ქ. ახალციხეში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N731/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2016 12:54
მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2015
ქ. ახალციხეში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N731/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N731/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. ახალციხეში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. ახალციხე; სიხშირე (მჰც) – 97.5; მოდულაცია – FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები -41°37'48.40"N 42°57'25.40"E; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 30 მეტრი, ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) – 6.
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ ააიპ „კავშირი სამხრეთის კარიბჭემ“.
კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N731/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2015 წლის 31 დეკემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა ააიპ „კავშირი სამხრეთის კარიბჭეს“ გამგეობის წევრი ლელა ინასარიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „კავშირი სამხრეთის კარიბჭის“ მიერ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ იყო მითითებული მაუწყებლობის ქვესახეობა და არასწორად იყო მითითებული კომპანიის იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი).
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გადამოწმდა ააიპ „კავშირი სამხრეთის კარიბჭეს“ გამგეობის წევრების მარგარიტა ახვლედიანის (პ/ნ 01002014080), ლელა ინასარიძის (პ/ნ 47001007108) და ვარდან აკოფიანის (პ/ნ 07001009230) მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე ააიპ „კავშირი სამხრეთის კარიბჭეს“ უფლებამოსილ წარმომადგენელს ლელა ინასარიძეს განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. ლელა ინასარიძემ საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მან ასევე დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელს და მის ბენეფიციარ მესაკუთრეებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნია ურთიერთდამოკიდებულება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N731/10 გადაწყვეტილების შესაბამისად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უზრუნველყოს ააიპ „კავშირი სამხრეთის კარიბჭემ“ 2016 წლის 11 იანვრის 19:00 საათამდე კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N731/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:
ა) მაუწყებლობის ქვესახეობა;
ბ) კომპანიის იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი).
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „კავშირი სამხრეთის კარიბჭესთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
