საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №53/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2015 15:54
მიღების თარიღი თებერვალი 26, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №53/22 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტერეო+“-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 31 მაისის N361/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 26 თებერვლის 16:00 საათი.
2015 წლის 26 თებერვალს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს ცვლილების შეტანა კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №53/22 გადაწყვეტილებაში და შპს „სტერეო+“-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 31 მაისის №361/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად 2015 წლის 5 მარტის განსაზღვრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე–3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის საფუძველზე, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №53/22 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”3. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2015 წლის 5 მარტის 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;”
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”სტერეო+”-ისთვის გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (მ. ნინუა);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
