საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2016 16:37
მიღების თარიღი თებერვალი 18, 2016
საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 3/964-16, 01.02.16), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდებისთვის (“BS-1”, ”DON JUAN”, “BUNEBA-1”, “AZMI REIS”, “LAZIKA-1”, “ZOLOTOY TELENOK” და “SAHIN BALIKCILIK”) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47'-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: “BS-1”, ”DON JUAN”, “BUNEBA-1”, “AZMI REIS”, “LAZIKA-1”, “ZOLOTOY TELENOK” და “SAHIN BALIKCILIK” ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:
|
№ |
ხომალდის დასახელება |
ხომალდის მფლობელი |
მინიჭებული სახმობი |
მინიჭებული MMSI |
|
1 |
BS-1 |
შპს „შავი ზღვის აკვაკულტურების კომპანია“ |
4LPN2 |
213 269 000 |
|
2 |
DON JUAN |
შპს “MAIDISTONE INVESTMENTS” |
4LPM2 |
213 267 000 |
|
3 |
BUNEBA 1 |
საქარტველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტემენტი |
4LPO2 |
213 274 000 |
|
4 |
AZMI REIS |
შპს „AZIZ MUTLU“ |
4LPP2 |
213 277 000 |
|
5 |
LAZIKA-1 |
შპს „ზღვის პროდუქტები“ |
4LPQ2 |
213 010 000 |
|
6 |
ZOLOTOY TELENOK |
SHARK TALES S.A. |
4LPR2 |
213 301 000 |
|
7 |
SAHIN BALIKCILIK |
შპს “SAHIN BALIKCILIK SU URUNLERI AVCILIGI NAKLIYAT VE TICARET STI” |
4LPS2 |
213 166 000 |
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6 ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
