სს „სილქნეტისთვის“ შპს „SK Communication“-თან ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2016 18:14
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2016
სს „სილქნეტისთვის“ შპს „SK Communication“-თან ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“). ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება, ხოლო მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 25 იანვარს კომისიას საჩივრით მიმართა სს „სილქნეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/748-16; 25.01.2016) და მოითხოვა შპს „SK Communication“-თან საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ნაწილში სს „სილქნეტის“ მიერ ურთიერთჩართვის მომსახურების შეჩერების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სს „სილქნეტის“ საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) განახლებული ვერსია, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის პირველი ნოემბრიდან.
სს „სილქნეტის“ საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ახალი ოფერტის პირობათა თანახმად (პუნქტი 11.4.), ყველა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი, რომელიც წინამდებარე ოფერტის გამოქვეყნების დღისათვის უკვე სარგებლობს ოფერტით გათვალისწინებული მომსახურებით, ოფერტის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული იყო, 2014 წლის პირველ ნოემბრამდე უზრუნველეყო წინამდებარე ოფერტით გათვალისწინებული პირობების შესრულება (საავანსო თანხის და საგარანტიო თანხის წარმოდგენა, ასევე არხების დაყოფა და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაზუსტება). აღნიშნულთან დაკავშირებით სს „სილქნეტმა“ დამატებით უზრუნველყო ყველა შესაბამის ავტორიზებულ პირთან წერილობითი შეტყობინების საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე დაგზავნა, თუმცა მიუხედავად ამისა, შპს „SK Communication“-ის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი საავანსო თანხა და ხელშეკრულების შესრულების გარანტია, ასევე როგორც 2014 წლის პირველი ნოემბრის ოფერტის გამოქვეყნების მომენტისთვის, ისე დღეის მდგომარეობითაც, აღნიშნულ კომპანიას სს „სილქნეტის“ მიმართ ურთიერთჩართვის მომსახურებაზე (საერთაშორისო ტრაფიკის გატარება/ტერმინაცია) დავალიანების სახით ერიცხება 10,067.16 (ათი ათას სამოცდაშვიდი ლარი და თექვსმეტი თეთრი).
მოთხოვნა:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, შპს „SK Communication“-თან საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ნაწილში სს „სილქნეტის“ მიერ ურთიერთჩართვის მომსახურების შეჩერების მიზნით კომისიის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ 2016 წლის 25 იანვარს კომისიაში წარმოდგენილ საჩივარს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/748-16;20.01.2016) თან ერთვის: 1. სს „სილქნეტსა“ და შპს „SK Communication“-ს შორის 2013 წლის 1 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება - 3 ფურც.; 2. სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება (2012 წლის მოწვევის ოფერტა) - 17 ფურც.; 3. სს „სილქნეტის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N^/1864-13;11.04.2013) მოწვევის ოფერტში ცვლილების თაობაზე; სს „სილქნეტსა“ და შპს „SK Communication“-ს შორის 2013 წლის 1 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების დანართი N2-5 ფურც.; 4. საოქმო გადაწყვეტილებები -25 ფურც.; 5. საგადასახადო დავალებები -3 ფურც.
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2016 წლის 4 თებერვალს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებებით (№03/359-16; 01.02.2016; №03/360-16; 01.02.2016) ეცნობათ სს „სილქნეტს“ და შპს „SK Communication“-ს. სს „სილქნეტს“ და შპს „SK Communication“-ს ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.
2016 წლის 4 თებერვლის, კომისიის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ სს „სილქნეტის“ იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე მ. ქოქიაშვილი და იურისტი თ. გომართელი.
კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „SK Communication“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის მოსამზადებელი სდომის თაობაზე შპს „SK Communication“ ეცნობა კომისიის 2016 წლის 2 თებერვლის N03/360-16 შეტყობინებით, რომელიც ჩაბარდა 2016 წლის 2 თებერვალს (გზავნილის კოდი: 070000105632; ჩაბარების თარიღი: 02.02.2016; ჩაიბარა: გიორგი წამალაშვილმა). შპს „SK Communication“-ს კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის მოსამზადებელი სხდომის თაობაზე ასევე ეცნობა 2016 წლის 2 თებერვალს კომისიის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის (post@gncc.ge) მეშვეობით. კომისიის 2016 წლის 2 თებერვლის N03/360-16 შეტყობინება შპს „SK Communication“-ს გადაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე (vtumanishvili@yahoo.com), რომელიც ფიქსირდება კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. შპს „SK Communication“-მა დაადასტურა 2016 წლის 2 თებერვალს გაგზავნილი შეტყობინების მიღების ფაქტი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შპს „SK Communication“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა. ამასთან, მას კომისიაში არ წარმოუდგენია შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე.
2016 წლის 4 თებერვლის კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტის’ წარმომადგენელმა დაადასტურა მათ მიერ კომისიაში წარდგენილი საჩივრის და განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნები.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი განცხადება და მტკიცებულებების, ასვევე კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, კომისიამ აღნიშნა შემდეგი:
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან სს „სილქნეტი“ და შპს „SK Communication“-ი წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით, კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში და შესაბამისად, კომისიაში უნდა დაწყებულიყო სს „სილქნეტსა“ და შპს „SK Communication“-ს შორის არსებული დავის განხილვა. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, რომლითაც დავის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 18 თებერვალი, 15:00 საათი, რის შესახებაც მოდავე მხარე სს „სილქნეტი“ გაფრთხილდა მოსამზადებელ სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხოლო, შპს „SK Communication“-ს ეცნობა კომისიის 2016 წლის 9 თებერვლის N03/428-16 შეტყობინებით, რომელიც მხარეს ჩაბარდა 2016 წლის 10 თებერვალს (გზავნილის კოდი: AP01000229152; ჩაბარების თარიღი:10.02.2016; ჩაიბარა: ვალერი თუმანიშვილმა).
კომისიის 2016 წლის 18 თებერვლის სხდომას ეწრებოდნენ სს „სილქნეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები ნინო ნიჟარაძე და კახი ყურაშვილი მოქმედი სს „სილქნეტის“ დირექტორის ლევან ბუჩუკურის მიერ 2016 წლის 15 თებერვალს და 2016 წლის 17 თებერვალს გაცემული რწმუნებულების (N697/05-8 და N747/05-8) საფუძველზე, ხოლო შპს „SK Communication“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი კომისიის 2016 წლის 18 თებერვლის სხდომაზე არ გამოცხადდა.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავის განხილვა მხარის (მხარეების) გამოუცხადებლობის შემთხვევაში გადაიდება კომისიის შემდეგი სხდომისთვის. არასაპატიო მიზეზით განმეორებითი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კომისიის მიერ დავის განხილვას.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სადაო საკითხთან დაკავშირებით კომისიას საკითხის სრულყოფილად შესწავლისათვის და საკითხის გადასაწყვეტად აუცილებლად მიაჩნია დადგინდეს შპს „SK Communication“-ს გააჩნია თუ არა საერთაშორისო ზარების ნაწილში ურთიერთჩართვის დავალიანება. შესაბამისად, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ციალა უჯმაჯურიძეს დაევალა კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი СD-R-ების შესწავლა და ურთიერთშედარება.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2016 წლის 18 თებერვლის სხდომა გადაიდო და სს „სილქნეტსა“ და შპს „SK Communication“-ს შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 25 თებერვალი, 15 საათი.
კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომის შესახებ შპს „SK Communication“-ს ეცნობა კომისიის 2016 წლის 19 თებერვლის N03/587-16 შეტყობინებით, რომელიც შპს „SK Communication“-ს ჩაბარდა 2016 წლის 22 თებერვალს (გზავნილის კოდი:AP01000229887; ჩაბარების თარიღი:22.02.2016; ჩაიბარა: მამუკა მოდებაძემ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 24 თებერვალს სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1853-16; 24.02.2016) თანდართული მასალით (1. ხელშეკრულების შესრულების გარანტიისა და საავანსო თანხის წარმოდგენაზე შპს „SK Communication“-ისთვის შეტყობინების ელექტორნული ფოსტით გაგზავნის დამადასტურებელი ამონარიდი - 3 ფურც.; 2. მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე დამატებითი შეთანხმების ნიმუშის, გაფორმების მიზნით შპს „SK Communication“-სთვის ელექტორნული ფოსტით გაგზავნის დამადასტურებელი ამონარიდი - 4 ფურც.; 3. 2014 წლის ნოემბრის თვის საოქმო გადაწყვეტილება საქართველოს ფოსტის საკურიერო სამსახურის ჩაბარების დასტურით -5 ფურც.), რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტის“ ახალი მოწვევის ოფერტის (პუნქტი 11.4) თანახმად, ყველა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი, რომელიც მოწვევის ოფერტის გამოქვეყნების დღისთვის უკვე სარგებლობდა მოწვევის ოფერტით გათვალისწინებული მომსახურებით, ოფერენტის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული იყო, 2014 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველეყო მოწვევის ოფერტით გათვალისწინებული პირობების შესრულება (საავანსო თანხის და საგარანტიო თანხის წარმოდგენა, ასევე არხების დაყოფა და მათი მაინდენტიფიცირებელი მონაცემების დაზუსტება).
სს „სილქნეტის“ 2016 წლის 24 თებერვლის Nშ-6/1853-16 განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სს „სილქნეტმა“, დამატებით უზრუნველყო ყველა შესაბამის ავტორიზებულ პირთან წერილობითი შეტყობინების საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე დაგზავნა. შპს „SK Communication“-ს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, 2014 წლის 29 ოქტომბერს გაეგზავნა შეტყობინება ხელშეკრულების შესრულების გარანტიისა და საავანსო თანხის წარმოდგენის ვალდებულების თაობაზე (კონკრეტული ვადის მითითებით), ასევე 2014 წლის 5 ნოემბერს გაეგზავნა მხარეთა შორის 2013 წლის 1 ივნისს N13-647 ხელშეკრულებაზე, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის პირობებთან დაკავშირებით გასაფორმებელი დამატებითი შეთანხმების ნიმუში, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „SK Communication”-ის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი არც საავანსო თანხა და ხელშეკრულების შესრულების გარანტია, არც ხელმოწერილი დამატებითი შეთანხმება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სს „სილქნეტს“, შპს „SK Communication”-თვის მომსახურების მიწოდება არ შეუწყვეტია. შედეგად, 2014 წლის ნოემბრის თვეში შპს „SK Communication”-ის მიერ განხორციელდა საერთაშორისო ზარების გატარება/ტერმინაცია, საერთო რაოდენობით - 39,674.60 წუთი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 10,067.16 ლარი (ათი ათას სამოცდაშვიდი ლარი და 16 თეთრი).
როგორც სს „სილქნეტის“ განცხადებაშია აღნიშნული, მომსახურების გაწევისა და მიღების ფაქტი დამატებით დასტურდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის ავტორიზებული პირების მიერ ყოველთვიურად მიწოდებადი ტრაფიკის შესახებ მონაცემებით (მიწოდება ხდება მყარი დისკის საშუალებით, წერილთან ერთად), ასევე, სს „სილქნეტის“ მიერ ყოველთვიურად შედგენილი /გაგზავნილი საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე.
სს „სილქნეტის“ 2016 წლის 24 თებერვლის Nშ-6/1853-16 განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის ანგარიშსწორება, 2013 წლის 01 ივნისის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის თანახმად, ხდება სს „სილქნეტის“ მოწვევის ოფერტის პირობათა შესაბამისად, ხოლო მოწვევის ოფერტის მე-5 მუხლის თანახმად, „მხარეებს შორის ანგარიშსწორება წარმოებს ყოველთვიურად, გაწეული მომსახურებების შესახებ საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, სრული მოცულობით, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის შემდეგი თვის 10 (ათი) რიცხვისა. საოქმო გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს მომსახურების სახეები, მხარეთა კუთვნილი თანხები და საბოლოოდ გადასახდელი თანხა. მხარეები ერთმანეთს ელექტრონული ფოსტის გამოყენებით უგზავნიან ინფორმაციას მათ მიერ გაწეული მომსახურების შესახებ (გაწეული მომსახურების სახის, მისი ოდენობისა და საფასურის მითითებით) არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 (ათი) რიცხვისა („ოფერენტისთვის“ მონაცემების მიწოდება ხდება ელექტრუნული ფოსტის მისამართზე invoices@silknet.com. „აქცეპტნატის“ მიერ მონაცემების დროულად არ წარმოდგენის შემთხვევაში, გაწეული მომსახურებების შესახებ საოქმო გადაწყვეტილების შედგენა ხდება „ოფერენტის“’ („სილქნეტი“) მონაცემების საფუძველზე. „ოფერენტი’’ გაწეული მომსახურებების შესახებ საოქმო გადაწყვეტილებას „აქცეპტანტს“ უგზავნის არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა, ხოლო „აქცეპტანტი“ თავისი მხრიდან ხელმოწერილ ამავე საოქმო გადაწყვეტილების ერთ ეგზემპლარს “ოფერენტს” უბრუნებს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 (ოცი) რიცხვისა“. აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე, ანგარიშსწორება მხარეთა შორის, „სილქნეტის“ მიერ გაწეულ მომსახურებაზე, წარმოებს „სილქნეტის“ საბილინგო მონაცემების საფუძველზე შედგენილი საოქმო გადაწყვეტილებების საფუძველზე.
სს „სილქნეტის“ 2016 წლის 24 თებერვლის Nშ-6/1853-16 განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „SK Communication”-თვის 2014 წლის ნოემბრის თვეში გაწეულ მომსახურებაზე, სს „სილქნეტის“ მიერ შედგენილი საოქმო გადაწყვეტილების გაგზავნა და ადრესატისთვის ჩაბარება განხორციელდა საქართველოს ფოსტის საკურიერო სამსახურის საშუალებით. შპს „SK Communication”-თვის 2014 წლის ნოემბრის თვეში გაწეულ მომსახურებაზე, გაწეული ურთიერთჩართვის მომსახურებისთვის,შპს „SK Communication”-ის მიერ დაგროვილი დავალიანება დღემდე არ არის გადახდილი.
სს „სილქნეტის“ 2016 წლის 24 თებერვლის Nშ-6/1853-16 განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოქმედი ურთიერთჩართვის მომსახურების შეჩერებისთვის, ავტორიზებული პირი ვალდებულია, წინასწარი თანხმობის მიღების მიზნით, მიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას. შესაბამისად, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ შპს „SK Communication”-ის მიერ საგარანტიო თანხა დღემდე არ არის წარმოდგენილი, ხოლო არხები არ არის შეზღუდული, რაც იძლევა ახალი ტრაფიკის გატარების შესაძლებლობას და შესაბამისად, ქმნის დამატებითი არაუზრუნველყოფილი დავალიანების წარმოშობის საფრთხეს. სს „სილქნეტის“ 2016 წლის 24 თებერვლის Nშ-6/1853-16 განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტი“, კიდევ ერთხელ მიმართავს კომისიას, რათა გაიცეს თანხმობა ზემოაღნიშნული მომსახურების შეჩერებისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 25 თებერვალს კომისიაში შემოვიდა შპს „SK Communication”-ის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1886-16;25.02.2016) წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „SK Communication“-ს სს „სილქნეტის“ მიმართ ერიცხება დავალიანება 10067 (ათი ათას სამოცდაშვისი ლარი) ლარის ოდენობით. ამასთან, როგორც წერილშია აღნიშნული, არსებული ვითარებიდან გამომდინარე შპს „SK Communication“-ი აცხადებს თანხმობას, რათა შეჩერებულ იქნას შპს „SK Communication“-სა და სს „სილქნეტს“ შორის არსებული ურთიერთჩართვა.
კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ სს „სილქნეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები კახი ყურაშვილი, ნინო ნიჟარაძე, ხოლო შპს „SK Communication“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. სს „სილქნეტის“ 2016 წლის 25 იანვრის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/748-16; 25.01.2016 ) თანდართული დოკუმენტაციით (1. სს „სილქნეტსა“ და შპს „SK Communication“-ს შორის 2013 წლის 1 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება - 3 ფურც.; 2. სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება (2012 წლის მოწვევის ოფერტა) - 17 ფურც.; 3. სს „სილქნეტის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/1864-13; 11.04.2013) მოწვევის ოფერტში ცვლილების თაობაზე; სს „სილქნეტსა“ და შპს „SK Communication“-ს შორის 2013 წლის 1 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების დანართი N2 - 5 ფურც.; 4. საოქმო გადაწყვეტილებები - 25 ფურც.; 5. საგადასახადო დავალებები - 3 ფურც.) - 58 ფურც.;
2. სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება (2014 წლის მოწვევის ოფერტა) -16 ფურც.;
3. ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან სს „სილქნეტის“ შესახებ;
4. ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს SK Communication“-ის შესახებ;
5. კომისიის 2016 წლის 18 თებერვლის სხდომაზე, სს „სილქნეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;
6. სს „სილქნეტის“ 2016 წლის 24 თებერვლის Nშ-6/1853-16 განცხადება;
7. შპს „SK Communication”-ის 2016 წლის 25 თებერვლის Nშ-6/1886-16 წერილი;
კომისია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად აღნიშნავს შემდეგს:
1. სს „სილქნეტის“ საჩივარში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/748-16;25.01.2016) აღნიშნულია, რომ ახალი ოფერტის პირობათა თანახმად (პუნქტი 11.4.), ყველა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი, რომელიც წინამდებარე ოფერტის გამოქვეყნების დღისათვის უკვე სარგებლობს ოფერტით გათვალისწინებული მომსახურებით, ოფერტის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული იყო, 2014 წლის პირველ ნოემბრამდე უზრუნველეყო წინამდებარე ოფერტით გათვალისწინებული პირობების შესრულება (საავანსო თანხის და საგარანტიო თანხის წარმოდგენა, ასევე არხების დაყოფა და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაზუსტება). აღნიშნულთან დაკავშირებით სს „სილქნეტმა“ დამატებით უზრუნველყო ყველა შესაბამის ავტორიზებულ პირთან წერილობითი შეტყობინების საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე დაგზავნა, თუმცა მიუხედავად ამისა, შპს „SK Communication“-ის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი საავანსო თანხა და ხელშეკრულების შესრულების გარანტია, ასევე როგორც 2014 წლის პირველი ნოემბრის ოფერტის გამოქვეყნების მომენტისთვის, ისე დღეის მდგომარეობითაც, აღნიშნულ კომპანიას სს „სილქნეტის“ მიმართ ურთიერთჩართვის მომსახურებაზე (საერთაშორისო ტრაფიკის გატარება/ტერმინაცია) დავალიანების სახით ერიცხება 10,067.16 (ათი ათას სამოცდაშვიდი ლარი და თექვსმეტი თეთრი). შესაბამისად, სს „სილქნეტი“ ითხოვს შპს „SK Communication“-თან საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ნაწილში სს „სილქნეტის“ მიერ ურთიერთჩართვის მომსახურების შეჩერებას.
2. სს „სილქნეტსა“ და შპს „SK Communication“-ს შორის 2013 წლის პირველ ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით შპს „SK Communication“-ი უპირობოდ ეთანხმება „სილქნეტის ოფერტას“ (სს „სილქნეტის“ 2012 წლის მოწვევის ოფერტას), რომელიც წარმოადგენს, წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.2. პუნქტის თანახმად, მხარეები ვალდებულნი არიან მოახდინონ ანგარიშსწორება „სილქნეტის ოფერტაში“ აღნიშნული პირობებისა და ვადების შესაბამისად.
3. სს „სილქნეტსა“ და შპს „SK Communication“-ს შორის 2013 წლის პირველ ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1 პუნქტის თანახმად, მხარეები ადასტურებენ, რომ შპს „SK Communication“-მა წარმოადგინა სს „სილქნეტის“ ანგარიშზე საავანსო თანხა (ან საბანკო გარანტია) 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.
4. სს „სილქნეტსა“ და შპს „SK Communication“-ს შორის 2013 წლის პირველ ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს „სილქნეტის ოფერტის“ პირობათა შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 5.2 პუნქტის შესაბამისად, სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში „სილქნეტის ოფერტის“ პირობებში ნებისმიერი სახის ცვლილება/დამატების შეტანის, ან ახალი ოფერტის გამოქვეყნების შემთხვევაში, მათი გამოქვეყნებისთანავე (ხოლო ძალაში შესვლის ვადის მითითებისას, ძალაში შესვლისთანავე), მხარეთა წინამდებარე სახელშეკრულებო ურთიერთობებზე, ავტომატურად გავრცელდება „სილქნეტის ოფერტის“ ახალი პირობები (ახალი ოფერტის პირობები). ხოლო, 5.3. პუნქტის შესაბამისად, თუ შპს „SK Communication“-ი არ ეთანხმება ცვლილებას, იგი ვალდებულია წერილობით აცნობოს სს „სილქნეტს“ „სილქნეტის ოფერტის“ (2012 წლის მოწვევის ოფერტის) 3.6. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში. აღნიშნული ქმედება განხილულ იქნება როგორც უარი მომსახურების მიღებაზე, შესაბამისად, სს „სილქნეტი“ უფლებამოსილია დამატებითი გაფრთხილების გარეშე შეაჩეროს/შეწყვიტოს ხელშეკრულება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ მომსახურებაზე, კანონმდებლობითა და „სილქნეტის ოფერტით“ დადგენილი წესით. ამავე ხელშეკრულების 5.4. პუნქტის შესაბამისად, თუ წინამდებარე ხელშეკრულების 5.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში შპს „SK Communication“-ი წერილობითი ფორმით არ განაცხადებს უარს „სილქნეტის“ მიერ განხორციელებულ ცვლილებაზე (ახალი ოფერტის პირობებზე), ჩაითვლება, რომ აღნიშნული ცვლილება შპს „SK Communication“-ის მიერ მიღებულ იქნა უპირობოდ.
5. 2012 წლის პირველი ნოემბრის სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების (შემდგომში სს „სილქნეტის“ 2012 წლის მოწვევის ოფერტა) მე-3 მუხლის 3.6. პუნქტის თანახმად, „ოფერენტის“ ინიციატივით მის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე ტარიფის ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს ცალმხრივად. „ოფერენტის“ მიმართ კანონმდებლობითა და სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ვალდებულებების გათვალისწინებით, „აქცეპტანტისათვის“ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. შეტყობინება უნდა გაიგზავნოს ცვლილების განხორციელებამდე მინიმუმ 2 (ორი) კვირით ადრე მაინც. შეტყობინებას უთანაბრდება კანონით დადგენილ შემთხვევაში მხარის მიერ ტარიფების გამოქვეყნება „კომისიის“ ვებ-გვერდზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით ტარიფის ცვლილება უთანაბრდება „აქცეპტანტთან“ გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა.
6. სს „სილქნეტის“ მიერ 2013 წლის 11 აპრილს (კომისიაში რეგისტრაციის N6/1864-13; 11.04.2013) წარმოდგენილი წერილის თანახმად სს „სილქნეტის“ 2012 წლის მოწვევის ოფერტის მოქმედების ვადა გაგრძელდა 8 თვით - 2013 წლის 31 დეკემბრამდე. ზემოაღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2013 წლის 30 აპრილიდან. შესაბამისად, სს „სილქნეტის“ 2012 წლის მოწვევის ოფერტა ძალაში შევიდა 2012 წლის 1 ნოემბერს და მოქმედებდა 2013 წლის 31 დეკემბრამდე.
7. 2014 წლის პირველი ნოემბრის სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების (შემდგომში სს „სილქნეტის“ 2014 წლის მოწვევის ოფერტა) 12.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ოფერტა ჩაენაცვლება სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების 2012 წლის პირველი ნოემბრის შეთავაზებას და წინამდებარე ოფერტის ძალაში შესვლით ძალადაკარგულად ცხადდება 2012 წლის პირველი ნოემბრის ოფერტა. ხოლო, 12.2 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ოფერტა ძალაში შედის 2014 წლის პირველი ნოემბრიდან და მოქმედებს 6 (ექვსი) თვის ვადით, 2015 წლის პირველ მაისამდე.
8. სს „სილქნეტის“ 2014 წლის მოწვევის ოფერტის 11.4 პუნქტის შესაბამისად, ყველა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი, რომელიც წინამდებარე ოფერტის გამოქვეყნების დღისათვის უკვე სარგებლობს ოფერტით გათვალისწინებული მომსახურებით, ოფერენტის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია 2014 წლის პირველ ნოემბრამდე უზრუნველყოს წინამდებარე ოფერტით გათვალისწინებული პირობების შესრულება. სხვა შემთხვევაში მას შეუწყდება ურთიერთჩართვა ოფერენტთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე და/ან ამ ოფერტით გათვალისწინებული პირობის შესრულებამდე. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ოფერტის ძალაში შესვლის მომენტისათვის აქცეპტანტს გააჩნია ვადამოსული ან ვადიანი დავალიანება ოფერენტის მიმართ, ოფერენტი უფლებამოსილია შეუჩეროს მას ურთიერთჩართვა ხსენებული დავალიანების დაფარვის ვადის დადგომისთანავე.
9. სს „სილქნეტის“ 2014 წლის მოწვევის ოფერტის მე-5 მუხლის 5.8 პუნქტის შესაბამისად, მხარეებს შორის ანგარიშწორება წარმოებს ყოველთვიურად, გაწეული მომსახურების შესახებ საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე. სრული მოცულობით, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის შემდეგი თვის 10 (ათი) რიცხვისა. ხოლო ამავე ოფერტის მე-5 მუხლის 5.9 პუნქტის შესაბამისად, მხარეებს შორის გაწეულ მომსახურებაზე ყოველთვიურად ფორმდება საოქმო გადაწყვეტილება. საოქმო გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს მომსახურების სახეები, მხარეთა კუთვნილი თანხები და საბოლოოდ გადასახდელი თანხა. საბოლოოდ გადასახდელი თანხა მოიცავს მოთხოვნა-ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვის შედეგად დარჩენილ თანხას, გარდა საავანსო ანგარიშზე არსებული თანხებისა (ბალანსის სახის მიუხედავად). ანგარიშსწორების ვადა განისაზღვრება საანგარიშო თვის მომდევნო თვის შემდეგი თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა. მხარეები ერთმანეთს ელექტრონული ფოსტის გამოყენებით უგზავნიან ინფორმაციას მათ მიერ გაწეული მომსახურების შესახებ (გაწეული მომსახურების სახის, მისი ოდენობის და საფასურის მითითებით) არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 (ათი) რიცხვისა („ოფერენტისთვის“ მონაცემების მიწოდება ხდება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: invoice@silknet.com). „აქცეპტანტის“ მიერ ინფორმაციის დროულად არ წარმოდგენის შემთხვევაში გაწეული მომსახურების შესახებ საოქმო გადაწყვეტილების შედგენა ხდება „ოფერენტის“ მონაცემების საფუძველზე. „ოფერენტი“ გაწეული მომსახურების შესახებ საოქმო გადაწყვეტილებას „აქცეპტანტს“ უგზავნის არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა, ხოლო, „აქცეპტანტი“ მის მიერ ხელმოწერილ ამავე საოქმო გადაწყვეტილების ერთ ეგზემპლარს „ოფერენტს“ უბრუნებს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო 20 (ოცი) რიცხვისა.
10. სს „სილქნეტის მიერ 2016 წლის 25 იანვრის Nშ-6/748-16 განცხადებით და 2016 წლის 24 თებერვლის Nშ-6/1853-16 განცხადებით კომისიაში ასევე წარმოდგენილ იქნა 2014 წლის ნოემბრის თვის საოქმო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, 2014 წლის ნოემბრის თვეში (საოქმო გადაწყვეტილების დანართი ერთის - ურთიერთჩართვის მომსახურების ანგარიშის (საერთაშორისო ზარები) შესაბამისად, შპს „SK Communication”-ის მიერ განხორციელდა საერთაშორისო ზარების გატარება/ტერმინაცია, რომლის ღირებულებამ შეადგინა 10,067.16 ლარი (ათი ათას სამოცდაშვიდი ლარი და 16 თეთრი).
11. შპს „SK Communication”-ის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1886-16;25.02.2016) წერილის თანახმად, შპს „SK Communication“-ს სს „სილქნეტის“ მიმართ ერიცხება დავალიანება 10067 (ათი ათას სამოცდაშვისი ლარი) ლარის ოდენობით. ამასთან, როგორც წერილშია აღნიშნული, არსებული ვითარებიდან გამომდინარე შპს „SK Communication“-ი აცხადებს თანხმობას, რათა შეჩერებულ იქნას შპს „SK Communication“-სა და სს „სილქნეტს“ შორის არსებული ურთიერთჩართვა.
სამართლებრივი საფუძვლები:
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითადი ფუნქციებია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართულიელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად იყენებს ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულ ნორმატიულ აქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეებს სურთ ურთიერთობა ამ კანონით მოაწესრიგონ;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ 2016 წლის 25 იანვრის Nშ-6/748-16 საჩივრის, ასევე 2016 წლის 24 თებერვლის Nშ-6/1853-16 განცხადების და შპს „SK Communication”-ის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1886-16;25.02.2016) წერილის შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტსა“ და შპს „SK Communication“-ს შორის 2013 წლის პირველ ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სს „სილქნეტის“ მიერ 2014 წლის ნოემბრის ახალი ოფერტა ჩაენაცვლა სს „სილქნეტის“ 2012 წლის ოფერტას, რომელიც არის წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი (იხ. 2013 წლის პირველი ივნისის ხელშეკრულების 5.2. მუხლი, ასევე 2014 წლის ოფერტის 12.1 მუხლი), ხოლო მხარეთა შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობათა შესაბამისად, მხარეებს შორის გაწეულ მომსახურებაზე ყოველთვიურად ფორმდება საოქმო გადაწყვეტილება (იხ. 2014 წლის ოფერტის 5.8 მუხლი და 5.9 მუხლი). სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი არის 2014 წლის ნოემბრის თვის საოქმო გადაწყვეტილება (საერთაშორისო ზარების ნაწილში), რომლის შესაბამისად, საბოლოოდ 2014 წლის ნოემბრის თვეში, სს „სილქნეტის“ მიერ შპს „SK Communication“-სთვის გაწეული მომსახურების ჯამი შეადგენს 10,067.16 ლარს, რაც ასევე დადასტურდა თავად შპს „SK Communication”-ის მიერ 2016 წლის 25 თებერვალს კომისიაში წარმოდგენილი წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1886-16;25.02.2016).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარებულია და უდავოა მოქმედი ურთიერთჩართვის შედეგად შპს „SK Communication“-ის მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება სს „სილქნეტის“ მიმართ 10,067.16 ლარის (ათი ათას სამოცდაშვიდი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ოდენობით; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მოთხოვნა შპს „SK Communication“-თან საერთაშორისო ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე, 99-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სს „სილქნეტს“ მიეცეს თანხმობა შპს „SK Communication“-თან ურთიერთჩართვის შეჩერებაზე საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ნაწილში, შპს „SK Communication“-ის მიერ 2014 წლის პირველი ნოემბრის ოფერტის პირობების შესაბამისად, საგარანტიო თანხისა და საავანსო თანხის წარმოდგენამდე, ასევე სს „სილქნეტის“ მიმართ შპს „SK Communication“-ის მიერ აღიარებული ფინანსური ვალდებულების შესრულებამდე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ და შპს „SK Communication“-ისთვის გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ და შპს „SK Communication“-ისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
