წვდომის მენიუ

შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების

ნომერი: 117 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2016 19:09

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2016 19:09

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიეცეს გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
  2. შპს „TECHNOMAX LLP“-მ უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: “Silk -უნივერსალი”,“RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”,  “Euronews”, “Al  jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “ACM”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Еврокино”, “XXI”,  “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’,  “Россия К”, “Звезда”, “Союз”,  “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”,  “Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”, „Мужское Кино’’, “Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD , “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “HTB Спорт Плюс”, “HTB Баскетбол”, “HTB Теннис”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”,“Eurosport2”,  “Eurosport 1 HD”, “Спорт”, “Спорт 1”, “Спорт 1 HD”,   “HD Спорт”, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец ТВ”,“Русский Экстрим”,“Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, “MTV”, “MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “RU TV”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”, „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”,”Матч”,“РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan”-ის საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  3. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების  შპს „TECHNOMAX LLP“-ის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია შესაბამისი პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლით განსაზღვრული სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით აღსრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიება;
  4. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის;
  5. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
  6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
  9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ვახტანგ აბაშიძე

 

კომისიის წევრი                                                                                             ელისო ასანიძე

 

კომისიის წევრი                                                                                             გიორგი ფრუიძე

 

კომისიის წევრი                                                                                             მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები