილაშვილის თანდასწრებით. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  „შონი ოცდამეორე“ ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას:„Shoni TV“, „მედია-სახლი ობიექტივი“, „პალიტრა ტვ“, „ენკი-ბენკი“, „TV 11”, „მარაო“, „კომედი არხი“, „ტაბულა“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  “რუსთავი 2“, „იმედი“, „GDS“, „მაესტრო“, „კავკასია“, „აჭარა“, „ერთსულოვნება“,„საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Fashion tv“, „Мир Сериала“, „Шансон“, „AZ TV“, „Шант ТВ“, „Inter +“, „SNBC“,  „Mezzo“, „India TV“, „Sony sci fi“, „Sony entertaimnet“, „Sony turbo“, „Киноклуб“, „Кинохит“,  „Премьера“, „Комедия ТВ“, „РТР планета“, „RTVi“, „ОРТ“,  „РЕН ТВ“, „НТВ МИР“, „Дождь“, „Россия К“, „THT komedy”, „СТС“, „Сарафан“, „Setanta +“, „Setanta sport“, „Eurosport 1“, „Eurosport 2“, „Боец ТВ“, „Animal Planet“, „TLC“, „Discovery sc“, „Discovery“, „Моя Планета“, „Наука“, „Авто+“, „Кухня ТВ“, „Детский Мир“, „Мульт“, „Охота и рыбалка“. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 9 დეკემბრის Nშ-10/9665-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „შონი ოცდამეორეს“ 2015 წლის 9 დეკემბრის კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „მედია-სახლი ობიექტივი”, „პალიტრა ტვ“,  „TV 11“, „მარაო“, „კომედი არხი“, „ტაბულა“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „კავკასია“, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “Мир Сериала”,“Шансон”, “AZ TV”, „Шант ТВ“,„RTVi”, „СТС“, „Детский Мир“, „Мульт“, „Охота и рыбалка“.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 9 დეკემბრის №შ-6/9685-15 განცხადებით შპს „შონი ოცდამეორემ“ კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო არხ „Chase et Peche“ რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულება, რომელიც 2015 წლის პირველ მაისს გაფორმდა შპს „შონი ოცდამეორესა“ და შპს „გრამას“ შორის, ვადით 2016 წლის 2 მაისამდე. ამავე განცხადებით შპს „შონი ოცდამეორემ“ კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო არხების „Setanta Sport Eurasia“ და „Setanta Sports” რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი უცხოენოვანი დოკუმენტაციის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 10 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „შონი ოცდამეორეს“ დირექტორი კ. ციმაკურიძე და კომპანიის წარმომადგენელი თ. ხონელია, რომელსაც კომისიის სხდომაზე გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 9 დეკემბრის Nშ-10/9665-15 სამსახურებრივი ბარათი. შპს „შონი ოცდამეორეს“ წარმომადგენელმა ითხოვა საკითხის განხილვის გადადება, რათა კომპანიას ჰქონოდა გონივრული ვადა დოკუმენტაციის გასაცნობად და თავისი პოზიციის წარმოსადგენად. კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უროსმა ი. მახარაძემ აღნიშნა, რომ შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ კომისიაში 2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით წარმოდგენილი იყო სამაუწყებლო არხ „Setanta” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. მან ასევე აღნიშნა, რომ შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ სამაუწეყბლო არხების რეტრანსლირება ხორციელდება ე.წ. Over the top  ტექნოლოგიით. მისი განმარტებით,  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა გაიარა კონსულტაციები უფლებამფლობელ კომპანიებთან, მათ შორის, დილერ კომპანიებთან შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ ამ ტექნოლოგის გამოყენებით სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების ქონის დადგენის მიზნით და კვირის ბოლომდე ელოდება წერილობით დადასტურებულ ინფორმაციას კომპანია „Euronews”-სგან „Fox”-ის, „National Geographic”-ისა და „NTV+“-სგან. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიამ გადადო საკითხის განხილვა 2015 წლის 17 დეკემბრისთვის, რის თაობაზეც შპს „შონი ოცდამეორე“ გაფრთხილდა კომისიის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 14 დეკემბრის N03/3045-15 წერილით სს „აი თი დი სი“-ს მოეთხოვა 2015 წლის 17 დეკემბრამდე კომისიაში შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა: 1. სს „აი თი დი სი“-ი უწევდა თუ არა შპს „შონი ოცდამეორეს“ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფის მომსახურებას MY VIDEO TV BOX-ის მეშვეობით შპს „შონი ოცდმეორეს“ მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებით ამავე კომპაიის აბონენტების მიერ სარგებლობის მიზნით; 2. სს „აი თი დი სი“-ში დაცული მონაცემების მიხედვით, 2015 წლის აგვისტოს თვეში MY VIDEO TV BOX-ის მეშვეობით მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების რა პაკეტი მიეწოდებოდა კომისიას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „შონი ოცდამეორეს“ დირექტორი კ. ციმაკურიძე და კომპანიის წარმომადგენელი თ. ხონელია. კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა კომისიის წინაშე იშუამდგომლა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ უფლებამფლობელი კომპანიებისგან კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში შემოვიდა 2015 წლის 17 დეკემბერს და დეპრტამენტს ესაჭიროებოდა გონივრული ვადა დოკუმენტაციის შესასწავლად და დასკვნის მხარისთვის გადასაცემად. კომისიამ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და საკითხის განხილვა გადადო 2015 წლის 29 დეკემბრის 15:00 საათზე, რის თაობაზეც მხარე კომისიის სხდომაზე გაფრთხილდა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 17 დეკემბერს, კომისიაში შემოვიდა სს „აი თი დი სი“-ის წერილი (N9951-15), რომლის თანახმად, სს „აი თი დი სი“-სა და შპს „შონი ოცდამეორეს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, სს „აი თი დი სი“-ი არ ეწევა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფის მომსახურებას. კომპანიის განმარტებით, მის მიერ შექმნილი პროგრამული პლატფორმის მეშვეობით წარმოებს ინტერნეტის გამოყენებოთ აბონენტის დაშვება შპს „შონი ოცდამეორესთან“. ამავე საპასუხო წერილის თანახმად, მემორანდუმში მოხსენიებული თავსებადობა და მხარდაჭერა გულისხმობს პროგრამის სარგებლობისათვის მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და პირობების დაკმაყოფილებას შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ და სს „აი თი დი სი“-ის მიერ პროგრამის ფუნქციონირების ზოგად მონიტორინგს, პროდუქტის გარანტიის თვალსაზრისით. ამავე საპასუხო წერილშ აღნიშნულია,  MY VIDEO TV BOX-ში ინსტალირებული პროგრამული პლატფორმა (კომპიუტერული პროგრამა) 2015 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით იმყოფებოდა სს „აი თი დი სი“-სა და შპს „შონი ოცდამეორეს“ საერთო სარგებლობაში, მასზე განთავსებული სამაუწყებლო პროდუქტების პაკეტური გამიჯვნით. კომპანიის განმარტებით, შპს „შონი ოცდამეორეს“ კუთვნილებას წარმოადგენდა და წარმოადგენს ე.წ. „ულტრა პაკეტი“ და მის ფორმირებას უზრუნველყოფს შპს „შონი ოცდამეორე“, ხოლოო სხვა პროდუქტები კი ეკუთვნის სს „აი თი დი სი“-ს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 21 დეკემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში დამატებით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის Nშ-10/10177-15  სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, დეპარტამენტმა უფლებამფლობელ თუ დილერ კომპანიებთან კონსულტაციების გავლის საფუძველზე მოამზადა დასკვნა სამაუწყებლო არხების OTT ტექნოლოგიის გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების მართლზომიერების თაობაზე. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით, დეპარტამენტმა კონსულტაციები გაიარა კომპანიებთან Discovery Communications Europe Limited-თან, SPTI Networks Eastern Europe (UK) Limited-თან (Sony), Euronews S A  Fox Internaional channels Luxembourgh S.a.r.l.-თან, NGC Europe Limited-თან (Nationa Geographic) და დილერ კომპანიასთან შპს „ნიუ კონტენტთან“, რომელთა ფარგლებშიც კომპანიებმა რიგ შემთხვევაში ზეპირად, რიგ შემთხვევებში წერილობით დაადასტურეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებაში თუ სანებართვო წერილში კონკრეტულად არ არის მითითებული ამ არხის/არხების Over the top ტექნოლოგიის გამოყენებით ტრანზიტის უფლება, ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირები უფლებამოსილნი არ არიან აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით მოახდინონ სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ Over the top ტექნოლოგიის გამოყენებით სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის უფლება დადასტრებულად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უფლება ცალსახად გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში თუ სანებართვო წერილში. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის Nშ-10/10177-15  სამსახურებრივი ბარათს თან ერთვის კომპანია „Euronews“, „SPTI Network Vostok“, „Sony Pictures Television“,  „Discovery Communications Euroe Limited“,  „Fox International Channels“, „NCG Europe Limited“.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 22 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „შონი ოცდამეორეს“ განცხადება (Nშ-6/10211-15; 22.12.2015) რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლiრების უფლებამოსილების თაობაზე. აღნიშნულ განცხადებას ერთვის შპს „შონი ოცდამეორესა“ და შპს „ნიუ კონტენტს“ შორის 2015 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული შეთანხმება (რეტრანსლირების მომსახურების ხელშეკრულების N15.05.2015_Contr_shoni დამატება N3 სამაუწყებლო არხების: „Моя Планета“, „Наука 2.0“, „История“, „Мульт“, „Бестселлер +“, „IQ HD“, „Сарафан“, „Техно 24“, „24 DOC“, „Мама“, „Настоящее страшное телевидение“, „Парк развлечений“, „Страна“, „Russian Extreme TV“, „Живая Планета“, „ТМВ“, „ТМВ RU“, „Chatbox“, „Xazar TV“, „VIP HD“, „Espresso TV“, „Kanal 5“, „Az TV“, „LIDER TV“, „Spece Tv“, „ATV, Пятница, TRT, Akaliki TV, CNBC, Arte HD, Fashion-HD, Europa Plus TV, Lux TV, domashniy Magazin“, „TRO, „Kurdsat“, „Rojhelat TV“, „STIL I MODA“, „Int AZ“, „AL Jazeera“, „MTV Rus“, „ТБН“, „TV 5“, „BBC“, „TV RUS“, „Jim Jam“, „Dw“ რეტრანსლირების უფლების შპს „შონი ოცდამეორესთვის“ გადაცემის თაობაზე, 2015 წლის 31 დეკემბრამდე ვადით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 24 დეკემბრის Nშ-10/10336-15 სამსახურებრივი ბარათი შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ რიგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე. აღნიშნულ სამსახურებრივ ბარათს ერთვის შპს „შონი ოცდამეორეს“ 2013 წლის 20 მაისის განცხადება თანდართული შპს „შონი ოცდამეორესა“ და კომპანია Niltex Holding Limited-ს შორის 2013 წლის პირველ მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით სამაუწყებლო არხების „TV 1000“, „TV 1000 Action”,  „TV 1000 Русское Кино”,  „ТНТ” რეტრანსლირების უფლებამოსილების შპს „შონი ოცდამეორესთვის“ 6 თვის ვადით მიცემის თაობაზე, ხელშეკრულების ავტომატური გაგრძელების პირობით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 24 დეკემბრის Nშ-10/10306-15 სამსახურებრივი ბარათი შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლებამოსილებოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის თაობაზე. აღნიშნულ სამსახურებრივ ბარათს თან ერთვის შპს „შონი ოცდამეორეს“ 2015 წლის 21 დეკემბრის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიამ წერილობით მიმართა ქართულ სამაუწყებლო არხებს, რათა მათ განმეორებით დაედასტურებინათ უკანონო რეტრანსლაციის ფაქტის არარსებობა. ამავე განცხადებით შპს „შონი ოცდამეორემ“ კომისიაში წარმოადგინა მაუწყებლებისთვის 2015 წლის 10 დეკემბერს გაგზავნილი წერილი და აღნიშნული წერილის გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, რიგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: 1. შპს „შონი ოცდამეორესა“ და კომპანია Niltex Holding Limited-ს შორის 2014 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების „Детский”, „ТНТ Comedy”, „Zoo TV“, „24 Техно“, „Viasat Hostiry“, „Viasat Nature“,  „Viasat Explorer“, „TV 1000 Action“, „CTC Network” ტრანზიტის უფლებამოსილების შპს „შონი ოცდამეორესთვის“ 6 თვის ვადით გადაცემით, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ავტომატურად გაგრძელების პირობით; 2. შპს „შონი ოცდამეორესა“ და შპს „სი-ენ-ეი ჯორჯია“ შორის 2015 წლის პირველ მაისს გაფორმებული ხელშეკრულება  სამაუწყებლო არხების: „Охота и Рыбалка“, „Усадьба“,  „Здаровье“, „Психология 21“,  „Драйв“, „Вопросы и Ответы“, „Домашние Животные“, „Ретро“, „RTVi“,  „Шансон“, „Детский Мир“, „Наше Кино“,  „Телеклуб“,  „Мир сериала“, „ Music Box ru“,  „Юмор ТВ“ რეტრანსლრების უფლებამოსილების  შპს „შონი ოცდამეორესთვის“, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელების პირობით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 28 დეკემბერს, კომისიაში შემოვიდა შპს „შონი ოცდამეორეს“ განცხადება (№შ-6/10442-15; 28.12.2015), რომელშიც კომპანიამ აღნიშნა, რომ კომისიის მიერ კომპანიისთვის გაგზავნილი მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის №შ-10/10177-15 სამსახურებრივი ბარათში დეპარტამენტი შპს „შონი ოცდამეორესთან“ მიმართებაში მსჯელობას ავითარებს უცხო, არასახელმწიფო ენაზე შესრულებული დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, რომლის გამოკვლევა შესაბამისი წესით დამოწმებული თარგმანის გარეშე შეუძლებელია და არ შეიძლება სათანადო წესით შესწავლის გარეშე უაპელაციოდ იქნეს მხედველობაში მიღებული. ამავე განცხადებაში, შპს „შონი ოცდამეორემ“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და მე-14 მუხლის საფუძველზე მოითხოვა არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის მისთვის მიწოდება და ადმინისტრაციული წარმოების საქმის მასალებში დართვა. 2015 წლის 28 დეკემბრის №შ-6/10442-15 განცხადებით შპს „შონი ოცდამეორემ“ კომისიაში წარმოადგინა შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „Artarea TV“ (შპს შონი ოცდამეორესა“ და შპს „არტარეა TV 2.0” შორის 2015 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 18.11.2015-31.21.2015); სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ (სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ 2015 წლის 21 დეკემბრის №02-22/457 სანებართვო წერილი); „დრო“ (შპს „ხარისხის არხის“ 2015 წლის 13 ოქტომბრის სანებართვო წერილი); „GDS TV“ (შპს „ჯი-დი-ეს-თი-ვის“ სანებართვო წერილი №949 სანებართვო წერილი ვადით 2016 წლის 31 დეკემბრამდე. შენიშვნა: წერილში არ არის მითითებული სანებართვო წერილის გაცემის თარიღი); „ტელეკომპანია პულსი“ (შპს „სტუდია პულსის“ სანებართვო წერილი; შენიშვნა: წერილში არ არის მითითებული სანებართვო წერილის გაცემის თარიღი); „ტელეკომპანია პირველი“ (შპს  „ტელეკომპანია პირველის“ 2015 წლის 14 დეკემბრის №9/8 სანებართვო წერილი), „საფერავი TV“ (შპს „საფერავი TV”-ის სანებართვო წერილი, აღნიშნული წერილის გაცემის თარიღის მითითების გარეშე).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „შონი ოცდამეორეს“ დირექტორი კ. ციმაკურიძე და კომპანიის იურისტი თ. ხონელია. კომისიის სხდომას ასევე ესწრებოდა ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ გამგეობის თავმჯდომარე ი. ცილიკიშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ შპს „შონი ოცდამეორეს“ 2015 წლის 8 დეკემბრამდე (შპს „შონი ოცდამეორეს“ შემოწმებამდე) გაუგზავნა სანებართვო წერილი მისი სამაუწყებლო არხის რეტრანსლირების უფლებამოსილების მიცემის თაობაზე.

კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე, შპს „შონი ოცდამეორეს“ იურისტმა თ. ხონელიამ აღნიშნა, რომ შპს „შონი ოცდამეორემ“ კომისიაში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ შპს „შონი ოცდამეორემ“ ყველა მაუწყებელს მიმართა თხოვნით, რათა განმეორებით დაედასტურებინათ შპს „შონი ოცდამეორეს“ საკაბელო ქსელით მათი სამაუწყებლო არხების რეტრენასლირების ნებართვის არსებობის ფაქტი. მისი განმარტებით, რიგმა მაუწყებელმა გამოაგზავნა სანებართვო წერილები, ხოლო რამდენიმე მაუწყებლისგან კომპანია ელოდებოდა სანებართვო წერილებს, რომლებიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ შპს „შონი ოცდამეორე“ მართლზომიერად ახორციელებდა სამაუწყებლო არხების ტრანზიტს შემოწმების ჩატარების დღის მდგომარეობით. თ. ხონელიამ აღნიშნა, რომ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების პერიოდში კომპანიას ჰქონდა შესაბამისი სანებართვო წერილები, რომლებიც კომისიაში ვერ წარმოადგინა დოკუმენტბრუნვის პრობლემის შედეგად აღნიშნული წერილების დაკარგვის გამო. შპს „შონი ოცდამეორის“ იურისტის თ, ხონელიას განმარტებით, შპს „შონი ოცდამეორემ“ კომისიის წერილი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში მომსახურების პაკეტში ჩასმამდე წარმოდგენის თაობაზე მიიღო მაშინ, როცა სამაუწყებლო არხები მომსახურების პაკეტში უკვე განთავსებული იყო. თ. ხონელიას განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 3 სექტემბრის  №შ-10/6471-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;
  2. 2015 წლის  19 აგვისტოს  შპს ,,შონი ოცდამეორეს“ -ს მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №12;
  3.  2015 წლის  19 აგვისტოს  შპს ,,შონი ოცდამეორეს“ შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (1 CD დისკი);
  4. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი;
  5. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილის შპს „შონი  ოცდამეორესთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (2 ფურც.);
  6. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 22 სექტემბრის №შ-10/7100-15) სამსახურებრივი ბარათი თანდართული შპს „შონი ოცდამეორესა“ და სს „აი თი დი სის“ შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმით, შპს „შონი ოცდამეორესა“ და აბონენტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმითა და ამონაბეჭდით სს „აი თი დი სის“ ვებ-გვერდიდან  www.myvideo.ge/tvbox  შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ მომხმარებლებისვის შეთავაზებული ულტრა პაკეტის შესახებ;
  7. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის  პირველი ოქტომბრის №შ-10/7343-15 სამსახურებრივი ბარათი, რომელსაც ერთვის კომისიასა და სს „აი თი დი სი“-ს შორის 2015 წლის 29 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (თანდართული ინვოისითა და მიღება-ჩაბარების აქტით);
  8. შპს „შონი ოცდამეორეს“  2015 წლის 21 ოქტომბრის  Nშ-6/8040-15 წერილი თანდართული დოკუმენტაციით;
  9. შპს „შონი ოდამეორეს“ 2015 წლის 29 ოქტომბრის  Nშ-6/8323-15 განცხადება;
  10. კომისიის 2015 წლის 16 ნოემბრის №03/2626-15  წერილი;
  11. კომისიის 2015 წლის 17 ნოემბრის №03/2664-15 წერილი;
  12. შპს „შონი ოცდამეორეს“ 2015 წლის 18 ნოემბრის  განცხადება Nშ-6/8936-15 თანდართული დოკუმენტაცია;
  13. შპს ,,შონი ოცდამეორეს“ 2015 წლის 4 დეკემბრის განცხადება Nშ-6/9539-15 თანდართული დოკუმენტაციით;
  14. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 9 დეკემბრის Nშ-10/9665-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;
  15. შპს „შონი ოცდამეორეს“ 2015 წლის 8 დეკემბრის შემოწმების აქტი N23;
  16. 2015 წლის 8 დეკემბრის შემოწმების ჩატარების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (CD);
  17. შპს „შონი ოცდამეორეს“ 2015 წლის 9 დეკემბრის №შ-6/9685-15 განცხადება თანდართული დოკუმენტაციით;
  18. შპს „შონი ოცდამეორეს“ 2015 წლის 9 დეკემბრის  განცხადება №შ-6/9685-15 თანდართული დოკუმენტაციით;
  19. კომისიის 2015 წლის 14 დეკემბრის N03/3045-15 წერილი;
  20. სს „აი თი დი სი“-ის 2015 წლის 17 დეკემბრის N9951-15 წერილი;
  21. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის Nშ-10/10177-15  სამსახურებრივი ბარათი;
  22. შპს „შონი ოცდამეორეს“ 2015 წლის 22 დეკემბრის Nშ-6/10211-15 განცხადება;
  23. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 24 დეკემბრის Nშ-10/10336-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;
  24. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 24 დეკემბრის Nშ-10/10306-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;
  25. შპს „შონი ოცდამეორეს“ 2015 წლის 28 დეკემბრის №შ-6/10442-15 განცხადება თანდართული დოკუმენტაციით;
  26. შპს „შონი ოცდამეორეს“ წარმომადგენლის თ. ხონელიას მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
  27. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი. მახარაძის მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  28. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ გამგეობის თავმჯდომარე ი. ცილიკიშვილის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  29. შპს „შონი ოცდამეორეს“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  30. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

 

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „შონი ოცდამეორე“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი:  08.02.2010) ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მაუწყებლობის ტრანზიტი);
  2. შპს  ,,შონი ოცდამოერეს”-ს საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;
  3. კომისიასა და სს „აი თი დი სი“-ს შორის 2015 წლის 29 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა შორის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ე.წ. MYVIDEO TV BOX, ხოლო ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, სს „აი თი დი სი“-ს მიერ კომისიისთვის მომსახურების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 აგვისტომდე. აღნიშნული ხელშეკრულება არ შეიცავს ინფორმაციას შემსყიდველისთვის მისაწოდებელი სამაუწყებლო არხების შესახებ და ასევე, რაიმე მითითებას სამაუწყებლო არხების მიმწოდებელი კომპანიის შესახებ;
  4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 3 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათით,  2015 წლის 19 აგვისტოს №12 შემოწმების აქტითა და თანდართული შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერით, ასევე, წარმოების სხვა მასალებით უტყუარად არ დასტურდება  შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ 2015 წლის 19 აგვისტოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების N12 აქტში მითითებული სამაუწყებლო არხების კომისიისთვის, როგორც შპს „შონი ოცდამეორეს“ აბონენტისთვის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ფარგლებში MYVIDEO TV BOX-ის მეშვეობით მიწოდების ფაქტი;
  5. 2015 წლის 8 დეკემბერს, 12:10 საათზე, კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტები ზ. კვირკველია და ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „შონი ოცდამეორეს“  შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი  №23.  შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, შპს „შონი ოცდამეორეს“ ოფისში (გლდანის მე-3 და მე-4 მ/რაიონებს შორის მდებარე სავაჭრო ცენტრი), კომპანიის ქსელის მენეჯერის აკაკი თანდილაშვილის თანდასწრებით. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  „შონი ოცდამეორე“ 2015 წლის 8 დეკემბერს ახორციელებდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „Shoni TV“, „მედია-სახლი ობიექტივი“, „პალიტრა ტვ“, „ენკი-ბენკი“, „TV 11”, „მარაო“, „კომედი არხი“, „ტაბულა“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  “რუსთავი 2“, „იმედი“, „GDS“, „მაესტრო“, „კავკასია“, „აჭარა“, „ერთსულოვნება“,„საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Fashion tv“, „Мир Сериала“, „Шансон“, „AZ TV“, „Шант ТВ“, „Inter +“, „SNBC“,  „Mezzo“, „India TV“, „Sony sci fi“, „Sony entertaimnet“, „Sony turbo“, „Киноклуб“, „Кинохит“,  „Премьера“, „Комедия ТВ“, „РТР планета“, „RTVi“, „ОРТ“,  „РЕН ТВ“, „НТВ МИР“, „Дождь“, „Россия К“, „THT komedy”, „СТС“, „Сарафан“, „Setanta +“, „Setanta sport“, „Eurosport 1“, „Eurosport 2“, „Боец ТВ“, „Animal Planet“, „TLC“, „Discovery sc“, „Discovery“, „Моя Планета“, „Наука“, „Авто+“, „Кухня ТВ“, „Детский Мир“, „Мульт“, „Охота и рыбалка“;
  6. შპს „შონი ოცდამეორეს“ 2015 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „მედია-სახლი ობიექტივი”, „პალიტრა ტვ“,  „TV 11“, „მარაო“, „კომედი არხი“, „ტაბულა“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „კავკასია“, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “Мир Сериала”,“Шансон”, “AZ TV”, „Шант ТВ“, „RTVi”, „СТС“, „Детский Мир“, „Мульт“, „Охота и рыбалка“ („Chase et Peche”);
  7. 2015 წლის 8 დეკემბერს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2015 წლის 8 დეკემბრის №23 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD);
  8. 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილით, რომელიც შპს „შონი ოცდამეორეს“ ჩაბარდა 2013 წლის 16 იანვარს, შპს „შონი ოცდამეორეს“ განემარტა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი უნდა განხორციელდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მოპოვებული უფლებით. ამავე წერილით კომპანიას ეცნობა დაგანემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ამავე  წერილით შპს „შონი ოცდამეორეს“ განემარტა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  9. 2015 წლის 9 დეკემბერს, შპს „შონი ოცდამეორემ“ კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო არხ „Chase et Peche” საქართველოს ტერიტორიზე რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი შეთანხმება, რომელიც შპს „გრამასთან“ გაფორმდა 2015 წლის პირველ მაისს (მოქმედების ვადა: 1 წელი);
  10. 2015 წლის 21 დეკემბერს, შპს „შონი ოცდამეორემ“ კომისიაში წარმოადგინა შპს „შონი ოცდამეორესა“ და კომპანია Niltex Holding Limited-ს შორის 2014 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების „Детский”, „ТНТ Comedy”, „Zoo TV“, „24 Техно“, „Viasat Hostiry“, „Viasat Nature“,  „Viasat Explorer“, „TV 1000 Action“, „CTC Network” ტრანზიტის უფლებამოსილების შპს „შონი ოცდამეორესთვის“ 6 თვის ვადით გადაცემის თაობაზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ავტომატურად გაგრძელების პირობით და ასევე, შპს „შონი ოცდამეორესა“ და შპს „სი-ენ-ეი ჯორჯია“ შორის 2015 წლის პირველ მაისს გაფორმებული ხელშეკრულება  სამაუწყებლო არხების: „Охота и Рыбалка“, „Усадьба“,  „Здаровье“, „Психология 21“,  „Драйв“, „Вопросы и Ответы“, „Домашние Животные“, „Ретро“, „RTVi“,  „Шансон“, „Детский Мир“, „Наше Кино“,  „Телеклуб“,  „Мир сериала“, „ Music Box ru“,  „Юмор ТВ“ რეტრანსლირების უფლებამოსილების  შპს „შონი ოცდამეორესთვის“, 2015 წლის 31 ჩათვლით პერიოდზე, ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელების პირობით;
  11. 2015 წლის 22 დეკემბერს, შპს „შონი ოცდამეორემ“ კომისიაში წარმოადგინა „შონი ოცდამეორესა“ და შპს „ნიუ კონტენტს“ შორის 2015 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული შეთანხმება (რეტრანსლირების მომსახურების ხელშეკრულების N15.05.2015_Contr_shoni დამატება N3 რიგი სამაუწყებლო არხების, მათ შორის,  „Мульт“ და „Az TV“-ის რეტრანსლირების უფლების შპს „შონი ოცდამეორესთვის“ გადაცემის თაობაზე, 2015 წლის 31 დეკემბრამდე ვადით;
  12. 2015 წლის 8 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „შონი ოცდამეორე“ ახორციელებდა სამაუწყებლო არხების: „პალიტრა ტვ“,  „TV 11“, „მარაო“, „კომედი არხი“, „ტაბულა“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „კავკასია“, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „Шант ТВ“, არამართლზომიერ ტრანზიტს;
  13. შპს „შონი ოცდამეორემ“ სამაუწყებლო არხების „Chase et Peche”, „Мульт“, „Az TV“, „RTVi“,  „Шансон“, „Детский Мир“ „Мир сериала“ და „СТС Network“ რეტრანსლირებაზე უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულების/სანებართვო წერილები კომისიაში წარმოადგინა  2015 წლის 8 დეკემბრის შემდეგ, კერძოდ, შპს „შონი ოცდამეორეს“ შემოწმების შემდეგ;
  14. შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ სამაუწყებლო არხ „მედია-სახლი ობიექტივის” რეტრანსლირებაზე უფლებამოსილების ფაქტის 2015 წლის 8 დეკემბრის მდგომარეობით არსებობა დადასტურდა ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ გამგეობის თავმჯდომარის ი. ცილიკიშვილის მიერ კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე;
  15. შპს „შონი ოცდამეორეს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

 

  1.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  5.  „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  6. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  7. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  9. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) გადაცემის ჩაწერა;

ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა;

გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;

დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;

ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.

ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;

ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;

თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;

ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

10.„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

12. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 3 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათით,  2015 წლის 19 აგვისტოს №12 შემოწმების აქტითა და თანდართული შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერით, ასევე, წარმოების სხვა მასალებით უტყუარად არ დასტურდება  შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ 2015 წლის 19 აგვისტოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების აქტში N12 მითითებული სამაუწყებლო არხების კომისიისთვის, როგორც შპს „შონი ოცდამეორეს“ აბონენტისთვის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ფარგლებში MYVIDEO TV BOX-ის მეშვეობით (Over the Top ტექნოლოგიის გამოყენებით), მიწოდების ფაქტი. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის №შ-10/10177-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული საკითხი, კერძოდ, Over the Top ტექნოლოგიის გამოყენებით სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის უფლების ხელშეკრულებაში ან სანებართვო წერილში ცალსახად გათვალისწინების შემთხვევაში აღნიშნული უფლების დადასტურებულად ჩათვლის საკითხი არ უნდა იქნეს განხილული შპს „შონი ოცდამეორესთან“ მიმართებაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი კომისიის მიერ საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ ყველა პირთან მიმართებაში. კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ Over the Top ტექნოლოგიის გამოყენებით სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის უფლების ხელშეკრულებაში ან სანებართვო წერილში სავალდებულო წესით, პირდაპირ ასახვის მოთხოვნის დაწესების შემთხვევაში, კომისიის მიერ მაუწყებლობაზე ავტორიზებულ ყველა პირს უნდა გაეგზავნოს შესაბამისი შეტყობინება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „შონი ოცდამეორეს“ განცხადება კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის №შ-10/10177-15 სამსახურებრივ ბარათზე თანდართული დოკუმენტაციის სახელმწიფო ენაზე თარგმნის უზრუნველყოფისა და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის მხარისთვის მიწოდების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „შონი ოცდამეორის“ მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის განხილვის დროს კომისია შპს „შონი ოცდამეორესთან“ მიმართებაში არ ღებულობს მხედველობაში  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის №შ-10/10177-15 სამსახურებრივ ბარათს და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას.

 ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად კომისიას მიაჩნია, რომ შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ 2015 წლის 8 დეკემბერს სამაუწყებლო არხების: „პალიტრა ტვ“,  „TV 11“, „მარაო“, „კომედი არხი“, „ტაბულა“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „კავკასია“, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „Шант ТВ“,  შესაბამისი ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების გარეშე უცვლელი სახით გადაცემით, შპს „შონი ოცდამეორეს” მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „შონი ოცდამეორეს“ წარმომადგენლის განცხადება იმის თაობაზე, რომ კომისიის წერილი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში მომსახურების პაკეტში ჩასმამდე წარმოდგენის თაობაზე კომპანიამ მიიღო მაშინ, როცა სამაუწყებლო არხები მომსახურების პაკეტში უკვე განთავსებული იყო, ვერ იქნება მიჩნეული ავტორიზებული პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებად. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილით შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა შპს „შონი ოცდამეორეს“ მოეთხოვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნული წერილი  შპს „შონი ოცდამეორეს“ ჩაბარდა 2013 წლის 16 იანვარს. შესაბამისად, ავტორიზებული პირი 2013 წლის 16 იანვრიდან ვალდებული იყო კომისიაში წარმოედგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კომისიის ზემოთ მითითებული წერილით შპს „შონი ოცდამეორეს“ განემარტა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე. კომისია ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტის დადგენისას და შეფასებისას კომისია ეყრდნობა 2015 წლის 8 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ მოცემულობას.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 8 დეკემბრის მდგომარეობით არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, სამაუწყებლო არხების: „მედია-სახლი ობიექტივი”,  „Chase et Peche”, „Мульт“, „Az TV“, „RTVi“,  „Шансон“, „Детский Мир“, „Мир сериала“, და  „СТС Network“  სამომხმარებლო პაკეტში ჩასმამდე და საკაბელო ქსელით გავრცელებამდე, რეტრანსლირებაზე უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულების/სანებართვო წერილების კომისიაში წარმოუდგენლობით შპს „შონი ოცდამეორეს“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი. კომისია აღიშნავს, რომ ვინაიდან შპს „შონი ოცდამეორეს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე, მას უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, კერძოდ, მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ სამათალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს შპს „შონი ოცდამეორეს“ უნდა აეკრძალოს სამაუწყებლო არხების: „პალიტრა ტვ“,  „TV 11“, „მარაო“, „კომედი არხი“, „ტაბულა“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „კავკასია“, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „Шант ТВ“, არამართლზომიერი ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 97-ე და 98-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (მომხრე კომისიის წევრები: კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე, ე. ასანიძე, გ. ფრუიძე, კ. ბექაური, წინააღმდეგი კომისიის წევრი: მ. ქათამაძე).

გადაწყვიტა:

  1. შპს „შონი ოცდამეორეს“ მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
  2. უზრუნველყოს შპს „შონი ოცდამეორემ“ შემდეგი სამაუწყებლო არხების: „პალიტრა ტვ“,  „TV 11“, „მარაო“, „კომედი არხი“, „ტაბულა“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „კავკასია“, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „Шант ТВ“, საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტის შეწყვეტა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „შონი ოცდამეორესთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „შონი ოცდამეორესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) შპს „შონი ოცდამეორესთვის“   ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „შონი ოცამეორესთვის“ ჩაბარების დღიდან;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
  9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

 

კომისიის წევრის მ. ქათამაძის განსხვავებული აზრი:

 

კომისიის წევრ მ. ქათამაძეს მიაჩნია, რომ შპს „შონი ოცდამეორეს“ უნდა მიეცეს 10 დღის ვადა სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიაში წარმოსადგენად, იმ პირობით, რომ 10 დღის ვადაში შპს „შონი ოცდამეორე“ შეწყვეტს იმ არხების ტრანსლირებას, რომლებზეც არ აქვს კომისიაში წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტაცია.

კომისიის თავმჯდომარე                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                   ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                   კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                   გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                   მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები