წვდომის მენიუ

„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 159 / 23

გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2016 11:18

მიღების თარიღი მარტი 10, 2016

საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ  2015 წლის 16 ივნისს №351/19 კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”.  

აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად,  კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ავტორიზებულ პირებს კომისიის 2015 წლის 24 ივნისს კომისიის N8/1112-15 წერილით ეთხოვათ   საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხების ტექნიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციის გეოსაინფორმაციო სისტემის (GIS) ფორმატში წარმოდგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 24 ივნისის  N 8/1112-15  წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში წარმოდგენილი იქნა ყველა ავტორიზებული პირის მიერ, გარდა სს ”სილქნეტისა”. შესაბამისი ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის გამოვლენა. აქედან გამომდინარე, 2015 წლის 15 სექტემბერს კომისიამ მიიღო № 556/12 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად მიზანშეწონილად მიიჩნია კომისიის 2015 წლის 16 ივნისის  №351/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად  დაწყებული  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა და ამავე საკითხზე ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, მას შემდეგ, რაც სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი იქნება კომისიის 2015 წლის 24 ივნისის  N 8/1112-15  წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია.

სს ”სილქნეტმა”  2015 წლის 9 ოქტომბერის №7შ-6/7612-15 წერილით კომისიაში  ნაწილობრივ (მხოლოდ ქ. თბილისის გეოგრაფიული სეგმენტი) CD დისკზე წარმოადგინა ინფორმაცია საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხების ტექნიკური მონაცემების შესახებ გეოსაინფორმაციო სისტემის (GIS) ფორმატში.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 3 დეკემბერს სს ”სილქნეტმა”  წერილით №შ-6/9499-15 მიმართა კომისიას, სადაც აღნიშნულია, რომ შპს ” ახალმა ქსელებმა” არ უზრუნველყო სს ”სილქნეტის” დაშვება საკანალიზაციო არხებთან (კერძოდ, ქ. თბილისში ვარკეთილი 3-ის დასახლების გეოგრაფიულ მიკრორაიონებში). სს ”სილქნეტს” მიაჩნია, რომ  ზემოაღნიშნულ დასახელებულ პუნქტში შპს ”ახალი ქსელები” ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს.  შესაბამისად, სს ”სილქნეტმა” კომისიისგან მოითხოვა შპს ”ახალი ქსელების” ქმედების მართლზომიერების დადგენა და შესაბამისი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოდგენილი საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხების ტექნიკური მონაცემების შესახებ გეოსაინფორმაციო სისტემის (GIS) ფორმატში ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია ქ. თბილისში მოხდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების გამოვლენა კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინსტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 12 აპრილს 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

3.  საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს  3 თვიანი ვადა;.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).

კომისიის თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                        ე.ასანიძე

კომისიის წევრი                                                                        მ. ქათამაძე 

კომისიის წევრი                                                                        გ. ფრუიძე 

    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები