შპს “არგოს“ (ს/კ 445441497) წილის 15%-ის ფიზიკურ პირ ვილენ ხალვაშის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2015 19:45
მიღების თარიღი თებერვალი 12, 2015
შპს “არგოს“ (ს/კ 445441497) წილის 15%-ის ფიზიკურ პირ ვილენ ხალვაშის
მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2015 წლის 15 იანვარს №001 წერილით მიმართა შპს “არგომ“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/147-15 15.01.2015), შპს “არგოს“ წილის 15%-ის ფიზიკურ პირ ვილენ ხალვაშის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “არგო“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.3. |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.2. |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
WiFi |
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “არგოს“ მიერ 2015 წლის 15 იანვარს №001 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/147-15 15.01.2015), კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
|
|
- ინფორმაცია შპს “არგოს“ სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ; - ინფორმაცია შპს “არგოს“ საქმიანობის შესახებ; - ინფორმაცია შპს “არგოს“ დამფუძნებელთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ; - ინფორმაცია შპს “არგოს“ წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის ვილენ ხალვაშის აფილირების თაობაზე სხვა ავტორიზებულ პირებთან; - შპს “არგოს“ პარტნიორთა კრების ოქმი. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “არგოს“ დამფუძნებლები არიან: ფიზიკური პირი ლევან შანიძე (პ/ნ 61007000153) - წილის 40%-ის მფლობელი, რომელსაც განზრახული აქვს კუთვნილი წილიდან შპს “არგოს“ წილის 15%-ის გასხვისება ფიზიკურ პირ ვილენ ხალვაშზე (პ/ნ 61001008299), ფიზიკური პირი სალიხ გურგენიძე (პ/ნ 61001059153) - წილის 40%-ის მფლობელი, ფიზიკური პირი ავთანდილ თირქია (პ/ნ 01001071873) - წილის 20%-ის მფლობელი. შპს “არგოს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 26 იანვრის №10/143-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “არგოს“, შპს “არგოს“ დირექტორისა და წილის მფლობელის - ლევან შანიძის, ასევე შპს “არგოს“ წილის 15%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის - ვილენ ხალვაშის (პ/ნ 61001008299), აგრეთვე შპს “არგოს“ წილის მფლობელი პირების: სალიხ გურგენიძის და ავთანდილ თირქიას აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 30 იანვრის №10/198-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “არგო“ მიმდინარე ეტაპზე არ ფუნქციონირებს და შესაბამისად შემოსავლები არ გააჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “არგოს“ წილის 15%-ის ფიზიკურ პირ ვილენ ხალვაშის მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “არგოს“ წილის 15%-ის ფიზიკურ პირ ვილენ ხალვაშის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. მიეცეს თანხმობა შპს “არგოს“, შპს “არგოს“ წილის 15%-ის ფიზიკურ პირ ვილენ ხალვაშის მიერ შეძენაზე. 2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში; 3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან; 4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი კახა ბექაური
|
