შპს „იბერია-TV”-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2016 13:09
მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2015
შპს „იბერია-TV”-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „იბერია-TV”-მ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/9897-15 16/12/2015, №შ-6/10507-15 30/12/2015) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-320, 14.07.2013) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს მაუწყებლობა დაიწყოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იბერია-TV” მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-320, 14.07.2015), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
1. მაუწყებლობის სახე:ტელემაუწყებლობა;
2. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
3. მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
4. მაუწყებლობის ენა: ქართული;
5. მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 18 საათი;
6. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:
ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს ”სტერეო+”-ის მულტიპლექსი);
ბ)ინტერნეტი (საქართველო);
გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
7. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო)
ბ) ინტერნეტი - ღია (უფასო);
გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 29 იანვარს კომპანიამ დააზუსტა მოთხოვნა (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/10507-15 30/12/2015) კერძოდ, შპს ”იბერია-TV” მაუწყებლობის დაწყებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით გეგმავს 2016 წლის 1 იანვრიდან, მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით იქნება უფასო.
კომისიის 2015 წლის 31 იანვრის სხდომას ესწრებოდა შპს „იბერია-TV“-ს ტექნიკური დირექტორი დავით ბიტაძე და კომპანიის იურისტი ნატალია გელაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „იბერია-TV”-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-320, 14.07.2015) მოდიფიცირება, მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად დამატებით განისაზღვროს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები, აღნიშნული ტექნოლოგიით მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიულ არეალად განისაზღვროს საქართველო, თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა განისაზღვროს უფასოდ, ხოლო ამავე ტექნოლოგიის გამოყენებით მაუწყებლობის დაწყების ვადად - 2016 წლის პირველი იანვარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „იბერია-TV”-ს მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-320, 14.07.2015), მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად დამატებით განისაზღვროს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები, აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიულ არეალად განისაზღვროს საქართველო, თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობის ხელმისაწვდომობად განისაზღვროს უფასო, ხოლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობის დაწყების ვადად - 2016 წლის პირველი იანვარი;
2. შპს „იბერია-TV” ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იბერია-TV” -სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
