“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2016 18:32
მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2015
“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე, 103-ე, 1061-ე მუხლების, VII და IX თავების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“), კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით (მომხმრე კომისიის წევრი, თავმჯდომარე - ვახტანგ აბაშიძე, კომისიის წევრი - კახი ბექაური, კომისიის წევრი - გიორგი ფრუიძე, კომისიის წევრი - მერაბ ქათამაძე, წინააღმდეგი - კომისიის წევრი ელისო ასანიძე)
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის დადგენილების მიღებისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი) დადგენილების პროექტის საჯაროობის უზრუნველყოფა;
3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 29 იანვარს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრის ელისო ასანიძის განსახვავებული აზრი:
ელისო ასანიძემ აღნიშნა, რომ იგი მომხრეა კომისიის ახალი დებულების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და თავად დებულების მიღების, თუმცა წინააღმდეგია, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყოს 2015 წლის 29 დეკემბერს, გამომდინარე იქიდან, რომ დებულების პროექტის მიხედვით ხდება კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების რაოდენობის გაზრდა, დღეისათვის კი კომისიის მიერ არ არის ჯერ შემუშავებული ახალი საშტატო ნუსხა შესაბამისი სახელფასო სარგოების გათვალისწინებით, შესაბამისად, ცნობილი არ არის დებულების პროექტში გათვალისწინებული სტრუქტურის სავარაუდო სახელფასო ხარჯი. მას მიზანშეწონილად მიაჩნია დებულების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დებულების პროექტში მოცემული კომისიის აპარატის სტრუქტურის შესაბამისად შემუშავებული იქნება ახალი საშტატო ნუსხის პროექტი.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრები: ელისო ასანიძე
კახი ბექაური
გიორგი ფრუიძე
მერაბ ქათამაძე
