წვდომის მენიუ

ააიპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისთვის” სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 140 / 1

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2016 14:41

მიღების თარიღი მარტი 04, 2016

აასაქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისთვის სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 15 იანვრის №26/10 გადაწყვეტილებით სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ააიპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი”. კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესაბამისად, ააიპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს” განესაზღვრა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის  56,862.00 (ორმოცდათექვსმეტი ათას რვაასსამოცდაორი და 00) ლარის 20%–ს - 11.372.40 (თერთმეტი ათას სამასსამოცდათორმეტი და 40) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 15 იანვრის №26/10 გადაწყვეტილება ააიპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს” ჩაბარდა 2016 წლის 12 თებერვალს. ააიპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის” მიერ 2016 წლის 15 თებერვალს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის 20% - 11.372.40 (თერთმეტი ათას სამასსამოცდათორმეტი და 40) ლარი და კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2016 წლის 24 თებერვალს (კომისიაში რეგისტრაციის №6/1833-16).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე, 39–ე, 41-ე, 43–ე მუხლებისა და კომისიის 2016 წლის 15 იანვრის №26/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ორი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი ელისო ასანიძე) 

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ააიპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს” კერძო  მაუწყებლობის №B182 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ენა: ქართული, რუსული;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 4 მარტამდე;

ე) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

თბილისი

105.5

FM

V

წრიული

1000

41°41'44.70"N 44°47'6.40"E

200

8

ახალციხე

107.7

FM

V

წრიული

100

41°37'48.40"N

42°57'25.40"E

 

30

8

ახმეტა

93.3

FM

V

წრიული

100

42° 1'58.00"N

45° 9'33.99"E

 

25

4

გორი

105.4

FM

V

წრიული

100

42° 1'57.10"N

44° 2'50.80"E

60

4

ზუგდიდი

105.4

FM

V

წრიული

100

42°30'7.80"N

41°53'8.80"E

30

4

ლენტეხი

105.4

FM

V

წრიული

100

42°46'28.45"N

42°45'40.57"E

15

4

მესტია

105.4

FM

V

წრიული

100

43° 1'21.84"N

42°45'21.40"E

15

4

სენაკი

88.1

FM

V

წრიული

100

42°17'23.15"N

42° 3'27.98"E

20

4

ტყიბული

90.4

FM

V

წრიული

100

42°22'27.22"N

43° 2'20.15"E

35

4

ფოთი

104.7

FM

V

წრიული

100

42° 8'23.80"N

41°40'39.30"E

25

4

ქუთაისი

87.9

FM

V

წრიული

100

42°16'48.18"N

42°44'11.20"E

50

4

სტეფანწმინდა

105.4

FM

V

წრიული

100

42°39'24.29"N

44°39'10.13"E

20

4

ყვარელი

94.5

FM

V

წრიული

100

41°54'23.04"N

45°49'41.92"E

25

4

წალკა

105.3

FM

V

წრიული

100

41°38'5.80"N

44°14'18.50"E

20

4

ხულო

105.4

FM

V

წრიული

100

41°38'23.80"N

42°20'34.39"E

30

4

ბათუმი

105.4

FM

V

წრიული

1000

41°41'37.56"N

41°42'54.99"E

30

4

დედოფლისწყარო

94.3

FM

V

წრიული

1000

41°28'0.91"N

46° 8'10.62"E

40

8

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს - 12 საათი;

3. ააიპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი” ვალდებულია:

ა) ემსახურებოდეს თემის ინტერესებს და უზრუნველყოს მაუწყებლობის პროცესში მართლმადიდებლური თემის წარმომადგენელთა მონაწილეობა;

ბ) უზრუნველყოს შესაბამისი გეოგრაფიული ზონაში მცხოვრები უმცირესობების აზრების გაშუქება;

გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

კ) სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განთავსების შემთხვევაში, უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;

ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება; დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

მ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ნ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

პ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ჟ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

ს) კომისიას წარმოუდგინოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან/შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ტ) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში;

4. უზრუნველყოს ააიპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა” სალიცენზიო გადასახდელის  დარჩენილი 70%-ის ანუ 39803.40 (ოცდაცხრამეტი ათას რვაასსამი და 40) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300773062

3316,95 ლარი – 2016 წლის 4 აპრილამდე;

3316,95 ლარი – 2016 წლის 4 მაისამდე;

3316,95 ლარი – 2016 წლის 4 ივნისამდე;

3316,95 ლარი  – 2016 წლის 4 ივლისამდე;

3316,95 ლარი – 2016 წლის 4 აგვისტომდე;

3316,95 ლარი – 2016 წლის 4 სექტემბრამდე;

3316,95 ლარი – 2016 წლის 4 ოქტომბრამდე;

3316,95 ლარი – 2016 წლის 4 ნოემბრამდე;

3316,95 ლარი - 2016 წლის 4 დეკემბრამდე;

3316,95 ლარი – 2017 წლის 4 იანვრამდე;

3316,95 ლარი – 2017 წლის 4 თებერვლამდე;

3316,95 ლარი – 2017 წლის 4 მარტამდე;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) ერთი თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტისთვის” ჩაბარებისთანავე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), გ), მე–2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე), ვ), მე–2, მე-3 და მე–4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრ ელისო ასანიძის განსხვავებული აზრი: ელისო ასანიძემ აღნიშნა, რომ  წინააღმდეგია აღნიშნული ლიცენზიის გაცემის ვინაიდან იგი წინააღმდეგი იყო, როგორც კონკურსის გამოცხადების, ასევე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის. 

კომისიის თავმჯდომარე                                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                       ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                       მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები