წვდომის მენიუ

შპს ,,TV8 “-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 96 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2015 19:45

მიღების თარიღი თებერვალი 26, 2015

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;  ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 29 იანვარს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 29 იანვრის №10/179-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს „TV8”-ს გავლილი აქვს ავტორიზაცია საერთო მაუწყებლობაზე, ავტორიზაციის ნომერი: BR-1060. ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირების მიერ 2015 წლის 11 იანვრიდან 17 იანვრის ჩათლით პერიოდში, განხორციელდა შპს „TV8”-ის მონიტორინგი, კომპანიის მიერ  მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების თაობაზე. მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ შპს „TV8”-ს სამაუწყებლო ბადეში არა აქვს განთავსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები.

კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 29 იანვრის №10/179-15 სამსახურებრივი ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „TV8”-ის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც საერთო მაუწყებლობა გულისხმობს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობას.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 16 თებერვალს დამატებით წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 16 თებერვლის №10/182-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა შპს „TV8”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2015 წლის 01 თბერვლიდან 2015 წლის 10 თებერვლის პერიოდის სამაუწყებლო ბადის ჩანაწერი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-6/136-15 - 13.02.15), რის შესაბამისადაც ირკვევა, რომ კომპანიის მიერ კვლავ არ ხორციელდება სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების განთავსება.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 29 იანვრის №10/179-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015 წლის 23 თებერვალს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „TV8”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის  მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის,  70-ე მუხლის პირველი პუნქტისა  და საავტორიზაციო/სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 26 თებერვალს 16 საათზე; აღნიშნულის თაობაზე, შპს „TV8”-ს გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. შეტყობინება, კომისიის 2015 წლის 26 თებერვლის სხდომის თაობაზე,  შპს „TV8”-ს ჩაბარდა 2015 წლის 23 თებერვალს (გზავნილის კოდი: 040019665672; კურიერის ვიზიტის თარიღი:23.02.2015; ჩაიბარა: შოთა ქოროღლიშვილმა).

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2015 წლის 25 თებერვალს შპს „TV8”-ს გაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების დამატებითი მასალები (კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამეტის 2015 წლის 16 თებერვლის №შ-10/182-15 სამსახურებრივი ბარათი), რომელიც შპს „TV8”-ს პირადად ჩაბარდა 2015 წლის 25 თებერვალს (გზავნილი ჩაიბარა: ქეთევან ქართველიშვილმა).

2015 წლის 26 თებერვალს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „TV8”-ს უფლებამოსილი წარმომადგენლები გიორგი აღდგომელაძე, ქეთევან ქართველიშვილი და შპს „TV8”-ს ტექნიკური დირექტორი ზაზა მიქაძე (შპს „TV8”-ს დირექტორის რაულ ქირიას მიერ მინდობილობით უფლებამოსილება წარმომადგენლობაზე მინიჭებული ჰქონდათ გიორგი აღდგომელაძეს და ქეთევან ქართველიშვილს 2015 წლის 25 თებერვლიდან 5 დღის ვადით). 2015 წლის 26 თებერვალს  კომისიის სხდომაზე შპს „TV8”-ს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გიორგი აღდგომელაძემ განაცხადა, რომ შპს „TV8”-ში განხორციელდა რეორგანიზაცია და შეიცვალა დირექტორი, რის შესახებაც კანონის შესაბამისად ეცნობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, ასევე შეიცვალა კონტეტნტის დამამზადებელი საკადრო სისტემა. გიორგი აღდგომელაძე აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე შპს „TV8” მონიტორინგის პერიოდში ნამდვილად არ უშვებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას. ასევე, შპს „TV8”-ს წარმომადგენელმა კომისიას მიმართა თხოვნით,  კომპანიას ხარვეზის გამოსასწორებლად გონუსაზღვროს გონივრული ვადა.

2015 წლის 26 თებერვლის კომისიის სხდომაზე ასევე განმარტებები გააკეთა  შპს „TV8”-ს ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა მიქაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამჟამად კომპანიაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, ხოლო გასული წლის  ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში კომაპანია სრულყოფილად ახორციელებდა მაუწყებლობას, მაგრამ კადრებისა და მენეჯმენტის ცვლილების გამო კომპანიას ხელი შეეშალა ავტორიზაციით გათვალისწინებული პირობების შესრულებაში. ზაზა მიქაძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ   კომპანიას შენახული არ აქვს ზემოაღნიშნული ჩანაწერები, ვინაიდან, ჩანაწერების შენახვა დაკავშირებულია ხარჯებთან. ასევე, კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით ტექნიკური მხარე გამართულია და უახლოეს დღეებში შპს „TV8” საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს   საზოგადოებრივ-პოლიტოკურ პროგრამას.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 29 იანვრის №10/179-15 სამსახურებრივი ბარათი;

2.   კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამეტის 2015 წლის 16 თებერვლის №შ-10/182-15 სამსახურებრივი ბარათი;

3.  კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

4.      2015 წლის 26 თებერვალს კომისიის სხდომაზე შპს „TV8”-ს უფლებამოსილი წარმომადგენლის გიორგი აღდგომელაძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

5.     2015 წლის 26 თებერვალს კომისიის სხდომაზე შპს „TV8”-ს ტექნიკური დირექტორის ზაზა მიქაძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.    შპს „TV8“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს საერთო მაუწყებლობაზე (ავტორიზაციის თარიღი 15.05.2013; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: საერთო მაუწყებლობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საკაბელო ქსელის გამოყენებით), რომელსაც ეკისრება ვალდებულება, განახორციელოს არანაკლებ ორი თემატიკის - ახალი ამბებისა და საზოგადოებირი - პოლიტიკური თემატიკის პროგრამებით მაუწყებლობა;

2.    კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში  დასაქმებული უფლებამოსილი პირების მიერ 2015 წლის 11 იანვრიდან 17 იანვრის ჩათლით პერიოდში, განხორციელდა შპს „TV8”-ის მონიტორინგი, კომპანიის მიერ  მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების თაობაზე, ხოლო, მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ შპს „TV8”-ს სამაუწყებლო ბადეში არა აქვს განთავსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები. 

3. კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ დამატებით შესწავლილ იქნა შპს „TV8”-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი 01.02.15 – 10.02.15 პერიოდის სამაუწყებლო ბადის ჩანაწერები (კომისიაში რეგისტრაციის N შ-6/136-15 -13.02.15) და გამოირკვა, რომ კომპანიის მიერ კვლავ არ ხორციელდებოდა სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების განთავსება.

4.       შპს „TV8”-ის  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;                               

4.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

გამომდინარე იქედან, რომ შპს „TV8”-ის   მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები და    70-ე მუხლის პირველი პუქნტის მოთხოვნები,  კერძოდ, იგი არ ანთავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში  საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „TV8”-ის  მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, შპს „TV8”-ის  მიმართ  ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და 70-ე მუხლის   პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.      გაფრთხილდეს შპს „TV8”, „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს  კანონის 451 -ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის  პირობების შეუსრულებლობის გამო;

2.  დაევალოს შპს „TV8”-ს, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა (საკუთარ სამაუწყებლო ბადეში  საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამის განთავსება);

3.        დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტში მითითებული ვალდებულების შპს „TV8”-ის მიერ შესრულებაზე  მონიტორინგი;

4.        დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს  „TV8”-სთვის  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5.        გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს  „TV8”-სთვის  ჩაბარების დღიდან  ერთი  თვის ვადაში;

6.         გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „TV8”-ისთვის  ჩაბარების დღიდან;

7.         დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუას) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ  რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

8.         კონტროული აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

9.         კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-4  და მე-8 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                 კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                 ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 აკაკი სიხარულიძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები