წვდომის მენიუ

კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 142 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2016 14:59

მიღების თარიღი მარტი 04, 2016

კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) 2016 წლის 27 იანვარს ერთობლივი განცხადებით მიმართა სს „სილქნეტმა” და შპს „სილქ ლტიმ“ (№7/834-16) და წარმოადგინეს მხართა შორის 2016 წლის 20 იანვარს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება №14-563/4, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, №F66 და №F68 ლიცენზიების დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე 2014 წლის 18 ნოემბერს გაფორმებულ №14-563 ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულების თანახმად მოქმედების ვადა გაუგრძელდა შპს ”სილქ ლტი”-სა და სს ”სილქნეტს” შორის 2014 წლის 18 ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას 2017 წლის 18 იანვრამდე. 2016 წლის 2 თებერვალს სს „სილქნეტმა” და შპს „სილქ ლტიმ“ განმეორებით მომართეს კომისიას ერთობლივი წერილით (№6/1022-16) და დააზუსტეს მოთხოვნა, კერძოდ წარმოადგინეს მხარეთა შორის ამავე დღეს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება №14-563/5, რომლის თანახმად მოქმედების ვადა გაუგრძელდა შპს ”სილქ ლტი”-სა და სს ”სილქნეტს” შორის 2014 წლის 18 ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას 2016 წლის 1 მაისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილების პირველი, მე–2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სს ”სილქნეტი” განისაზღვრა:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64 ლიცენზიის დროებით მფლობელად, 2016 წლის 1 მარტამდე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2350 მჰც-დან - 2400 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;

ბ) უზრუნველყოს შპს „სილქნეტმა“ კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად.

2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის დროებით მფლობელად, 2016 წლის 1 მარტამდე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2350 მჰც ÷ 2382 მჰც  სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის  ქ.თბილისში;

ბ) უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“ კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნტით განსაზღვრული 2350 მჰც ÷ 2382 მჰც  რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად.

3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F68 ლიცენზიის დროებით მფლობელად, 2016 წლის 1 მარტამდე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:  2350მჰც-დან  2382 მჰც-მდე სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);

ბ) უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“ კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული 2350 მჰც-დან  2382 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;

სს ”სილქნეტის” მიერ კომისიაში 2016 წლის 27 იანვარს წარმოდგენილი დამატებითი შეთანხმების (№14-563/4, 20.01.16) თანახმად მოქმედების ვადა გაუგრძელდა შპს ”სილქ ლტი”-სა და         სს ”სილქნეტს” შორის 2014 წლის 18 ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას 2017 წლის 18 იანვრამდე. თუმცა 2016 წლის 2 თებერვალს დაზუსტებული განცხადების შესაბამისად კომისიაში წარმოდგენილ იქნა ამავე დღეს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება №14-563/5 ლიცენზიების დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე 2014 წლის 18 ნოემბერს გაფორმებულ №14-563 ხელშეკრულებაზე. 2016 წლის 2 თებერვლის დამატებითი შეთანხმების მიხედვით, მოქმედების ვადა გაუგრძელდა შპს ”სილქ ლტი”-სა და         სს ”სილქნეტს” შორის 2014 წლის 18 ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას 2016 წლის 1 მაისამდე და ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„1.2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, №F66, №F68 ლიცენზიებით დროებით სარგებლობის ვადა თითოეულ ლიცენზიაზე განისაზღვროს 2016 წლის 1 მაისამდე.”

კომისიის 2016 წლის 4 თებერვალის №66/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით; ზეპირი მოსმენის თარიღად დაინიშნა 2016 წლის 4 მარტი 15:00 საათი.

კომისიის 2016 წლის 4 მარტის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ სს ”სილქნეტის” ულებამოსილი წარმომადგენლები კახი ყურაშვილი და ნინო ნიჟარაძე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 15 იანვრის №13/5 გადაწყვეტილებით თანხმობა მიეცა შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ (იგივე შპს ”სილქ ლტი”), შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ 100% წილის                        სს “სილქნეტის“ მიერ შეძენაზე, ასევე კომისიის 2015 წლის 10 სექტემბრის №549/5 გადაწყვეტილებით  თანხმობა მიეცა შპს “ვიტელ ჯორჯიას“, შპს “ვიტელ ჯორჯიას“ 100% წილის კომპანია “რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედ“-ის მიერ შეძენაზე და შპს “ვიტელ ჯორჯიასა“ და სს „სილქნეტის“ შერწყმაზე; 2015 წლის 4 დეკემბერს განხორციელდა სს ”სილქნეტის” და ”ვიტელ ჯორჯიას” შერწყმა (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემებით განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B15232042, 04/12/2015 17:32:29). ასევე კომისიამ 2016 წლის 26 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება №40/5 შპსტელეკომპანია I სტერეოსადა სსსილქნეტსშორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ სს ”სილქნეტი” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64, №F66, №F68 ლიცენზიებს ფლობს შპს ”სილქ ლტი“-სთან 2014 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულების და კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილების საფუძველზე და შპს ”სილქ ლტი“-სა და სს ”სილქნეტს” შორის 2016 წლის 2 თებერვალს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება №14-563/5 ითვალისწინებს მხარეებს შორის 2014 წლის 18 ნოემბერს გაფორმებულ №14-563, F64, F66 და F68 ლიცენზიების დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებას, მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მხარეებს შორის გადაპირებიდან გამომდინარე ურთიერთობები გაგრძელდეს უწყვეტად 2016 წლის 1 მარტიდან და კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე  გადაწყვეტილება მიღებულ იქნას 2016 წლის 4 მარტის ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F64 ლიცენზიის (ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე) დროებით მფლობელად, 2016 წლის 1 მაისამდე, განისაზღვროს                        სს „სილქნეტი“ და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2350 მჰც-დან - 2400 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;

ბ) უზრუნველყოს შპს „სილქნეტმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად”.

2. შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის (ლიცენზიის მოქმედების ვადა:  05.05.2016-მდე) დროებით მფლობელად, 2016 წლის 1 მაისამდე, განისაზღვროს სს „სილქნეტი“ და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2350 მჰც ÷ 2382 მჰც  სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის  ქ.თბილისში;

ბ) უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნტით განსაზღვრული 2350 მჰც ÷ 2382 მჰც  რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად”.

3. შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №726/5 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3.      რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F68 ლიცენზიის (ლიცენზიის მოქმედების ვადა:  2017 წლის 18 იანვრამდე) დროებით მფლობელად, 2016 წლის 1 მაისამდე, განისაზღვროს სს „სილქნეტი“ და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:  2350მჰც-დან  2382 მჰც-მდე სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);

ბ) უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული 2350 მჰც-დან  2382 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;”

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სილქ ლტი“-სთვის და სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე);

5.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი აღნიშნული  გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                    ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                    მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები