წვდომის მენიუ

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „დელტასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 97 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2015 15:27

მიღების თარიღი თებერვალი 26, 2015

 

 

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „დელტასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური  დანიშნულებით რადიოსიხშირული  სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

 

 

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა   „დელტამ“  კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/08-15. 08.01.15) განცხადებაში განსაზღვრული კოორდინატებით, სეტყვის საწინააღმდეგო დანიშნულების მეტეოროლოგიური  რადიოლოკატორის  (რადარის)  განთავსებისა   და    ფუნქციონირებისთვის  5640 მჰც სიხშირის  (ზოლის სიგანე  ± 4 მჰც)  მინიჭების მოთხოვნით. 

     კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ   „დელტას“      რადარი    ესაჭიროება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაში  მეტეოროლოგიურ პირობებზე დაკვირვებისთვის   და სიხშირე 5640 მჰც (ზოლის სიგანე  8 მჰც)   გამოყენებული იქნება მხოლოდ   სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის   „დელტას“  მიერ  ზემოაღნიშნული რადარის ფუნქციონირებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

        კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით  ანიჭებს    რადიოსიხშირეებს     დამხმარე     ტექნოლოგიური   დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.  

   ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

       კომისია  აღნიშნავს, რომ  სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ   „დელტას“ წარმოდგენილი   აქვს    რადიოსიხშირული    სპექტრით   სარგებლობის   სანებართვო

მოსაკრებლის (500 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

     კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

     “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და  “საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

 1. მიეცეს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ   „დელტას“ რადიოსიხშირული სპექტრით    სარგებლობის № F­­976  ნებართვა და მიენიჭოს  5640მჰც ± 4მჰც სიხშირე  დანართში (თან ერთვის)  განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, ერთი წლის ვადით, მეტეოროლოგიური რადარის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.  სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ   „დელტას“  მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3.  აღირიცხოს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ   „დელტასთვის“  ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

4. დაევალოს სსიპ  სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ   „დელტას“  გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ   „დელტასთვის“  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;   

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ   „დელტასთვის“  ჩაბარებისთანავე.

   კომისიის    თავმჯდომარე                                                                                 ვ.აბაშიძე 

                    

   კომისიის    წევრი                                                                                                ა.სიხარულიძე

   კომისიის    წევრი                                                                                                კ.ბექაური

   კომისიის    წევრი                                                                                                 ი.მოსეშვილი                                                                          

დანართი

1. რადარის განთავსების კოორდინატები  -   N 410 3735.52’’;   E 450 5243.92’’

2. რადარის განთავსების ადგილის სიმაღლე (ზღვის დონიდან) – 1068

3. გასხივების სიხშირე  (ცენტრალური)  - 5640 მჰც

4. სიხშირული ზოლის სიგანე  ± 4 მჰც

5. გასხივების  სიმძლავრე (საშუალო) – 480 ვტ

6.  გასხივების  სიმძლავრე (იმპულსში) -  400 კვტ

7. გასხივების კუთხის საზღვრები  ვერტიკალურ  სიბრტყეში   -   00   ÷   950

8.  გასხივების კუთხის საზღვრები  ჰორიზონტალურ  სიბრტყეში  -  00   ÷  3600

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები