საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2016 11:55
მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი შედგენილია კომისიის მუშაობის განვლილი პერიოდისა და 2015 წლის ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების ფაქტიური მაჩვენებლების გათვალისწინებით, სადაც ასახულია მიმდინარე ეტაპზე კომისიის ფუნქციონირების სრულყოფისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯები.
კომისიის 2015 წლის 31 დეკემბრის №90 სხდომაზე მოისმინეს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის იოსებ აბულაძის ინფორმაცია, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნორმალური და შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის ფაქტიური ხარჯებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო მუხლების მნიშვნელოვანი ცვლილებებით (შემოსავლებისა და ხარჯების კუთხით) შემუშავებულია 2016 წლის კომისიის ბიუჯეტის პროექტი, რომლის თანახმად:
კომისიის 2016 წლის საპროგნოზო წლიურმა შემოსავალმა, კომისიაში არსებული სარეზერვო ფონდის ჩათვლით, შეადგინა – 11,880,000.00 ლარი.
2016 წლის დაგეგმილი ხარჯების მოცულობა 2015 წელს შეუსრულებელი ვალდებულებებისა და კომისიის აპარატის დეპარტამენტებიდან წარმოდგენილი (დაკორექტირებული) ხარჯების გათვალისწინებით, განისაზღვრა – 11,880,000.00 ლარით.
კომისიის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვითი ნაწილის მუხლებში, ისევე, როგორც გასული წლების კომისიის ბიუჯეტში, ცალკეა გამოყოფილი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები შრომის ანაზღაურების ხარჯების ჩათვლით, გამომდინარე „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან. კერძოდ, “ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან, აპარატისგან დამოუკიდებლად, ჩამოყალიბებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, რომლის საქმიანობაც ასევე რეგულირების შემადგენელი ნაწილია, ფინანსდება რეგულირების საფასურიდან და აისახება მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში. აქედან გამომდინარე, კომისიის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილში გათვალისწინებულია „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-154 მუხლის მოთხოვნები.
2016 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახულია კომისიის აპარატის შრომის ანაზღაურებაზე გასანაწილებელი თანხა, რომელიც 2016 წლისათვის, ფაქტობრივი მდგომარეობით, კომისიაში არსებული საშტატო ნუსხიდან გამომდინარე დაიგეგმა 5,430,000.00 ლარის ოდენობით (მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების ხარჯების გარეშე) საბიუჯეტო ანარიცხების ჩათვლით.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებებია კომისიის ბიუჯეტის საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯების მუხლში (1,258,620.00 ლარი), რომელიც ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ 2015 წელს ვერ განხორციელდა კომისიის ბიუჯეტით გათვალისწინებული, კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისათვის დაგეგმილი სხვადასხვა სახის კვლევები.
რაც შეეხება 2016 წელს ძირითადი საშუალებების შეძენას, ამისათვის კომისიის ბიუჯეტის პროექტში განსაზღვრული იყო 2,686,999.00 ლარი. ამ მუხლში შევიდა ცვლილება და დაემატა 50,000.00 ლარი რადიოსიხშირეთა მონიტორინგისათვის საჭირო მაღალი გამავლობის ავტომანქანის შესაძენად, ასევე დაემატა 16,000.00 ლარი (მე 13 გრაფით), კომისიის წევრების მოთხოვნით, კომისიის სხდომების პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფისათვის საჭირო ტექნიკის შესაძენად, ხოლო თელეთის ანძის მშენებლობისათვის რეზერვის სახით განისაზღვრა - 70,000.00 ლარი და საბოლოოდ, ანძის მშენებლობისათვის განისაზღვრა - 208,820.00 ლარი. მთლიანად, 2016 წელს, ძირითადი საშუალებების შეძენისათვის, რომლის ძირითადი ნაწილიც შეადგენს აუცილებელი რადიო მონიტორინგის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების შეძენისათვის განსაზღვრული თანხა (2,093,644.00 ლარი), კომისიის ბიუჯეტით განისაზღვრა - 2,752,999.00 ლარის ოდენობით.
კომისიის 2016 წლის ბიუჯეტში მივლინების ხარჯები საბოლოოდ განისაზღვრა 230,000.00 ლარით.
კომისიის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის ცხრილის მე-13 გრაფაში წარმოდგენილი თანხა - 6,384,229.25 ლარის ოდენობით, შეადგენს: ტექნიკური და სასმელი წყლის, ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის ხარჯვის თანხებს, შრომის ანაზღაურების თანხებს და სხვ. ყველა ეს ხარჯი აღებულია კომისიის 2015 წლის ფაქტიური ხარჯვითი მონაცემებიდან.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის იოსებ აბულაძის მიერ განიმარტა, რომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, იძლევა ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საშუალებას, აუცილებლობის შემთხვევაში.
კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ განმარტა, რომ კომისიას აქვს საბიუჯეტო მუხლების ფაქტიური შესრულების ყოველკვარტალური ანალიზის ვალდებულება, რომლის მეშვეობითაც დაზუსტდება კომისიის მიერ გაწეულ ფაქტიურ დანახარჯებთან შესაბამისობა. კომისიას შესაძლოა დასჭირდეს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა დაგეგმილი რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციის ფარგლებში ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცების ეტაპზე. ასევე შესაძლებელია გამოჩნდეს სხვა გარემოებებიც. ამ დათქმების გათვალისწინებით, მან დააყენა კენჭისყრაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი. ამავე დროს, მიზანშეწონილად მიაჩნია, დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშების კომისიისთვის წარმოდგენა ყოველი კვარტლის დასრულების მომდევნო თვეს.
კომისიის წევრები მერაბ ქათამაძე, გიორგი ფრუიძე, კახი ბექაური და ელისო ასანიძე თანახმა არიან წარმოდგენილ პროექტზე.
„მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირელი და მეორე პუნქტების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- დამტკიცდეს კომისიის 2016 წლის ბიუჯეტი, ზემოაღნიშნული ცვლილებებით თანდართული სახით:
|
შემოსავლები: |
|
|
წლიური შემოსავალი |
8,880,000.00 |
|
ფინანსური რეზერვის ფონდი |
3,000,000.00 |
|
სულ შემოსავალები |
11,880.000.00 |
|
|
|
|
ხარჯები: |
|
|
ძირითადი საშუალებების შეძენა |
2,752,999.00 |
|
საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების ხარჯები |
48,449.00 |
|
კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯი |
174,700.00 |
|
ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები |
166,000.00 |
|
მივლინების ხარჯები |
230,000.00 |
|
საბანკო მომსახურების ხარჯები |
8,500.00 |
|
კონფერენციებისა და სემინარების ჩატარების, კვალიფიკაციის ამაღლების, საექსპერტო მომსახურებისა და სხვა ხარჯები |
37,700.00 |
|
სხვადასხვა საწევრო გადასახადები |
34,320.00 |
|
სამეცნიერო-კვლევითი და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯები |
1,258,620.00 |
|
სხვა საერთო ხარჯი |
281,196.00 |
|
წარმომადგენლობითი ხარჯები |
30,000.00 |
|
მიმდინარე რემონტის ხარჯები |
80,000.00 |
|
შრომის ანაზღაურება |
4,344,000.00 |
|
სახ.ბიუჯეტის ანარიცხები |
1,086,000.00 |
|
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები |
35,000.00 |
|
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების და სახ.ბიუჯეტის ხარჯები. |
303,300.00 |
|
პრემირების ფონდი |
1,009,216.00 |
|
სულ ხარჯები |
11,880,000.00 |
2. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშების კომისიისთვის წარმოდგენა ყოველი კვარტლის დასრულების მომდევნო თვეს.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,N6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
