წვდომის მენიუ

ააიპ ”კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრისთვის” მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 06 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2016 16:42

მიღების თარიღი იანვარი 05, 2016

ააიპ ”კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრისთვის” მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ ”კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/9643-15 08/12/2015) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, ააიპ ”კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი” ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

1. მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

2. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

3. მაუწყებლობის  ქვესახეობა: სპეციალიზებული (ეკოლოგიური/საგანმანათლებლო) ტელემაუწყებლობა; 

4. მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული/ინგლისური;

5. მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 1 საათი;

6. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო  გეოგრაფიული არეალი: ინტერნეტი (საქართველო);

7. მაუწყებლობის დაწყების ვადა: სამი სამუშაო დღე;

8. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ინტერნეტი - უფასო;

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ”კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა”   კომისიაში წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული შემდეგი დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. ააიპ ”კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის”  განცხადება;

2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5. ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

კომისია აღნიშნავს, რომ  განცხადებაზე არ იყო თანდართული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლით გათვალისწინებული შემდეგი ინფორმაცია:

1. შესაბამისობის დეკლარაცია;

2. ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

3. ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.

შესაბამისად კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა. აღნიშნულის თაობაზე განმცხადებელს ეცნობა კომისიის 2015 წლის 15 დეკემბრის №01/3112-15 წერილით, ”ააიპ ”კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა” ზემოაღნიშნული დამატებითი ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2015 წლის 22 დეკემბერს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/10245-15).

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის თანახმად,  ავტორიზაციის მსურველი პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) მონაცემები ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ;

გ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები;

დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე.

 

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ1) ქვეპუნქტის თანახმად,  ბენეფიციარი მესაკუთრე არის პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე მაუწყებლის საქმიანობიდან იღებს ან შეიძლება მიიღოს ფულადი ან სხვა სახის სარგებელი და ამ სარგებლის სხვა პირისათვის გადაცემის ვალდებულება არ აქვს, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი;

ააიპ ”კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის” მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას გაირკვა, რომ კომპანიას არასწორად აქვს შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია კერძოდ შესაბამისობის დეკლარაციის პირველ პუნქტში არ არის მითითებული ავტორიზაციის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; მე-3 პუნქტში არ არის მითითებული ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ყველა პირი; მე-4 პუნქტში მითითებული ინფორმაცია განმცხადებლის მიერ არ არის სათანადოდ დადასტურებული ხელმოწერით, მე-5 პუნქტში არ არის მითითებული ააიპ ”კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის” ყველა ბენეფიციარი მესაკუთრე (მმართველი ორგანოს წევრი) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემების შესაბამისად.  კომპანიას ასევე არ აქვს წარმოდგენილი ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ არ უნდა განხორციელდეს ააიპ ”კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის” მაუწყებლად ავტორიზაცია ააიპ ”კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის” მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენისა და წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციის ამავე კანონის 371 მუხლთან შეუსაბამობის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ1) ქვეპუნქტის, 371-ე, 38-ე და 451-ე მუხლების, ასევე  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. უარი ეთქვას ააიპ ”კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევით ცენტრს” მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან  შეუსაბამობის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ”კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება                          (ნ. ჯანელიძე).

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ააიპ ”კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრისთვის”  წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                         ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                        ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                        გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                        მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები