საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის № 661/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2016 18:52
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის № 661/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეარხი 25“-მა კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 6/9154-15, 24.11.15) მისი გადამცემი ანტენის განთავსების ადგილმდებარეობის შეცვლის თაობაზე („მწვანე კონცხის“ რადიოსაკომუნიკაციო ანძიდან „ომბალაურის“ ანძაზე გადატანით).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის მე-20 ქვეპუნქტით შპს ”ტელეარხი 25“-ს განესაზღვრა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად ძირითადი გადამცემი სადგურის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები, შესაბამისი სიხშირული რესურსი და ტექნიკური პარამეტრები. ამ პარამეტრების მიხედვით შპს „ტელეარხი 25“-ის ციფრული სატელევიზიო გადამცემი (მე-7 მეტრულ არხზე) უნდა განეთავსებინა შპს „ტელერადიოცენტრის“ კუთვნილ „მწვანე კონცხის“ ანძაზე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 26 ოქტომბერს შპს „ტელეარხი 25“-მა კომისიას მიმართა №28 წერილით (კომისიაში რეგიტრაციის № შ-6/8231-15, 27.10.2015), სადაც აღნიშნავს, რომ მაუწყებლობა სურდა განეხორციელებინა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“ კუთვნილ „ომბალაურის“ ანძიდან (აღნიშნული ანძა კომისიის №661/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული „მწვანე კონცხის“ ანძიდან დაშორებულია 1150 მეტრით), რაზეც სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ“ უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ „ომბალაურის“ ანძის განლაგების ადგილის შესაბამისი საკადასტრო კოდით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი არ იყო მის ბალანსზე და ვერ დაუშვებდა ანძის და დამხმარე შენობა ნაგებობის ფართის მიქირავებას შპს „ტელეარხი 25“-სთვის. აღნიშნული წერილით შპს „ტელეარხი 25“ კომისიას სთხოვდა მისი კომპეტენციის ფარგლებში ჩართულიყო საკითხის გადაწყვეტაში.
2015 წლის 26 ოქტომბრის №28 წერილთან დაკავშირებით კომისიამ განუმარტა შპს „ტელეარხი 25“-ს (წერილი №06/2819-15, 25.11.2015), რომ სატელევიზიო გადამცემის განლაგების ადგილის შეცვლა კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანას საჭიროებდა და სატელევიზიო გადამცემის განლაგების ადგილის შეცვლის თხოვნით განცხადების კომისიაში წარმოდგენის შემდგომ, კომისია უფლებემოსილი იქნებოდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში, რომლითაც განსაზღვრულია შპს „ტელეარხი 25“-ის სატელევიზიო გადამცემის განლაგების ადგილი, შესაბამისი ცვლილების შეტანის შესაძლებლობის თაობაზე.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 30 ნოემბერს №06/2879-15 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს შპს „ტელეარხი 25“-ის მიერ დასმული საკითხის მოგვარებაში სათანადო ხელშეწყობის თხოვნით.
მიმდინარე წლის 4 თებერვლის №06/393-16 წერილით, კომისიამ მიმართა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას“, შპს „ტელეარხი 25“-სთვის ბათუმის „ომბალაურის“ ანძის დამხმარე შენობა-ნაგებობაში გადამცემი სადგურის და ანძის კონსტრუქციულ ნაწილზე შპს „ტელეარხი 25“-ის გადამცემი ანტენის განთავსებაზე თანხმობის მიცემის დადასტურების მოთხოვნით, რის თაობაზეც ამა წლის 8 თებერვალს ეცნობა შპს „ტელეარხი 25“-ს. 2016 წლის 9 თებერვალს კომისიაში შემოვიდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“ №02-19/52 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1220-16, 09.02.2016) შპს „ტელეარხი 25“-სთვის ბათუმის „ომბალაურის“ ანძის დამხმარე შენობა-ნაგებობაში გადამცემი სადგურის და ანძის კონსტრუქციულ ნაწილზე შპს „ტელეარხი 25“-ის გადამცემი ანტენის განთავსებაზე თანხმობის დადასტურების თაობაზე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ განიხილა შპს ”ტელეარხი 25“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის № 6/9154-15, 24.11.15) მისი გადამცემი ანტენის განთავსების ადგილმდებარეობის შეცვლის თაობაზე და შესაძლებლად მიაჩნია შპს ”ტელერხი 25“-ის გადამცემი ანტენის ადგილმდებარეობის შეცვლა დამატებითი ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რათა შენარჩუნებული იქნას სატელევიზიო სიგნალებით დაფარვის ზონა და არსებულ გარემოში შენარჩუნებული იქნას ელექტრომაგნიტური თავსებადობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის N 661/13გადაწყვეტილებაში და მისი მე-2 პუნქტის მე-20 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
20 |
შპს „ტელეარხი 25" |
GEO252 |
ბათუმი |
500 |
41°41'8.00" |
41°43'25.00" |
30 |
D დიაგრამის გაშლის კუთხე ჰორიზონტალურ სიბრტყეში (H) 180°, გასხივების მთავარი მიმართულების აზიმუტი 220° |
H |
7 |
186 |
8 |
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ტელეარხი 25“-სთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
