წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 14 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2016 18:24

მიღების თარიღი იანვარი 14, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის  03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 14 იანვრის №03 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2016 წლის 14 იანვრის №03 სხდომის დღის წესრიგში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დადებითი დასკვნის საფუძველზე დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების შესახებ (მომხს. ი.მახარაძე - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი),;

2. კომისიის 2016 წლის 14 იანვრის №03 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №03 სხდომის დღის  წესრიგი

       ქ. თბილისი                                               2015  წლის 14 იანვარი, 15:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  3. შპს ”დაცვის სამსახური თბილისისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. ინდ. მეწარმე ”ლალი გოგინავასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს  “ტრანსფორდის” განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  6. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად
    რადიომოყვარულ გივი ბიჭოლაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  7. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად
    რადიომოყვარულ იასონ დოლიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  8. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად
    რადიომოყვარულ თეიმურაზ მეტივიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა
     და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  9. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად
    რადიომოყვარულ იგორ სალმინისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  10. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად
    რადიომოყვარულ ბორის წულაიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  11. შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  12. „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების შესახებ (მომხს. ი.მახარაძე - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
  13. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები