წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ნომერი: 05 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 14, 2016 11:19

მიღების თარიღი იანვარი 05, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”), ავტორიზებული, ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი პირების მიერ “მაუწყებლობის შესახებ” და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნებისა და ავტორიზაციის, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელების, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული, ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი პირების მხრიდან კანონის მოთხოვნების, სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევის გამოვლენისა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსით, კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 43-ე  და  44-ე მუხლების,    “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 35-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად ერთხმად  

:

1. მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შემოწმების ჩატარების, შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება  მიენიჭოთ კომისიის აპარატში დასაქმებულ შემდეგ პირებს:

ა) ივანე მახარაძე - კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი;

ბ) მარიამ აროშიძე - კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

გ) ზურაბ კვირკველია - კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;

დ) თამარ ჯოგიაშვილი - კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;

ე) ვერა შუღლიაშვილი - კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;

ვ) კონსტანტინე ქორიძე – კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;

ზ) იოსებ ბაღაშვილი – კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;

თ) ნინო ჩიქოვანი – კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;

ი) ლალი გვერდწითელი – კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტი;

კ) ნიკოლოზ კონდოლელი - კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მობილური სისტემის მთავარი ინჟინერი;

ლ) კახაბერ მამისეიშვილი - კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მობილური სისტემის ტექნიკოსი;

მ) გიორგი გოგიაშვილი - კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

ნ) ზურაბ გუძუაძე – კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მობილური სისტემის უფროსი ინჟინერი;

ო) გიორგი წიკლაური – კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი ინჟინერი;

პ) ლევან დემურაძე – კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის ინჟინერი;

ჟ) დავით ქუთათელაძე - კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

რ) იოსებ აბულაძე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;

ს) ციალა უჯმაჯურიძე - კომისიის აპარატის ადმინიტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

2. უზრუნველყონ კომისიის აპარატის ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულმა პირებმა შემოწმების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;

3. შემოწმების აქტის შედგენისას უფლებამოსილმა პირებმა იხელმძღვანელონ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად;

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას უფლებამოსილმა პირებმა იხელმძღვანელონ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის შესაბამისად;

5. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2017 წლის 01 იანვრამდე;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ (ი. ხარებავა), მაუწყებლობის რეგულირების (ი. მახარაძე), რადიოსიხშირეთა მართვის (ს. შავგულიძე), საფინანსო (ი. აბულაძე) და კონკურენციის ხელშეწყობის (დ. გოგიჩაიშვილი) დეპარტამენტებს.

კომისიის თავმჯდომარ                                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                          კახა ბექაური

კომისიის წევრი                                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                          მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები