წვდომის მენიუ

შპს „სკაილაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ

ნომერი: 107 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 29, 2016 18:09

მიღების თარიღი თებერვალი 18, 2016

შპს „სკაილაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 18 დეკემბერს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის Nშ-10/10022-15 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით (დანართი: 1. ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან; 2. კომისიის 2015 წლის  პირველი დეკემბრის N05/2933-15 წერილის ასლი; 3. კომისიის 2015 წლის პირველი დეკემბრის N05/2933-15  წერილის შპს „სკაილაინისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელშიც აღნიშნულია, რომ ავტორიზებული პირი შპს „სკაილაინი“ ავტორიზაციის დღიდან (ავტორიზაციის თარიღი: 12.06.2015) არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, ამასთან, მიუხედავად კომისიის 2015 წლის პირველი დეკემბრის N05/2933-15 წერილობითი შეტყობინებისა, კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 5 იანვარს Nშ-10/46-16 სამსახურებრივი ბარათით გამოთხოვილ იქნა კომისიის აპარატის საფინანსო  დეპარტამენტისგან ინფორმაცია, კერძოდ, ავტორიზაციის დღიდან - 2015 წლის 12 ივნისიდან  დღემდე შპს „სკაილაინს“ წარმოდგენილი აქვს თუ არა რეგულირების ყოველწლიური  საფასურის გაანგარიშებების ფორმები და ამავე პერიოდზე გააჩნია თუ არა რეგულირების საფასურის დავალიანება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2016 წლის 5 იანვრის Nშ-10/46-16 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 8 იანვრის Nშ-10/125-16 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „სკაილაინს“ ავტორიზაციის დღიდან კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად, რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება ვერ დგინდება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის  2015 წლის პირველი დეკემბრის N05/2933-15 შეტყობინებით შპს „სკაილაინს“, მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება. ასევე, შპს „სკაილაინი“ კომისიის 2015 წლის პირველი დეკემბრის N05/2933-15 შეტყობინებით, გაფრთხილებულ იქნა, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებით და გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის Nშ-10/10022-15 მოხსენებითი ბარათის და კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 8 იანვრის Nშ-10/125-16 სამსახურებრივი ბარათის  საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2016 წლის 20 იანვარს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სკაილაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. შპს „სკაილაინს“ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობა 2016 წლის 20 იანვრის  N03/209-16 შეტყობინებით და მოწვეულ იქნა 2016 წლის 28 იანვრის სხდომაზე, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შპს „სკაილაინს“ ჩაბარდა 2016 წლის 20 იანვარს. (გზავნილის კოდი: 070000015717; ჩაბარების თარიღი: 20.01.2016; ჩაიბარა: გუგული ხავთასმა).

კომისიის 2016 წლის 28 იანვრის სხდომაზე შპს „სკაილაინის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 28 იანვრის სხდომა გადაიდო, ვინაიდან კომისიამ მიიჩნია, რომ  წინამდებარე საკითხის განსახილველად საჭიროა შპს „სკაილაინის“ საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება და შესაბამისად, შპს „სკაილაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 4 თებერვალი, 15 საათი. 

შპს „სკაილაინს“ კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის სხდომის თაობაზე ეცნობა კომისიის 2016 წლის 29 იანვრის N03/352 შეტყობინებით, რომელიც შპს „სკაილაინს“ ჩაბარდა 2016 წლის 1  თებერვალს (გზავნილის კოდი:070000105626; ჩაბარების თარიღი:01.02.2016; ჩაიბარა: გუგული ხავთასმა).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სკაილაინმა“ 2016 წლის 4 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1090-16; 04.02.2016)  წერილით კომისიაში წარმოადგინა რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები 2015 წლის ივლისიდან 2016 წლის იანვრის თვის  ჩათვლით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „სკაილაინმა“ 2016 წლის 4 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-7/1092-16; 04.02.2016) წერილით მოითხოვა შპს „სკაილაინის“ ავტორიზაციის გაუქმება.

კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის სხდომაზე შპს „სკაილაინის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის სხდომაზე კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის წამყვანმა სპეციალისტმა ნატალია ჯანელიძემ დაადასტურა, რომ შპს „სკაილაინს“ დღეის მდგომარეობით, წარმოდგენილი აქვს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და რეგულირების საფასურის დავალიანება არ გააჩნია.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის სხდომაზე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა რატი სხირტლაძემ აღნიშნა, რომ შპს „სკაილაინს“ ავტორიზაციის დღიდან წარმოდგენილი არ აქვს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  191 მუხლის  მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზაცია გაუქმდება ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე ყველა კანონისმიერი ვალდებულება უნდა ჰქონდეს შესრულებული.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „სკაილაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადება და საკითხის განხილვის დღედ განსაზღვრა 2016 წლის 11 თებერვალი, 15 საათი.

შპს „სკაილაინს“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის სხდომის თაობაზე ეცნობა კომისიის 2016 წლის 8 თებერვლის N03/410-16 შეტყობინებით, რომელიც შპს „სკაილაინს“ ჩაბარდა 2016 წლის  8 თებერვალს (გზავნილის კოდი: AP01000229128; ჩაბარების თარიღი: 8.02.2016; ჩაიბარა: გუგული ხავთასმა).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სკაილაინის“ უფლებამოსისლი წარმომადგენელი არ გამოცხადდა კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შპს „სკაილაინის“ მიერ 2016 წლის 4 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-7/1092-16; 04.02.2016) წერილით მოთხოვნილი იყო ავტორიზაციის გაუქმება, შესაბამისად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვის გადადება და შპს „სკაილაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის დღედ განსაზღვრა 2016 წლის 18 თებერვალი, 15 საათი.

შპს „სკაილაინს“ კომისიის 18 თებერვლის სხდომის თაობაზე ეცნობა კომისიის 2016 წლის 15 თებერვლის N03/506-16 შეტყობინებით, რომელიც შპს „სკაილაინს“ ჩაბარდა 2016 წლის 16 თებერვალს (გზავნილის კოდი: AP01000229472; ჩაბარების თარიღი: 16.02.2016; ჩაიბარა: გუგული ხავთასმა).

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2016 წლის 18 თებერვლის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „სკაილაინის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას შეტყობინება (№03/506-16, 15.02.2016) სხდომის გამართვის თაობაზე ჩაბარდა 2016 წლის 16 თებერვალს (გზავნილის კოდი: AP01000229472; ჩაბარების თარიღი: 16.02.2016; ჩაიბარა: გუგული ხავთასმა). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „სკაილაინის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 18 თებერვლის სხდომაზე კომისიის აპარატის ინფორმაციულ ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა რატი სხირტლაძემ განაცხადა, რომ 2016 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით შპს „სკაილაინს“ კომისიაში წარმოდგენილი აქვს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის Nშ-10/10022-15 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით - 4 ფურც. (შპს „სკაილაინის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი  რეესტრიდან; კომისიის 2015 წლის პირველი დეკემბრის N05/2933-15 წერილის ასლი; კომისიის 2015 წლის პირველი დეკემბრის N05/2933-15 წერილის შპს „სკაილაინისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
  2. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2016 წლის 5 იანვრის Nშ-10/46-16 სამსახურებრივი ბარათი;
  3. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016  წლის 8 იანვრის Nშ-10/125-16 სამსახურებრივი ბარათი;
  4. შპს „სკაილაინის“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  5. შპს „სკაილაინის“ 2016 წლის 4 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1090-16;4.02.2016) წერილი  დანართით (რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება);
  6. შპს „სკაილაინის“ 2016 წლის 4 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის N-7/1092-16) წერილი (ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნა);
  7. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის ნატალია ჯანელიძის ახსნა-გამნარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის სხდომაზე;
  8. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის რ. სხირტლაძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 18 თებერვლის სხდომაზე.

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „სკაილაინი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 12.06.2015; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება);

2. 2015 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით შპს „სკაილაინს“, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით კომისიაში  ავტორიზაციის დღიდან (2015 წლის 12 ივნისიდან) წარმოსადგენი ჰქონდა კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. 

3. შპს „სკაილაინს“, კომისიაში 2015 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით არ ჰქონდა წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, რომლის წარმოდგენის ვალდებულება გათვალისწინებულია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით. ასევე კომისიის 2015 წლის პირველი დეკემბრის N05/2933-15 წერილით შპს „სკაილაინს“ მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება.  შპს „სკაილაინი“ კომისიის 2015 წლის პირველი დეკემბრის N05/2933-15 წერილით, გაფრთხილებულ იქნა, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებით და გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს სანქცირების საფუძველს; კომისიის 2015 წლის პირველი დეკემბრის N05/2933-15 წერილი შპს „სკაილაინს“ ჩაბარდა 2015 წლის 3 დეკემბერს;

4. შპს „სკაილაინს“ ავტორიზაციის დღიდან (2015 წლის 12 ივნისიდან) კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად, რეგულირების საფასურის წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდებოდა.

5. 2016 წლის 4 თებერვლის მდგომარეობით და ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „სკაილაინს“ წარმოდგენილი აქვს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები და რეგულირების საფასურის დავალიანება არ გააჩნია.

6. 2016 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით შპს „სკაილაინმა“ წარმოადგინა ნულოვანი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

7. შპს „სკაილაინმა“ 2016 წლის 4 თებერვალს კომისიაში წარმოადგინა განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1092-16; 04.02.2016), რომლის შესაბამისადაც კომპანია საკუთარი განცხადების საფუძველზე ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას;

8. შპს „სკაილაინის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები. ამავე გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები  ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი № 1 და დანართი № 2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

6.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზაცია გაუქმდება ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე ყველა კანონისმიერი ვალდებულება უნდა ჰქონდეს შესრულებული;

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სკაილაინის“ მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობით ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევას, ხოლო შპს „სკაილაინის“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობით ადგილი აქვს  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევას, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

კომისია აღნიშნავს, კომისიაში შპს „სკაილაინის“ მიერ წარმოდგენილია რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები, რომელთა მიხედვით, კომპანიას  არ მიუღია შემოსავალი, ასევე კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია ნულოვანი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ამასთან,  შპს „სკაილაინი“ 2016 წლის 4 თებერვლის განცხადებით ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას.  კომისიის მიერ დადასტურებულად იქნა მიჩნეული შპს „სკაილაინის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის  ფაქტი, რაც თავის მხრივ წარმოადგენს შპს „სკაილაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. სამართალდარღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების დანიშნულება და მიზანი არის სამართალდამრღვევის გამოსწორება, სამართალდარღვევის მომავალში ჩადენის თავიდან აცილება და საჯარო წესრიგის დაცვა. მოცემულ შემთხვევაში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „სკაილაინის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია ყველა კანონისმიერი ვალდებულებები, ამასთან, კომპანიის მიერ წარმოდგენილია სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვანი ფორმები და რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები, ასევე, შპს „სკაილაინის“ მიერ მოთხოვნილია ავტორიზაციის გაუქმება. შესაბამისად, კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე მისი ავტორიზაციის გაუქმების რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს, შპს „სკაილაინის“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენება აზრს მოკლებულია და არ ემსახურება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ობიექტურ მიზანს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია კომისიის უფლებამოსილება ავტორიზებული პირის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღევის შემთხვევაში მის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესაბამისი სახე, კომისია მოქმედებს რა აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში:

ა) შპს „სკაილაინს“ უნდა დაუდასტურდეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის  ფაქტი, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ შესრულებულია ყველა კანონისმიერ ვალდებულება და ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას, უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „სკაილაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ბ) შპს „სკაილაინს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად უნდა გაუუქმდეს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის,   45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19  გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „სკაილაინს“ დაუდასტურდეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,   „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის ფაქტი, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიას, კომისიის წინაშე შესრულებული აქვს კანონისმიერ ვალდებულებები და ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას, შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „სკაილაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

2. შპს „სკაილაინს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად გაუუქმდეს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):

ა) შპს „სკაილაინისთვის“ ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სკაილაინისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა, ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „სკაილაინისთვის“  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „სკაილაინისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები