წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 95 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 09, 2015 17:43

მიღების თარიღი თებერვალი 26, 2015

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 26 თებერვლის №11 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. გადატანილ იქნეს კომისიის 2015 წლის  26 თებერვლის №11 სხდომის დღის წესრიგის 23–ე საკითხის (ერთი მხრივ, შპს „ტელეკომპანია რიონსა“ და მეორე მხრივ, შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა–ტვ“–ს შორის დავის განხილვის შესახებ) განხილვა 2015 წლის 02 მარტს, 16:00 საათზე;
  2. კომისიის 2015 წლის  26 თებერვლის №11 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
  3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
  4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№11 სხდომის

ქ. თბილისი                                                           2015  წლის 26 თებერვალი, 15:00 საათი

                      :

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №11 სხდომის დღის წესრიგის   დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. შპს „TV8”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
  3. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „დელტასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს ”ტერმინალ ვესტ ტრეიდინგისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ  (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  6. შპს ”ვიპ-ტაქსისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური
    დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ  (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  7. შპს  ”ჯიფაუერისთვის”   არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  8. სს ”ენერგო-პრო ჯორჯიასთვის”  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  9. შპს ”ჰელიქსირისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  10. შპს ”მიგისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  11. შპს „ატლანტი - უსაფრთხოების სამსახურისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  12. ინდ. მეწარმე ”ლაშა ძიძიგურისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  13. ინდ.მეწარმე “კახაბერ ბუსკაძისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  14. ინდ. მეწარმე ”ლევან ხორგუაშვილისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ  (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  15. შპს „მაგთიკომისთვის“ ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  16. შპს „იბერია TV”-ის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის NB106 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 29 ივლისის N476/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  17. შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ნ.შოვნაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
  18. სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საკუთრებაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F36 და F54 ლიცენზიების შპს „ევრაზია XXI”-სთვის გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ნ.შოვნაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
  19. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და შპს ”სუპერ ტვ”-ს შორის სასამართლო დავის (საქმე N3ბ/1442-14) მორიგებით დასრულებისა და მორიგების აქტზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  20. ააიპ მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ. ამირიძე – სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  21. შპს „ჩვენი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე – სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  22. შპს „მობიტელის“ მიერ არასათანადო რეკლამის გავრცელების გამო შპს „მაგთიკომის“ განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. ი.მახარაძე - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები