წვდომის მენიუ

სს „ჯი ენ ენ“ -ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 116 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 22, 2016 15:06

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2016

სსჯი ენ ენ“ -ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2016  წლის 15  იანვარს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 15 იანვრის Nშ-10/324-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით (2015 წლის 26 ნოემბრის N735/18 კომისიის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომლის შესაბამისადაც ირკვევა, რომ კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N735/18 გადაწყვეტილებით, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს დაევალა კონტროლი გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე, რაც გულისხმობს, სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებასა და 2015 წლის 2 სექტემბრის N05/1862-15 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის, აბონენტების მკვეთრ კლებასთან დაკავშირებით, კომისიაში წარმოდგენას. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომპანიას 2016 წლის იანვრის თვის მდგომარეობით შევსებული და კომისიაში წარმოდგენილი აქვს მოთხოვნილი სტატისტიკური ფორმები, ხოლო რაც შეეხება აბონენტების თაობაზე  ინფორმაციას,  მიუხედავად იმისა, რომ კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N735/18 გადაწყვეტილება კომპანიას 17 დეკემბერს ჩაბარდა (გზავნილის ნომერი: 03/3049-15; ჩაბარების თარიღი: 17.12.2015), სს „ჯი ენ ენ“-ს  განმარტება კომისიაში არ წარმოუდგენია.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 20 იანვარს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 20 იანვრის შ-10/524-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით (დანართი: 1. კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის N04/2060-15 წერილი გაგზავნილი შპს „ჯი ენ ენ“-ისთვის; 2. კომისიის 2015 წლის 26 ოქტომბრის N04/2423-15 წერილი გაგზავნილი სს „ჯი ენ ენ“-სთვის; 3. კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის  N04/2060-15 და 26 ოქტომბრის N04/2423 წერილების  სს „ჯი ენ ენ“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები; 4. კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N735/18 გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების სს „ჯი ენ ენ“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელთა შესაბამისად ირკვევა, რომ 2015 წლის 24 სექტემბერს კომისიამ სს „ჯი ენ ენ“-ს მიმართა წერილით (N04/2060-15) და მოსთხოვა აბონენტების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა. აღნიშნული წერილის მიუხედავად, რომელიც სს „ჯი ენ ენ“-ს პირველ ოქტომბერს ჩაჰბარდა, კომპანიამ არ წარმოადგინა კომისიაში მოთხოვნილი ინფორმაცია. 2015 წლის 26 ოქტომბერს კომისიამ განმეორებით მიმართა სს „ჯი ენ ენ“-ს წერილით (N04/2423-15) და მოსთხოვა ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა 3 სამუშაო დღის ვადაში. მიუხედავად წერილის კომპანიისათვის ჩაბარებისა (26.10.2015) სს „ჯი ენ ენ“-მა არ განახორციელა შესაბამისი ქმედება.

 მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 20 იანვრის  შ-10/524-16 სამსახურებრივ ბარათში, ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის 2015 წლის 26 ნოემბერის N735/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, სს „ჯი ენ ენ“-ს დაევალა აბონენტების კლებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დაუყოვნებლივ წარმოდგენა, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის გადაწყვეტილება კომპანიას 2015 წლის 17 დეკემბერს ჩაჰბარდა,  სს „ჯი ენ ენ“-ს  ინფორმაცია კომისიაში არ  წარმოუდგენია.

კომისია დამატებით აღნიშნივს, რომ კომისიის  2015 წლის 24 სექტემბრის სს „ჯი ენ ენ“-ისთვის გაგზავნილი N04/2060-15 წერილით გამოთხოვილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია: 1. რით არის გამოწვეული აბონენტების რაოდენობის მკვეთრი კლება, რომელიც დაფიქსირდა სტატისტიკური მონაცემების ბაზაში, რომლის შესაბამისად, შპს „ჯი ენ ენ“-ს 2015 წლის მარტის თვის მონაცემებით უფიქსირედება - 11,506 აბონენტი, ხოლო, ივლისის თვის მონაცემებით - 230 აბონენტი; 2. იმ შემთხვევაში თუ სს „ჯი ენ ენ“-ის აბონენტთა გარკვეულ რაოდენობას ოპერატორის ინიციატივით შეუწყდა მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება, დაცული იქნა თუ არა კომპანიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-109 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები მომხმარებელთათვის ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნის თაობაზე, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით; 3. იმ შემთხვევაში, თუ თავად აბონენტებმა განაცხადეს უარი სს „ჯი ენ ენ“-ის მომსახურების მიღებაზე, აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები.

 კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 15 იანვრის Nშ-10/324-15 მოხსენებითი ბარათის და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 20 იანვრის Nშ-10/524-16 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2016  წლის 22 თებერვალს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „ჯი ენ ენ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. სს „ჯი ენ ენ“-ს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობა კომისიის 2016 წლის 22 თებერვლის  N 03/598-16 შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ სს „ჯი ენ ენ“-ს ჩაბარდა ხელზე 2016 წლის 22 თებერვალს (ჩაბარების თარიღი: 22.02.2016; ჩაიბარა: კომპანიის მენეჯერმა - მურმან გახარიამ).

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 24 თებერვალს კომისიაში შემოვიდა სს  „ჯი ენ ენ“-ის 24 თებერვლის N24/02 განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის: 24.02.2016; N6/187-16) თანდართული მასალით (2010 წლის 19 ივნისის ხელშეკრულება რესურსების მმართვის უფლების (იჯარით) გადაცემის შესახებ და 2015 წლის 1 იანვრის დამატებითი შეთანხმება 2010 წლის 19 ივლისის რესურსების მმართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატების შესახებ), რომელთა შესაბამისადაც ირკვევა, რომ 2010 წლის 19 ივლისს სს „ჯი ენ ენ“-ს და მის ექვს პარტნიორს შორის (შპს „დაკა“, შპს „სამეცნიერო-ტექნიკური ასოციაცია ინტეროპტიკა“, შპს „ელი“, შპს „ოკრიბა ტვ+“, შპს „გეოტელემედია“, ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი“ შემდგომში „პარტნიორები“) გაფორმდა რესურსების მართვის უფლებით (იჯარით) გადაცემის შესახებ ხელშეკრულება.  ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, პარტნიორები მმართვის უფლებით გადასცემენ სს „ჯი ენ ენ“-ს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკუთარ რესურსებს ამ უკანასკნელის მიერ აბონენტებისათვის სამაუწყებლო არხების ტრანზიტული მომსახურების მიწოდების მიზნით; 1.2 პუნქტის შესაბამისად, სს „ჯი ენ ენ“-ი ვალდებულია, უფლების მინიჭების სანაცვლოდ გადაუხადოს პარტნიორებს, თითოეულს ცალ-ცალკე და დამოუკიდებლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა, ხოლო 2.7 პუნქტის თანახმად, სს „ჯი ენ ენ“-ისთვის  სააბონენტო ბაზის გადაცემით წყდება პარტნიორთა სამართლებრივი ურთიერთობა აბონენტებთან, რის საფუძველზეც სს „ჯი ენ ენ“-ი ჩაანაცვლებს პარტნიორებს აბონენტებთან სამართლებრივ ურთიერთობაში და გააფორმებს მათთან შესაბამის სააბონენტო ხელშეკრულებებს.   

სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ კომისიაში  წარმოდგენილი დოკუმენტის - 2015 წლის 1 იანვრის დამატებით შეთანხმება 2010 წლის 19 ივლისის რესურსებით მმართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატების შესახებ - 3.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე დამატებითი შეთანხმებით მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ 2015 წლის აპრილიდან სს „ჯი ენ ენ“-სა და მესაკუთრეებს: შპს „ელის“, შპს „ოკრიბა ტვ+“-ს, შპს „გეოტელემედიას“, ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდს შორის წყდება „ძირითადი ხელშეკრულების“ მოქმედება და ამ უკანასკნელებს (მესაკუთრეებს) უკან უბრუნდებათ სს „ჯი ენ ენ“-ისათვის სამართავად გადაცემული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, რის შედეგადაც თითოეული მესაკუთრე, კუთვნილი ქსელის ფარგლებში, ჩაანაცვლებს სს „ჯი ენ ენ“-ს აბონენტთან არსებულ ურთიერთობაში, ხოლო წინამდებარე დამატებით შეთანხმების 3.2 პუნქტში აღნიშნულია, რომ მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ 2015 წლის 1 აპრილიდან სს „ჯი ენ ენ“-სა და მესაკუთრეებს: შპს „დაკას“ და შპს „სამეცნიერო-ტექნიკური ასოციაცია ინტეროპტიკას“ შორის შეიცვალოს „ძირითადი ხელშეკრულებით“ სამართავად გადაცემული რესურსის ოდენობა (მოცულობა) და ეს უკანასკნელი 2016 წლის 1 იანვრამდე არსებულ პერიოდამდე განისაზღვროს, შემოიფარგლოს ამავე დამატებითი შეთანხმების დანართი N1-ით გათვალისწინებული აბონენტებით. აღსანიშნავია, რომ სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილ დოკუმეტებს თან არ ერთვის ზემოხსენებული დანართი N1.

კომისიის 2016 წლის 25  თებერვლის სხდომას ესწრებოდა სს „ჯი ენ ენ“-ის  დირექტორი მირიან კიკნაძე, რომელმაც კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ კომპანია არასდროს არ ფლობდა სააბონენტო ქსელს, სს „ჯი ენ ენ“-ი ახდენდა მხოლოდ ქსელის მართვას 2010 წლის 19 ივნისიდან 2015 წლის 1 აპრილამდე საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, რომელიც გაფორმებული იყო სს „ჯი ენ ენ“-სა და ექვს ავტორიზებულ პირს შორის. აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტით, სს „ჯი ენ ენ“-ს და ამ ავტორიზებულ პირებს შორის შეწყდა ყველანაირი სამართლებრივი ურთიერთობა, ამ უკანასკნელებს უკან დაუბრუნდათ  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი და ქსელს უკან მდგარი აბონენტები.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „ჯი ენ ენ“-ის დირექტორმა კომისიის სხდომაზე აღიარა დარღვევა და აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ არ იყო კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია აბონენტების კლებასთან დაკავშირებით, რომელიც კომისიამ არაერთხელ გამოითხოვა სს „ჯი ენ ენ“-სგან. კომპანიის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ 2010 წლის ივნისის თვიდან 2015 წლის აპრილის თვის ჩათვლით სს „ჯი ენ ენ“-ი უწევდა აბონენტებს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას. მისი განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ კანონი არ ითხოვს კომპანიებისგან წერილობით გაფორმებულ ხელშეკრულებას, აბონენტებთან მომსახურების მიწოდება ხორციელდებოდა განაცხადის საფუძველზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ  აბონენტი გამოთქვამდა სურვილს გაფორმებულიყო ხელშეკრულება მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე, აღნიშნული წერილობით  ფორმდებოდა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომაზე თავისი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირა დაინტერესებულმა პირმა შპს „გლობალ მედია ჯგუფმა“, რომლის წარმომადგენლობას შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე ახორციელებდა ლევან გიორგაძე (2015 წლის 19 ნოემბერს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის მიერ გაიცა მინდობილობა ლევან გიორგაძეზე).

კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხოდმაზე დაინტერესებული პირის შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სს „ჯი ენ ენ“-მა დაახლოებით 12000 აბონენტი გააქრო ბაზიდან, აღნიშნული აბონენტები რომელიმე ავტორიზებულ პირთან უნდა ასახულიყო, თუმცა შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია არ მოიპოვება. ლევან გიორგაძის განმარტებით, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კომისიაში აბონენტების მხრიდან საჩივარი იმის თაობაზე, რომ კომპანიამ შეუწყვიტა მომსახურება არ ფიქსირდება.

შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ როგორც მათვის ცნობილია, სს „ჯი ენ ენ“-ი 2015 წლის აპრილის თვის შემდეგ განაგრძობდა მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების გაწევას, რაც ლევან გიორგაძის თქმით, ყოვლად გაუგებარია, ვინაიდან, როგორც სს „ჯი ენ ენ“-ის წარმომადგენელმა განმარტა 2015 წლის 1 აპრილიდან კომპანია აღარ ფლობდა არც ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, არც ქსელთან მიერთებული აბონენტების მომსახურების უფლებას.

კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომაზე  კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა რატი სხირტლაძემ დაადასტურა შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ წარმომადგენლის  მიერ გაკეთებული განმარტებები და დააზუსტა, რომ სს „ჯი ენ ენ“-ი, მის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ფორმების შესაბამისად, 2015 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით უწევდა 274 აბონენტს მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას.

კომისიის მიერ გამოკვლეულურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 15 იანვრის Nშ10/324-16 მოხსენებითი ბარათი;
  2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 20 იანვრის N524/16 სამსახურებრივი ბარათი;
  3. კომისიის 2015 წლის 2 სექტემბრის N05/1862-15 წერილი მიწერილი სს „ჯი ენ ენ“-ისთვის აბონენტების რაოდენობის მკვეთრ ცვლილებებასთან დაკავშირებით და აღნიშნული წერილის კომპანიისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  4. კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის N04/2060-15 წერილი მიწერილი სს „ჯი ენ ენ“-ისთვის აბონენტების კლების თაობაზე და აღნიშნული წერილის კომპანიისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  5. კომისიის 2015 წლის 26 ოქტომბრის N04/2413-15 წერილი მიწერილი სს „ჯი ენ ენ“-ისთვის აბონენტების კლების თაობაზე და აღნიშნული წერილის კომპანიისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  6. კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N735/18 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების სს „ჯი ენ ენ“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  7. სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ 2016 წლის 24 თებერვალს კომისიაში წარმოდგენილი განცხადება თანდართული მასალით (კომისიაში რეგისტრაციის:24.02.2016; N6/1867-16);
  8. სს „ჯი ენ ენ“-ის  შესახებ მონაცემები კომისიის  ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
  9. სს „ჯი ენ ენ“-ის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
  10. სს „ჯი ენ ენ“-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ 2016 წლის 25 თებერვლის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარეტებები;
  11. შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ 2016 წლის 25 თებერვლის კომისიის სხდომაზე  მიცემული ახნსა-განმარტება;
  12. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის რ. სხირტლაძის მიერ 2016 წლის 25 თებერვლის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესშიზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზედადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები

1. სს „ჯი ენ ენ“-ი არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 21.06.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);

2. სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების 4.3 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება) ფორმის შესაბამისად, 2015 წლის მარტის თვის მონაცემებით 11506 აბონენტი ფიქსირდება, ხოლო  აპრილის თვის მონაცემებით - 245 აბონენტი, მაისის თვის მონაცემით - 543 აბონენტი, ივნისის და ივლისის თვის მონაცემებით - 230 აბონენტი, ხოლო, აგვისტოს თვის მონაცემებით - 292 აბონენტი.

3. კომისიის მიერ 2015 წლის 24 სექტემბრის N04/2060-15 და 2015 წლის 26 ოქტომბრის N04/2423-15 წერილებით სს „ჯი ენ ენ“-ისგან გამოთხოვილ იქნა აბონენტების შესახებ ინფორმაცია.

4. კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N735/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, სს „ჯი ენ ენ“-ს დაევალა აბონენტების შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ წარმოდგენა;

5. სს „ჯი ენ ენ“-ს, მიუხედავად კომისიის მრავალჯერადი მოთხოვნისა, კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი აბონენტების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, აბონენტების რაოდენობის მკვეთრი ცვლილების თაობაზე განმარტება; დაცული იქნა თუ არა კომპანიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-109 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები მომხმარებელთათვის ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნის თაობაზე (იმ შემთხვევაში, თუ სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ აბონენტთა გარკვეულ რაოდენობას ოპერატორის ინიციატივით შეუწყდა მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება) ან შესაბამისი მტკიცებულებები აბონენტების მხრიდან მომსახურებაზე უარის თქმის შესახებ;

6. 2016 წლის 24 თებერვალს სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2010 წლის 19 ივნისის ხელშეკრულება - რესურსებით მმართვის უფლებით (იჯარით) გადაცემის შესახებ თანდართული მასალით (2015 წლის 1 იანვრის დამატებითი შეთანხმება), გაფორმებული სს „ჯი ენ ენ“-ს და ექვს ავტორიზებული პირს შორის (შპს „დაკა“, შპს „სამეცნიერო-ტექნიკური ასოციაცია ინტეროპტიკა“, შპს „ელი“, შპს „ოკრიბა ტვ+“, შპს „გეოტელემედია“, ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი“ შემდგომში „პარტნიორები“), რომლის შესაბამისადაც ირკვევა, რომ აღნიშნულმა კომპანიებმა  სს „ჯი ენ ენ“-ს აბონენტებისათვის სამაუწყებლო არხების ტრანზიტული მომსახურების მიწოდების მიზნით, მმართვის უფლებით გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკუთარი რესურსები, რის საფუძველზეც, სს „ჯი ენ ენ“-მა ჩაანაცვლა პარტნიორები აბონენტებთან სამართლებრივ ურთიერთობაში და სს „ჯი ენ ენ“-ს, ხელშეკრულების თანახმად, უნდა გაეფორმებინა აბონენტებთან შესაბამისი სააბონენტო ხელშეკრულებები.  დამატებითი შეთანხმების 3.1 პუნქტის თანახმად, 2015 წლის აპრილიდან სს „ჯი ენ ენ“-სა და მესაკუთრეებს: შპს „ელის“, შპს „ოკრიბა ტვ+“-ს, შპს „გეოტელემედიას“, ააიპ „ეკონომისტა და მეწარმეთა ფონდს შორის შეწყდა „ძირითადი ხელშეკრულების“ მოქმედება და ამ უკანასკნელებს (მესაკუთრეებს) უკან დაუბრუნდათ სს „ჯი ენ ენ“-სათვის სამართავად გადაცემული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, რის შედეგადაც თითოეულ მესაკუთრეს, კუთვნილი ქსელის ფარგლებში, უნდა ჩაენაცვლებინა სს „ჯი ენ ენ“-ი აბონენტთან არსებულ ურთიერთობაში. თუმცა, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით არ დასტურდება ზემოთმითითებული კომპანიების მიერ ხელშეკრულების პირობების (ქსელის დაბრუნება და აბონენტებისათვის მომსახურების მიწოდება) შესრულების ფაქტი;

6. 2015 წლის 26 ნოემბრის N735/18 გადაწყვეტილებით სს „ჯი ენ ენ“-ს მიეცა გაფრთხილება მსგავსი დარღვევისთვის, კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისადავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრულიინფორმაციისმიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;

4. კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N735/18 გადაწყვეტილების მე-2 პუქტის შესაბამისად, სს „ჯი ენ ენ“-ს დაევალა კომისიის მიერ 2015 წლის 2 სექტემბრის N05/1862-15, 2015 წლის 24 სექტემბრის N04/2060-15 და 2015 წლის 26 ოქტომბრის N04/2423-15 წერილებით აბონენტების შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციის დაუყოვნებლივ წარმოდგენა.

 კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. შესაბამისად, სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ აბონენტების შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობით, კომისიას ხელი ეშლება მისი კანონისმიერი ფუნქციის - მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებაში, ვინაიდან კომისიისთვის უცნობია განახორციელა თუ არა კომპანიამ მასზედ დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ უზრუნველყო თუ არა ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნა მომხმარებლისათვის მომსახურების შეწყვეტის თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერი ცვლილებების თაობაზე ატყობინებს მომხმარებელს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე, ხოლო, ამავე რეგლამენტის 109 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებისას, მომსახურების მიმწოდებელი, საკუთარი ინიციატივით მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტამდე, ვალდებულია უზრუნველყოს ინდივიდუალური შეტყობინებით მომხმარებლისათვის  ამ ინფორმაციის მიწოდება, მომსახურების შეწყვეტამდე 10 სამუშო დღით ადრე. შესაბამისად, სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობით კომისიას ხელი ეშლება თავისი ძირითადი ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია  აღნიშნავს, რომ სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ აბონენტების შესახებ ინფორმაციის, მიუხედავად კომისიის მრავალჯერადი მოთხოვნისა, წარმოუდგენლობით უგულვებელყოფილ და დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის ა) ქვეპუნტი, რომლის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრულიინფორმაციისმიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

გამომდინარე იქიდან, რომ სს „ჯი ენ ენ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გამოყენებული იყო გაფრთხილება, იდენტური დარღვევისათვის, კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო, კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N735/18 გადაწყვეტილებით კომპანიას მიეცა გაფრთხილება, სახეზეა დენადი ხასიათის დარღვევა, რომელიც სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში  არ იქნა აღმოფხვრილი, კომპანიის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია აბონენტების მკვეთრ კლებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, დაცული იქნა თუ არა კომპანიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-109 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები მომხმარებელთათვის ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნის თაობაზე; შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს „ჯი ენ ენ“-ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას ჯარიმა, მას ასევე უნდა დაევალოს კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა აბონენტების რაოდენობის მკვეთრ ცვლილებასთან დაკავშირებით და აბონენტებისათვის ინდივიდუალური შეტყობინებების გაგზავნის თაობაზე, მათთვის ოპერატორის ინიციატივით მომსახურების მოსალოდნელ შეწყვეტასთან დაკავშირებით ან შესაბამისი მტიკიცებულებების  წარმოდგენა აბონენტების მხრიდან მომსახურებაზე უარის თქმის შესახებ.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 25 თებერვლის N10/1905-16 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სს „ჯი ენ ენ“-ის ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის 0,5% შეადგენს 3408.22 ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს „ჯი ენ ენ“-ის  მიმართ გამოყენებული უნდა იქნას ჯარიმა - 3408.22 ლარის ოდენობით;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების, ასევე,  კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N735/18 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაეკისროს ჯარიმა სს „ჯი ენ ენ“-ს 3,408.22 ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და   კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N735/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს სს „ჯი ენ ენ“-მა  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: 

 ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900; 

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

სახაზინო კოდი -  300773251;

 გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა;

3. უზრუნველყოს სს „ჯი ენ ენ“-მა კომისიის მიერ 2015 წლის 2 სექტემბრის N05/1862-15, 2015 წლის 24 სექტემბრის N04/2060-15, 2015 წლის 26 ოქტომბრის N04/2423-15 წერილებით გამოთხოვნილი ინფორმაციის,  ასევე, „2010 წლის 19 ივლისის რესურსების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შესახებ“ შეთანხმების მიხედვით, ავტორიზებული პირებისათვის: შპს „ელისთვის“, შპს „ოკრიბა ტვ+“-სთვის, შპს „გეოტელემედიისათვის“, ააიპ „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდისათვის“ აბონენტების გადაცემამდე პერიოდის მდგომარეობით სს „ჯი ენ ენ“-ის  აბონენტების შესახებ ინფორმაციის (სახელი, გვარი და მისამართი) და „რესურსების მართვის უფლებით (იჯარით) გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულების  დანართი N1-ის კომისიაში დაუყოვნებლივ წარმოდგენა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „ჯი ენ ენ“  -ისთვის   დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე)  სს „ჯი ენ ენ“-ისთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის  სს „ჯი ენ ენ“-ისთვის ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) სს „ჯი ენ ენ“-ისთვის   ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2  პუნქტის შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

კომისიის თავმჯდომარე                                          ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                          მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

                                       

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები