წვდომის მენიუ

ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N730/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 821 / 10

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2016 12:58

მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2015

ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N730/10  გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N730/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. თბილისი, სიხშირე (მჰც) – 93.1; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 1000 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: 41°41'44.70"N 44°47'6.40"E სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 150 მეტრი; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) – 8;

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

კომისია აღნიშნავს, რომ განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ  შპს „ტვ-სტილმა“.

კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N730/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2015 წლის 31 დეკემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა შპს „ტვ-სტილის“ დირექტორი გოგა სამუშია.             

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტვ-სტილის” მიერ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ იყო მითითებული - მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა. საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში არ იყო წარმოდგენილი ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ და არასწორად იყო წარმოდგენილი ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ (კერძოდ ცნობაში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ  დეკლარაციის ფორმაში მითითებულ ინფორმაციას).

კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გადამოწმდა შპს ”ტვ-სტილის” დირექტორის და 100%-იანი წილის მფლობელის გოგა სამუშიას (პ/ნ 51001001920) მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად  გოგა სამუშიას (პ/ნ 51001001920) მონაცემები ზემოაღნიშნულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე შპს „ტვ-სტილის“ დირექტორს გოგა სამუშიას განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60  მუხლების მოთხოვნები. გოგა სამუშიამ საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მან ასევე დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელს და მის ბენეფიციარ მესაკუთრეს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნია ურთიერთდამოკიდებულება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N730/10 გადაწყვეტილების შესაბამისად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და  43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. უზრუნველყოს შპს ”ტვ-სტილმა” 2016 წლის 11 იანვრის 19:00 საათამდე კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N730/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი  დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა:

ა) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა;

ბ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

გ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ტვ-სტილისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                     ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                    ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                    გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                    მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები