შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 22, 2016 15:02
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2016
შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 20 იანვარს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 20 იანვრის Nშ-10/517-16 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიმართ 2016 წლის 18 იანვარს შედგენილი შემოწმების აქტი N1 თანდართული მასალებით (შემოწმების ჩატარების ამსახველი ჩანაწერი CD-ზე, შემოწმების დამსწრე მოწმის ნინო ბეროშვილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, შპს „TECHNOMAX LLP“-ის აბონენტსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, კომისიის 2015 წლის 18 დეკემბრის N04/3142-15 წერილი და აღნიშნული წერილის შპს „TECHNOMAX LLP“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, შპს „TECHNOMAX LLP“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია). მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 20 იანვრის N10/517-16 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ კომისიის მიერ განხორციელდა შპს „TECHNOMAX LLP“-ის მომსახურების საკონტროლო შესყიდვა, ზემოაღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდა კომისიის აპარატის წამყვანი სპეციალისტის იოსებ ბაღაშვილის ბინაში მის: ქ. თბილისი, ს. დოდაშვილის ქ. N22/18. ბ.44, აბონენტი ნინო ბერიაშვილი. ხოლო, 2016 წლის 18 იანვარს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „TECHNOMAX LLP“-ის შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №1. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, მისამართზე ს.დოდაშვილის ქ. N22/18. ბ.44 შპს „TECHNOMAX LLP“-ს აბონენტის (აბონენტის N2877356) ნინო ბერიაშვილის თანდასწრებით.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 20 იანვრის N10/517-16 სამსახურებრივი ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ 2016 წლის 18 იანვარს, შპს „TECHNOMAX LLP“-ი საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „იმედი“, “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „კავკასია“, „ობიექტივი“,„ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „მარაო“,„GDS“, “TV 11”, „აფხაზეთის ხმა“, „BBB (ბასტი ბუბუ), „ენკი ბენკი“, „რიონი“, „აჭარა“,“TV3”, “ტელეარხი 25”, „ქვემო ქართლი“, “Silk -უნივერსალი”, “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”, “Euronews”, “Al jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “ACM”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Еврокино”, “XXI”, “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”, “Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”, „Мужское Кино’’, “Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD , “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “HTB Спорт Плюс”, “HTB Баскетбол”, “HTB Теннис”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”,“Eurosport2”, “Eurosport 1 HD”, “Спорт”, “Спорт 1”, “Спорт 1 HD”, “HD Спорт”, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец ТВ”,“Русский Экстрим”,“Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, “MTV”, “MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “RU TV”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”, „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”,”Матч”,“РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan”.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 20 იანვრის Nშ-10/517-16 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2015 წლის 9 ოქტომბერს შპს „TECHNOMAX LLP“-მ კომისიაში წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ–6/7610–15) წარმოადგინა ROXBURG TRANSIT CORP-სა და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის 2015 წლის 01 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება რიგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტის შესახებ. როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამეტის 2016 წლის 20 იანვრის Nშ-10/517-16 სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა ROXBURG TRANSIT CORP-სა და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის 2015 წლის 01 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება და მიმართა უფლებამფლობელ კომპანიებს და სთხოვა დაედასტურებინათ გააჩნდა თუ არა ROXBURG TRANSIT CORP-ს ან/და შპს „TECHNOMAX LLP“-ს მათი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის განხორციელების უფლება.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამეტის 2016 წლის 20 იანვრის Nშ-10/517-16 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიაში შემოსულია სამაუწყებლო არხების გადაცემის უფლების მფლობელი კომპანიების: Discovery Communications Limited–ის, SPTI Networks Vostok–ის (SONY Pictures), Euronews S.A–ის, NGC Europe Limited (National Geographic), FOX International channels Luxembourgh S.a.r.l.–ის, ТПО „РЕД МЕДИА“–ს და ООО „Сигнал Медиа Интернэшнл“–ის წერილები, რომელთა შესაბამისადაც ირკვევა, რომ არც ROXBURG TRANSIT CORP-ს და არც შპს „TECHNOMAX LLP“-ს არ გააჩნიათ უფლება საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელონ მათი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება, ვინაიდან ROXBURG TRANSIT CORP-თან და შპს „TECHNOMAX LLP“-სთან მათ არ გააჩნიათ რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობები.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამეტის 2016 წლის 20 იანვრის Nშ-10/517-16 სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ ROXBURG TRANSIT CORP-სა და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის 2015 წლის 01 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების ნამდვილობა რიგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტის შესახებ არ დასტურდებოდა, რის თაობაზეც 2015 წლის 18 დეკემბერს კომისიამ წერილით N04/3142-15 აცნობა შპს „TECHNOMAX LLP“-ს და მოუწოდა წერილის ჩაბარებისთანავე დაუყოვნებლივ შეეწყვიტა ROXBURG TRANSIT CORP-სა და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის 2015 წლის 01 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 20 იანვრის Nშ-10/517-16 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ს 2016 წლის 20 იანვრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „რიონი“,“Silk -უნივერსალი”,“RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”, “Euronews”, “Al jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “ACM”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Еврокино”, “XXI”, “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”, “Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”, „Мужское Кино’’, “Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD , “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “HTB Спорт Плюс”, “HTB Баскетбол”, “HTB Теннис”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”,“Eurosport2”, “Eurosport 1 HD”, “Спорт”, “Спорт 1”, “Спорт 1 HD”, “HD Спорт”, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец ТВ”,“Русский Экстрим”,“Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, “MTV”, “MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “RU TV”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”, „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”,”Матч”,“РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan”.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ის მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ის მიერ 2016 წლის 22 იანვრის (კომისიაში რეგისტრაციის N-6/657-16; 22/01/2016) წერილით წარმოდგენილ იქნა რამოდენიმე სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის შპს „ტელერადიო კომპანია რიონთან“ (აღნიშნული სამაუწყებლო არხი მითითებულია შემოწმების აქტში, როგორც არამართლზომიერად გადაცემული) 2016 წლის 12 იანვარს გაფორმებული შეთანხმება (მოქმედების ვადა: უვადო).
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის პირველი ოქტომბრის N594/18 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად (ჩაბარების თარიღი: 30.10.2015; გზავნილის კოდი: 040030122004), შპს „TECHNOMAX LLP“-ს, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დავალებული ჰქონდა, 5 დღის ვადაში მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ფარგლებში, აბონენტებისთვის მიწოდებული სამაუწყებლო არხების მართლზომიერად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა.
შპს „TECHNOMAX LLP“-მ კომისიაში წარმოადგინა (09.10.2015 Nშ-6/7610-15) ROXBURG TRANSIT CORP-სა და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის 2015 წლის 01 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, 2016 წლის 9 თებერვალს (Nშ-6/1227; 09.02.2016) კომისიაში წარმოდგენილ იქნა აღნიშნული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, გამოირკვა, რომ ROXBURG TRANSIT CORP-სა (შემდგომში წოდებული „კომპანია“) და შპს „TECHNOMAX LLP“-ს (შემდგომში წოდებული „დამკვეთი“) შორის 2015 წლის 01 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, „კომპანია“ იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს „დამკვეთი“ სატელევიზიო არხთა პაკეტის გადაცემების გაშვების უფლებით, რომელიც მას ხელშეკრულების დადების საფუძველზე მოპოვებული აქვს ამ უფლების მფლობელ კომპანიებთან. ამავე ხელშეკრულების 9.11 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების ადგილად ითვლება „კომპანიის“ ადგილსამყოფელი, ხოლო ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, ROXBURG TRANSIT CORP-ის მისამართია: პანამა, ქალაქი პანამა, კომპლექსი H, მე-19 სართული, 50-ე ქუჩა, გლობალ პლაზა თაუერი.
კომისია აღნიშნავს, რომ ROXBURG TRANSIT CORP-სა და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის 2015 წლის 01 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი 1-ის შესაბამისად, ROXBURG TRANSIT CORP-ი შპს „TECHNOMAX LLP“-ს სხვა სამაუწყებლო არხებთან ერთად გადასცემს იმ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლებას, რომლებიც დაფიზქსირებულია კომისიის N1 შემოწმების აქტში, კერძოდ: "Hustler TV”, “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”, “Euronews”, “Al jazzira”,“Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV4 Europe”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “НТВ НD Кино 2”, “НТВ Кинсоюз”, “НТВ+ 3D” ,“Fox”, “Дом Кино”, “Индия TV”, “CBS Drama EU”, Discovery Channel”, Discovery Chanel HD”, Discovery science”, “Discovery Turbo Xtra”,“Investigetion Discovery”,“Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “Nat geographic”, “Viasat History”, “Viasat Explorer”, “Viasat Nature East”, “Viasat Histori Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da Vinchi Learning’’, “CBS Reality”, “Outdoor Channel HD”, “Fine Living”, “History rus HD”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “НТВ + футбол 3”, “НТВ + футбол 1 HD”, НТВ + футбол 2 HD” ,”НТВ + футбол 3 HD”,“НТВ+ спорт”, “HTB+ Спорт Плюс”, “HTB+ Баскетбол”, “HTB+ Теннис”, “ HTB+ KXЛ”,“ Eurosport ”, “ Eurosport2”,“Eurosport HD”,“ “Eurosport2 HD”,“Спорт”, “Спорт 1”, “Спорт 1 HD”, “HD Спорт”, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец””, “Бойцовский клуб”, “Русский Экстрим”, “Disney”“Cartoon network”,“Mezzo Live HD”, “ТНТ Comedy”, “Комедия ТВ”, “Paramount comedy”, “Перец”, “TLC Russia”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “ RUS TV ”, „FTV HD Europe“, “World fashion HD”, “Fashion TV”, “Fashion
Televizion”, “Первый канал”, “Rossia 1”, “Rossia 2”, RTR Planeta”, “REH TV”, “TB3”, “HTB”, “TNT”, “TNT (+2)”,”Mir TV”, “5 канал”, “Эгоист ТВ”, MGM Chanmel HD”, “ “TV 1000 East”, “TV 1000 Action”, “TV 1000 RU KINO”, “TV 1000 Comedy HD”, “TV 1000 Megahit HD”, “TV 1000 Premium HD”, “AMC Russia”, “Amedia 1”, “Amedia 2”, “Amedia Premium HD”,“Русский иллюзион”, ”Иллюзион+”,“Еврокино”, “TV XXI”, “Fox Life”, „Sony intertainment HD“, “Много ТВ”, “Наука 2.0”, “Рссия Культура”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal Planet”, “Animal Planet HD”, “Домашние животные“, „Охота и рыбалка“, „Авто Плюс“, „Авто 24“,”24 DOC”, “RT Док HD”, “ Домашний”, “Мужское Кино“, “Ocean TV”, “HTB+ НАШ ФУТБОЛ”,“HTB+ НАШ ФУТБОЛ 1”,“HTB+ НАШ ФУТБОЛ 2”, “Nickelodeon”, “ Tiji”, “Gulli”, “ Jim Jam”, “Карусель”, “Nick Jr”, “MTV”, “MTV Hits”, MTV Dance”, MTV Rocks”, Europa Plus TV”, “VH1 European”, “VH1 Classic”, “Nuart”, “Music Box RU”, “ МУЗ TV”, “Ru TV”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “TV5 Monde EU”, “CBC”, “Кубань 24 ОРБИТА”, “ CNL TV”, “24 TV”, “Телеканал спас”, “8 Канал”, “Пятница”, NHK World”, “France 24 English”, “France 24 Francais”, “Inter Az”, “ Az TV”, “7 kazakhstan”, “Русская ночь”, “PlayBoy”.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2016 წლის 2 თებერვალს კომისიაში შემოვიდა ააიპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2016 წლის 2 თებერვლის (კომისიაში რეგისტაციის Nშ-6/1020-16; 02.02.2016) წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ი ახორციელებს უნებართვო ტელეარხების ტრანზიტს, და ასევე ააიპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირისთვის“ ცნობილი გახდა, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ი ასევე აფორმებს ხელშეკრულებას შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასთან“ (შემდგომში „CGC“) ტელეარხების ტრანზიტის უფლების გადაცემასთან დაკავშირებით. „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2016 წლის 2 თებერვლის (კომისიაში რეგისტაციის Nშ-6/1020-16; 02.02.2016) წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ააიპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმ კომპანიებისგან, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს ტერიტორიაზე არის ააიპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირი“. ააიპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2016 წლის 2 თებერვლის (კომისიაში რეგისტაციის Nშ-6/1020-16; 02.02.2016) წერილში აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო არხების World Fashion Chanel (წარმომადგენელი: ტატიანა ბერნიკოვა), TV 21 (წარმომადგენელი: ვლადიმირ ფედიუჩოკი), ВГТРК – „РТР Планета“, „культура“, „Россия 24“ (წარმომადგენელი: დენის სპირინი), „Первый канал. Всемирная сеть“, „Карусель, Телекафе“, „Дом Кино“, „Время:далекое и близкое“, „Музыка первого“, „Бобер“ (წარმომადგენელი: ანტონ გრიგორიევი), Travel Channel-ის (წარმომადგენელი: ანდრეი პოვეტინი) უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ დადასტურდა, რომ ზემოაღნიშნულ კომპანიებს შპს „TECHNOMAX LLP“-ისთან არანაირი ხელშეკრულება არ აქვთ გაფორმებული. შესაბამისად, კომპანია „CGC“ ასევე არამართლზომიერად (უნებართვოდ) არხორციელებს ტელეარხების „Первый канал“, „Дом Кино“, „РТР Планета“, „TV 21“, „World Fashion Chanel“-ის ტრანზიტს, ვინაიდან კომპანია „CGC“-მ შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა ააიპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირთან“.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 20 იანვრის Nშ-10/517-16 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, კომისიაში „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 10 თებერვალს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 18 თებერვალს 15:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „TECHNOMAX LLP“-ს ეცნობა შეტყობინებით (შეტყობინების თარიღი: 10.06.2016; შეტყობინების სარეგისტრაციო ნომერი: 03/446-16) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 17 თებერვალს კომისიაში შემოვიდა შპს „TECHNOMAX LLP“-ს ადვოკატების სოფო როინიშვილის და ნინო სოსელიას 2016 წლის 16 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1462-16; 17.02.2016) განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიის წარმომადგენელი ორივე ადვოკატი მოცემულ თარიღში იმყოფებიან შვებულებაში (ნინო სოსელია 2016 წლის 18 თებერვლიდან 27 თებერვლამდე და სოფო როინიშვილი 2016 წლის 15 თებერვლიდან 22 თებერვლამდე) და მიემგზავრებიან ქ. თბილისიდან, შესაბამისად, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, დაესწრონ 2016 წლის 18 თებერვლის სხდომას და ითხოვენ საქმის განხილვის გადადებას 2 (ორი) კვირის ვადით. წინამდებარე განცხადებას დანართის სახით ერთვის სპს „საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტის“ მიერ გაცემული ცნობები შვებულების თაობაზე.
კომისიის 2016 წლის 18 თებერვლის სხდომაზე შპს „TECHNOMAX LLP“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა. სხდომაზე კომისიის მიერ განხილული იქნა შპს „TECHNOMAX LLP“-ს ადვოკატების - სოფო როინიშვილისა და ნინო სოსელიას 2016 წლის 17 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1462-16; 17.02.2016) წერილობითი შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „TECHNOMAX LLP“-ს ადვოკატების - სოფო როინიშვილის და ნინო სოსელიას შუამდგომლობა საკითხის 2 კვირით გადადებასთან დაკავშირებით და იმის გათვალისწინებით, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ს ერთ-ერთ წარმომადგენელს შვებულება ეწურებოდა 2016 წლის 22 თებერვალს, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 25 თებერვალი, 15:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის თარიღის შესახებ შპს „TECHNOMAX LLP“-ს ეცნობა კომისიის 2016 წლის 19 თებერვლის N03/586-16 შეტყობინებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს მედია ქსელის“ წარმომადგენლის კახი ყურაშვილის მიერ (მოქმედი შპს „საქართველოს მედია ქსელის“ დირექტორის ეკატერინე ჯავახიშვილის მიერ 2016 წლის 17 თებერვალს გაცემული რწმუნებულებით) კომისიაში წარმოდგენილ იქნა განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის 18.02.2016 Nშ-6/1551-16), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ“ კომისიის 2015 წლის პირველი ოქტომბრის N595/18 და შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის პირველი ოქტომბრის N594/18 გადაწყვეტილებით კომისიის მიერ დადასტურებულ იქნა, რომ აბონენტებისთვის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდებას ახორციელებს შპს „TECHNOMAX LLP“, ხოლო აღნიშნული კომპანიის სახელით, შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ აფორმებენ მაუწყებლობის ტრანზიტის ხელშეკრულებებს აბონენტებთან, შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის და შპს „ახტელსა“ და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებების საფუძველზე (01.04.2015); ამავე ხელშეკრულებების შესაბამისად, შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ ასევე უზრუნველყოფენ აბონენტებისაგან მომსახურების საფასურის ამოღებასაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით, თავად კომპანიების ახსნა-განმარტებებით დადგენილ იქნა, რომ შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ უზრუნველოფს შპს „TECHNOMAX LLP“-ს დაშვებას საკუთარ ოპტიკურ-ბოჭკოვან ადგილობრივ (საბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან და სწორედ აღნიშნული ქსელის ფარგლებში შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ ხორციელდება მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდება ბოლო მომხმარებლისთვის.
შპს „საქართველოს მედია ქსელის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ როგორც „პრემიერლიგის“, ასევე „ლა ლიგის“ ჩვენების ექსკლუზიური უფლება საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია შპს „საქართველოს მედია ქსელს“ (აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილია კომისიაში). აქედან გამომდინარე, შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მეშვეობით აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში მომხმარებლებისთვის ზემოაღნიშნული არხების ტრანზიტით მიწოდებისას, ამ უკანასკნელის მიერ ხორციელდება კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-3 მუხლის ჰ2 პუნქტით გათვალისწინებული დაუშვებელი პროდუქციის გადაცემა, რითაც ირღვევა შპს „საქართველოს მედია ქსელის“, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე „პრემიერლიგისა“ და „ლა ლიგის“ მატჩების ჩვენების ექსკლუზივის მფლობელის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები და ყოველდღიურად შპს „საქართველოს მედია ქსელს“ ადგება დიდი მატერიალური ზიანი გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას საკმაოდ სოლიდური თანხები აქვს გადახდილი უფლებამფლობელი პირებისთვის აღნიშნული სამაუწყებლო პროდუქტის ექსკლუზიური ჩვენების მოპოვებაში.
შპს „საქართველოს მედია ქსელის“ 2016 წლის 18 თებერვლის Nშ-6/1551-16 განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების ფაქტები, სერიოზულ ზიანს აყენებს იმ მაუწყებლებს, რომლებიც სამაუწყებლო ბადეში სამაუწყებლო პროდუქციის ლეგალურად განთავსების მიზნით ახორციელებდნენ უფლებამფლობელი კომპანიებისგან აღნიშნული სამაუწყებლო პროდუქციის შეძენას, რაც თავის მხრივ სარიოზულ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „საქართველოს მედია ქსელი“ მოითხოვს: 1. კომისიის მიერ შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლიდან გამომდინარე გამოყენებულ იქნას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესაბამისი სახე; 2. ვინაიდან, შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების გამოყენებით ხორციელდება კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-3 მუხლის ჰ2 პუნქტით გათვალისწინებული დაუშვებელი პროდუქციის ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდება (ხელშეკრულებების გაფორმება, ქსელებითა და საშუალებებით ტექნიკური უზრუნველყოფა, აბონენტებისაგან მომსახურების საფასურის ამოღება) შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს შეეზღუდოთ შპს „TECHNOMAX LLP“-ს სახელით ბოლო მომხმარებლებთან მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების თაობაზე ხელშეკრულებების გაფორმება და საკუთარი ელექტრონული საკომუტაციო ქსელის მეშვეობით დაუშვებელი პროდუქციის გადაცემა, შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ სამაუწყებლო არხების მართლზომიერად, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების“ დაცვით რეტრანსლირების უფლების მოპოვებამდე და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დაპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად აღნიშნული უფლებების კომისიის მიერ დადასტურებამდე. 3. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი ქმნის არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოს როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მაუწყებლობის ტრანზიტის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, ასევე სამაუწყებლო სფეროში, და მნიშვნელოვან ყოველდღიურ ზიანს აყენებს შპს „საქართველოს მედია ქსელს“ როგორც მაუწყებელს, რომელსაც საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა უწევს უფლებამფლობელი კომპანიებისთვის სამაუწყებლო პროდუქციის ლეგალურად შესყიდვის მიზნით, ასევე რათა არ შეიქმნას, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების, ასევე სამაუწყებლო სფეროში, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების პერმანენტულად დარღვევის მდგომარეობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის, 164-ე მუხლის პირველი ნაწილის და 165-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; 4. დარღვევის გაგრძელების პრევენციის მიზნით, სამომავლოდ, შპს „TECHNOMAX LLP“-ს ნაცვლად ბაზარზე რომ არ გაჩნდნენ შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“, შპს „TECHNOMAX LLP“-ს მაგვარი კონტრაჰენტი სუბიექტები, რომლებიც საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით მოპოვებულ სამაუწყებლო პროდუქციას მიაწვდიან აბონენტებს, კომისიამ დაავალოს შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“ ქმედების განხორციელება - სხვა ნებისმიერ პირთან შპს „TECHNOMAX LLP“-ს მსგავს სახელშეკრულებო ურთიერთობებში შესვლამდე (აბონენტებთან ხელშეკრულების გაფორმება, მომსახურების საფასურის ამოღება, ტრანზიტული გავრცელებისთვის გამოყენებად საკომუნიკაციო ქსელთან და მის შესაბამის ელემენტებთან დაშვება) უზრუნველყოს კომისიისაგან დადასტურება, რომ ა) აღნიშნული პირი მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას ახორციელებს კომისიაში შესაბამისი ავტორიზაციის საფუძველზე; ბ) აღნიშნულ პირს სატრანზიტო პაკეტში განთავსებული სამაუწყებლო არხები მოპოვებული აქვს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს მედია ქსელის“ 2016 წლის 18 თებერვლის Nშ-6/1551-16 განცხადება კომისიის 2016 წლის 23 თებერვლის N03/617-16 და 03/618-16 წერილებით გადაეცა შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“ და ეცნობათ კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომის თაობაზე, სადაც განიხილებოდა შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია შპს „ნიუ კონტენტის“ 2016 წლის პირველი თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/981-16) წერილი, რომლის თანახმად, შპს „ნიუ კონტენტს“ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოპოვებული აქვს უფლება გადასცეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სატრანზიტო ოპერატორებს შემდეგი სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლება: „НТВ Мир“, „РЕН ТВ“, „STV“, „Комедия ТВ“, „МНОГОсерийное ТВ“, „ Русская Ночь“, „Индия ТВ“, „Матчь“, „Планета“, „Кухня ТВ“, „Авто Плюс“, „Мужское Кино“, „365 Дней ТВ“, „Ля-Минор ТВ“, „HD Life“, „Телеканал Ностальгия“, „НТВ-ПЛЮС КИНО ПЛЮС“, „Премьера“, „Кинохит“, „Киноклуб“, „НТВ-ПЛЮС Наше Кино“, „Наше Новое Кино“, „НD Кино“, „English Club“, „Russian Extreme TV“, „Живая Планета“, „Страна“, „Парк развлечений“, „Моя Планета“, „Наука 2.0“, „История“, „Мульт“, „Бестселлер +“, „IQ HD“, „Сарафан“, „Техно 24“, „24 DOC“, „Мама“, „Настоящее страшное телевидение“, „Амедия 2“. შპს „ნიუ კონტენტის“ 2016 წლის პირველი თებერვლის Nშ-6/981-16 წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სატრანზიტო ოპერატორების ქსელში, კერძოდ, შპს „ახტელის“, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ქსელებში უკანონოდ ხორციელდება ეგრედწოდებული „MARTV“-ს ლოგოთი 250-ზე მეტი არხის რეტრანსლირება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ნიუ კონტენტის“ 2016 წლის პირველი თებერვლის Nშ-6/981-16 წერილით კომისიისაგან მოთხოვნილი იყო დაუყოვნებლივ მონიტორინგის ჩატარება და ადმინისტრაციულ წარმოებაში, მათ შორის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საქმისწარმოებაში დაინტერესებულ პირად ჩართვა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „ნიუ კონტენტს“ კომისიის 2016 წლის 23 თებერვლის N03/632-16 წერილით ეცნობა კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომის თაობაზე, სადაც განიხილება შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. კომისიის 2016 წლის 23 თებერვლის N03/632-16 წერილი შპს „ნიუ კონტენტს“ ჩაბარდა 2016 წლის 23 თებერვალს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში ასევე შემოვიდა შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ 2016 წლის პირველი თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/980-16) წერილი, რომლის თანახმად შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოპოვებული აქვს უფლება გადასცეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სატრანზიტო ოპერატორებს შემდეგი სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლება: „Охота и рыбалка“, „Усадьба“, „Здоровье“, „Психалогия 21“, „Драив“, „Вопросы и ответы“, „Домашние животные“, „Ретро“, „RTVi“, „Шансон“, „Детский Мир-Телеклуб“, „Наше Кино“, „Мир сериала“, „Music Box“, „Music box ru“, „Юмор ТВ“. შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ 2016 წლის პირველი თებერვლის შ-6/980-16 წერილში ასევე აღნიშულია, რომ სატრანზიტო ოპერატორების შპს „ახტელის“, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ქსელებში უკანონოდ ხორციელდება ეგრედწოდებული „MARTV“-ს ლოგოთი 250-ზე მეტი არხის რეტრანსლირება.
შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ 2016 წლის პირველი თებერვლის შ-6/980-16 წერილით კომისიისაგან მოთხოვნილი იყო დაუყოვნებლივ მონიტორინგის ჩატარება და ადმინისტრაციულ წარმოებში, მათ შორის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საქმისწარმოებაში დაინტერესებულ პირად ჩართვა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ კომისიის 2016 წლის 23 თებერვლის N03/633-16 წერილით ეცნობა კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომის თაობაზე, სადაც განიხილება შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. კომისიის 2016 წლის 23 თებერვლის N03/633-16 წერილი შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ ჩაბარდა 2016 წლის 23 თებერვალს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ს კომისიის 2016 წლის 23 თებერვლის N03/631-16 შეტყობინებით გადაეცა საქმის წარმოების დამატებითი მასალები (შპს „საქართველოს მედია ქსელის“ 2016 წლის 18 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1551-16; 18.02.2016) განცხადება, შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ 2016 წლის პირველი თებერვლის Nშ-6/980-16 წერილი, შპს „ნიუ კონტენტის“ 2016 წლის პირველის თებერვლის Nშ-6/981-16 წერილი), რომელიც შპს „TECHNOMAX LLP“-ს ჩაბარდა ხელზე 2016 წლის 23 თებერვალს (ჩაიბარა: ლიკა ყოყუაშვილმა; ჩაბარების თარიღი: 23.02.2016).
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 24 თებერვალს კომისიაში შემოვიდა შპს „TECHNOMAX LLP“-ის ადვოკატ სოფო როინიშვილის (კომისიაში რეგისტრაციის N-6/1870-16; 24.02.2016) მოსაზრება ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოკვლეული დოკუმენტაციის თაობაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით. შპს „TECHNOMAX LLP“-ის ადვოკატ სოფო როინიშვილის (კომისიაში რეგისტრაციის N-6/1870-16; 24.02.2016) განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომისიის 2015 წლის 18 დეკემბრის 04/3142-15 წერილის თანახმად, კომისიაში შემოსულია სხვადასხვა კომპანიების წერილები იმის თაობაზე, რომ არც შპს „TECHNOMAX LLP“-ს და არც ROXBURG TRANSIT CORP-ს არ აქვთ უფლება განახორციელონ მათი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება საქართველოს ტერიტორიაზე. სოფო როინიშვილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ხელთ არსებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით არ დასტურდება, რომ კომისიამ შეისწავლა ამ კომპანიების სახელით წარმოდგენილ წერილთა წარმომავლობა და მათზე ხელმომწერ პირთა უფლებამოსილება. კერძოდ, არ დასტურდება, რომ წერილთა ავტორი კომანიები: Discovery Communications Limited–ის, SPTI Networks Vostok–ის (SONY Pictures), Euronews S.A–ის, NGC Europe Limited (National Geographic), FOX International channels Luxembourgh S.a.r.l.–ის, ТПО „РЕД МЕДИА“–ს და ООО „Сигнал Медиа Интернэшнл“ არიან საავტორო უფლების მქონე კომპანიები და მათ აქვთ უფლებამოსილება, მით უფრო ექსკლუზიური, რომ დადონ რეტრანსლირების ხელშეკრულებები საქართველოში სადავო სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების შესახებ. შესაბამისად, არ დასტურდება, რომ მათ მიერ შესრულებულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციები.
შპს „TECHNOMAX LLP“-ის ადვოკატ სოფო როინიშვილის (კომისიაში რეგისტრაციის N-6/1870-16; 24.02.2016) განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიაში ასევე წარმოდგენილია რამდენიმე ელექტორნული მიმოწერა იმის თაობაზე, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ს არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიებთან, საიდანაც ასევე შეუძლებელია დადგინდეს ამ ელექტრონული მიმოწერის მხარეთა უფლებამოსილება. ასევე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არ დასტურდება, რომ კომისიას აქვს შესაბამისი დასკვნა, თუ დასახელებული ტელეკომპანიებიდან რომელი მათგანი არ ახორციელებს მაუწყებლობას საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და წარმოადგენენ მაუწყებლებს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით. სოფო როინიშვილის განცხადებაში ასვე აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენამდე და სრულყოფილ მოკვლევამდე, კომისიას არ აქვს უფლებამოსილება და არ არსებობს სამართლებრივი წინაპირობა, იმსჯელოს შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ საქართველოს კანონდარღვევის თაობაზე.
შპს „TECHNOMAX LLP“-ის ადვოკატ სოფო როინიშვილის (კომისიაში რეგისტრაციის N-6/1870-16; 24.02.2016) განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „საქართველოს მედია ქსელის“ მოთხოვნას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის, 164-ე მუხლის პირველი ნაწილის, და 165-ე მუხლის შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხს, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი წინაპირობები - არ არის მოკვლევა სრულყოფილად ჩატარებული, შესაბამისად, არ არსებობს აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. მით უფრო არ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენების სამართლებრივი წინაპირობები, რადგან არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი წინაპირობები და კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას არ ექმნება საფრთხე. ასევე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რაც შეეხება „დაუყოვნებლივ აღსრულების უზრუნველყოფას“, ამგვარ ცნებას, არ იცნობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
შპს „TECHNOMAX LLP“-ის ადვოკატ სოფო როინიშვილის (კომისიაში რეგისტრაციის N-6/1870-16; 24.02.2016) განცხადებაში მოთხოვნილია კომისიამ სრულად შეისწავლოს საქმის გარემოებები და გამოიკვლიოს ამ კომპანიათა ექსკლუზიური უფლებამოსილება, გასცეს საქართველოს ტერიტორიაზე, სადავო სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლება.
კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „TECHNOMAX LLP“-ს წარმომადგენლები რუსუდან როგავა და სოფიო როინიშვილი, რომლებიც მოქმედებენ შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ 2015 წლის 11 ნოემბერს გაცემული მინდობილობით. კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომას ასევე ესწრებოდნენ შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელი ხათუნა ინჯია, შპს „საქართველოს მედია ქსელის“ წარმომადგენლები კახი ყურაშვილი და ნინო ნიჟარაძე, შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ დირექტორის თანაშემწე ზურაბ შეითნიშვილი, შპს „კავკასუს ონლაინის“ იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი ჭელიძე, ასევე „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ აღმასრულებელი დირექტორი თეონა ბერუაშვილი.
კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომაზე შპს „TECHNOMAX LLP“-ის წარმომადგენელმა რუსუდან როგავამ განაცხადა, რომ 2016 წლის 24 თებერვალს კომისიაში წარმოადგინეს მოსაზრება წარმოების ფარგლებში გამოკვლეული დოკუმენტაციის თაობაზე, კერძოდ, Discovery Communications Limited–ის, SPTI Networks Vostok–ის (SONY Pictures), Euronews S.A–ის, NGC Europe Limited (National Geographic), FOX International channels Luxembourgh S.a.r.l.–ის, ТПО „РЕД МЕДИА“–ს და ООО „Сигнал Медиа Интернэшнл“-სგან მიღებულ წერილებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, შპს „TECHNOMAX LLP“ არ აქვს მათი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლება. რუსუდან როგავამ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მათ აინტერესებთ ზემოაღნიშნული კომპანიები არიან თუ არა უფლებამოსილნი გასცენ მათი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების ექსკლუზიური ნებართვები. კერძოდ, აქვთ თუ არა ამ კომპანიებს საავტორო უფლებამოსილება და რით დასტურდება აღნიშნული. რუსუდან როგავამ ასევე აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვენ, არსებობის შემთხვევაში, კომისიაში დაცულ ზემოაღნიშნული კომპანიების სამაუწყებლო არხების უფლებამფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ან იმ შემთხვევაში თუ კომისიაში არ არის დაცული ამგვარი დოკუმენტაცია, ითხოვენ ამ საკითხის დეტალურ გამოკვლევას (მოკვლევის მიზნით შესაბამის ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას).
კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომაზე შპს „საქართველოს მედია ქსელის“ წარმომადგენელმა კახი ყურაშვილმა განაცხადა, რომ მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილია მოთხოვნა განსახილველ საკითხზე მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. კახი ყურაშვილმა აღნიშნა, რომ მაუწყებლობის ტრანზიტი ეხება კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ ორივე დარგს, როგორც მაუწყებლებს, ასევე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არსებულ სუბიექტებს. როგორც კახი ყურაშვილმა აღნიშნა, კანონისა და კომისიის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, დადგენილია, რომ ზემოაღნიშულ სფეროში მოღვაწე სუბიექტები, ვალდებულნი არიან კომისიას წარუდგინონ დადასტურებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომპანიებს დაცული აქვთ საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და ამ კანონმდებლობის ფარგლებში ახორციელებენ მაუწყებლობას, ასევე მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას. კახი ყურაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან შპს „TECHNOMAX LLP“-ს უფიქსირდება მზარდი ტენდენცია აბონენტების ზრდის კუთხით, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ახორციელებს სამაუწყებლო არხების არამართლზომიერ ტრანზიტს, აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მესამე პირებს, მათ შორის, შპს „საქართველოს მედია ქსელს“. შესაბამისად, კახი ყურაშვილმა აღნიშნა, რომ კომისიის მხრიდან მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება არა მარტო სანქცირებასთან დაკავშირებით, არამედ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. შპს „საქართველოს მედია ქსელის“ წარმომადგენელმა კახი ყურაშვილმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ ითხოვს შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიმართ გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული ღონისძიება სანქცირების სახით და გარდა ამისა, დაავალდებულოს კომისიამ შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“, რომლებიც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე შპს „TECHNOMAX LLP“-ს უწევენ ქსელით უზრუნველყოფის ტექნიკურ მომსახურებას, შეაჩეროს ქსელით უზრუნველყოფის მომსახურება მანამ სანამ, შპს „ახალ ქსელები“ და შპს „ახტელი“ შპს „TECHNOMAX LLP“-სა და მის მსაგვს სუბიექტებთან ურთიერთობაში კომისიისაგან არ მიიღებენ დადასტურებას იმისა, რომ სუბიექტი არის ავტორიზებული პირი მაუწყებლობის ტრანზიტზე და სუბიექტის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ასახული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას ახორციელებს ლეგალურად. შესაბამისად, კახი ყურაშვილი აღნიშნავს, რომ ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად სხვა პირისათვის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის აღსრულების დავალებას. კახი ყურაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შპს „საქართველოს მედია ქსელი“ არის ადმინისტრაციული წარმოების საქმეში დაინტერესებული პირი, რომელიც არის დაზარალებული მხარე, ვინაიდან, კომპანიამ როგორც მაუწყებელმა გასწია შესაბამისი ხარჯები რიგი სამაუწყებლო პროდუქციის განთავსებასთან დაკავშირებით, ხოლო შპს „TECHNOMAX LLP“-მ აღნიშნული პროდუქცია მიაწოდა მომხარებელს. შესაბამისად, მისი განმარტებით, უდაოა რომ ამით მაუწყებელს მიადგა ზიანი.
კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომაზე შპს „კავკასუს ონლაინის“ იურიდიული სამსახურის უფროსმა გიორგი ჭელიძემ აღნიშნა, რომ შპს „კავკასუს ონლაინს“ კომისიაში შემოტანილი აქვს განცხადება, რომლის შესაბამისად, ითხოვდა შპს „TECHNOMAX LLP“-ს საქმიანობასთან დაკავშირებით საქმის მოკვლევას, რაზეც უკვე ჩატარდა რამდენიმე ადმინისტრაციული წარმოება. გიორგი ჭელიძემ ასევე აღნიშნა, რომ 2016 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით მათი მოთხოვნა სხვა კომპანიების წარმომადგენლების მოთხოვნების იდენტურია.
კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომაზე ააიპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ბერუაშვილმა აღნიშნა, რომ შპს „TECHNOMAX LLP“ ახორციელებს არა მარტო სამაუწყებლო არხების არამართლზომიერ ტრანზიტს არამედ ახორციელებს მესამე პირებზე სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლების გადაცემას უკანონოდ. აღნიშნულის შესახებ კომპანიისთვის ცნობილი გახდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასთან“ (CGC-სთან) სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ. თეონა ბერუაშვილმა აღნიშნა, რომ CGC-მ დაადასტურა რომ მათ სახელშეკრულებო ურთიერთობა აქვთ შპს „TECHNOMAX LLP“-სთან (მტკიცებულების სახით ააიპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სდომაზე წარმოადგინა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბვმულობის კორპორაციასთან“ მიმოწერა, რომელიც კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომაზე სრულად გამოქვეყნდა). თეონა ბერუაშვილმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი და ასევე დადგენილ იქნება ის ფაქტი რომ შპს „TECHNOMAX LLP“ სამაუწყებლო არხების მესამე პირებზე გადაცემის უფლებას არ ფლობს, თეონა ბერუაშვილი ითხოვს, რომ ყველა საკაბელო ოპერატორი გაფრთხილებულ იქნას ზემოაღნიშნულის თაობაზე კომისიის მიერ.
კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომაზე შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელმა ხათუნა ინჯიამ აღნიშნა, რომ გაეცნო შპს „საქართველოს მედია კავშირის“ განცხადებას და მოთხოვნებს. იმისათვის, რომ შპს „ახალმა ქსელებმა“ შპს „TECHNOMAX LLP“-ს შეუწყვიტოს სახელშეკრულებო ურთიერთობა უნდა არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები და სამართლებრივი დასაბუთება აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად. ხათუნა ინჯიამ ასევე აღნიშნა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა დაუშვებელი პროდუქციის მომხმარებლისთვის მიწოდების თავიდან აცილების მიზნით შპს „ახალი ქსელებისთვის“ შპს „TECHNOMAX LLP“-სთან სახელშეკრულებო ურთიერთობის აკრძალვით, კომისია შეიჭრება მხარეებს შორის არსებულ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში. ხათუნა ინჯიამ ასევე აღნიშნა, რომ შპს „ახალი ქსელები“ შპს „TECHNOMAX LLP“-სთან იმყოფება სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში და შპს „ახალი ქსელები“ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ახორციელებს თავის უფლებებს და ვალდებულებებს. ასევე, ამ ხელშეკრულების მხარეები კეთილსინდისიერად ახორციელებენ სახელშეკრულებო ვალდებულებებს. შესაბამისად, დღეს შპს „ახალ ქსელებს“ არანაირი უფლება და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს იმისათვის, რომ შეუწყვიტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება შპს „TECHNOMAX LLP“-ს.
კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (20.01.16 ;Nშ-10/517-16) თანდართული დოკუმენტაციით (1. შპს „TECHNOMAX LLP“-ს 2016 წლის 18 იანვრის N1 შემოწმების აქტი; 2. 2016 წლის 18 იანვრის შპს „TECHNOMAX LLP“-ს შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (1 CD); 3. შემოწმების დამსწრე მოწმის ნინო ბეროშვილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 4. შპს „TECHNOMAX LLP“-ის აბონენტ - ნინო ბეროშვილსა და კომპანიას შორის 2015 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება N470096; 5. შპს „TECHNOMAX LLP“-ისთვის გაგზავნილი კომისიის 2015 წლის 18 დეკემბრის N04/3142-15 წერილი (თანდართული დოკუმენტაცია: Discovery Communications Limited–ის, SPTI Networks Vostok–ის (SONY Pictures), Euronews S.A–ის, NGC Europe Limited (National Geographic), FOX International channels Luxembourgh S.a.r.l.–ის, ТПО „РЕД МЕДИА“–ს და ООО „Сигнал Медиа Интернэшнл“–ის წერილები) და კომისიის 2015 წლის 18 დეკემბრის N04/3142-15 წერილის შპს „TECHNOMAX LLP“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; 6. შპს „TECHNOMAX LLP“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია);
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 25 იანვრის Nშ-10/694-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით - შპს „TECHNOMAX LLP“-ის 2016 წლის 22 იანვრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/657-16) წერილი დანართით (სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია);
- შპს „TECHNOMAX LLP“-ისთვის გაგზავნილი კომისიის 2016 წლის 29 იანვრის N03/346-16 წერილი და ამ წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შპს „TECHNOMAX LLP“-ს წარმომადგენლის ნინო სოსელიას 2016 წლის 9 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1227) წერილი დანართით (ROXBURG TRANSIT CORP-სა და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის 2015 წლის 01 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
- სსიპ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს“ 2016 წლის 5 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1129-16; 5.02.2016) წერილი (სსიპ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს“ მიერ შესრულებული და ავთენტურად დამოწმებული დოკუმენტების თარგმანი );
- „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2016 წლის 2 თებერვლის (კომისიაში რეგისტაციის Nშ-6/1020-16; 02.02.2016) წერილი თანდართული მასალით;
- „შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 1 ოქტომბრის N594/18 გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ავტორიზებულ პირთა კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „TECHNOMAX LLP“-ის შესახებ;
- შპს „TECHNOMAX LLP“-ს ადვოკატების სოფო როინიშვილის და ნინო სოსელიას 2016 წლის 16 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1462-16; 17.02.2016) განცხადება;
- შპს „TECHNOMAX LLP“-ს 2016 წლის 18 თებერვლის Nშ-6/1545-16 წერილი თანდართული დოკუმენტაციით (რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია);
- შპს „საქართველოს მედია ქსელის“ 2016 წლის 18 თებერვლის შ-6/1551-16 განცხადება;
- შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ 2016 წლის პირველი თებერვლის Nშ-6/980-16 წერილი;
- შპს „ნიუ კონტენტის“ 2016 წლის პირველი თებერვლის Nშ-6/981-16 წერილი;
- შპს „TECHNOMAX LLP“-ს 2016 წლის 24 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1870-16; 24.02.2016) განცხადება;
- შპს „TECHNOMAX LLP“-ს წარმომადგენლების ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომაზე;
- შპს „საქართველოს მედია ქსელის“ წარმომადგენლის კახი ყურაშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომაზე;
- შპს „კავკასუს ონლაინის“ იურიდიული სამსახურის უფროსის გიორგი ჭელიძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომაზე.
- შპს „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის თეონა ბერუაშვილის ახსნა განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომაზე;
- შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენლის ხათუნა ინჯიას ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომაზე.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „TECHNOMAX LLP“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 17.07.2015, ავტორიზებული საქმიანობის სახე - A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ, 2016 წლის 18 იანვარს, 11:30 საათზე განხორციელდა შპს „TECHNOMAX LLP“-ს შემოწმება, კომპანიის აბონენტის, მისამართზე ქ. თბილისი, ს.დოდაშვილის ქ. N22/18. ბ.44; აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N1. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: იოსებ ბაღაშვილი და ზურაბ კვირკველია, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე, კომპანიის აბონენტი - ნინო ბეროშვილი;
- ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის, სამაუწყებლო არხების უფლებამფლობელთა წერილობითი შეტყობინებების, ROXBURG TRANSIT CORP-სა და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის 2015 წლის 01 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების, ასევე დაინტერესებულ პირთა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ 2016 წლის 20 იანვრის მდგომარეობით შპს „TECHNOMAX LLP“-ს არ აქვს წარმოდგენილი მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „რიონი“, “Silk -უნივერსალი”,“RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”, “Euronews”, “Al jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “ACM”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Еврокино”, “XXI”, “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”, “Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”, „Мужское Кино’’, “Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD , “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “HTB Спорт Плюс”, “HTB Баскетбол”, “HTB Теннис”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”,“Eurosport2”, “Eurosport 1 HD”, “Спорт”, “Спорт 1”, “Спорт 1 HD”, “HD Спорт”, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец ТВ”,“Русский Экстрим”,“Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, “MTV”, “MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “RU TV”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”, „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”,”Матч”,“РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan”. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დაფიქსირებულ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება საკუთარი საკაბელო ქსელით შპს „TECHNOMAX LLP“-ის მიერ ხორციელდება არამართლზომიერად;
- 2016 წლის 22 იანვარს (კომისიაში რეგისტრაციის N-6/657-16; 22/01/2016) შპს „TECHNOMAX LLP“-ის მიერ წარმოდგენილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე რიგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის, სამაუწყებლო არხ „რიონის“ მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, შპს „TECHNOMAX LLP“ შემოწმების მომენტში (2016 წლის 18 იანვრის მდგომარეობით) მართლზომიერად ახდენდა სამაუწყებლო არხ „რიონის“ ტრანზიტს, თუმცა, მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტი შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ 2016 წლის 22 იანვრამდე კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა;
- Discovery Communications Limited–ის (სამაუწყებლო არხები: Discovery Chanel, Discovery Chanel HD; Discovery Science, Discovery Turbo Xtra, Investigation Discovery Eurosport Eurosport 2, Eurosport HD Eurosport 2HD), SPTI Networks Vostok–ის (SONY Pictures)(სამაუწყებლო არხი: Sony Entertainment Television ), Euronews S.A–ის (სამაუწყებლო არხი: Euronews ), NGC Europe Limited (National Geographic) (სამაუწყებლო არხები: National Geographic Channel, National Geographic Wild), FOX International channels Luxembourgh S.a.r.l.–ის (სამაუწყებლო არხები: Fox, Fox Life), ТПО „РЕД МЕДИА“–ს და ООО „Сигнал Медиа Интернэшнл“–ის (სამაუწყებლო არხები: „Мульт“, „Мама“, „Мая планета“, „Наука“, „История“, „Живая планета“, „IQ HD“, „Техно 24“, „24 DOC“, „Настояшее страшное телевидение“, „Русское экстремальное телевидение“, „Сарафан“, „Парк развлечений“, „СТРАНА“ და „Бестцелер+“) წერილებში აღნიშნულია, რომ არც ROXBURG TRANSIT CORP-ს და არც TECHNOMAX LLP-ს არ გააჩნიათ უფლება საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელონ მათი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება, ვინაიდან ROXBURG TRANSIT CORP-თან და TECHNOMAX LLP-სთან მათ არ გააჩნიათ რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა;
- ROXBURG TRANSIT CORP-სა (შემდგომში წოდებული „კომპანია“) და TECHNOMAX LLP-ს (შემდგომში წოდებული „დამკვეთი“) შორის 2015 წლის 01 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, „კომპანია“ იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს „დამკვეთი“ სატელევიზიო არხთა პაკეტის გადაცემების გაშვების უფლებით, რომელიც მას ხელშეკრულების დადების საფუძველზე მოპოვებული აქვს ამ უფლების მფლობელ კომპანიებთან. ამავე ხელშეკრულების 9.11 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების ადგილად ითვლება „კომპანიის“ ადგილსამყოფელი, ხოლო ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, ROXBURG TRANSIT CORP-ის მისამართია: პანამა, ქალაქი პანამა, კომპლექსი H, მე-19 სართული, 50-ე ქუჩა, გლობალ პლაზა თაუერი. შესაბამისად, TECHNOMAX LLP-ს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლება საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული არ აქვს;
- შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისთვის ცნობილია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ფარგლებში ბოლო მომხმარებლისათვის, აბონენტებისთვის მიწოდებული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 18 იანვრის №1 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
- შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2016 წლის 18 იანვრის №1 შემოწმების აქტით და აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (1 CD);
- შპს „TECHNOMAX LLP“-ს ერთი წლის განმავლობაში საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისთვის არ დაკისრებია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: “Silk -უნივერსალი”,“RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”, “Euronews”, “Al jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “ACM”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Еврокино”, “XXI”, “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”, “Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”, „Мужское Кино’’, “Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD , “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “HTB Спорт Плюс”, “HTB Баскетбол”, “HTB Теннис”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”,“Eurosport2”, “Eurosport 1 HD”, “Спорт”, “Спорт 1”, “Спорт 1 HD”, “HD Спорт”, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец ТВ”,“Русский Экстрим”,“Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, “MTV”, “MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “RU TV”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”, „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”,”Матч”,“РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan”-ის შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ, დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
ვინაიდან, შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.
კომისიას მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „TECHNOMAX LLP“-ს უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ იმ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირება, რომელთა მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ კომისიაში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის წარმოდგენილი არ არის, კერძოდ, მას უნდა დაევალოს სამაუწყებლო არხების: “Silk -უნივერსალი”,“RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”, “Euronews”, “Al jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “ACM”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Еврокино”, “XXI”, “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”, “Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”, „Мужское Кино’’, “Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD , “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “HTB Спорт Плюс”, “HTB Баскетбол”, “HTB Теннис”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”,“Eurosport2”, “Eurosport 1 HD”, “Спорт”, “Спорт 1”, “Спорт 1 HD”, “HD Спорт”, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец ТВ”,“Русский Экстрим”,“Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, “MTV”, “MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “RU TV”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”, „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”,”Матч”,“РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan” არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
კომისიას მიაჩნია, რომ სამართალდამრღვევის მიერ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის შეწყვეტის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლით განსაზღვრული სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით აღსრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიება.
კომისია აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილია წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის, ვინაიდან არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; კერძოდ, აღსრულების გადადებამ შეიძლება არაჯანსაღი კონკურენტული გარემო შექმნას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მაუწყებლობის ტრანზიტის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, ასევე სამაუწყებლო სფეროში და სამაუწყებლო არხების არალეგალური ტრანზიტით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ამავე ბიზნესის მწარმოებელ იმ კონკურენტ კომპანიებს, რომლებიც ავრცელებენ მართლზომიერად მოპოვებულ სამაუწყებლო არხებს (კერძოდ, აბონენტების გადინება და სხვა). ამასთან, შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის გაგრძელების პირობებში წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შედეგად შენარჩუნდება ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ამ სეგმენტზე საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ნაკისრი, საერთაშორისო ვალდებულებების პერმანენტულად დარღვევის მდგომარეობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიეცეს გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
- შპს „TECHNOMAX LLP“-მ უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: “Silk -უნივერსალი”,“RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”, “Euronews”, “Al jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “ACM”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Еврокино”, “XXI”, “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”, “Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”, „Мужское Кино’’, “Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD , “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “HTB Спорт Плюс”, “HTB Баскетбол”, “HTB Теннис”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”,“Eurosport2”, “Eurosport 1 HD”, “Спорт”, “Спорт 1”, “Спорт 1 HD”, “HD Спорт”, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец ТВ”,“Русский Экстрим”,“Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, “MTV”, “MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “RU TV”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”, „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”,”Матч”,“РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan”-ის საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
- წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შპს „TECHNOMAX LLP“-ის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია შესაბამისი პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლით განსაზღვრული სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით აღსრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიება;
- გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის;
- წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
